მიმოხილვა: ევროპამ რუსეთის გამო მილიარდები დაკარგა

© AP Photo / Francisco Secoევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
ბრიუსელი მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დაპირისპირების წლებში ევროკავშირმა უფრო მეტი დაკარგა ურთიერთშეზღუდვებით, ვიდრე რუსეთმა.

ნატალია დემბინსკაია

ეკონომიკური ზარალი ათობით მილიარდ ევროს ითვლის.

როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა პიტერს სტანომ განაცხადა ბრიფინგზე, სანქციები, როგორც ასეთი, ევროკავშირის მიზანი არ არის, ეს მხოლოდ ეფექტური ინსტრუმენტია რუსეთის წინააღმდეგ. ევროდიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა კი დაამატა, რომ ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სასჯელი მოჰყვება.

დასაშვები დანაკარგები

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
უკუეფექტი: აშშ საკუთარი სანქციებით დოლარის დომინირებას უქმნის საფრთხეს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წლის ზაფხულში დააწესა უკრაინაში კონფლიქტის გამო. მოგვიანებით კი შეზღუდვები გააფართოვა. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა 2015 წლის მარტში ეს ზომები მინსკის შეთანხმებების შესრულებას გადააბეს. მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არც უკრაინის შიდა კონფლიქტის მონაწილე მხარეა და არც მინსკის შეთანხმებისა, ის მხოლოდ შუამავალია დარეგულირების პროცესში. და საპასუხო შეზღუდვები დააწესა.

ერთი წლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ევროპა უფრო მეტს კარგავდა. 2014 წლის მარტიდან 2015 წლის მარტამდე მოსკოვმა 55 მლრდ დოლარი იზარალა, ევროკავშირმა კი — 110 მილიარდი. განსაკუთრებით დაზარალდა გერმანია, რომელიც ორმხრივი შეზღუდვების გამო თვეში 700 მლნ დოლარს კარგავდა.

ევროპის პარლამენტში მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ სექტორალური სანქციები მტკივნეული აღმოჩნდა და რუსეთში ეკონომიკური ვარდნა გააღრმავა, რაც ნავთობზე ფასების ჩამოშლას მოჰყვა.

მაგრამ 2018 წელს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში აღიარეს, რომ სანქციები ერთობ შეზღუდულ ეფექტს იძლეოდა.

„მიუხედავად დასავლეთის მცდელობისა – იზოლაციაში მოექცია მოსკოვი, რუსეთი სულ უფრო შესამჩნევ როლს თამაშობს მსოფლიო არენაზე. კონტრსანქციები ქვეყნის სოფლის მეურნეობას წაადგა“, — აღნიშნეს დეპუტატებმა.

50 ევროს ნომინალის ბანკნოტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
მოსაზრება: ევროკავშირი დოლარზე უარის თქმას აპირებს

მეგობრული ცეცხლი

2019 წელს „სანქციების ხუთწლედის“ შედეგები ეკონომისტებმა მატიე კროზემ (ჰონკონგის ლინანის უნივერსიტეტი) და იულიან ჰინცმა (კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტი) გააანალიზეს. მათი გათვლებით, რუსეთზე დასავლეთის სანქციებით გამოწვეული ზარალის ნახევარზე ოდნავ მეტი მოდის — 2,2 მლრდ დოლარი თვეში. დანარჩენ 45%-ს, ანუ საერთო ჯამში 1,8 მილიარდ დოლარს შეზღუდვების ინიციატორები ერთმანეთში იყოფენ. ეს მონაცემები გამოქვეყნებულია კვლევაში „მეგობრული ცეცხლი: ვაჭრობაზე რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებისა და ასევე საპასუხო სანქციების გავლენა“.

კროზესა და ჰინცის გამოთვლების სქემა გავლენიანმა სამეცნიერო ჟურნალმა Economic Policy აღწერა. ბაზად აღებული იყო იმის შეფასება, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო საერთაშორისო ვაჭრობა ურთიერთშეზღუდვების გარეშე და სტაბილური საბაზრო კონიუნქტურის პირობებში.

პოტენციურ და რეალურ სავაჭრო ნაკადებს შორის ყველა კატეგორიაში სხვაობამ აჩვენა კიდეც დანაკარგები. გაირკვა, რომ ყოველთვიური ჯამური ზარალი 4 მილიარდი დოლარია, ყველაზე მეტს კი გერმანია კარგავს — 38%-ს, ანუ 667 მლნ დოლარს. ძალიან დაზარალდნენ ფრანგული კომპანიებიც. როგორც კროზესა და ჰინცის კვლევაშია ნათქვამი, სხვა ქვეყნებზე გადამისამართებულმა ექსპორტმა დანაკარგები ვერ აანაზღაურა.

ცოტა ხნის წინ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა: ევროპულმა ბიზნესმა 2014 წლიდან მილიარდები დაკარგა ანტირურული სანქციების გამო, ხოლო შავ სიაში მოხვედრილი რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების გაყინული აქტივები და ფულადი სახსრები ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე ასეულ ევროს აღწევს.

ჯანეტ იელენი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
ახალი შემადგენლობით: აშშ-ის ფინასთა სამინისტრო დოლარის ჩამოსაშლელად მზადაა

2018 წელს გერმანიამ გაყინული აქტივებისა და ფულადი სახსრების სანქციების ბაზაში დაახლოებით 485 ათასი ევრო შეიტანა, ირლანდიამ — 24 ათასი, იტალიამ — 94 ათასი, ნიდერლანდებმა — 806 ევრო. გამოირჩა კვიპროსი — 3 მილიონზე მეტი ევრო.

2019 წელს იგივე მაჩვენებელი გერმანიისთვის იყო 337 ათასი ევრო, ირლანდიისთვის — 77 ათასი, იტალიისთვის — 148 ათასი, ნიდერლანდებისთვის — 819 ევრო. 2020 წელს გერმანიაში 341 ათასი ევრო გაიყინა, ნიდერლანდებში კი — 761 ევრო.

სულ 2014 წლიდან გერმანიამ გაყინა დაახლოებით 1,8 მლნ ევრო. ხოლო სავაჭრო ბრუნვამ გერმანიასა და რუსეთს შორის 2014 წელს 67,7 მლრდ ევრო შეადგინა, 2015-ში — 51,5 მლრდ, ხოლო 2016 წელს — 48 მლრდ.

ბერლინში არაერთხელ აღნიშნეს, რომ გერმანია ყველაზე მეტად ზარალდება სანქციების ომისგან. გასული წლის ზაფხულში ბუნდესტაგის დეპუტატმა მარკუს ფრონმაიერმა მოიყვანა მონაცემები, რომლებიც კროზესა და ჰინცის შედეგებთან ახლოს იყო: თვეში 618 მლნ ევრო (წელიწადში ეს 7,4 მლრდ-ია, ანუ ევროკავშირის ყველა დანაკარგის 40%).

მთავარი დაზარალებულები

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2020
ემუქრება თუ არა რუსეთს „ჯოჯოხეთური სანქციები“ ბაიდენის პრეზიდენტობის შემთხვევაში

ბრიუსელსა და მოსკოვს შორის სანქციების ომი ასევე დეტალურად შეისწავლეს ვენის საერთაშორისო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტშიც (Wiener Institut fur Internationale Wirtschaftsvergleiche — WIIW).

WIIW-ის ამასწინანდელი შეფასებებით, რუსეთში ექსპორტის შემცირება გერმანიას მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2% დაუჯდა 2014-2018 წლებში, ავსტრიას — 0,5%. ყველაზე მეტად დაზარალებულ ეკონომიკებს მიაკუთვნეს ჩეხეთი და უნგრეთიც (თითოეულმა მშპ-ის 0,6% იზარალა) და ასევე სლოვაკეთი (მშპ-ის 1,0%). თუმცა აბსოლუტურ მაჩვენებლებში ყველაზე დიდი ზარალი გერმანიამ ნახა — 14 მლრდ ევრო სანქციების მხოლოდ პირველი ორი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, აქ „ანტილიდერებს“ შორისაა საფეიქრო მრეწველობა, ფარმაცევტიკა, ელექტრონული, მექანიკური და სატრანსპორტო აღჭურვილობა.

კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ კვების პროდუქტები არ თამაშობდა მთავარ როლს ევროპულ ექსპორტში.

„რუსეთში მხოლოდ სასურსათო ინფლაცია შეინიშნებოდა, მაგრამ იმავდროულმა იმპორტჩანაცვლებამ ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის აღორძინებას, რაც ეკონომიკის ერთ-ერთი აშკარა წარმატება იყო“, — აღიარა WIIW-მ.

ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტის წილი ორჯერ შემცირდა. მაგრამ ამასთან რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება, განსაკუთრებით, ენერომატარებლებზე მოთხოვნის ზრდისა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის მალე დასრულების გათვალისწინებით, გაძლიერდა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0