შორი ავიაციის პერსპექტიული საავიაციო კომპლექსი (ПАК ДА)

მიმოხილვა: როგორი იქნება რუსეთის ახალი სამხედრო–საჰაერო იარაღი

3071
(განახლებულია 21:29 13.01.2021)
სტრატეგიული რაკეტმზიდები Ту-160 და Ту-95 ჯერჯერობით რუსეთის ბირთვული ტრიადის მთავარ საჰაერო არგუმენტად რჩება, თუმცა მიუხედავად მუდმივი მოდერნიზაციისა, მათი რესურსი შეზღუდულია

ნიკოლაი პროტოპოპოვი

ამ მანქანებს შორი ავიაციის პერსპექტიული საავიაციო კომპლექსი (ПАК ДА) ჩაანაცვლებს. თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა მისი იერსახე, ძრავას გამოცდას კი 2021 წელს შეუდგებიან. 

მფრინავი ფრთა

თავდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ПАК ДА შეიარაღებული ძალების ნაწილი მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახდება, ანუ 2027 წლის ბოლომდე. სამხედროებმა ახალი თვითმფრინავის ესკიზი დაამტკიცეს, შეათანხმეს მისი მახასიათებლები და ხელი მოაწერეს წარმოებისთვის აუცილებელ ყველა საკონტრაქტო დოკუმენტს.

ბომბდამშენის საცდელი ნიმუშის მშენებლობის დაწყებაზე გასული წლის მაისში გამოცხადდა, დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ მისთვის პირველი ძრავა აეწყო.

პარალელურად კიდევ რამდენიმე ძრავას აწყობენ - მათ გამოცდიან როგორც სტენდზე, ისე მფრინავ ლაბორატორიაში.

პროექტი გასაიდუმლოებულია, ჯერ ძალიან მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ცნობილია, რომ პერსპექტიულ თვითმფრინავში ფართოდ გამოიყენეს ე.წ. სტელსტექნოლოგიები. უფრო მძლავრი და ეკონომიური ძრავები გაზრდიან ფრენის ხანგრძლივობას 30 საათამდე (Ту-160-ის არის — 25).

კონსტრუქტორებმა ფიუზელაჟის სხვა სქემა აირჩიეს - ПАК ДА იქმნება „მფრინავი ფრთის“ პრინციპით. ეს გაზრდის საბრძოლო შესაძლებლობებს და გააუმჯობესებს მანევრირების უნარს. როგორც „რია ნოვოსტის“ დამსახურებულმა სამხედრო მფრინავმა ვლადიმირ პოპოვმა განუცხადა, ასეთი აღჭურვილობით ის ნაკლებად შესამჩნევიც უნდა იყოს.

მიმოხილვა: აშშ ნაღმმზიდებს ჰიპერბგერითი რაკეტებით აიარაღებს>>

„ფიუზელაჟი, როგორც ასეთი, არ არსებობს, დატვირთვა გადანაწილებულია ფრთაზე თანაბრად, - ამბობს იგი, - ჩამოსაკიდი მოწყობილობა არ იქნება, ფრთის ფართო უკანა ნაწილი დაფარავს ცხელ გამონაბოლქვ აირებს. გარდა ამისა, კონსტრუქცია მეტი საწვავის, საბრძოლო მასალისა და რადიოელექტრონული აღჭურვილობის ზიდვის შესაძლებლობას იძლევა“.

გაუმჯობესებული „შიგთავსი“

ПАК ДА აღიჭურვება ყველაზე თანამედროვე ელექტრონიკით.

 „ადრეც ასე იყო, ჩვენი „სტრატეგი“ Ту-95 უკვე ნახევარი საუკუნისაა, მაგრამ დღემდე ართმევს თავს მის წინაშე მდგარ ამოცანებს“, - ხაზი გაუსვა პოპოვმა. ელექტრონული აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემები მნიშვნელოვნად გაზრდის მანევრირების უნარს და გაამარტივებს თვითმფრინავის მართვას.

„ინგლისელებს თავის დროზე ჰქონდათ სტრატეგიული ბომბდამშენი „ვულკანი“, აგებული „მფრინავი ფრთის“ სქემით, - აღნიშნავს პოპოვი. - მაგრამ მასზე უარი თქვეს - მათ შორის, მართვის სირთულის გამო. მაშინ ხომ მხოლოდ ხელით მართვა იყო შესაძლებელი. ПАК ДА-ზე კი ბევრ ოპერაციას ავტომატიკა შეასრულებს“.

ფიუზელაჟის დამზადებისას იყენებენ უახლეს შენადნობებსა და კომპოზიტებს. ბოლო ათწლეულებში მეცნიერებმა ნაკლებად შესამჩნევი და უფრო მყარი საავიაციო მასალების სფეროში მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა ჰაერში რამდენიმე ასეული ტონა ლითონის აწევა, მასთან ერთად ფრენა, მანევრირება და დიდი დატვირთვის გაძლება.

მიმოხილვა: გამანადგურებელი Су-57 — ნაბიჯი მეექვსე თაობისკენ>>

ამავდროულად, როგორც ექსპერტები არიან დარწმუნებული, პერსპექტიული ბომბდამშენი, დიდი ალბათობით, ქვებგერითი იქნება, დაახლოებით ათას კმ/სთ კრეისერულ სიჩქარეს განავითარებს, მაქსიმალურს კი - თითქმის ბგერის სიჩქარეს.

„მფრინავი ფრთის“ დიდი ფართობი დაბალ სიმაღლეზე მოქმედებისა და ხმელეთთან ახლოს მანევრირების შესაძლებლობას იძლევა, 20 კილომეტრის სიმაღლეზე კი ფრთა შექმნის საკმარის ასაწევ ძალას. ბომბდამშენი შეძლებს მაქსიმალურად დაბლა ფრენას, მოულოდნელი დარტყმის მიყენებას, ასევე სტრატოსფერული ეშელონებიდან მოწინააღმდეგის წარმატებით შეტევას“.

ცივი ომის ვეტერანები

თუმცა პერსპექტიული „სტრატეგის“ სერიულ წარმოებასა და ჯარისთვის მის მასობრივ მიწოდებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჯერჯერობით გრძელდება დროით გამოცდილი რაკეტმზიდების სრულყოფა. 2021 წელს უნდა დაიწყოს საჰაერო-კოსმოსურ ძალებში მოდერნიზებული ბომბდამშენების - Ту-160М-ის მიწოდება. უახლოეს შვიდ წელიწადში ასეთი მანქანების ავიაპარკი ერთ-ნახევარჯერ გაიზრდება.

განახლებულ „თეთრ გედებს“ ქმნიან მსოფლიოში ყველაზე მძლავრი და მსხვილი ზებგერითი თვითმფრინავების Ту-160-ის საფუძველზე, რომლებიც ამერიკული ზებგერითი ბომბდამშენების B-1 Lancer-ის საპასუხოდ 1970-იან წლებში შეიმუშავეს. 1992 წელს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალებში 35 ასეთი მანქანა იყო. კავშირის დაშლის შემდეგ 19 უკრაინას დარჩა. რუსეთში მხოლოდ 8-ის დაბრუნება მოხერხდა. დანარჩენი კიევმა გაანადგურა.

რუსეთში Ту-160-ის წარმოების განახლების პროგრამა 2015 წელს დაიწყო. პირველი საცდელი რაკეტმზიდი გასული წლის თებერვალში აფრინდა. ყველა მომდევნო თვითმფრინავის აგებას ნულიდან დაიწყებენ. ისინი მიიღებენ ახალ НК-32-02 ძრავებს, რომლებიც ფრენის მანძილს ათასი კილომეტრით ზრდიან. შემუშავებულია ასევე თანამედროვე საბორტე სისტემები, კონტროლისა და ნავიგაციის მექანიზმები, შეიარაღების მართვის სისტემა.

სტრატეგიული ავიაციის კიდევ ერთი „ხანდაზმული წევრი“ - ბომბდამშენი Ту-95-ია. „დათვი“, როგორც მას ნატოში შეარქვეს, 1950-იანების შუა წლებიდან ამუშავდა. მოდერნიზებულ Ту-95МС-ს 1981 წლიდან უშვებენ - ეს მსოფლიოში ერთადერთი და ყველაზე ჩქაროსნული ტურბოვინტული თვითმფრინავია. რაკეტმზიდის მაქსიმალური სიჩქარე 830 კმ/სთ-ია. ბორტით შეუძლია 20 ტონაზე მეტი საბრძოლო ტვირთის ზიდვა ათი ათასი კილომეტრის მანძილზე.

ზაფხულში მოდერნიზებულმა „დათვმა“ Ту-95МСМ-მა პირველი ფრენა შეასრულა. Ту-95 აღიჭურვება შეიარაღების მოწინავე კომპლექსებით და საბორტო მოწყობილობით. თვითმფრინავი მიიღებს კიდევ უფრო მძლავრ ძალოვან დანადგარებს გაზრდილი რესურსით. მისი შემქმნელების ინფორმაციით, Ту-95-ის საბრძოლო მახასიათებლები მოდერნიზების შემდეგ ორჯერ გაიზრდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

3071
ამერიკული Patriot-ი პოლონეთში

მიმოხილვა: რატომ ვერ შენიშნა Patriot-მა ჰუსიტების რაკეტა

18
საუდის არაბეთმა სამი დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ გამოსცადა საკუთარ თავზე იემენის მხრიდან ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტების დარტყმა

ამაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ებით აღჭურვილმა პოზიციურმა რაიონებმა რეაგირება არ მოახდინეს.

იემენელმა ამბოხებულებმა საუდიტების დარტყმას უპასუხეს 23-26 იანვარს - სხვადასხვა მონაცემებით, ირანული თუ საკუთარი წარმოების ბალისტიკური რაკეტების ზალპით. საშუალო სიშორის ოთხმა რაკეტამ წარმატებით გადალახა დაახლოებით 1000 კმ (ანუ Patriot-ების განთავსების ექვსი რაიონი) და პრაქტიკულად ბოლო მომენტში ჩაიჭირა ისინი THAAD-ის სისტემებმა ერ-რიადის განაპირას.

26 იანვარს მედია იუწყებოდა, რომ რთ-ერთი რაკეტა უშუალოდ დედაქალაქის თავზე იყო ლიკვიდირებული, და რომ დიპლომატიურ კვარტალში აფეთქება მოხდა. ასე რომ, ცოტა ხნის წინ ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის რაიონების შევსებამ დამატებითი Patriot-ებით მოსალოდნელი შედეგები ვერ მოიტანა.

2020 წლის 23 ნოემნბერს ჰუსიტებმა რაკეტა Quds-2-ები გაუშვეს ქალაქ ჯიდაში ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ს გამანაწილებელი სადგურისკენ. 2019 წლის დეკემბერში იემენზე სარაკეტო შეტევისას განადგურდა სამხედრო ბანაკი პროვინცია ნაჯრანში.

იმავე წლის სექტემბერში ამბოხებულებმა ფრთოსანი რაკეტებითა და შემტევი დრონებით მიიტანეს Saudi Aramco-ს მთელ რიგ ობიექტებზე, და საუდის არაბეთს დროებით წაართვეს ნავთობმოპოვების თითქმის 60%. ჯიზანის სამხედრო აეროპორტს ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტებით 2019 წლის აგვისტოში დარტყეს. ვერცერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ, რომელიც საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ებითაა ფორმირებული, ვერ დაიცვა საუდის არაბეთის ობიექტები საჰაერო შეტევისგან.

მაღალი ფასები და ტექნოლოგიები

მრავალმიზნობრივი (უნივერსალური) Patriot-ების დანიშნულება - ეს პოზიციური რაიონების რაკეტსაწინაარმდეგო თავდაცვა, აეროდინამიკული სამიზნეების აღმოჩენა და განადგურებაა 200 კმ მანძილზე, ხოლობალისტიკური სამიზნეებისა - 20 კმ-მდე. საბრძოლო პირობებში სამიზნის განადგურების ალბათობა დაახლოებით 50%-ია. Patriot-ების ერთი ბატარეა დაახლოებით 600 მლნ დოლარი ღირს.

გასული წლების სამხედრო კონფლიქტებისას კომპლექსი ლამის „მშრალად“ აგებდა იმ შემთხვევაშიც კი, როცა მასზე ამერიკელი სპეციალისტები მუშაობდნენ. პენტაგონის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში ერაყში ირანის მხრიდან სარაკეტო დარტყმებით გამოწვეული დანაკარგები დაახლოებით 100 ამერიკელი სამხედროა. ძნელი წარმოსადგენია, რომ აშშ-ის უცხოურ სამხედრო ბაზას საერთოდ არ აქვს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. ეს ტექნოლოგიური დეგრადაციაა. Patriot-ების მოდერნიზაციის შესაძლებლობები ამოწურულია, კონსტრუქცია კონცეპტუალურად დაბერდა.

რაკეტსაწინაარმდეგო თავდაცვის სპეციალისტმა ისრაელიდან უზი რუბინმა ამერიკული სისტემის ფიასკო საუდის არაბეტში იმით ახსნამ რომ Patriot-ი სამიზნეს მხოლოდ ჰორიზონტზე აღმოაჩენს, ხოლო დაბლა მფრენებს „ვერ ხედავს“. რუბინმა ერ-რიადს ალტერნატივად რუსული კომპლექსი Панцирь С-1 შესთავაზა, რომელსაც ნებისმიერი დაბლა მფრენი და სახმელეთო ობიექტების განადგურება შეუძლია. ერ-რიადმა ყურად იღო ეს რჩევა და, მიუხედავად აშშ-ის აკრძალვებისა, აქტიურად განიხილავს რუსული კომპლექსის შეძენის საკითხს, რომლებიც სირიაში გამოიცადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მანამდე საუდის არაბეთისთვის სისტემა THAAD-ის მიწოდება დაამტკიცა 15 მლრდ დოლარის ღირებულებით. ერთ კომპექსში შედის: რადარი, ექვსი გამშვები დანადგარი და 48 რაკეტა.

ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო THAAD-ი სამიზნის გასანადგურებლად აპარატული ბლოკის კინეტიკურ ენერგიას იყენებს. ერთი რაკეტით ერთი სამიზნის განადგურებაა შესაძლებელი. განადგურების სიშორე - 200 კმ-მდეა, თუმცა „ვიწროდ სპეციალიზებული“ THAAD-ი არაეფექტურის აეროდინამიკული სამიზნეების - დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების მიმართ. სპეციალისტების შეფასებით, THAAD-ი ვერ შეაჩერებს ჰუსიტების მასირებულ სარაკეტო იერიშს.

რეგიონული თავისებურები

იემენში 2014 წლიდან მიმდიბარეობს სამოქალაქო ომი სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხე ჰუსიტებს შორის შიიტური მოძრაობა „ანსარ ალლადან“. სამთავრობო ძალებს 2015 წლიდან უჭერს მხარს არაბული ქვეყნების სამხედრო კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით (გაეროს სანქციის გარეშე). ჰუსიტებს კი შიიტური ირანი ეხმარება. 

„ანსარ ალას“ უმაღლესი პოლიტიკური საბჭო იემენის ტერიტორიის 20%-ზე მეტ ტერიტორიას აკონტროლებს, მაგრამ იქ ქვეყნის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ცხოვრობს. ჰუსიტებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ მუდმივი დისლოკაციის სამხედრო ბაზები, მათი განადგურება არაბული კოალიციის თვითმფრინავებს შეუძლია. ამბოხებულთა რაზმები გამუდმებით გადაადგილდებიან, რისთვისაც მთის გამოქვაბულებსა და მიწისქვეშა გვირაბების ქსელებს იყენებენ. ჰუსიტების „თვითნაკეთი“ სანაპირო სარაკეტო კომპლექსები მოწინააღმდეგის ხომალდებს აიძულებს, შორს დაიჭირონ თავი.

საუდის არაბეთს დასავლური წარმოების თანამედროვე იარაღი აქვს. ეიემენელი ამბოხებულები ირანული წამროების რაკეტებს, ასევე საკუთარი მოდიფიკაციის საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-75-ებს, ბალისტიკურ Qaher M-1-სა და Qaher M-2-ს იყენებენ.
თითქოს უზარმაზარი ფინანსური რესურსები და შეიარაღების თანამედროვე ტექნოლოგიები საუდის არაბეთის მხარესაა და ჰუსიტები განწირულნი არიან. რეალურად კი იემენელი ამბოხებულების რეგულარული და ზუსტი დარტყმებისგან ერ-რიადს THAAD-ის სისტემა ვერ იცავს, რომ აღარაფერი ვთქვათ Patriot-ებზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

18
საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთიდან საქართველოში: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში ელოდებიან

62
საქართველოში 27-28 იანვარს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფის ვიზიტი იგეგმება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ერევნიდან ესტუმრება. ის უკვე იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

თავისი რეგიონული ტურნე მოჰამად ჯავად ზარიფმა აზერბაიჯანში ვიზიტით დაიწყო, დღეს კი სომხეთს ესტუმრა. ტურნეს დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გეგმავს ვიზიტს ქვეყნებში, რომლებთანაც მთიან ყარაბაღში კრიზისის მოგვარების საქმესა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საკითხზე შესაძლებელია თანამშრომლობა.

რაც შეეხება საქართველოს, ვიზიტისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის პირველ პირებთან - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. შეხვედრა დაიგეგმა ასევე მინისტრის ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან. თუმცა სამშაბათს გაირკვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რას უნდა ველოდოთ?

პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძის თქმით, მოჰამად ჯავად ზარიფის საქართველოში ვიზიტი შედგება ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის დათბობის ფონზე. პოლიტოლოგის აზრით, თეთრ სახლში ჯო ბაიდენის მოსვლით ირანისადმი დამოკიდებულება გადაიხედება.

„როგორც მოგეხსენებათ, ბაიდენმა უკვე მოუხსნა შეზღუდვები მოგზაურებს ზოგიერთი ქვეყნიდან, მათ შორის, ირანიდან. ასევე ცნობილია, რომ ტრამპი გამოვიდა ირანული შეთანხმებიდან, რაც ბევრისთვის არასასიამოვნო იყო. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ამ მიმართულებით დათბობა დაიწყება. შესაბამისად, ირანმა ეს მშვენივრად იცის და აპირებს მაქსიმალური მოგების მიღებას“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, აქტუალური იქნება კავკასიის რეგიონული დღის წესრიგიც.

„ნათელია, რომ თურქეთს აქ ხუთეულის ლიგის, რეალურად თავისი პლატფორმის შექმნა უნდა, სადაც რუსეთის ფედერაციასთან ერთად წამყვან ძალად ჩამოყალიბდება. როგორც ჩანს, ირანსაც არ სურს ჩამორჩეს მოვლენებს და პროცესში ჩართვის სურვილი აქვს. როგორც უნდა იყოს, სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთის იმპერია, ოსმანთა იმპერია და სპარსეთის იმპერია. როგორც ჩანს, ახლა ასეთივე ფორმულაში აღმოვჩნდით“, - განაცხადა სიხარულიძემ.

პოლიტოლოგის აზრით, დასავლეთისა და ირანის ურთიერთობის დათბობა საქართველოსთვის ხელსაყრელია.

„საქართველოს შეუძლია ირანთან უფრო ღიად თანამშრომლობა იმ მიმართულებებით, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია - ესაა იმპორტი, ენერგეტიკული საკითხები. ანუ ყველაფერი, რამაც შეიძლება შეამციროს საქართველოზე თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის ფედერაციის ზეწოლა. ამიტომ ეს ძალიან სასარგებლოა“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

სავაჭრო ურთიერთობები

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 2020 წელს 71,2%-ით შემცირდა და 74,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ასეთია „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემები.

2019 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 187,1 მილიონი დოლარი შეადგინა. 2020 წელს საქართველოდან ირანში 29,1 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც დაახლოებით 60%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.

ირანიდან საქართველოში კი 76%-ით ნაკლები პროდუქცია შემოვიდა, ვიდრე 2019 წელს - სულ 45,2 მლნ დოლარის ღირებულების.

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს ირანიდან საქართველოს 141 997 ირანის მოქალაქე ესტუმრა. ერთი ვიზიტის ხარჯი დაახლოებით 600 დოლარია.

მთლიანობაში 2019 წელს ირანის მოქალაქეთა ტურისტულმა ხარჯმა შეადგინა 160,7 მილიონი ლარი.

2020 წელს საქართველოში ჩამოსულ ირანელთა რაოდენობა 88%-ით შემცირდა და 17 053 ადამიანი შეადგინა.

დიპლომატიური ურთიერთობა

საქართველომ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.

ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი, მაგალითად, პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატი, რომელიც არსებითად უწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

გარდა ამისა, საქართველო და ირანი თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო უწყებების დონეზე.

ირანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა 2014 წლიდან იოსებ ჩახვაშვილს უკავია. ხოლო საქართველოში ირანის დიპლომატიურ უწყებას 2013 წლიდან აბას თალები-ფარი ხელმძღვანელობს.

62
ნინო ბუაძე

ნინო ბუაძე: როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის „მინდას“?

0
(განახლებულია 13:38 28.01.2021)
ნინო ბუაძე საუბრობს ბავშვის ჭირვეულ ქცევაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი იმ შემთხვევაში თუ ის ჯიუტდება.
ნინო ბუაძე: როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის „მინდას“?
„ბავშვის ყველა ქცევა, რაც ზრდასრულისთვის მიუღებელია, ქცევით დარღვევად ვერ შეფასდება, ამას ცალკე დეტალური განხილვა სჭირდება. მნიშვნელოვანი წინაპირობა თუ როგორ ყალიბდება ბავშვის ქცევა, დამოკიდებულია მშობელზე, იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ის ბავშვის ამა თუ იმ მოთხოვნაზე“- ამბობს ნინო ბუაძე.

ფსიქოლოგი ნინო ბუაძე აცხადებს: „ მნიშვნელოვანია, თუ როგორი მიდგომა აქვს მშობელს ბავშვისთვის დამახასიათებელ რთულ ქცევაზე, როგორი თანამიმდევრულია ის და ოჯახის თითოეული წევრი. თუ ერთი და იგივე ქცევაზე განსახვავებული დამოკიდებულებით პასუხობენ ბავშვს, რა თქმა უნდა ის სხვადასხვა ადამიანთან მიმართებაში კონკრეტულ ქცევას აყალიბებს.“

0