Cтратегический бомбардировщик-ракетоносец Ту-160

მიმოხილვა: როდის აფრინდება რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდი

90
რუსული სამხედრო ავიაციის განვითარებას არამეგობრულ მეზობლებთან თანაარსებობის პირობები განსაზღვრავს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ტუპოლევის“ ახალი თაობის სტრატეგიული ბომდამშენ–რაკეტმზიდის ახალი სახე დაბოლოოდ დაამტკიცა, რომელიც სავარაუდო მოწინააღმდეგის გამოწვევებს სრულად პასუხობს.

სპეციალისტებმა პრიორტეტი თვითმ ფრინავის მცირე შემჩნევადობასა და მძლავრ სარაკეტო შეიარაღებას მიანიჭეს. შორი ავიაციის პერსპექტიულ საავიაციო კომპლექსს (ПАК ДА) ბგერითამდე სიჩქარე, ფრენის მნიშვნელოვანი ხანგრძლივობა და ფუზელაჟისშიდა შეიარაღება ექნება — პერსპექტიული ფრთოსანი რაკეტები ჩათვლით. ახალი თაობის „ატრეტაგის“ შეიარაღებაში შესლა 2027 წლამდე იგეგმება. ის შორი ავიაციის „ვეტერანებს“ —Ту-160–ს, Ту-95МС–სა და Ту-22М3–ს ჩაანაცვლებს.

წყაროების მონაცემებით,  ბომბდამშენი–რაკეტმზიდი აეროდინამიკული სქემა „მფრინავი ფრთის“ მიხედვითაა შექმნილი. საბორტე აღჭურვილობა მაქსიმალურად ავტომატიზებულია. თვითმფრინავს „ჰაერი–ჰაერი“ ტიპის რაკეტების ფართო სპექტრის გამოყენება შეეძლება და ამასთან შეძლებს დრონების ჯგუფების მართვას. ПАК ДА–ს რამდენიმე საცდელი ნიმუში ყაზანის საავიაციო ქარხანაში იგება.

უახლესი „სტრატეგოსის“ სპეციალურმა მაკეტებმა და სრულზომიანმა ელემენტებმა წარმატებით გაიარა სასტენდო გამოცდების სერია და დაადასტურა თვითმფრინავის ტექნოლოგიური უნარი, შეუმჩნევლად გადალახოს ნატოს წევრი ქვეყნების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვს სისტემები.  

„ტუპოლევის“ ხელმძღვანელი ალექსანდრ კონიუხოვი 2019 წელს აცხადებდა, რომ ПАК ДА–ს პირველი ნიმუშის წარმოდგენა 2021-2022 წლებში იგეგმებოდა. ხოლო თავდავის მინისტრის მოადგილე იური ბორისოვი ამბობდა, რომ პირველი ფრენა 2025-2026 წლებში შედგებოდა, ხოლო ПАК ДА–ს სერიული წარმოება 2028-2029 წლებში დაიწყებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ შეიარაღებაში შესვლა 202 წლისთვისაა დაგეგმილი, გამოდის, რომ პროექტის რეალიზაცია პირვანდელ გრაფიკზე სწრაფად მიმდინარეობს. დაჩქარებას აშკარად განაპირობებს სამხესრო–პოლიტიკური ვითარება.

ტექნოლოგიური სიმტკიცე

რუსეთის შორმა ავიაციამ კონვენციური საბრძოლო მასალებისა და ზეზუსტი იარაღის გამოყენება  სირიაში აითვისა წარმატებით. და მაინც, „სტრატეგოსების“ მთავარი ამოცანა — ეს ბირთვული ტრიადის ეფექტურობის, საიმედოობისა და სიმტკიცის ამაღლებაა. ამისთვისაც აღდგა რაკეტმზიდ Ту-160М2–ების წარმოება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხარისხობრივად ახალი თვითმფრინავი ესაჭიროება, რომელიც სამი მოქმედი რაკეტმზიდის — Ту-160–ის (1984 წლის წარმოება), Ту-95МС–ის (1958 წლის სერია) და Ту-22М3 (1969 წ) ფუნქციას შეასრულებს და ამასთან Ту-160–ზე ძვირი არ ეღირება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტრუქცია „მფრინავი ფრთა“ შესამჩნევად გაზრდის ბომბდამშენ–რაკეტმ ზიდის სიშორისა და ტვირთამწეობის მახასიათებლებს. ფრენის მაქსიმალური ხანგრძლივობა დაახლოებით 30 საათია, საწვავის მარაგის შევსების გარეშე ფრენის სიშორე — 15 ათასი. ყველაზე მოკრძალებული პროგნოზებით, ПАК ДА დაახლოებით 35 ტონამდე სასარგებლო ტვირთს ასწევს. შედარებისთვის: ამერიკული უჩინარი–სტრატეგოსი B-2 Spirit–ი 27 ტონა საბრძოლო ტვირთს ატარებს, ხოლო რუსული Ту-160 „თეთრი გედი“ — დაახლოებით 45 ტონას.

სპეციალურად ПАК ДА–სთვის მუშავდება ახალი ტურბორეაქტიული ძრავი, მედიის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ასაფრენი მასიდან გამომდინარე, ბომბდამშენი ოთხი ძრავით აღიწურვება. გამოცდები მალე ჩატარდება სტენდსა და ასევე Ил-76–ის ლაბორატორიაში.

ПАК ДА კონსტრუქციულად პრონციპულად განსხვავდება უკვე არსებული შორი ბომდამშენებისგან. გამოიყენება თანამედროვე და პერსპექტიული მასალები, უახლესი ტექნოლოგიები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირედ შემჩნევადობას: რადიომშთანთქავ საფარს, კონსტრუქციის ელემენტებს, პლანერის გეომეტრიულ ფორმას, შეიარაღებისთვის განკუთვნილ შიდა ნაკვეთურებს. მანქანას უახლესი ავიონიკით აღიჭურვება, რაც მარალ მახასიათებლებს შესძენს მას, ხოლო სამომავლოდ მოდერნიზაციას გაამარტივებს. საბორტე კომპლექსში შევა: სარაკეტო იარაღის მართვის, ГЛОНАСС–ის თანამგზავრული ნავიგაციის, ადგილის რელიეფის ავტომატური შემოვლის, მრავალარხიანი კავშირისა და სხვა სისტემები. ბევრი სისტემის სავარაუდო ინტეგრაცია ერთ კომპლექსში გარემოს ავტომატურ ხედვას უზრუნველყოფს. ПАК ДА–ს „ინტელექტი“ მოწინააღმდეგის ნებისმიერ რადიოლოკაციურ სადგურებსა და სითბურ სამიზეებს აღმოაჩენს და ეფექტურად გამოიყენებს როგორც რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, ისე პასიურ ინფრაწითელ ხაფანგებს.

ПАК ДА–ს საცდელ ნიმუშზე მუშაობის დაწყებიდან ათ წელზე მეტი გავიდა, რაც ნორმალური ვადაა დალაგებული პროექტისთვის. აგებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება, რის შემდეგაც სახმელეთო და და საფრენი გამოცდები დაიწყება. თუ პროექტი გაუთვალისწინებელ სიზნელეებს არ გადააწყდება, სერიული წარმოება გეგმის მიხედვით 2027 წელს დაიწყება. ზედმეტად აჩქარება არ ღირს — ПАК ДА რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გამოსაყენებლად იგება. მთავარი ხარისხია.

გერმანული გამოცემა Stern–ის პროგნოზით: „ახალი ბომბდამშენები მცირე პარტიებით და ეტაპობრივად დამზადდება“.

კოსმოსური „ჩამჭერი“

ПАК ДА ხანგრძლივად შეძლებს საბრძოლო პატრულირებას ერთ რეგიონში და იარაღიუს გამოყენებას მეორეში — ათობით ათასი კილომეტრი დაშორებით.  მისი საბრძოლო გამოყენების ტაქტიკა შემჩნევადობის ხარისხზეა დამოკიდებული სავარაუდო მოწინააღმდეგის რადარებზე და ასევე სარაკეტო შეიარაღების სიშორეზეც. თუ ფრთოსანი რაკეტების არსებულ სტანდარტებს მივიღებთ მხედველობაში და ასევე პერსპექტიული რაკეტების ჰიპებგერით თავისებურებებსაც გავითვალისწინებთ, „სტელსის“ ტექნოლოგია“ მნისვნელოვან როლს არ ასრულებს. ახალი „სტრატეგოსი“ შეძლებს საიერიშო ამოცანების უმეტესობის შესრულებას ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვის ზონის მიღმა, ანუ რუსეთის საჰაერო სივრციდანაც კი მისწვდება მოწინაააღმდეგეს. დღეისათვის მხოლოდ აშშ–სა და რუსეთს აქვთ სამხედრო–საჰაერო ძალების განსაკუთრებული სახეობა — სტრატეგიული ავიაცია. ამერიკული კომპანია Northrop Grumman–ი 2017 წლიდან ქმნის ПАК ДА–ს ანალოგიურ თვითმფრინავ Б-21 „რეიდერს“. პენტაგონს იმედი აქვს, რომ მანქანა სახმელეთო გამოცდების ანგარს 2021 წლის ბოლოსთვის დატოვებს. პირველი გაფრენა 2022 წელს უნდა შედგეს. ერთი თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 600 მილიონი დოლარი იქნება.

აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს პროგნოზით, ჩინური „მფრინავი ფრთა“ Н-20 სახმელეთო გამოცდებს 2021 წელს ჩააბარებს. კომპანია–მწარმოებელი Aviation Industry Corporation–ი ცოტა ხნის წინ  აცხადებდა, რომ გამოცდები მალე დაიწყება.

გამორიცხული არ არის, რომ ПАК ДА–ს ბორტზე ელექტრომაგნიტური, ლაზერული და სხვა სახის შეიარაღებაც დაიდგას. ახალი რუსული „სტრატეგოსის“ მნიშვნელოვანი განმასხვავებელი უცხოური ანალოგებისგან — ეს კოსმოსური „ჩამჭერის“ ფუქნციების შესრულების უნარია — ჰიპერბგერით რაკეტებს მოწინააღმდეგის ობიექტების განადგურება ხმელეთზეც შეუძლია, ზღვაზეც და ახლო კოსმოსშიც.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

90
თემები:
რუსეთი დღეს (815)
მყვინთავი საპატრულო ხომალდი „გუშაგი“

უჩინარი პატრული: რუსეთში მყვინთავი ხომალდი BOSS-ი შეიქმნა

16
(განახლებულია 09:41 14.04.2021)
რუსეთის გემთმშენებლობის მეცნიერული და ტექნოლოგიური დონე კონსტრუქტორული გადაწყვეტილებებისადმი არასტანდარტული მიდგომის საშუალებას იძლევა.

წყალზედა ხომალდისა და სუბმარინის  ფუნქციების საპატრულო „გუშაგს“ სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტების გაოცება შეუძლია. სიახლეს სახელად BOSS-ი (Border and Offshore Submersible Sentry) ეწოდება.

საზღვაო ტექნიკის ცენტრალურმა საკონსტრუქტორო ბიურო „რუბინმა“ საპატრულო ხომალდ „გუშაგის“ პროექტი წარმოადგინა, რომელიც სუბმარინისა და წყალზედა ხომალდის ღირსებებს აერთიანებს. შედარებით დაბალი ფასი და ზომები, მოწინავე ტექნიკური მახასიათებლები , ტრადიციულად მაღალი საიმედოობა, ბორტზე სარაკეტო-ტორპედული შეიარაღების განთავსების შესაძლებლობა BOSS-ს მიმზიდველს ხდის მცირე ბიუჯეტის მქონე ქვეყნებისთვის.

„რუბინი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია სუბმარინების პროექტირებაში 120 წლიანი სტაჟით.

გარეგნულად BOSS-ი 613 პროექტის დიზელ-ელექტრონულ - კონსტრუქტორულად წარმატებულ, ერთ-ერთ ყველაზე მასობრივად გაყიდვად სუბმარინას ჰგავს. ტექნიკური მახასიათებლებიც მსგავსი აქვს: სიგრძე - 60-70 მეტრი, წყალწყვა - დაახლოებით 1000 ტონა, ეკიპაჟი - 42 კაცი. შეიძლება აღიჭურვოს მართვადი რაკეტებით, ტორპედოებით, დრონებით, საარტილერიო დანადგარებით.  

ახალი საპატრულო „ნაუტილუსის“ სავარაუდო სამიზნეები წყალქვეშა და წყალზედა მდგომარეობაში შეიძლება გახდნენ საბრძოლო ხომალდები და სანაპირო ობიექტები. ხომალდი შეიძლება ეფექტურად იყოს გამოყენებული სადაზვერვო ან სამეცნირო-კვლევითი მიზნებით.

ნატოს თავის ტკივილი

ახალი ხომალდის შესაძლებლობებისა და ამოცანების სპექტრის გასაგებად აუცილებელია, რომ პროექტ 613-ს მივუბრუნდეთ. სუბმარინას 1347 ტონა წყალწყვა ჰქონდა და სიგრძეში 76 მეტრი იყო, 200 მეტრამდე სირღმეზე 18,5 კვანძით მოძრაობდა. ძირითადი შეიარაღება: ექვსი ტორპედული აპარატი, ავტონომიურობა - 30 დღე-ღამე, ეკიპაჟი - 52 კაცი.

პროექტი 613-ის სერიულ მშენებლობაში ფართოდ გამოიყენებოდა ნაკადურ-სექციური მეთოდი, ავტომატური შედუღება და რენტგენოგრაფიული კონტროლი. 1950-57 წლებში საშუალო წყალწყვის 215 დიზელ-ელექტრონული სუბმარინა აიგო, რომლებსაც ერთნაირად ეფექტურად შეეძლოთ ტორპედოებით შეტევა, დაზვერვა, ოპერატიული და პოზიციური სამსახურის გაწევა მოწინაარმდეგის დისლოკაციის რაიონებში. პროექტის სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან სსრკ-ს დაშლამდე იარსება.

ეს მრავალმიზნობრივი სუბმარინები მასობრივად მიეწოდებოდა ბულგარეთის, კუბის, ინდონეზიის, ეგვიპტის, სირიის, ჩინეთის, პოლონეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს.

რაღა თქმა უნდა, ახალმა საპატრულო ხომალდმა წინამორბედისგან ყველა მთავარი ,ახასიათებელი მიიღო მემკვიდრეობით - სიმტკიცე, საიმედოობა და ეფექტურობა. დანარჩენით BOSS-ი 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური პირმშოა - ხარისხობრივად ახალი, ბევრად მძლავრი შეიარაღებით, კავშირის, ნავიგაციისა და ჰიდროაკუსტიკის საშუალებებით.

პოტენციალი

ზღვაზე კლასიკური საბრძოლო პატრულირება - ეს წყალზედა ხომალდებისა და სუბმარინების ხანგრძლივი მანევრირებაა მონიშნულ რაიონში, ასევე გამუდმებული მზადყოფნა საბრძოლო პოზიციაზე გასასვლელად და მოწინააღმდეგის ხომალდებსა თუ ობიექტებზე შეტევის მისატანად.

რუსეთის სამხედრო-საზღაო ფლოტში აკვატორიის პატრულირებით ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გუშაგი-ხომალდები იყო დაკავებული, ნატოს სამხედრო-საზღაო ძალებში - ესკორტის ნაღმმზიდები, ფრეგატები, კორვეტები და სანაპირო ზონის ხომალდები.

ტოლობის ნიშნის დასმა ტრადიციულ წყალზედა ხომალდებსა და მყვინთავ ბოსებს შორის შეუძლებელია. ახალი ხომალდის ექსპლუატაციის თავისებურებები შესაძლებლობას იძლევა ვამტკიცოთ, რომ „რუბინმა“ ჰიბრიდული სუბმარინა შექმნა.

ფარული წყალქვეშა პატრულირება მოწინააღმდეგეზე, კონტრაბანდისტებსა თუ დამრღვევებზე, მოულოდნელი შეტევისა თუ საფრთხეზე რეაგირების საშუალებას იძლევა. წყალზედა მახასიათებლები ბონუსია ეკიპაჟისთვის, რომელსაც ლაშქრობისას ზღვის ჰაერის სუნთქვა შეუძლია და არა რეგენერაციის პროდუქტისა, როგორც ეს კლასიკურ სუბმარინებში ხდება. გარდა ამისა, შელფის სამეცნიერო შესწავლის შესაძლებლობები ახალ ხომალდს უფრო მაღალი აქვს, ვიდრე ანალოგიურ წყალზედა ხომალდს. ამასთან BOSS-ს შეუძლია შედარებით დაბალფასიანი სასწავლო „კლასიც“ იყოს ეკიპაჟებისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

16
თემები:
რუსეთი დღეს (815)
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

ისტორიული გამარჯვება, რომელიც 9 აპრილს მიეძღვნა და ბასილაშვილის წარმატება სარდინიაზე

150
(განახლებულია 22:08 10.04.2021)
კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერი მინისტრის კაბინეტში წყდება, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი თიხის კორტებზე კალიარის ტურნირის ფავორიტია.

ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი გოლებით დაბრუნდნენ, ყაზანში კვარაცხელიას დაკარგვა არ უნდათ.

„ბიჭი ნამდვილი აღმოჩენაა და მას ამ სეზონში არსად გავუშვებთ“, - ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს თათრეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრი ვლადიმირ ლეონოვი ეხმაურება. მისი თქმით, ხვიჩას ტრანსფერი სეზონის ბოლოს „რუბინის“ სატურნირო მდგომაორებაზე იქნება დამოკიდებული.

20 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 21 მატჩში ოთხი გოლი და რვა საგოლე პასი აქვს. 2021 წელს ეროვნული ნაკრების სამ მატჩში მან ორი გოლი გაიტანა.

Полузащитник сборной Грузии по футболу Хвича Кварацхелия во время отборочного матча ЧМ-2022 между сборными Грузии и Швеции
Полузащитник сборной Грузии по футболу Хвича Кварацхелия во время отборочного матча ЧМ-2022 между сборными Грузии и Швеции

ქართველი ვარსკვლავის რომელიმე ევროპულ გრანდში გადასვლა ზაფხულის სატრანსფერო სეზონისთვის თითქმის გადაწყვეტილია. ბოლო დროს უცხოურ მედიაში გავრცელებულ ხმებს თუ ვენდობით კვარას მიმართ ინტერესს ყველაზე მეტად იჩენენ „მილანი“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“ და „დორტმუნდი“.

რაც შეეხებათ სხვა ქართველ ლეგიონერებს. ტრავმის მოშუშების შემდეგ მოედანზე დაბრუნებული თორნიკე ოქრიაშვილი პირველივე შეხვედრაში გოლით გამოირჩა, თუმცა მისი გუნდისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ „აეკთან“ მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა.

ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ასევე სრულად დაიხარჯნენ მოედანზე გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილი კი ქეცბაიამ 85-ე წუთზე შეცვალა.

Торнике Окриашвили. Матч между сборными Грузии и Македонии по футболу при пустых трибунах на стадионе Динамо Арена
© REUTERS / IRAKLI GEDENIDZE
თორნიკე ოქრიაშვილი

ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების გამოცდილმა შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც ამერიკის ლიგიდან სამხრეთ კორეაში ცოტა ხნის წინ გადაბარგდა. 28 წლის ქართველი ფეხბურთელი სამხრეთ კორეული „ულსან ჰიუნდაის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და გამარჯვებაშიც დიდი როლი ითამაშა. ვაკოს ანგარიშზე აღნიშნულ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემაა.

პირველ ნახევარში ვაკოს მარცხენა ფლანგიდან აქტიურობას კიმ მინ-ჯუნი გოლი მოჰყვა, რომელიც სწორედ ქართველის გადაცემით გავიდა. 76-ე წუთზე კი ვაკომ მატჩის საუკეთესო გოლი გაიტანა. მან ბურთი ცენტრიდან ათრია, გზად ორ მეტოქეს გასცდა და მეკარესაც უძლიერესი დარტყმით გაუტანა.

სანამ ქართველი ფეხბურთელები ფორმაში შედიან, არც ფეხბურთის ფედერაციაში სხედან უსაქმოდ. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივნისში ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივნისს, ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და ნიდერლანდების ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ და ეს ისტორიაში პირველი შეხვედრა იქნება.

ისტორიული მატჩი და საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა!

Матч между сборными Грузии и Армении по футзалу в рамках отбора к Евро-2022
© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოს ფუტსალის ნაკრები

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა შესარჩევი ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარეს და საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 3:2 აჯობეს. გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა.

მატჩის დასასრული საკმაოდ ემოციური იყო, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად მაყურებელიც ზეიმობდა. გამარჯვების შემდე ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთთან მატჩამდე იყო რამდენიმე ვარიანტი, თუ როდის გაიმართებოდა ეს გადამწყვეტი შეხვედრა და არჩევანი 9 აპრილზე სწორედ თავად შეაჩერა.

„ჩვენს ნაკრებში მოთამაშე ბრაზილიელებსაც ავუხსენით, რა დონის და როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს დღე, ყველა ინფორმაცია გადავეცით და ეს ყველაფერი თამაშზე აისახა. ამ დღემ ძალიან დიდი სტიმული მოგვცა და მინდა ეს გამარჯვება სწორედ იმას მივუძღვნა, რაზეც საქართველო ამდენი წელია ამ დღესთან დაკავშირებით საუბრობს“, - განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

ხუთი ტურის შემდეგ, ჩვენს ჯგუფში რუსეთის ნაკრები 15 ქულით ლიდერია, მეორე პოზიციაზე საქართველოს ნაკრები 10 ქულითაა, საფრანგეთს ორი ქულა აქვს, ხოლო სომხეთს - ერთი. ბოლო ტურში საქართველო 12 აპრილს, სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდება, რომელსაც ფორმალური დატვირთვა ექნება.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება, 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. რვა შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს.

საქართველო უკვე მოხვდა საუკეთესო ექვს მეორეადგილოსანში, რადგან ერთ-ერთმა კონკურენტმა სერბეთმა შინ რუმინეთს ვერ მოუგო (4:4). საქართველოს ნაკრებმა უკვე ოფიციალურად გადაასწრო მეორეადგილოსნებში სერბეთისა და უნგრეთის ნაკრებებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი თიხის კორტებს გამარჯვებებით დაუბრუნდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი
© AP Photo / Andy Wong
ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანი იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. ნიკამ პირველ შეხვედრაში გაჭირვებით, სამ სეტში მოუგო სლოვაკ ჩოგბურთელ კოვალიკს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

ბასილაშვილს მეოთხედფინალში საქმე გაურთულდა, რადგან მისი მეტოქე ბევრად ძლიერი მსოფლიოს 41-ე ჩოგანი შტრუფი იყო. გერმანელი ჩოგბურთელი საკმაოდ მაღალია, რაც ჩაწოდების ასპექტში დიდ უპირატესობას იძლევა. მიუხედავად ამისა, ნიკამ მეტოქეს არანაკლებ ძლიერი დარტყმები დაუპირისპირა და სამ სეტში 7:5, 4:6, 6:3 იმარჯვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში მეტოქის ორი მოწოდება მოიგო. მეორე სეტი ასევე დაძაბული გამოდგა, თუმცა ბასილაშვილი 4:6 დამარცხდა. გადამწყვეტ სეტში კი ქართველმა მეტოქის სამი მოწოდება მოიგო და შეხვედრა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.

ნიკას მეტოქე ნახევარფინალში სერბი ლასლო ჯერე იქნება, რომელიც რეიტინგის 57-ე ნომერია და მეოთხედფინალში იტალიელ მუსეტის სამ სეტში მოუგო. შეხვედრა 10 აპრილს, თბილისის დროით 15:30-საათზეა ჩანიშნული.

ქართველმა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოსკოვში საქართველოს ჰიმნი გააჟღერა.

Антон Плесной (Грузия) выступает на чемпионате Европы по тяжелой атлетике
© photo: Sputnik / Alexey Filippov
ანტონ პლესნოი

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების 24 წლის წევრი ანტონ პლესნოი (96კგ.) ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძალოსანმა რუსეთის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა და დამსახურებული ოქროს მედალიც მოიპოვა.

პლესნოიმ პირველ მოძრაობაში (ატაცი) შტანგასთან სამივე მისვლა დამაჯერებლად გამოიყენა. ანტონმა 171, 175 და 180 კილოგრამები დაძლია და მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასევე ოქრო მოიპოვა ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც, სადაც პირველობისთვის საწყისი ორი ცდა (207 და 213 კგ.) ეყო, 221 კგ-ს კი ვეღარ გაუმკლავდა. ჯამში ანტონმა 393 კგ. მოაგროვა და ვერცხლის მედალოსან პეტრ ასაიონაკს 19 კილოგრამით აჯობა.

მანამდე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზეს შოთა მიშველიძემ და რევაზ დავითაძემ, მათ ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დააკლდათ.

მიშველიძემ (61კგ.) მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა ატაცში. შოთასთვის 124 კგ-ზე პირველი მისვლა წარუმატებელი გამოდგა, თუმცა 131 და 135-კილოგრამიან შტანგებს თავისუფლად გაუმკლავდა და მხოლოდ ბულგარელ სტილიან გროზდევს (136 კგ.) ჩამორჩა.

რაც შეეხება რევაზ დავითაძეს, 22 წლის ქართველი ძალოსანი (89 კგ.) 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე შეჯიბრზე ექვსიდან ოთხი ცდა გამოიყენა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ევროპის ჩემპიონატი სადებიუტო იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟისთვის. ატაცში 21 წლის ძალოსანმა კახი ასანიძემ (73კგ.) პირველი ორი ცდა გამოიყენა - ჯერ 144 და შემდეგ 148 კგ დაძლია, მაგრამ მესამე ცდაზე 151 კგ-ს ვერაფერი მოუხერხა და ამ დისციპლინაში მერვე ადგილს დასჯერდა.

აკვარში 21 წლის ქართველმა ძალოსანმა 172 და 179 კილოგრამები დააფიქსირა, მაგრამ მესამე ცდაზე 182-კილოგრამიანი შტანგა ვერ ასწია და ამ დისციპლინაში მეშვიდე ადგილი ერგო. საბოლოოდ, კახიმ ორჭიდის ჯამში 327 კგ დააფიქსირა და მეშვიდე პოზიციაზე გავიდა.

 

150
პოლიცია

პროტესტი გრძელდება: რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართეს

0
(განახლებულია 14:08 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა  რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ რკინის ღობე აღმართეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაებისთვის ხელი შეეშალათ. ახლა პროტესტის ნიშნად აქტივისტები რკინის ღობეებს მუშტებს ურტყამენ. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. რადგანაც გამოიდარა, აქტივისტები დღეს უფრო მასშტაბურ აქციას გვპირდებიან და მათ, შესაძლოა, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც შეუერთდნენ.

გასულ ღამეს რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

0