ქობინიანი რაკეტა შახტში

წლის წვრთნები: როგორ მუშაობს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები

610
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 9 დეკემბერს სტრატეგიული ბირთვული ძალების მართვაში წვრთნები ჩაატარეს

ბარენცის ზღვის აკვატორიიდან, კოსმოდრომ პლესეცკიდან და ასევე თვითმფრინავებიდან Ту-160 და Ту-95МС გაუშვეს ბალისტიკური რაკეტები „იარსი“ და „სინევა“, შორი მანძილის ზეზუსტი ფრთოსანი რაკეტები Х-101 და Х-555.

ჩრდილოეთის ფლოტის ატომური სუბმარინის, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებისა და სტრატეგიული ავიაციის ეკიპაჟები წარმატებით მოქმედებდნენ  ― განადგურდა სამიზნეები კურასა (კამჩატკა) და პემბოის (კომის რესპუბლიკა) პოლიგონებზე ― ათასობით კილომეტრის დაშორებით.

წვრთნების მთავარი მიზეზი ტექნოლოგიური იყო. რუსეთი იარაღის საიმედოობას ამოწმებს. მოსკოვი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის ემზადება, ვაშინგტონი ხომ თანმიმდევრულად გადის შეიარაღების შეზღუდვაზე საერთაშორისო შეთანხმებებიდან.

ამერიკული გამოცემა The National Interest-იც კი აღიარებს, რომ ნატოს სამხედრო აქტიურობის მაღალი დონე რუსეთის საზღვრებთან უსაფრთხოების სფეროში მოწყვლადობას ქმნის და მოსკოვს ახალი იარაღის შექმნისკენ უბიძგებს. მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები შესაძლებელს გახდის ასიმეტრიულად და ოპერატიულად მოახდინოს ნატოს უპირატესობის კომპენსაცია ჩვეულებრივი შეიარაღების სფეროში.

ბირთვული ტრიადა

ბირთვული ქობინების („ბოეგოლოვკების“) მტარებლების დაყოფა საბრძოლო გამოყენების სფეროებად ― ჰაერში, ხმელეთსა და წყალზე ― უზრუნველყოფს ფარულობის მაქსიმალურ ხარისხს, ტექნოლოგიურ საიმედოობას, საბრძოლო სიცოცხლისუბარიანობასა და ეფექტურობას.

მაგალითად, კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „სინევა“ აბსოლუტურად ფარულად და არაპროგნოზირებადად იღებს სტარტს ― მსოფლიო ოკეანის ნებისმიერი წერტილიდან. ტრიადის თითოეულ კომპონენტს აქვს უნარი, ავტონომიურად შეასრულოს სტრატეგიული ამოცანა. საბრძოლო ინტეგრაცია პრობლემის უპირობო გადაჭრას უზრუნველყოფს.

სრულფასოვანი ბირთვული ტრიადა მხოლოს აშშ-სა და რუსეთს აქვს, მათვე ეკუთვნით პლანეტაზე შექმნილი ქობინების 90%-ზე მეტი. შემთხვევითი არ არის, რომ 9 დეკემბერს ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი RC-135S ალიასკაზე მდებარე ავიაბაზიდან აფრინდა და მრავალსაათიანი ფრენა განახორციელა, რა დროსაც საწვავი ბერინგის ზღვის თავზე შეივსო, რუსეთის საზღვრებთან ახლოს. ეს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მუშაობის შესახებ ტელემეტრიული ინფორმაციის შეკრება იყო.

რუსეთის ბირთვული შეკავების სახელმწიფო პროგრამა საპასუხო დარტყმის მიყენების ოთხ პირობას განსაზღვრავს: ბალისტიკური რაკეტების გაშვებას რუსეთისა და მისი მოკავშირეების ტერიტორიებზე, მასობრივი განადგურების იარაღით შეტევა, კრიტიკულად მნიშვნელოვან სახელმწიფო და სამხედრო ობიექტებზე ზემოქმედება და ასევე კონვენციალური შეიარაღებით აგრესია, რომელიც რუსეთის არსებობას საფრთხეს უქმნის.

რუსეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბი აკონკრეტებს: მოსკოვი ბირთვულ პოტენციალს რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი დარტყმის შემთხვევაში აამოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელია განისაზღვროს, რა იარაღით უტევს მოწინააღმდეგე, რუსეთისკენ გამოშვებული ბალისტიკური ქობინი აპრიორი მიიჩნევა ბირთვულად“.

დასავლელმა პარტნიორებმა იციან ამის შესახებ და მაინც არ ამცირებენ პოვოკაციულ სამხედრო მოქმედებებს არქტიკის, ბალტიის, შავი ზღვის, წყნარი ოკეანის რეგიონებში. მანამდე რუსეტის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა რუსეთზე დარტყმები დაამუშავეს, მათ შორის იყო ამერიკული ბომბდამშენების ძალიან სახიფათო მიახლოება სანქტ-პეტერბურგსა და კალინინგრადთან. რუსეთის რეაქცია ლოგიკურია.

რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები გრაფიკით გათვალისწინებულზე ადრე იღებენ სარაკეტო კომპლექსებს, მათ შორის, „იარსს“, „სარმატს“,„ავანგარდს“. ატომური სუბმარინები, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები, ბომბდამშენი-რაკეტმზიდები 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ და მზად არიან, დაუყოვნებლივ მიიტანონ საპასუხო შეტევა სხვადასხვა სამიზნეებსა და მიმართულებებზე. ტარდება რეგულარული წვრთნები, რომლებშიც რუსული ბირთვული ტრიადის ყველა კომპონენტი ერთდროულად მონაწილეობს.

ჯაჭვური რეაქცია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა წვრთნების დღეს განაცხადა: ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად და ყველა თვალსაზრისით დროულად დავამტკიცოთ ბირთვული ომის დაუშვებლობა და ის, რომ მასში გამარჯვების მოპოვება შეუძლებელია“.

მანამდე რუსმა სტრატეგოსებმა წვრთნებზე დაამუშავეს ვითარება „რუსეთზე მასირებული სარაკეტო-ბირთვული შეტევის შემდეგ“. სავარაუდო აგრესორის მიმართ პირობით პასუხი იმდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რომ ნატოში მკვეთრად შეცვალეს ტონალობა.

ორენბურგის მახლობლად საბრძოლო მორიგეობაზე მყოფ ჰიპერბგერით ბლოკ „ავანგარდს“ , კონტინეტთშორისი ბალისტიკური რაკეტის დახმარებით, შეუძლია დედამიწას გარს შემოუაროს და გაწერილ დროში შემოვიდეს ატმოსფეროში სამიზნიდან ათასობით კილომდეტრის დაშორებით, შემდეგ კი დაახლოებით საათში 24 ათასი კმ სიჩქარით, არაპროგნოზირებადი ტრაექტორიით, „ავანგარდი“ მოწინააღმდეგი ობიექტამდე მიფრინდება  და გარანტირებულად გაანადგურებს მას. მისგან თავდაცვა არ არსებობს.

მესამე თაობის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „სინევა“ ატომური სტრატეგიული სუბმარინების შეიარაღებაში შედის, რაკეტის სასტარტო წონა დაახლოებით 40 ტონაა, ფრენის მაქსიმალური სიშორე ― 11 500 კმ-მდე. ეს არის შეკავების მრისხანე და უხილავი იარაღი ზღვის სიღრმეებში.

ბომბდამშენი-რაკეტმზიდის ბორტიდან გაშვებულ საჰაერო ბაზირების სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტა Х-101-ს 30 მეტრიდან 10 კმ-მდე სიმაღლეზე 5500 კმ-ს გადალახვის უნარი აქვს წამში 270 მ სიჩქარით. მას შეუძლია ძალიან ზუსტად „მოათავსოს“ მიზანში 430 კილო წონის ქობინი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

610
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა

Le Monde: რა არის ნათქვამი EMA-დან მოპარულ დოკუმენტებში COVID-19-ის ვაქცინების შესახებ

25
(განახლებულია 14:46 18.01.2021)
ევროპელმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს დოკუმენტები, რომლებიც ინტერნეტის ფარული ქსელით გავრცელდა და რომლებშიც ევროპულ სააგენტოზე ამერიკულ-გერმანული ვაქცინის სწრაფად დასარეგისტრირებლად ზეწოლაზეა საუბარი.

ლიზ ბარნეო

მოპარულ მონაცემებში, რომლებიც „დარკნეტში“ (DarkNet - ინტერნეტის ფარული, ბნელი ქსელი) გავრცელდა, საუბარია ზეწოლაზე, რომელსაც სააგენტო ვაქცინა Pfizer-BioNTech-ის დამტკიცებისას შეეჯახა.

EMA-დან მოპარული კონფიდენციალური დოკუმენტები „დარკნეტში“ 2020 წლის 9 დეკემბერს გამოჩნდა. „ლე მონდმა“ ზოგ მათგანზე წვდომა მოახერხა და ევროპელი ჟურნალისტების გუნდმა ეს წერილები შეისწავლა.

საქაღალდე 20 ნაწილისგან შედგება, რომელთა ძირითად ნაწილს კავშირი აქვს Pfizer-BioNTech-ის დამტკიცების დოსიესთან. დოკუმენტებს შორის არის 19 წერილი, რომლებიც 10-დან 25 ნოემბრამდე პერიოდში იყო გაგზავნილი სააგენტოს სხვადასხვა პასუხისმგებელი თანამშრომლების მიერ. როგორც EMA-ს 15 იანვრის კომუნიკეშია ნათქვამი, ზოგ წერილს ჰაკერებმა „მანიპულაციები“ ჩაუტარეს. და, მაინც, „ლე მონდთან“ საუბრისას სააგანტომ აღიარა, რომ „გასაჯაროებული ელექტრონული წერილები არსებულ პრობლემებსა და დისკუსიებს ასახავს“.

სხვადასხვა ადრესატისთვის დაგზავნილი ხუთი ელექტრონული წერილი იძლევა საფუძველს ვისაუბროთ ზეწოლაზე სააგენტოს მიმართ COVID-19-ის პირველი ვაქცინის დამტკიცების პროცესის დასაჩქარებლად.

12 ნოემბრის მიმოწერაში EMA-ს ერთ-ერთი თანამშრომელი ჰყვება, მაგალითად, ევროკავშირის ჯანდაცვის კომისართან, სტელა კირიაკიდესთან საუბრის შესახებ. მოითხოვდა რა, რომ ყველა ევროპულ სახელმწიფოს ვაქცინა ერთდროულად მიეღო, კირიაკიდესი ასევე ხაზს უსვამდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა არ დააჩქარონ ეროვნული პროცედურები, ვინაიდან ამან შეიძლება დაამუხრუჭოს პრეპარატის ოფიციალური დამტკიცების პროცედურა. ევროკავშირის დირექტივის თანახმად, ეპიდემიის შემთხვევაში ქვეყნებს აქვთ უფლება, გამოიყენონ პრეპარატები, რომლებიც EMA-ს არ დაუმტკიცებია.

19 ნოემბერს EMA-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თანამშრომელი ახსენებს ევროპის კომისიასთან თათბირს, რომელიც „საკმაოდ დაძაბულ და დროდადრო უსიამოვნო ატმოსფეროში ჩატარდა. ეს ატმოსფერო იძლევა წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას შეიძლება შეეჯახოს EMA, თუ მოლოდინები არ გამართლდება - იმისდა მიუხედავად, რეალისტურია ისინი თუ არა“. 

მეორე დღეს დანიის წამლების სააგენტოსთან მიმოწერაში იგივე ჩინოვნიკი აღიარებს, რომ მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლიაიენის განცხადება, რომელმაც „მკაფიოდ დაასახელა ორი ვაქცინა, რომლებიც წლის ბოლომდე დამტკიცდებოდა [Pfizer-BioNTech და Moderna]. ორივე პრეპარატის შემთხვევაში აქამდე არსებობს პრობლემები“, – ხაზს უსვამს ჩინოვნიკი.

სწორედ ამ „პრობლემებზეა“ საუბარი სხვა დოკუმენტებში, რომლებიც 2020 წელს მოიპარეს. მათთან დაკავშირებით სააგენტოს მანიპულაციების ეჭვი არ გასჩენია. კერძოდ, საუბარია პრობლემებზე, რომლებიც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას ეხება.

დადგენილია, რომ ნოემბერში ევროპულმა სააგენტომ სამი „ძირითადი პროტესტი“ ჩამოაყალიბა ამ ვაქცინის წინააღმდეგ. მათგან მესამე – ხარისხობრივი განხვავება ვაქცინის კომერციულ პარტიებსა და იმათ შორის, რომლებიც კლინიკური გამოცდებისას გამოიყენებოდა – იწვევდა კიდეც ვაქცინის ხარისხის შემფასებელი მკვლევარების ყველაზე მეტ შფოთვას.

პრობლემური წერტილი

მართლაც, კლინიკური გამოცდების სტადიიდან კომერციული წარმოების სტადიაზე გადასვლისას წარმოების პროცესის შეცვლა გახდა საჭირო, და კიდევ ახალ ქარხნებსა და სხვა სიმძლავრეებში ინვესტირება.

ამ ცვლილებებით აიხსნება კიდეც ვაქცინების ზუსტ შემადგენლობაში განსხვავება, კერძოდ, ვაქცინის უმნიშვნელოვანესი ელემენტის, რნმ-ის მთლიანობის დონის დაქვეითება. კლინიკური გამოცდებისას ვაქცინებში რნმ-ის მთლიანობა 69%–81%-ს შეადგენდა, ანუ ეს სრული ჯაჭვი იყო. ხოლო ახალ საწარმოებში დამზადებულ პარტიებში უფრო დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდებოდა – საშუალოდ 59%. ზოგ პარტიაში მისი შემადგენლობა 51%–52%-მდე ეცემოდა. ეს იყო კიდეც პრობლემური წერტილი, რის შესახებაც EMA-ში 23 ნოემბერს განაცხადეს.

ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა რნმ-ის უფრო დაბალმა დონემ გავლენა მოახდინოს არა მარტო ვაქცინის ეფექტურობაზე, არამედ მის უსაფრთხოებაზეც?

„ამ პროდუქციაში ჩვენ ხშირად ვაწყდებოდით ცოტა უფრო მოკლე ან უფრო გრძელ რნმ-ებს“, – აცხადებს ციურიხის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევარი სტივ პასკოლო, რომელიც უკვე ოცი წელია მუშაობს რნმ-ვაქცინებზე. ეს შეკვეცილი რნმ-ები აშკარაა, რომ ვერ შეუწყობს ხელს მოსაჭიდებელი ცილის ფორმირებას. თუმცა კომპანიის მიერ EMA-სთვის წარდგენილ მონაცემებში მითითებულია, რომ ცილა 62%-იანი რნმ-ის პირობებშიც გამომუშავდება. „BioNTech-ის ვაქცინის პირველი გამოცდებისას იმუნური რეაქცია რნმ-ის ერთი მიკროგრამის შემთხვევაში ჩნდებოდა. ვაქცინაში ივარაუდება 30 მიკროგრამი, ე.ი. მათ აქვთ მარაგი“, – ამბობს სტივ პასკოლო.

იგივე აზრისაა აშშ-ის კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სააგენტო, რომელთანაც EMA-ს კონტაქტი ჰქონდა. სააგენტოში „რნმ-ის შემადგენლობა არ განიხილებოდა სერიოზულ პრობლემად“, ამბობს EMA-ს ჩინოვნიკი 23 ნოემბრით დათარიღებულ ელექტრონულ წერილში.

სინამშვილეში ამ წერილში საუბარია იმაზე, რომ წარმოებისა და ხარისხის კონტროლის პრობლემები არ ეხება სასწრაფო დამტკიცების პროცედურებს (რომლებიც აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში განხორციელდა).

სინამდვილეში ეს უკანასკნელი არის არა თავად ვაქცინაზე, არამედ მის დროებით გამოყენებაზე ნებართვა. ბაზარზე ვაქცინის დანერგვაზე დროებითი ნებართვა, რისი მიღწევაც სურდა EMA-ს, უფრო მეტ შეზღუდვას წარმოადგენს. ამგვარად ჩნდება EMA-ს, კანადის სააგენტოსა და სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს „ზოგად მოთხოვნებთან შეთანხმების“ აუცილებლობა, რათა „ერთი რეგიონისთვის გამოუსადეგარი მასალის მიწოდება“ თავიდან იყოს აცილებული. ასე ეწერა ერთ-ერთ ელექტრონულ წერილში რამდენიმე დღის შემდეგ.

„მთავარი წინააღმდეგობები“

26 ნოემბერს BioNTech-სა და Pfizer-ს გაუჩნდათ შესაძლებლობა, ეპასუხათ EMA-ს ძირითად წინააღმდეგობებზე. მათ მოხსენებაში საუბარია სხვადასხვა საწარმოში ჩატარებული შემოწმებების შესახებ. ამასთან ისინი რნმ-ის მინიმალური დონის 60%-მდე გაზრდასაც ვარაუდობდნენ წარმოების საწყის ეტაპებზე, რათა ფინალურ პროდუქტში ის 50%-მდე არ შემცირებულიყო. სწორედ ეს კრიტერიუმი იყო მიღებული ყველა დოკუმენტში, რომლებიც შეთანხმებისას იყო გამოყენებული. ვაქცინის მწარმოებლები თავიანთ მოხსენებაში სახელწოდებით „კომირნატი“ (Comirnaty) ირწმუნებიან, რომ რნმ-ის რაოდენობაში განსხვავება „გავლენას ვერ მოახდენს“ ვერც პროდუქციის ეფექტურობაზე და ვერც მის უსაფრხოებაზე. ამ პარტიებიდან ზოგი უკვე გამოყენებული იყო კლინიკური გამოცდებისას.

მაგრამ ამ მონაცემებმა, როგორც ჩანს, მაინც ვერ დაარწმუნა ევროპული სააგენტო, ვინაიდან ბოლო დოკუმენტები და ხელმისაწვდომი შეტყობინებები არ იძლება საშუალებას, დღის წესრიგიდან მოიხსნას „მთავარი წინააღმდეგობა“. ამას ამტკიცებს ეკრანის ფოტო, რომელზეც EMA-სა და მწარმოებლებს შორის 30 ნოემბრის მიმოწერაა აღბეჭდილი. ერთ-ერთი ბოლო ხელმისაწვდომი მოხსენებიდან შეიძლება გავიგოთ, რომ საწარმოო პროცესების კორექტირება საშუალებას იძლევა, მთლიანობის დონე დაახლოებით 75%-მდე აღდგეს, რაც კლინიკური გამოცდებისას გამოყენებული ნიმუშების შესაბამისია.

სამი დღის შემდეგ, 3 დეკემბერს გაზეთმა Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია Pfizer-ის ვაქცინის წარმოებაში პრობლემების შესახებ. „ზოგ პარტიაში ნედლეულის ხარისხი არ შეესაბამება ნორმებს. ჩვენ აღმოვფხვერით ეს პრობლემა, მაგრამ არ გვეყო დრო მიწოდების განსახორციელებლად, რომლებიც ამ წლისთვის იყო დაგეგმილი“, – განაცხადა ადამიანმა, „რომელიც უშუალო მონაწილეობას იღებდა Pfizer-ის ვაქცინის შექმნაში“.

არის კი ამაში რაიმე კავშირი? კომპანია Pfizer-მა უარი თქვა კომენტარზე და ამის მიზეზად EMA-ს მიერ კიბერშეტევის გამოძიება დაასახელა. 15 იანვარს BioNTech-მა და Pfizer-მა კვლავ განაცხადეს, რომ მიწოდებები კვლავ ყოვნდებოდა, ვინაიდან ბელგიის ქარხანაში აუცილებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.  

ევროპულ სააგენტოში დაადასტურეს, რომ ხარისხის ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრა. სააგენტოში ასევე ირწმუნებიან, რომ ამჟამინდელი ტექნიკური მოთხოვნები რნმ-ის დონესთან დაკავშირებით „მეცნიერულად საფუძვლიანად და მისაღებად მიიჩნევა“.

რუსული თუ რუსოფილური კვალი

აქამდე უცნობია, ვინ შეიძლება იდგეს ბოლო ჰაკერული შეტევის უკან. მოპარული მონაცემები Rutor-ზე გამოჩნდა, სადაც „რუ“ რუსეთს ნიშნავს, ხოლო „ტორ“ – ვებ-ბრაუზერს, რომელიც ინტერნეტში გვერდის ანონიმურად ნახვის საშუალებას იძლევა. ეს შეიძლება იმ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებდეს, რომ ჰაკერი ან რუსეთიდან იყო, ან რუსოფილურ შეხედულებებს იზიარებდა.

გარდა ამისა, ძნელია გამოირიცხოს ვერსია საწარმოო კიბერშეტევის შესახებ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტების არჩევისას დამნაშავეები სწორედ Pfizer-ზე იყვნენ ორიენტირებული. ამაზე მიუთითებს ფაილისთვის დარქმეული სახელიც: „მასშტაბური აფერის მტკიცებულებები Pfizer-ის ვაქცინის მონაცემებით“. და რა შეიძლება ითქვას აცრების მოწინააღმდეგეთა ჯგუფზე, რომლებიც ვაქცინების დისკრედიტაციას ცდილობენ? „ნაკლებსარწმუნოა, რომ ვაქცინების მოწინააღმდეგე ჰაკერი მონაცემებს ნაკლებად ცნობილ, მეკობრულ საიტზე გამოაქვეყნებდა“, – აცხადებს კიბერუსაფრთხოების კომპანია Sekoia-ს სპეციალისტი ჟან-მიშელ დოანი.

მიუხედავად ამ დოკუმენტების წაკითხვის შესაძლებლობისა, ფაქტები ასეთია: Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა EMA-მ საბოლოოდ მოიწონა 2020 წლის 21 დეკემბერს – დიდ ბრიტანეთში მისი დამტკიცებიდან სამი კვირის, ხოლო აშშ-ში დამტკიცებიდან – ორი კვირის შემდეგ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ევროპულ სააგენტოს გარკვეული დრო დასჭირდა ხარისხის პრობლემის გადასაჭრელად მის მოწონებამდე. ეს დაყოვნება შეფასდა როგორც „ნაკლებად მისაღები ევროპული კომისიისთვის“, როგორც ამაზე სააგენტოს თანამშრომლებს შორის 19 ნოემბრის მიმოწერა მიუთითებს. „რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეთანხმების პროცესის დაჩქარებითა თუ ზუსტი გარანტიების მისაღებად აუცილებელ ვადებში ჩატარებით (…), EMA-ს მოუწევს შეეჯახოს სხვადასხვა მხარეთა კრიტიკას – ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროპარლამენტის, მედიისა და ფართო საზოგადოების მხრიდან“, – ნათქვამია სააგენტოს მაღალჩინოსანი თანამშრომლის შეტყობინებაში. ის არ მოელოდა, რომ ყველაფერ ამასთან ერთად სააგენტოს კიბერშეტევაში გარკვევაც მოუწევდა.

პუბლიკაციის ორიგინალის ნახვა შეგიძლიათ აქ:  

25
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ცარიელი ადგილები პარლამენტში

ეყოლება თუ არა საქართველოს სრულფასოვანი პარლამენტი: მორიგი რაუნდის მოლოდინში

623
(განახლებულია 20:15 17.01.2021)
ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდისთვის ემზადებიან და პირობებს აყენებენ

მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციას შორის გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი იგეგმება.

დღეისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას არჩევნების შედეგების მიხედვით 150-დან 60 ადგილის დაკავება შეეძლო, პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ 4 ოპოზიციონერი დეპუტატი. თეორიულად მათ შეიძლება შეუერთდეს მაქსიმუმ 5 ადამიანი - სამი „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩიდან“ და ორი - „მოქალაქეებიდან“.

თუმცა ეს ვერ გადაუჭრის პრობლემებს საკანონდებლო ორგანოს, რომელსაც ოპოზიციის პროტესტისა და ხმების უკმარისობის გამო სრულფასოვნად მუშაობა და ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია, როგორიცაა კონსტიტუციის, საკონსტიტუციო კანონების და „მიწის შესახებ“ კანონის შეცვლა.

ჯერჯერობით კრიზისიდან გამოსვლის ძირითად შესაძლებლობას წარმოადგენს მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რომლებიც ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების პატრონაჟით მიმდინარეობს.

რა თემაზე იქნება საუბარი

ვადამდელი არჩევნები - ერთადერთი თემაა, რომელზეც სასაუბროდ არიან მზად ოპოზიციური პარტიები.

„მზად ვართ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომელიც ოპოზიციამ ერთიანად წარუდგინა ხელისუფლებას. მოსალაპარაკებელი და საკონსულტაციო არაფერი არ არის, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგი, რომლის ნაწილიც არის ყველა ოპოზიციური პარტია“, - განაცხადა პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას იმედი აქვს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტი დაინიშნება.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს მოლაპარაკების პროცესი არ არის პოლიტიკური ვაჭრობა ან ტოტალიზატორი. საპირწონედ დგას ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ღირებულებები. გამოსავალი აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ ხალხს ვკითხოთ და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ არის დღეს ხელისუფლების ღირსი და ვინ არის დღეს ის ძალა, რომელიც ქვეყანას ამ ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოიყვანს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

თუმცა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გარდა, ოპოზიციას მოლაპარაკებებში კიდევ ერთი თემა ექნება - ცვლილებები საარჩევნო სისტემაში.

მმართველი პარტია მზად არის დააჩქაროს საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობის პროგრესი და უკვე 2022 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ელექტრონული კენჭისყრით და უბნებზე თითის ანაბეჭდის შემოწმების გამოყენებით ჩაატაროს.

თუმცა ახალი რაუნდის თარიღი ჯერ უცნობია და თავად ოპოზიციაში უთანხმოება შეინიშნება.

ოპოზიციის წყალქვეშა ქვები

დღეისათვის ოპოზიცური პარტიების უმრავლესობას საარჩევნო სიები გაუუქმეს, ხოლო სადეპუტატო  მანდატებზე უარის თქმის შესახებ განაცხადები უკვე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა. ამ დეპუტატების ჩანაცვლება ვერ მოხერხდება.

მეტიც, პარლამენტში მოხვედრილმა „პატრიოტთა ალიანსმა“ უკვე დაკარგა ადგილები საკანონდებლო ორგანოში - მათი განაცხადი დაკმაყოფილებულია, მაგრამ ადგილები დაიკავეს ყველასათვის უცნობმა ადამიანებმა პარტიული სიიდან, რომლებმაც საკუთარი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დააარსეს. ახლა ისინი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მუშაობენ.

რაც შეეხება „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, ისინი პარლამენტში სხვა პარტიების გარეშე მუშაობაზე უარს აცხადებენ. თუმცა მანდატებზე უარის მთქმელ სხვა ოპოზიციონერებს მათი არ სჯერათ.

„ძალიან სევდიანი ისტორიაა, დავიღალეთ უკვე. შევიდნენ, თუ შესვლა უნდათ. დახვდება იქ კობახიძე, მათი მეგობარი. იმათაც გაუხარდებათ, ჩვენც დავისვენებთ“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ სურვილის კომენტირებისას, პარლამენტში დანარჩენი ოპოზიცია „დაპატიჟოს“.

ამასთან, მმართველ პარტიაში მოლაპარაკების პროცესის სრულ მხარდაჭერაზე განაცხადეს.

„რაც შეეხება მეხუთე რაუნდის შესაძლო შედეგებს, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს კვოს. ხედავთ, რომ სტატუს კვო ნამდვილად არის შეცვლილი, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია შემოსულია და საქმიანობს. ასევე, ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არის არასწორი გადაწყვეტილება... ვფიქრობ, მეხუთე რაუნდამდე ამას არაერთი ოპოზიციური ლიდერი მეტად გააცნობიერებს. ჩვენ მზად ვართ, იმ სამართლიანი წინადადებების განსახილველად დავბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რაც ეხება პირველ რიგში, მათი პრეტენზიების გადამოწმებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

ამგვარად, არჩევნებიდან ორთვენახევრის შემდეგ და პარლამენტის პირველი სხდომიდან ერთ თვეში კვლავ ღიად რჩება საკითხი - რამდენი დეპუტატი იქნება პარლამენტში. ის უფრო აქტუალური გახდება თებერვალში, როდესაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე შეიკრიბება და ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატების დატოვების შესახებ განაცხადების განხილვას ვეღარ გააჭიანურებს.

623
ჯანჯაფილი

როდის არის ჯანჯაფილი საზიანო: ექიმი გაფრთხილებთ

0
(განახლებულია 17:06 19.01.2021)
მიუხედავად უამრავი დადებითი თვისებისა, ირკვევა, რომ ჯანჯაფილის მიღება ზოგ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ჯანჯაფილი (იმბირი, კოჭა) ცნობილია მრავალრიცხოვანი სასარგებლო თვისებებით, თუმცა ზოგმა ადამიანმა ის არ უნდა გამოიყენოს, განუცხადა რადიო Sputnik-ს თერაპევტმა და დიეტოლოგმა მარია ჩერნიაევამ.

მისი თქმით, ჯანჯაფილი ძალიან სასარგებლო მცენარეა, ის შეიცავს ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო მიკროელემენტებს, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს და ხელს უწყობს იმუნიტეტის შენარჩუნებას.

„ჯანჯაფილი შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით მიიღოთ. ის საკმაოდ უნივერსალური პროდუქტია. მაგალითად, მშრალი სახით ჯანჯაფილი თვისებებს ხანგრძლივად ინარჩუნებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯანჯაფილის ნედლი ფესვი, ჩამოხეხოთ, აურიოთ თაფლში, დაამატოთ ჩაიში, მოამზადოთ სხვადასხვა სასმელი, ნაყენი“, — აღნიშნავს დიეტოლოგი.

გარდა ამისა, აზიის ქვეყნებში ჯანჯაფილს უმატებენ წვნიანებსა და სანელებლებს და ასევე მიირთმევენ მარინადის სახითაც, რაც ასევე ძალიან სასარგებლოა, ვინაიდან  აქვს ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული ეფექტი.

ექიმის თქმით, მიუხედავად უამრავი სიკეთისა და გადაჭარბების დოზის არარსებობისა, მაინც არ ღირს იმბირის კილოგრამობით მოხმარება. უკეთესია, თუ მას რაიმეზე დანამატის სახით მიიღებთ დღეში 80–100 გრამის ოდენობით.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჯანჯაფილი>>

ამასთან, სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ჯანჯაფილი უკუჩვენებებს იწვევს.

„ჯანჯაფილს შეუძლია გააძლიეროს სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მოქმედება, ვინაიდან მას თავად აქვს სისხლის გამათხელებელი ეფექტი. გარდა ამისა, კოჭამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, რადგან ნაღველდენა იზრდება. კუჭის ლორწოვანი გარსის ზოგი ანთებითი ცვლილების გამწვავების დროსაც უკეთესია, ეს პროდუქტი ბოროტად არ გამოიყენოთ“, — განმარტა ჩერნიაევამ.

.

0
თემები:
ექიმი გირჩევთ