მიმოხილვა: მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზი რუსეთის ეკონომიკის აღდგენაზე

© photo: Sputnik / Pavel Lisicin / გადასვლა მედიაბანკშირუსული რუბლის ბეჭდვა
რუსული რუბლის ბეჭდვა - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
რუსეთის ეკონომიკა კრიზისის შემდეგ იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე მოსალოდნელი იყო — ასეთია მსოფლიო ბანკის ექსპერტების დასკვნა. ახალი პროგნოზი იანვრისაზე გაცილებით უკეთესია.

ნატალია დემბინსკაია

შეზღუდვების გაუქმება და ვაქცინაცია

მსოფლიო ბანკში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2021 და 2022 წლებში, შესაბამისად, 2,9 და 3,2 პროცენტით გაიზრდება. იანვარში კი საუბარი 2,6 და 3,0 პროცენტებზე იყო.

„აღდგენა, როგორც მოსალოდნელია, დაჩქარდება <...> ზრდაც მოიმატებს <...> პანდემიის შედეგების გავლენის თანდათანობით შესუსტების კვლადაკვალ“, — ხაზს უსვამენ ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკების შესახებ მოხსენების ავტორები.

ნავთობტანკერი საზღვაო ტერმინალთან - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
ორ სკამზე: აშშ–მა რეკორდული რაოდენობის რუსული ნავთობი შეისყიდა

2020 წლის მშპ-ის დანაკარგები სხვებზე ნაკლები გამოდგა — 3,1 პროცენტი. სწორედ ამის საფუძველზე შეიცვალა პროგნოზი.

აქტიურ ზრდას ხელს შეუწყობს შეზღუდვების შესუსტება. რუსეთს არ გამოუცხადებია „ლოკდაუნი“ კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, რამაც კრიზისიდან სწრაფად გამოსვლა გახადა შესაძლებელი. მსოფლიო ბანკის დასკვნის ამოსავალი ისაა, რომ ქვეყანა შეძლებს თავიდან აიცილოს COVID-19-ის მესამე ტალღა.

მსოფლიო ბანკის ექსპერტები მძლავრ „დრაივერად“ რუსულ ვაქცინასა და აცრების კამპანიას მიიჩნევენ. თუმცა იმავდროულად რისკებზეც მიუთითებენ: თუ მოსახლეობა აქტიურად არ აიცრება, ეპიდემია გაგრძელდება.

ვითარებაზე ნეგატიურად აისახება მორიგი დასავლური სანქციებიც. საბანკო სექტორიც ეჭვებს იწვევს. ეკონომისტების შეფასებით, იპოთეკური ბაზარი გადაიწვება, რაც აქტივების ხარისხს გააუარესებს და საფინანსო ორგანიზაციების შემოსავლებს შეამცირებს.

სიღარიბის დონე და ბიუჯეტი

მსოფლიო ბანკში ვარაუდობენ, რომ რუსეთში სიღარიბის დონე გასულ წელთან შედარებით შემცირდება, თუმცა 2022 წლამდე მაინც უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პანდემიამდელი მაჩვენებლები იყო. მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების სოციალურმა ზომებმა არ დაუშვა ქვეყანაში კიდევ მეტი გაღარიბება.

ამერიკული კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
კრიტიკული ზღვარი: აშშ–ის სახელმწიფო ვალი მშპ-ს გადააჭარბებს

დეკემბერში ამის თაობაზე საუბრობდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი რუსეთში რენო სელიგმანი, რომელიც რუსეთის მთავრობის ანტიკრიზისული ქმედებების ეფექტურობას უსვამდა ხაზს.

სახელმწიფომ გაზარდა ხარჯები ბიზნესისა და მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხით. ამას პლუს ცენტრალურ ბანკს აქვს სოლიდური ფინანსური რეზერვები. ანტიკრიზისული გადასხმები ექსპერტებმა მშპ-ის 4 პროცენტად შეაფასეს (ოთხ ტრილიონ რუბლზე მეტი), რამაც ქვეყნის გაღატაკება შეაჩერა.

შრომის სამინისტროში მანამდე სიღარიბის 13%-იან მაჩვენებელზე საუბრობდნენ. ეს თითქმის 20 მლნ კაცია.

მსოფლიო ბანკმა ბიუჯეტის პროგნოზიც გააკეთა. გასული წელი 4,1 ტრილიონი რუბლის დეფიციტით დასრულდა, რაც მშპ-ის 3,8%-ია. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 1,8%-მდე შემცირდება, ხოლო 2022 წელს ქვეყანა პროფიციტში წავა.

რეცესია დასრულებულია

მარტის შუა რიცხვებში ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ ექსპერტებმა განაცხადეს, რომ რეცესია შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. „2020 წლის ბოლოს ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში ძირითადი მაკრომაჩვენებლების ზრდა ფორმალურად გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ რუსეთში რეცესია 2021 წლის დასაწყისში დასრულდა“, — ნათქვამია ექსპერტების კვლევაში.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
„ექსტრემალური“ შეზღუდვები: აშშ-ს რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციების სანქცირება სურს

როგორც ეკონომისტებმა განმარტეს, მშპ-ის ზრდა მესამე და მეოთხე კვარტლებში 4,2 და 1,7 პროცენტი იყო, ხოლო ძირითად კაპიტალში ინვესტიციები 1,2 და 0,4 პროცენტით გაიზარდა.

ექსპერტებმა აღნიშნეს საინვესტიციო აქტიურობის შედარებით სუსტი ვარდნაც. და ეს ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთს კრიზისი ნაკლებად მტკივნეულად გადააქვს, ვიდრე მთელ დანარჩენ მსოფლიოს. პოსტსაბჭოთა ისტორიაში ასეთი რამ პირველად ხდება.

ანალიტიკოსების თქმით, 2020 წელს რუსეთის მშპ იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე კრიზისულ 2015 წელს (2%), თუმცა ეს 2009 წლის მაჩვენებელზე ნაკლები იყო (7,8%).

„ასეთი შედეგი განსაკუთრებულად აღსანიშნავია მეოცე საუკუნის შუა წლებიდან ყველაზე ძლიერი რეცესიის ფონზე მსოფლიო ეკონომიკაში (საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებით, მინუს 3,5%), მით უმეტეს, რომ გლობალურ კრიზისს ნავთობზე ფასების ძლიერი ვარდნაც ერთვოდა“, — ნათქვამია „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ ექსპერტთა ბიულეტენში.   

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
სტრატეგიული სვლა: რუსეთმა მილიარდები ჩადო აშშ–ის სახელმწიფო ობლიგაციებში

თებერვლის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლაში მაღალი შეფასება მისცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. მისი ექსპერტების ვარაუდით, 2021 წელს ქვეყნის მშპ 3 პროცენტით გაიზრდება, მომავალ წელს კი ეს მაჩვენებელი 3,9%-ს მიაღწევს — იმაზე მეტს, ვიდრე ევროზონაში ან აშშ-ში იქნება. საკვანძო „დრაივერებად“ ექსპერტები მასობრივ ვაქცინაციას, სახელმწიფოს დახმარებებს, სოლიდურ რეზერვებსა და ვალების დაბალ დონეს ასახელებენ.

რუსეთი პერსპექტიულ ბაზრად აღიარეს სააგენტო Bloomberg-ის ანალიტიკოსებმაც, რომლებმაც 17 ქვეყანა გამოიკვლიეს ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის 11 მაჩვენებლის მიხედვით. რუსეთმა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.

ექსპერტებმა აღნიშნეს საიმედო საბიუჯეტო პროფილი და კარგი საინვესტიციო პოზიცია — 30%, და ასევე სოლიდური საერთაშორისო სავალუტო რეზერვები — 587,1 მლრდ. დეფოლტის ალბათობა მინიმალურია. Bloomberg-ის პროგნოზით, რუსეთს საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა ექნება 2021 წელს — 3 პროცენტი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0