შეთანხმების ბოლო შანსი – „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი

© Sputnik / STRINGER საპროტესტო აქციის მინაწილეები
საპროტესტო აქციის მინაწილეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ მხარეებმა შეძლეს მინიმალური წინასწარი შეთანხმების მიღწევა საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხზე, მაგრამ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები – მაინც გადაუჭრელი დარჩა.

ხუთშაბათს მმართველ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკების ბოლო რაუნდი გაიმართება ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების ორგანიზებით.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ერთი თვე მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში შუამავლები ცდილობდნენ დაეთანხმებინათ ოპოზიციური პარტიები, ეღიარებინათ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ხელისუფლება კი – წასულიყო დათმობებზე.

ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
სკანდალი ქართულ ოპოზიციაში: იქნება თუ არა საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს, ხუთშაბათის შეხვედრა მოლაპარაკების ბოლო შანსია.

დღემდე მხარეებმა შეძლეს მინიმალური წინასწარი შეთანხმების მიღწევა საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხზე, რასაც ითხოვენ ოპოზიციის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეთანხმების ზუსტი არსი მხარეებს ჯერ არ გაუხმაურებიათ. მაგრამ მთავარი საკითხები – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – გადაუჭრელი დარჩა.

ხელისუფლების ბოლო შეთავაზება

ბოლო რაუნდამდე ერთი დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პირობა.

როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროებითი საპარლამენტო კომისია ხმებს გადაითვლის და დაადგენს არჩევნების შედეგების თუნდაც 1%-იან შეუსაბამობას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

Карл Харцель  - Sputnik საქართველო
„მარტივი პროცესი არ იქნება“ – კარლ ჰარცელი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის შესახებ

კობახიძის განმარტებით, დროებითი საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდება ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე, მის მუშაობაში მონაწილეობას შეძლებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტები და საპარლამენტო ოპოზიცია.

გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს ოპოზიციური პარტიების სურვილი, დატოვონ პარლამენტი, და შეუწყვიტოს მათ სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან, პირობა დადო, რომ მიიღებს კანონს, რომელიც აუკრძალავს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში მონაწილეობას მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო.

პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ამგვარად ოპოზიციის ჭეშმარიტ სახეს გამოავლენენ.

„ხედავთ ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომელიც ძალიან დამაზიანებელია ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და ნათელი არის ერთი რამ, რომ ერთ მხარეს რჩება ნათელი მხარე, რომელიც ზრუნავს ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და წინსვლაზე და მეორე მხარეს რჩებიან ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები, ბნელი ძალა, პირდაპირ ვიტყოდი, ბოროტება, რომლებსაც არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ სიმშვიდე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

ბოლო წვეთი

„ქართული ოცნების“ პოზიცია კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილისთვის.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები დაფინანსებასა და მანდატებს დაკარგავენ

„თვითონ გააყალბეს არჩევნები და ახლა თვითონვე ქმნიან კომისიას, რომ თავისი გაყალბებული თავადვე შეისწავლონ. ეს არის „ქართული ოცნების“ ლოგიკა – „სამ ტანცუეტ, სამ პოიოტ“. ამ კომისიიდან არაფერი გამოვა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ უბადრუკი „გაპრავების“ მცდელობა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მანვე დაასახელა საბოლოო პოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების წინ.

„ერთადერთი ლეგიტიმური გზა არის პარლამენტის ბოიკოტი. სხვა გზა „ქართულმა ოცნებამ“ არ დაგვიტოვა“, – აღნიშნა უგულავამ.

ახლა ოპოზიცია აწყობს კონკრეტულ გეგმებს არა მოლაპარაკებებისთვის, არამედ პარლამენტის სხდომის პირველი დღისთვის.

„11 დეკემბერს ოპოზიცია საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება განცხადებით, რომ არავინ არ მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო მასკარადში. თუ ვინმე ხელს არ მოაწერს განცხადებას, ყველაფერი გასაგები გახდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ლელოს“ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განმარტა, რომ პარლამენტიდან წასვლის შესახებ განცხადებების პარალელურად ოპოზიციური პარტიების ლიდერები გამოითხოვენ თავიანთ სიებს ცესკოდან, რათა სიები სხვა წევრებით არ ჩანაცვლდეს.

ოპოზიციაში არ მალავენ, რომ მათი გადაწყვეტილება საბოლოოდ ჩამოყალიბდა „ქართული ოცნების“ ბოლო განცხადებების შემდეგ.

„ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით საბოლოოდ მოჭრა გზა დიალოგისკენ“, – აღნიშნა „ლელოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
მესამე პოლიტიკური ცენტრი საქართველოში: რას ფიქრობს ოპოზიცია ვაშაძის ინიციატივაზე

რყევა ოპოზიციაში

რვა პარტიიდან ბოიკოტის პოზიციას საბოლოოდ ამ მომენტისთვის სრულიად მკაფიოდ ოთხი ოპოზიციური პარტია დაეთანხმა: „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ოპოზიციის შიდა მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, სავარაუდოდ, თავის გადაწყვეტილებას სხდომის წინ გამოაცხადებს.

თუმცა მთავარი ინტრიგა მაინც პარლამენტში მოხვედრილი კიდევ სამი ოპოზიციური პარტიის პოზიციაა – „სტრატეგია აღმაშენებლის“, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, პარტიის პოზიციას განსაზღვრავს მისი პოლიტსაბჭო, რომლის სხდომაც ხუთშაბათსაა დანიშნული.

რაც შეეხება „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, ისინი კობახიძის განცხადებამდეც აღნიშნავდნენ, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში პარლამენტში შევიდოდნენ, თუმცა, როგორი იქნება მათი საბოლოო გადაწყვეტილება – ჯერ არ არის ცნობილი.

ოპოზიციის წარმომადგენლები - Sputnik საქართველო
ოპოზიციაში კვლავ უთანხმოებაა: ვის სურს პარლამენტში შესვლა?

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ.

„კობახიძის განცხადება იყო შეცდომა. ასეთმა განცხადებამ, როგორც არასდროს, გაგვაერთიანა, ჩვენ დავწერთ განცხადებას და არ შევალთ პარლამენტში“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება პარტია „მოქალაქეებს“, მათმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ისინი შევლენ პარლამენტში, თუ ელჩების თანდასწრებით ხელი მოეწერება ოფიციალურ შეთანხმებას არჩევნების ნამდვილი შედეგების დასადგენად რეალური მექანიზმის შექმნის შესახებ.

მოლაპარაკებები გრძელდება: ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება>>

ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივა

თუ ოპოზიცია პირველ საპარლამენტო სხდომამდე ერთობას შეინარჩუნებს და უარს არ იტყვის ბოიკოტის იდეაზე, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში პირველად პარლამენტში შეიკრიბება შეკვეცილი შემადგენლობა – 90 დეპუტატი 150-ის ნაცვლად.

ამასთან, ოთხი წლის განმავლობაში ყველა კანონს მიიღებს ერთი ფრაქცია და ერთი პარტია – „ქართული ოცნება“. ისმის კითხვა – ვისთვის არის ეს ხელსაყრელი?

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
არჩილ თალაკვაძე: არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება

„ერთპარტიული პარლამენტისგან იშვიათად უხეირია ვინმეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს განაჩენია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოუსმენს თავის ოპონენტებს და, რაც მთავარია, თავის ელექტორატს პარტია. აქ მთავარი კითხვაა – მოიგებდა საქართველო, მის პარლამენტში შალვა ნათელაშვილი ან გიგა ბოკერია რომ ყოფილიყო, თუ წააგებდა? ზუსტი პასუხის გაცემა არ შეიძლება. ჩვენი ევროპელი კოლეგების აზრით, რაც მეტი ადამიანია პარლამენტში, მით უკეთესია. მაგრამ ცხოვრება აჩვენებს, რომ ასეთ პრიმიტიულ დონეზე მსჯელობა არ შეიძლება“, – განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

ერთპარტიული პარლამენტის მთავარ მინუსად პოლიტოლოგმა დაასახელა ჯგუფური აზროვნება, როდესაც ერთი პარტია არ უსმენს დანარჩენებს და უბრალოდ მართავს ქვეყანას.

ყველა ახალი ამბავი
0