მოსაზრება: რამდენ ხანს გაგრძელდება ნავთობის გაძვირება

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშინავთობგადამამუშავებელი ქარხანა
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
ნავთობის ბაზარზე ოპტიმიზმი შეინიშნება. კოტირებებმა 61 დოლარს გადააჭარბა ერთ ბარელზე. დარგმა აღდგენა დაიწყო კრიზისული წლის შემდეგ.

ირინა ბადმაევა

ანალიტიკოსების პროგნოზით, მზარდი მოთხოვნის ფონზე ფასების მატება გაგრძელდება — პირველ რიგში, აზიური ქვეყნების ხარჯზე, სადაც მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლას არ ჩქარობენ. თუმცა, ვითარების შეცვლა ევროკავშირსა და იაპონიას შეუძლიათ.

შავი ოქროს ფასები პანდემიამ მოცელა

ნავთობის ტანკერები - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2020
მოსაზრება: ჩინეთმა აშშ ნავთობგადამუშავებაში დაჯაბნა – რას მიიღებს ამით რუსეთი

ნავთობის დარგს პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა. მუშაობა შეაჩერეს სამრეწველო საწარმოებმა, შემცირდა გადაზიდვები და ავიამიმოსვლა. ძირითად ნავთობროდუქტზე — საწვავზე მოთხოვნა ჩამოიშალა.

ამიტომ OPEC+-ის მონაწილე ქვეყნებს მოპოვებების მკვეთრად შემცირება მოუხდათ. მაგალითად, რუსეთმა 8,5%-ით შეამცირა მოპოვებები, რის შესახებაც ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა დეკემბერში განაცხადა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას. სამაგიეროდ ფასები აპრილის 20 დოლარიდან 40 დოლარამდე გაიზარდა ივნისის შუა რიცხვებისთვის.

OPEC+-ის გარდა, მოპოვებები შეამცირა ირანმაც — დღე-ღამეში 2,8 მლნ ბარელიდან 0,3 მლნ ბარელამდე — ამერიკული სანქციების გამო.

დეკემბერში ერთ ბარელში უკვე 52 დოლარს იხდიდნენ. შემდეგ უკვე ფასების დაწევა კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა და მორიგი შეზღუდვების ფონზე დაიწყო.

ახლა მოთხოვნა აღდგენის გზაზეა. ბაზარს ოპტიმიზმს მასშტაბური ვაქცინაცია, დაავადებების შემთხვევათა რაოდენობის შემცირება და მთელ რიგ ქვეყნებში „ლოკდაუნების“ გაუქმება უსახავს.

თებერვალში კოტირებები სტაბილურად იზრდება. Brent-ის ფასმა ბარელზე 61 დოლარს გადააჭარბა. ბოლოს ასეთი ფასი გასული წლის იანვარში დაფიქსირდა.

თავი და თავი ოპეკია

ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2021
მოსაზრება: რა ეღირება ნავთობი 2021 წელს

ამასთან „ოპეკი“ ყოველთვიურად ცვლის კვოტებს, რეაგირებს რა მოთხოვნებისა და შეთავაზებების ბალანსზე. 

„ასეთი მიდგომა დამამშვიდებლად მოქმედებს ბაზრის მონაწილეებზე. მათ კარტელის მხარდაჭერის იმედი აქვთ ვაქცინების არაეფექტურობისა და ეკონომიკის კოვიდამდელ დონეზე ნელა დაბრუნების შემთხვევაში“, — ამბობს ფინანსების მართვის უმაღლესი სკოლის ანალიტიკური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი მიხაილ კოგანი.

OPEC+-ის ქვეყნებმა უარი თქვეს იანვრიდან სადღეღამისო მოპოვებების 2 მილიონი ბარელით გაზრდაზე. თუმცა რუსეთსა და ყაზახეთს უფლება მისცეს, მცირედით გაეზარდათ წარმოება. დანარჩენები თებერვალ–მარტში ნებაყოფლობით მოაშორებენ ბაზრიდან 1,425 მლნ ბარელს ერთი დღე-ღამის განმავლობაში. აქედან მილიონი საუდის არაბეთზე მოდის. ამ დაპირებების ფონზე ნავთობი გაძვირებას განაგრძობს.

მაგრამ ანალიტიკოსები ბობოქარ ზრდას არ ელოდებიან. ამაზე რამდენიმე ფაქტორი მოახდენს გავლენას. უპირველესად — მარაგები, ძველებურად, საკმარისზე მეტია, მსოფლიოს მასშტაბით საცავებში მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობია დაგროვილი.

ამასობაში მიწოდებებს ზრდის ლიბია. გამორიცხული არ არის, რომ ბაზარზე ირანულმა ნედლეულმაც იფეთქოს.

„ლიბიურ ნავთობს შეუძლია აითვისოს გაზრდილი მოთხოვნა, ხოლო ირანული „ოპეკს“ აიძულებს – კორექტივები შეიტანოს პოლიტიკაში. მაგრამ ეს მაშინ მოხდება, თუ ვაშინგტონი და თეირანი უთანხმოებას დაარეგულირებენ“, — ამბობს კოგანი.

საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2020
ნავთობის მსოფლიო ფასები ზრდას განაგრძობს

მისი ვარაუდით, უახლოეს თვეებში ნავთობის ფასი 52-65 დოლარის დიაპაზონში იქნება.

აზიელები ნავთობის ბაზარს მხარს დაუჭერენ

ბაზარს აზიის ის ქვეყნები დაუჭერენ მხარს, სადაც ეკონომიკები ძლიერი ტემპებით აღდგება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო პროგნოზირებს, რომ 2021 წელს ჩინეთში მოთხოვნა დღე-ღამეში 745 ათასი ბარელით გაიზრდება, ინდოეთში კი 380 ათასით.

უფრო მეტიც, ინდოეთისა და ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეიძლება იმაზე მეტი საწვავიც კი დასჭირდეთ, ვიდრე მოსალოდნელია. ამ ქვეყნებში მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლას არ ჩქარობენ.

„სანამ თვითმფრინავები და გემები ენერგიის ალტერნატიული წყაროებით არ სარგებლობენ, მანამ ნავთობის ჩანაცვლებაზე საუბარიც ზედმეტია. ამიტომაც აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზი 2050 წლისთვის ნედლეულის 173 დოლარამდე გაძვირების თაობაზე სრულიად რეალისტურია. ეს 2008 წლის ისტორიულ მაქსიმუმზე (147 დოლარი) მეტია. თუმცა საბაზისო სცენარი 95 დოლარს ითვალისწინებს, ხოლო ნეგატიური — 48 დოლარს. მწვანე ენერგეტიკის განვითარება ნებისმიერ შემთხვევაში თანდათანობით შეამცირებს ნახშირწყალბადებზე მოთხოვნას“, — ამბობს საინვესტიციო კომპანია „საფონდო კაპიტალის“ მთავარი ანალიტიკოსი დანიილ ბოლოტსკიხი.

მაგალითად, გერმანია 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების ორჯერ გაზრდას აპირებს. იაპონია 2025 წლისთვის შიდაწვის ძრავებზე უარის სათქმელად ემზადება ელექტრონული ძრავების სასარგებლოდ.

ასეა თუ ისე, რუსეთი ნავთობის გაძვირების იმედად არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოტირებები 173 დოლარამდე აიწევს, სანქციები მაინც დარჩება. ამიტომ ეკონომიკის დივერსიფიკაცია ძველებურად აქტუალურია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას

ყველა ახალი ამბავი
0