რუსეთის ფლოტის ხომალდები აღლუმის რეპეტიციაზე

მიმოხილვა: რუსეთის „ცირკონიზაცია“ და 40 ახალი ხომალდი ფლოტში

67
(განახლებულია 16:49 24.12.2020)
ექსპერტების თქმით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი 2020 წელს შესამჩნევად მოძლიერებული ამთავრებს — როგორც ხარისხობრივად, ისე რაოდენობრივად.

ფლოტის კუთვნილი გემები, ავიაცია და  სანაპირო დაცვის ჯარები საიმედიდ იცავენ რუსეთის უსაფრთხოებას მშობლიური ნაპირების სიახლოვესა თუ მოშორებით, რისთვისაც თანამედროვე შიარაღებასა და ტექნიკას, უზრუნველყოფის ყველა სახეობას, ტრანსკონტინენტურ ლოგისტიკასა და კოსმოსური დაზვერვის მონაცემებს იყენებენ. სარაკეტო წყალქვეშა ატომური კრეისერები განუწყვეტლად მორიგეობენ მსოფლიო ოკენეში.

რუსეტის სამხედრო–საზღვაო ფლოტმა 2020 წელს დაახლოებით 40 წყალზედა გემი, სუბმარინა და უზრუნველყოფის ხომალდი მიიღო — მათ შორის, სათავო ატომური წყალქვეშა კრეისერი „Князь Владимир–ი“, რომელიც კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „ბულავებითაა“ აღჭურვილი. როგორც ამერიკული ანალიტიკური გამოცემა Military Watch–ი წერს: „ახალი ხომალდები აღჭურვილია ოთხი დამატებითი სარაკეტო ბლოკით, რაც მთლიანობაში 16 კონტინეტთშორის ბალისტიკურ რაკეტას შეადგენს. თითოეული მათგანი 6-10 ბირთვულ ქობისნ ზიდავს“.

რუსეთი აგებს არა „მოსკიტურ“, არამედ სარაკეტო–ბირთვულ ფლოტს — ჰიპერბგერითი აქცენტით. 2020 წელს უკვე მიღებული შვიდი მძლავრი საბრძოლო წყალქვეშა ხომალდის გარდა, გრძელდება 16–ის მშენებლობა და 19 შორი საზღვაო ზონის წყალზედა გემის მოდერნიზაცია. გარდა ამისა, იგება პროექტ Борей-А–ს სტრატეგიული სუბმარინები, მრავალმიზნობრივი ატომური Ясеней-М–ი, პროექტ 636.3–ის დიზელ–ელექტრონული წყალქვეშა ნავები. მშენებარე და მოდერნიზაციის პროცესში მყოფი საბრძოლო ხომალების საერთო რაოდენობა 41–ია. ფლოტი 2021 წლისთვის შემადგენლობაში ოთხი წყალქვეშა ნავის, ექვსი წყალზედა გემის. ოცზე მეტი კატარღისა და უზრუნველყოფის ხომალდის, ასევე ათობით ახალი დრონის  მიღებას გეგმავს.

რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში ერთი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ახალი მოტომსროლელი დივიზია და სანაპირო სარაკეტო ბრიგადა, დინამიურად ვითარდება შავი ზღვის ფლოტისა და კასპიის ფლოტილიის  სამხედრო ინფრასტრუქტურა. სევასტოპოლსა და კალინინგრადში რადილოკაციურ სადგურ Яхрома–ს მშენებლობა იწყება, რომლის დანიშნულებაც საჰაერო სამიზნეების ჰორიზონტს მიღმა აღმოჩენაა.

სარკისებური ზომები

2018–2020 წლის შეიარაღების სახელმწიფო პროგრამა, 551 მლრდ რუბლის მოცულობით, წარმატებით დასრულდა. რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტში თანამედროვე შეიარაღების დოონემ 63%-ს გადააჭარბა.

ფლოტმა დიდი ხარისხობრივი ნახტომი გააკეთა სარაკეტო იარაღის ახალ ტექნოლოგიებში. ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონის“ რამდენიმე წარმატებული ცდის შედეგად, 2020 წელს შეიძლება „ცირკონული“ დავარქვათ. ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაე 21 დეკემბერს განაცხადა, რომ მოხდება წყალზედა ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების ჰიპერბგერითი „ცირკონებით“ გადაიარაღება.

თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიუგმ, წლის შედეგების დაჯამებისას აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ხომალდებმა 2020 წელს 140 გასვლა განახორციელეს მსოფლიო ოკეანის ყველა სტრატეგიულ რაიონში და 28 სახელმწიფოს პორტებში 122–ჯერ შევიდნენ.

რუსეთი იძულებითაა დაკავებული ფლოტის აქტიური მშენებლობითა და სრულყოფით, ასევე სხვა სახის შეიარაღების განვითარებით. რუსეთის სუვერენიტეტი, რუსეთის მოკავშირეთა ინტერესები საიმედო და გარანტირებულ დაცვას მოითხოვს.

სერგეი შოიგუს ინფორმაციით, აშშ–მა საბრძოლო ქვედანაყოფების გერმანიიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში დისლოცირება დაიწყეს. იზრდება ამერიკული ხომალდების რაოდენობა არქტიკის რეგიონში. სისტემატიური ხასიათი მიიღო ნატოს სწავლებებმა, რომლებიც ერთდროულად ტარდება რუსეთის დასავლეთ, აღმოსავლეთ და სახმრეთ საზღვრებთან. მარტო აგვისტოსა და სექტემბერში მათში 55–მა საბრძოლო თვითმფრინავმა მიიღო მონაწილეობა — სტრატეგიული ბომბდამშენების და 12 ზეზუსტი იარაღის მზიდი ხომალდის ჩათვლით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

67
ბათუმში ოპოზიციის აქცია

საქართველოს ხელისუფლება vs ოპოზიცია: არსებობს თუ არა მოლაპარაკების იმედი

13
(განახლებულია 00:49 27.01.2021)
ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ პარლამენტის საბოლოოდ დატოვების  გადაწყვეტილება მიიღო და მმართველ პარტიას კვლავ მოლაპარაკება შესთავაზა

სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განაცხადები ოპოზიციამ ჯერ კიდევ დეკემბერში შეიტანა, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი თავის პირველ სხდომაზე შეიკრიბა, თუმცა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა აქვს მოპოვებული, ოპოზიციას მოსაფიქრებლად დრო მისცა. და იმ ცვლილებათა პაკეტის განხილვაც კი დაიწყო, რომელთა მიღების შედეგად მეამბოხე სუბიექტებს დაფინანსება ჩამოერთმევა.

თუმცა „ქართული ოცნების“ იმედები არ გამართლდა და ოპოზიციამ არ გადაიფიქრა.

„ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ექვსი ოპოზიციური პარტია აწერს.

ერთობლივ განცხადებას ხელი არ მოაწერა „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა საპარლამენტო პარტიის სტატუსი, ხოლო მის ადგილებს იკავებს ყველასათვის უცნობი ახალი ძალა „ევროპელი სოციალისტები“, რომელიც პარლამენტში თავის პირდაპირ მოვალეობას ასრულებს. აგრეთვე განცხადებას ხელი არ მოაწერეს პარტიებმა „მოქალაქეები“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.

ამასთან, თუკი „მოქალაქეები“ მზად არიან პარლამენტში შესასვლელად, „გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და ჯერ კიდევ იტოვებს იმედს, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნდება.

მოლაპარაკებების აჩრდილი

ამასთან, ამავე განცხადებაში ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის მმართველ პარტიასთან, მაგრამ მხოლოდ მთავარი მოთხოვნის ირგვლივ - ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.

ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმება „ქართული ოცნება“. უფრო მეტი, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ მიანიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია უარი უთხრას ოპოზიციას პარლამენტის დატოვებაზე.

„ოპოზიციას სურს, ეს საკითხი გამოიყენოს არა სამართლიანობისთვის, არამედ რაღაც დესტრუქციული პროცესების განვითარების მიმართულებით და ასევე საკუთარი თავის უფლებააყრილად წარმოჩენის მიზნით. მთლიანობაში, საქართველოს ინტერესების დაზიანების მიზნით. წინასწარ ვერ გეტყვით, პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ... ფაქტია, საერთაშორისო დონეზე მკაცრი მოთხოვნაა, რომ პარლამენტში იყოს მუშაობა და არა პირიქით, დაპირისპირების ეს ხარისხი იყოს შენარჩუნებული პოლიტიკურ ველზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ხოლო მისმა თანაპარტიელმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ან თუნდაც მისი ნაწილი გონს მოეგება და შევა პარლამენტში, თუმცა მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი დასვა.

„ოპოზიციის განცხადება, რომ მოლაპარაკებას დავუბრუნდეთ, ეს არის გაღმა შემედავეს პრინციპი იქიდან გამომდინარე, რომ მათ ახალი არაფერი უთქვამთ არც საზოგადოებისთვის და არც საკუთარი ამომრჩევლისთვის, გარდა აბსურდული მოთხოვნისა, რაც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

იმ დღემდე კი, როდესაც პარლამენტი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას იმ ერთადერთ საკითხზე, რომელიც ოპოზიციას ვაჭრობის საბაბს აძლევს, - სადეპუტატო მანდატებზე, სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მანდატების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პარლამენტს უკვე შეუძლია აღარ გაითვალისწინოს ოპოზიციის შეხედულება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები, წინასწარი გათვლებით, 99 ადამიანის შემადგენლობით მიიღოს. თუმცაღა ის ვერ შეძლებს საკონსტიტუციო კანონების მიღებას, ის თავისი სურვილისამებრ ნებისმიერ სხვა კანონს შეცვლის.

მეტიც, მმართველ პარტიას უკვე აღარ აქვს შეთანხმების იმედი, ამიტომ ის უახლოეს დროში მიიღებს ცვლილებებს, რომლებიც ოპოზიციის მცირერიცხოვან ჯგუფს მისცემს შესაძლებლობას ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები კომიტეტებში, დაესწროს საპარლამენტო ბიუროს და ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს.

13
ნაღმმზიდი „დონალდ კუკი“

მიმოხილვა: ამერიკული „დონალდ კუკი“ სწავლებაზე პირობითად განადგურდა

12
როცა რუსეთის საზღვაო საზღვრებთან პირობითი მოწინააღდეგე ჩნდება, მას ოპერატიულად ხვდებიან სამხედრო-საზღვაო ძალები

და პირობითად ანადგურებენ წყალზედა გემებს, წყალქვეშა ნავებს, ავიაციასა თუ სანაპირო სარაკეტო კომპლექსებს. ან ყველაფერს ერთად. ეს ყოველდღიური და მრავალ ვარიანტიანი სამხედრო სწავლებაა.

ამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდი „დონალდ კუკი“ 23 იანვარს შავ ზღვაში შევიდადა სტანდარტული „სამიზნე სიტუაცია“ შექმნა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ეფექტური საბრძოლო მომზადებისთვის.

თავდაცვის მართვის ეროვნულ ცენტრში ლაკონიურად განაცხადეს: „შავი ზღვის ფლოტის ძალებმა და საშუალებებმა დევნა წამოიწყეს“. იმავე დღეს, მედიის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ექვსმა საბრძოლო თვითმფრინავმა პირობითი შეტევა მიიტანეს ამერიკულ ნაღმმზიდზე ყირიმის ნახევარკუნძულიდან დაახლოებით 300 კმ-ს დაშორებით. გამანადგურებელ Су-30-სა და Су-27-ის წყვილი, ასევე ორი ფრონტული ბომბდამშენი Су-24 ყირიმის ავიაბაზებიდან აფრინდნენ და მოწინააღმდეგის პირობითი ნეიტრალიზაცია დაამუშავეს.

რეაქცია სრულიად ადეკვატურია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდების აქტიურობაზე რუსეთის საზზღვაო საზღვრებთან. ორი თვით ადრე ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილმა ესკადრონულმა ნაღმმზიდმა „ჯონ მაკკეინმა“ დარღვია რუსეთის საზღვარი პეტრე დიდის ყურეში. ის წყნარი ოკეანის ფლოტის ხომალდმა „ადმირალმა ვინოგრადოვმა“ განდევნა ნეიტრალურ წყლებში გატარნვის მუქარით. მაშინ ამერიკულმა საზღვაო სარდლობამ განაცხადა, რომ არ აღიარებს ყურეს რუსეტის კუთვნილებად. ყირიმის მახლობლად პროვოკაციის გამეორების ალბათობა მაღალია. ამიტომ 23 იანვარს რუსეთმა მაშინვე დაანახა „დონალდ კუკს“ მტკიოცე მოქმედებებისთვის მზადყოფნა.

გარდა ამისა, შავი ზღვის ფლოტში კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებების მხრივ წვრთნები ჩატარდა. შემდეგ რუსეთის ფლოტმა შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ათასობით კვადრატული კილომეტრი დახურა ნაოსნობისთვის საბრძოლო მომზადების გეგმიური ღონისძიებების მიზნით. სპეციალისტების აზრით, ეს უკანასკნელი არ უკავშირდება „დონალდ კუკის“ ვიზიტს, მაგრამ რეგიონში მზარდ სამხედრო-პოლიტიკურ დაძაბულობას კი ასახავს.

პიკირებადი ბომბდამშენის ტაქტიკა

„დონალდ კუკს“ 60 ფრთოსანი რაკეტა „ტომაგავკის“ ზიდვის უნარი აქვს, ბორტზე აქვს ნავსაწინააღმდეგო რაკეტები ASROC-ი, საზენიტო რაკეტები „სტანდარტი“, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტური სისტემები „იჯისი“, საბრძოლო საინფორმაციო-მმართველი სისტემა. ასეთი ფეთქებადსაშიში არსენალი, დიდი ალბათობით, არ უნდა ემსახურებოდეს რეგიონულ სტაბილურობას.

ნაღმმზიდის „ნაპირის საწინააღმდეგო“ საიერიშო შესაძლებლობები მნიშვნელოვანია, ჰაერსაწინააღ,დეგო სისტემის ეფექტურობა საბრძოლო ვითარებაში შემოწმებული არ არის, ხოლო „ტომაგავკები“ ვერაფრით დაეხმარება საზღვაო ბრძოლაში.

„დონალდ კუკი“ აშშ-ის მე-6 ფლოტში შედის და რეგულარულად ჩნდება რუსეთის საზღვრების სიახლოვეს შავ და ბალტიის ზღვებში 2014 წლიდან. იმავე წელს ნაღმმზიდის ეკიპაჟი ახლოს გაეცნო რუსულ ფრონტულ ბომბდამშენ Су-24-ს, რომელმაც 12-ჯერ შემოუფრინა მას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მაშინ Су-24-ის ბორტზე განთავსებულმა რადიო-ელექტრონული ბრძოლის აპარატურამ პირველად გამოიყვანა მწყობრიდან „დონალდ კუკის“ რთული ელექტრონიკა. მეორედ Су-24-მა „კუკის“ აპარატურა 2018 წლის გაზაფხულზე „გათიშა“. 2021 წელს კი წინაარმდეგობის ტაქტიკა შესამჩნევად შეიცვალა - ბოლო თვეებში ნაღმმზიდი ზედმეტად ხშირად სტუმრობს შავი ზღვის რეგიონს.

რუსეთი იძულებულია, გააძლიეროს სამხედრო დაჯგუფება და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ნატოს საწინააღმდეგო ტაქტიკა შეცვალოს სამხრეთ-დასავლეთ სტრატეგიული მიმართულებით. შავი ზღვის ფლოტმა ბოლო წლებში ექვსი წყალქვეშა ნავი, რამდენიმე ფრეგატი და მცირე სარაკეტო ხომალდი მიიღო. ყირიმში საზენიტო რაკეტა „ტრიუმფები“ და „პანცირების“ რამდენიმე დივიზიონია განთავსებული. სევასტოპოლში მალე გამოჩნდება შეტყობინების ახალი რადიოლოკაციური სადგურები.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ასევე აქტიურად აფართოვებს გავლენას ხმელთაშუა ზღვაში, სადაც დღეისათვის ათამდე საბრძოლო ხომალდი და წყალქვეშა ნავია განთავსებული, რაც ამერიკული ფლოტის მოქმედი ხომალდების რაოდენობას აჭარბებს.

Defense News-ის ინფორმაციით, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში განთავსებული სანაპირო-სარაკეტო კომპლექსი „ბასტიონი“ მოსკოვს სტქტიკის გაკონტროლებისა და ალიასკაზე სამიზნეების განადგურების შესაძლებლობას აძლევს.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სტრატეგიის ირიბი სარკე

„რუსეთი ყოველთვის ღიზიანდებოდა ამერიკული ხომალდების ყოფნით შავ ზღვაში, ვინაიდან ისინი დიდი სიშორის ფრთოსანი რაკეტებითა და ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით არიან შეიარაღებული. რუსები ასეთ საფრთხეებს სტრატეგიულად აღიქვამენ და არასდროს დაუშვებენ, რომ არსენალის ეს ტიპი ასე ახლოს მდებარეობდეს მათ დასახლებულ პუნქტებთან ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან“, - განაცხადა რუსეთის კვლევის სამხედრო-ანალიტიკური ცენტრ CNA-ს დირექტორმა მაიკლ კოფმანმა.

მაგრამ ვაშინგტონიც გაღიზიანებულია რუსეთის ფლოტის მრავალმიზნობრივი და სტრატეგიული სუბმარინების ყოფნით, სტრატეგიული ბომბდამშენები ფრენით აშშ-ის ნაპირების სიახლოვეს (ნეიტრალურ წყლებსა თუ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში). ცალმხრივი უსაფრთხოება არ არსებობს, მაგრამ აშშ-ს თავისი სტრატეგია აქვს.

საოკეანო სივრცეებზე კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების ნავიგაციის თავისუფლებისათვის“ და ასევე მოწინააღმდეგის სანაპიროზე „ძალის პროეცირებისათვის“. შესაბამისად, რუსეთის მთავარი „დანაშაული“ – ეს თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვანი განმტკიცებაა.
პათოსურ შეგონებებს შესაძლოა პენტაგონის პროვოკაციები და ოპერაციები მოჰყვეს ზღვასა და ხმელეთზე. ამიტომ რუსეთის ფლოტი იძულებულია, სულ უფრო მტკიცედ დააბრუნოს მრავალპორალური მსოფლიოს მკაცრ რეალობაში ამერიკელი პარტნიორები.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

12
PACE

PACE–ს სხდომაზე ქართული დელეგაცია პანდემიის საკითხზე მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას

0
(განახლებულია 09:52 27.01.2021)
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 25 იანვარს გაიხსნა, რომელიც 29 იანვრამდე გაგრძელდება

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე დღეს კოვიდპანდემიასა და ჯანდაცვის სფეროში უპრეცედენტო კრიზისს განიხილავენ.

განხილვა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით.

სტრასბურგში ამ თემაზე საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დებატები დილიდანაა დანიშნული.

ქართული დელეგაციის წევრები სხდომის მონაწილეებს საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას გააცნობენ.

როგორც საქართველოს დელეგაციის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქართული მხარე საერთაშორისო წარმომადგენელებს ასევე გააცნობს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ COVID-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით მიაღწია.

  • „გამოვა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი და ისაუბრებს იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს მიაღწია საქართველომ COVID-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე იმ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს ვაქცინაციის თვალსაზრისით. იქნება საუბარი იმ მთავარ ასპექტებზე, რომლებიც აქვს ჩვენი ეროვნული ვაქცინაციის გეგმას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში