მიმოხილვა: რუსეთის თავდაცვითი სიახლეები აბუ-დაბის იარაღის გამოფენაზე

© photo: Sputnik / Alexander Mel'nikov / გადასვლა მედიაბანკშიგამოფენა IDEX
გამოფენა IDEX - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში 21-25 თებერვალს თავდაცვითი მრეწველობის უდიდესი გამოფენა IDEX 2021 გაიმართება, რომელზეც რუსეთი მთავარ სიახლეებს წარმოადგენს.

IDEX 2021-ზე რუსული ექსპოზიცია დაახლოებით 1200 კვმ-ს იკავებს, რომელზეც სამხედრო ტექნიკის 400-ზე მეტ ნიმუში განთავსდება. ეს წონადი ანამედროვე საფრთხეებსა და გამოწვევებზე ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში (მოიერიშე დრონების ნეიტრალიზაციის ჩათვლით).

რუსული დრონი „მონადირე“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
რუსული „მონადირე“ - შედარება ამერიკულ და თურქულ დრონებთან

აბუ-დაბიში პირველად გაიმართება მსოფლიოში ერთადერთი მესამე თაობის (ომისშემდგომი) რუსული ტანკის, Т-14 „არმატას“ საზღვარგარეთული პრეზენტაცია. მანქანას უმაღლესი დონის დაცვა აქვს ზეზუსტი იარაღის წინააღმდეგ, შეიძლება ინტეგრირებული იყოს ტაქტიკური რგოლის მართვის სისტემაში, გავლილი აქვს გამოცდა უპილოტო რეჟიმში. უცხოელი სპეციალისტები „არმატას“ პოტენციურ მყიდვლთა შორის ასახელებენ ინდოეთს, ჩინეთს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ეგვიპტესა და ალჟირს. გარდა უახლესი ტანკისა IDEX-2021-ზე კიდევ ერთი პრემიერა შედგება - ეს უნივერსალური დაჯავშნული საინჟინრეო მანქანაა (УБИМ).

რეგიონში პირველადაა წარმოდგენილი: ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელიც უნიფიცირებული საბურავებიანი პლატფორმა „ბუმერანგის“ ბაზაზეა შექმნილი, დიდი სიშორის საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ანთეი–4000“ და საშუალო სიშორის უახლესი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი „ვიკინგი“.

რუსეთის თავდაცვითი მრეწველობა დინამიკურად ავითარებს უპილოტო თემატიკას. „როსობორონექსპორტი“ წარმატებით უწევს პოპულარიზაციას მსოფლიო ბაზარზე სადაზვერვო–მოიერიშე კომპლექს „ორიონ–Эს“, რომელიც თუქული Bayaraktar ТB-2–ის „თანაკლასელად“ მიიჩნევა, და უცხოელი სპეციალიტების დიდ ინტერესს იწვევს. 

„არმატა“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
მიმოხილვა: „არმატამ“ უცხოეთის პასპორტი მიიღო: საით გაემგზავრება ტანკი

აბუ–დაბიში ასევე წარმოდგენილია მასალები უპილოტო კომპლექს „ორლანი–10Е–ის“ შესახებ.

ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ აფრიკა შეიარაღების ბაზარზე საკვანძო დამკვეთები არიან. მათ წილად ბაზრის საერთო მოცულობის დაახლოებით მესამედი მოდის. რუსულ იარაღს იქ კარგად იცნობენ და დიდი მოთხოვნითაც სარგებლობს. „როსტეხის“ გენერალური დირექტორის, სერგეი ჩემეზოვის ინფორმაციით, რეგიონის ქვეყნებზე 2020 წელს „როსობორონექსპორტის“ მიწოდებების 50%-ზე მეტი მოვიდა. IDEX–ი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო არენაა ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გასაცვლელად, ახალი პარტნიორული კავშირების დასაყარებლად.

უკვდავი ჯავშანტექნიკა

აბუ–დაბიში ასევე წარმოდგენილია თანამედროვე ტანკი Т-90МС, მოდერნიზებული ტანკი Т-72, ტანკების მხარდაჭერის ჯავშანმობილი, „ტაიფუნისა“ და „ტორნადოს“ ოჯახების ჯავშანმობილები.

კონცერნ „ურალვაგონზავოდის“ ექსპოზიცია ასევე მოიცავს მძიმე ცეცხლმფრქვევ სისტემა ТОС-1А–ს, თვითმავალ ჰაუბიცა 2С19М1-155 (155 მმ კალიბრი), სხვადასხვა დისტანციური მართვის საბრძოლო მოდულებს.

„ბურევესტნიკის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
ტექნოლოგიური რევოლუცია: რაში სჭირდება რუსეთს რაკეტა „ბურევესტნიკი“

ზემოთ ნახსენები მანქანა УБИМ–ი საინტერესოა იმით, რომ საბრძოლო და ასევე მოწინააღმდეგის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების პირობებში საინჟინრო საქმიანობისთვისაა დანიშნული. სიახლე თავის თავში აერთიანებს სამი საინჟინრო მანქანის შესაძლებლობებს.

„ურალვაგონზავოდის“ პროდუქცია ტრადიციულად მაღალი მოთხოვნიტ სარგებლობს შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე. კონცერნის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ პოტაპოვმა განაცხადა: „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ნიმუშები მნიშვნელოვნად დააინტერესებს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს. IDEX–ი უცვლელად რჩენა ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენად თავდაცვითი დარგის ყველა კომპანიისთვის, სადაც რუსული პროდუქცია ტრადიციულად იკავებს ღირსეულ ადგილს“.

უპილოტო ბესტსელერები

დღეს რუსეთს სადაზვერვო და მოიერიშე დრონების მთელი ხაზი აქვს. მსოფლიო ბაზარზე ამგვარი პროდუქციის მიმართ ინტერესი უზარმაზარია. რუსმა მწარმოებლებმა შესამჩნევ წარმატებებს მიაღწიეს „მზვერავი საბრძოლო მასალების“ შექმნაში, რომლებიც ზოგი მახასიათებლით უცხოურ კონკურენტებს ჯობნის.

ოკეანის მრავალმიზნობრივი სისტემა „პოსეიდონი“ - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2021
მიმოხილვა: „პოსეიდონების“ მესამე მზიდი - რა არის ცნობილი „ულიანოვსკზე“

სირიაში გამოცდილი მოიერიშე დრონები КУБ–ი და „ლანცეტი“ მართვად რაკეტებზე მევრად იაფი ღირს და პრაქტიკულად უხილავიარადარებისთვის. გამოცდებს გადის უპილოტო „კორსარი“. შევნიშნავთ, უპილოტო პროექტებში მხოლოდ და მხოლოდ რუსული დეტალები გამოიყენება, რაც დაცვის მაღალ დონეს უზრუნველყოფს.

რუსეთის პრიორიტეტად მიიჩნევა არმიის სხვადასხვა ტიპის უპილოტოებით უზრუნველყოფა, თუმცა მსოფლიო ბაზარზე მაღალი მოთხოვნა უკვე დღეს იძლევა საერთაშორისო კომერციული წარმატების გარანტიას.

მოუდგომელი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები

აბუ–დაბიში „როსობორონექსპორტი“ პირველადწარმოადგენს საზენიტო–სარაკეტო სისტემა „ანთეი–4000–ს“,„ვიკინგსა“ და „ტორ-Э2–ს“. ასევე წარმოდგენილია ჰაერსაწინაამდეგო თავდაცის უნიკალური სისტემები С-400 „ტრიუმფი“ და „ტორ–М2КМ“, დრონების საწინააღმდეგო კომპლექსი Купол-ПРО.

„ვიკინგი“ კომპლექს Бук-М3–ის საექსპორტო ვერსიაა რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შევიდა რუსული არმიის შეიარაღებაში. კომპლექს Бук-М2–თან შედარებით, მისი სროლის სიშორე 1,5–ჯერ გაიზარდა, ხოლო ერთდროული სამიზნეების რაოდენობამ ექვსს მიაღწია. „ვიკინგი“ მსოფლიო ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა და მისი ტექნიკური თავისებურებები კომპლექსის უცხოელი დამკვეთების პრიორიტეტებთან მორგების შესაძლებლობას იძლევა.

Су-57  - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2020
მიმოხილვა: გამანადგურებელი Су-57 — ნაბიჯი მეექვსე თაობისკენ

აბუ–დაბიში რუსულ სტენდზე ასევე წარმოდგენილია საავიაციო ტექნიკის მოდელები: გამანადგურებელ Су-35–ისა და ვერტმფრენ Ми-38Т–ისა, რომლებსაც ნებისმიერი ქვეყნის საავიაციო დაჯგუფების გაძლიერების უნარი აქვთ.

IDEX 2021–ზე „როსობორონექსპორტის“ სპეციალისტები მოლაპარაკებებს გამართავენ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სამხედრო–პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და ბიზნესმენებთან. გამოფენის გახსნის წინ პაკისტანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მთელ რიგ კონტრაქტებს, ისლამაბადი ჰაერსაწინააღ,დეგო თვადაცვის რუსულ სისტემებსა და ასევე ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს მიიღებს. გარდა ამისა, „როსობორონექსპორტის“ დაკვეთების საქაღალდეშია 50 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტები.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას!

ყველა ახალი ამბავი
0