მიმოხილვა: „არმატაზე“ სწრაფი — რუსეთში ახალი ტანკის შექმნაზე მუშაობენ

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიჯავშანსტრასპორტიორი „ბუმერანგი“
ჯავშანსტრასპორტიორი „ბუმერანგი“ - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
მძლავრი, ჩქაროსნული და კარგად დაცული — რუსეთში უნიფიცირებული დაჯავშნული პლატფორმა „ბუმერანგის“  ბაზაზე პირველი საბურავებიანი ტანკის შექმნას აპირებენ.

ანდრეი კოცი

„სამხედრო–სამრეწველო კომპანიის“ გენერალური დირექტორის, ალექსანდრ კრასოვიცკის თქმით, პერსპექტიული შასების მახასიათებლები საშუალებას იძლევა, მათზე ისეთივე გლუვლულიანი ქვემეხის მქონე  შეიარაღების კომპლექსი დამონტაჟდეს,  როგორებიც  თვითმავალ „სპრუტი СД–ს აქვს.

გამოდგება სირიაში

რაკეტმზიდის გაშვება - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
მოსაზრება: რით აპირებს პენტაგონი რუსეთის „შეკავებას“

კრასოვიცკის თქმით, უნიფიცირებული ბორბლებიანი პლატფორმა „ბუმერანგის“ შემუშავება უკვე დასასრულს უახლოვდება — მასზე დაშენებული ჯავშანტრანსპორტიორი К-16–ის სახელმწიფო გამოცდები წლის ბოლომდეა დაგეგმილი. ინჟინრები ირწმუნებიან, რომ კონსტრუქციაში მეცნიერებისა და ტექნიკის ყველაზე  თანამედროვე მითღწევები გამოიყენეს. შემდგომ დედმებშია პერსპექტიული ქვეითთა საბრძოლო მანქანა 17–ის გამოცდა. როგორც კრასოვიცკი ამბობს, საბურავებიანი ტანკის სწრაფად დამზადება „ბუმერანგის“ პლატფორმაზე პრობემა არ არის მრეწველობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ  მსგავსი ტექნიკის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს დაიწყო, რუსეთის არმიაში საბურავებიანი ტანკები ჯერ არ ყოფილა. ეს მანქანები მუხლუხოვან ტანკებს დაცულობის მხრივ ჩამორჩებიან, სამაგიეროდ მნიშვნელოვნად აჭარბებენ სიჩქარეში, მანევრირებადობასა და სვლის მარაგში.

„საბურავებიანი ტანკები პოპულარულია შესაბამისი გრუნტის მქონე ქვეყნებში, — ამბობს სამხედრო ექსპერტი   ალექსეი ლეონკოვი. — მაგალითად, აფრიკაში. ამიტომაცაა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სწორედ საბურავებიან ტანკებს ამჯობინებენ. მათი მთავარი  უპირატესობა არის სიჩქარე და რემონტშორისი გარბენი. თუ ძირითადი საბრძოლო ტანკი, უხეშად რომ ვთქვათ, ათი ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ გაფუჭდება, ქვემეხიანი ჯავშანმანქანა ასი ათასს გაივლის“.

ამერიკული ტანკი M1A1 Abrams - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
მოსაზრება: ამერიკულ „აბრამსებს“ რუსეთის გზები მოსპობს

ექსპერტის თქმით, მსგავსი ტანკები რუსეთის არმიას ცენტრალური აზიის მიმართულებაზე გამოადგებოდა, სადაც საკმაოდ სუსტადაა განვითარებული რკინიგზა: საბურავებიან ჯავშანმანაქანების გადაყვანა ბევრად მარტივი იქნებოდა ავტოტრასებით. გარდა ამისა, ასეთი ტექნიკა პატრილირებაშიც გამოდგებოდა — იგივე სირიაში. ახლა იქ სამხედრო პოლიცია ჯავშანმანაქანა „ვეფხვითა“ და ჯავშანტრანსპორტიორ  82А–თი მოძრაობს.

ლეონკოვი განმარტავს, რომ პერსპექტიულ ტანკს შეუძლია გადალახოს წყლის დაბრკოლებები, აწარმოოს სროლები მოძრაობისას და ცურვისას. მძლავრი შეიარაღების წყალობით, მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც რეიდებში, ისე დაზვერვაში, საბრძოლო დაცვაში და სხვა ზოგად საჯარისო ოპერაციებში.

მსხვილი კალიბრი

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბურავებიანი ტექნიკა ნაკლებ ზიანს აყენებს გზის საფარს. საიდუმლო არ არის, რომ ტანკის ფოლადის მუხლუხოები ყველაზე  მყარ ასფალტსაც კი შლის. სწორედ ამიტომაა, რომ მძიმე ჯავშანტექნიკის გადაზიდვას გამწევი–ტრანსპორტიორებით ამჯობინებენ, საიდან გადმოტვირთვასაც (ისევე როგორც  დატვირთვას) დიდი დრო მიაქვს. საბურავებიანი ტანკი კი მარშიდანვეა მზად ბრძოლასი შესასვლელად.

კრეისერი „ადმირალი ნახიმოვი“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2021
მიმოხილვა: რუსეთის ფლოტი ფლაგმანს შეცვლის

პერსპექტიული ტანკის ძირითად შეიარაღებად განიხილება 125 მმ–ანი ქვემეხის მქონე საბრძოლო განყოფილება, გლუვლულიანი 2А75 — ავტომატური დატენვის სისტემითა და 40 ჭურვის საბრძოლო კომპლექტით. თვითმავალს ყველა ტიპის საბრძოლო მასალის სროლა შეუძლია შესაბამისი კალიბრის იარაღიდან. ასევე ისვრის ტანკსაწინააღმდეგო მართვად რალეტებსაც. საბრძოლო განყოფილების დამხმარე იარაღია 7,62 კალიბრის ტყვიამფრქვევი.

ასეთი აღჭურვილობით „ბუმმერანგი“ შეიძლება მსოფლიოში ყველაზე მძლავრი საბურავებიანი ტანკი გახდეს. ამ კლასის საბრძოლო ტექნიკის დიდ უმეტესობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში 105 მმ–მდე კალიბრის იარაღითაა აღჭურვილი. საბურავებიანი ტანკები შედის ნატოსა და აზიის რეგიონის  რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაში. ესენა ამერიკული M1128 MGS–ებიStryker–ის პლატფორმაზე, ფრანგული AMX-10RC–ები, იაპონური MCV, იტალიური Centauro.  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 201-0–იანების დასაწყისში მოლაპარაკებებს აწარმოებდა რომთან Centauro–ს პარტიის შესყიდვაზე ქვეითი ჯარებისთვის. რამდენიმე მანქანა კიდეც ჩამოიყვანეს რუსეთში გამოსაცდელად, მაგრამ საქმე ამაზე შორს აღარ წასულა: იტალიური საბურავებიანი ტანკები არ შეესაბამებოდა რუსულ მოთხოვნებს.

ტანკებისა და დრონების წინააღმდეგ

 

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2020
მიმოხილვა: ამერიკული პასუხი „კალიბრებს“ – რა უნარები აქვს ახალ „ტომაჰავკებს“

„ბუმერანგი“ პირველად 2015 წლის გამარჯვების აღლუმზე წარმოადგინეს. ამ ბაზაზე შექმნილი ტექნიკა შესამჩნევად დიდია და მძლავრიც, ვიდრე საბჭოთა და რუსული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორებია.

750 ცეხნისძალიანი ძრავი ЯМЗ-780 მანქანას საათში 100 კმ–ს დაფარვის შესაძლებლობას აძლევს. ძრავის განყოფილება მანქანის წინა ნაწილშია განთავსებული, რაც დესანტის ჩასხმა–გადასხმას კუდიდან ხდის შესაძლებელს. „ბუნერანგის“ ოჯახის მანქანებს მრავალფენიანი ჯავშანი აქვს, რომელიც კერამიკას შეიცავს, რაც უფრო საიმედოა, ვიდრე ჰომოგენური დაცვა.

„ბუმერანგების“ ყველაზე მძლავრი მანქანად ჯერჯერობით საბურავებიანი საბრძოლო ქვეითთა მანქანა К-17 მიიჩნევა დისტანციური მარტის უნივერსალური მოდულით. შეიარაღება — 30 მმ–ანი ავტომატური ქვემეხი 2А42, რომელსაც 500 ჭურვი აქვს მარაგში.

არსებობს უფრო სერიოზული ვარიანტიც. ერთ–ერთი შესაძლო საბრძოლო მოდული К-17–ისთვის, ეს АУ-220М „ბაიკალია“ — 57 მმ–ანი ქვემეხით, რომელიც წუთში 120 ჭურვს ისვრის.

მიიჩნევა, რომ მისი ჭურვების სიმძლავრე დასავლეთის ყველა თანამედროვე ქვეითთა საბრძოლო მანქანის წინააღმდეგაა საკმარისი. გარდა ამისა, 57 მილიმეტრიანი კალიბრი შესაძლებელს გახდის, ეფექტურად განადგურდეს უპილოტო საფრენი აპარატები (მათ შორის, მცირე ზომისა) 12 კმ–მდე მანძილზე.

რედაქციას შესაძლოა ავტორისგან განსხვავებული მოსაზრებები გააჩნდეს!

ყველა ახალი ამბავი
0