მიმოხილვა: რუსეთი სატანკო ბრძოლის ახალ ტაქტიკას ამუშავებს

© photo: Sputnik / Host photo agency / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში„ტერმინატორი“
„ტერმინატორი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეიარაღებული, დაცული და უნივერსალური ― ჩელიაბინსკის სიახლოვეს ტანკ Т-72-ების და მათ მხარდასაჭერად შექმნილი საბრძოლო მანქანა „ტერმინატორების“ (BMPT) პირველი ერთობლივი წვრთნები ჩატარდა. როგორია ამ ტექნიკის თავისებურებები?

ანდრეი კოცი

ჩეჩნური გამოცდილება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ „ტერმინატორები“ ძირითადი ჯაჭვის ოდნავ უკან მოძრაობენ, მძიმე ჯავშანმანქანებს შორის დაშორებებში. და სანამ ტანკები 125-მილიმეტრიანი იარაღიდან ისვრიან, BMPT-ების ეკიპაჟები ყურადღებით აკვირდებიან ბრძოლის ველს. როგორც კი „მტრის“ ჯარისკაცს შენიშნავენ, მაშინვე ინტენსიურ ცეცხლს ხსნიან 30-მილიმეტრიანი ქვემეხებიდან. ეს არის კიდეც „ტერმინატორების“ ძირითადი ამოცანა: დაიცვას ტანკები ქვეითებისგან, რომლებიც ყუმბარმტყორცნებითა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით არიან შეიარაღებული.

ატომური ყინულმჭრელი „არქტიკა“ - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ყინულმჭრელების ამერიკული პრობლემა – საჭიროა მძლავრი ფლოტი

BMPT-ზე მუშაობა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო, თუმცა პროექტს სერიოზულად მხოლოდ პირველი ჩეჩნური კამპანიის შემდეგღა მოჰკიდეს ხელი. გროზნოზე 1995 წლის იერიშმა აჩვენა, რომ ტანკები მეტისმეტად მოწყვლადია ქვეით ძალებთან ბრძოლებში. შენობების ზედა სართულებზე ჩასაფრებული ბოევიკები იოლად ანადგურებდნენ ფედერალური ძალების ჯავშანტექნიკას ყუმბარმტყორცნებით, რომლებიც მარტივად ანგრევდა ტექნიკის ზედა პროექციის შედარებით თხელ ჯავშანს.  

მოტომსროლელებს, რომლებსაც ტანკები მტრის ჯავშანგამანადგურებლებისგან უნდა დაეცვათ, დუდაევის მომხრეები წარმატებით ცელავდნენ ტყვიამფრქვევებითა და სნაიპერული ცეცხლით. აშკარა გახდა, რომ ქალაქში ბრძოლებისთვის აუცილებელია ისეთი ტექნიკა, რომელსაც ძირითადი იარაღიდან ვერტიკალური დამიზნების დიდი კუთხე ექნება.

მოისინჯა სირიაში 

BMPT-ს პირველი პროტოტიპი „ობიექტი 199 „ჩარჩო“ 2001 წელს გამოჩნდა. ამ მანქანას მძიმე ბედი ერგო. თავდაცვის სამინისტრო წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზებით (ძირითადად ფინანსური) ამბობდა უარს მის შეიარაღებაში მიღებაზე.

Самолеты Ил-96-400Т и Ил-114  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რატომ აღორძინებს რუსეთი „განკითხვის დღის თვითმფრინავებს“

იგეგმებოდა BMPT-ს მხოლოდ ერთი ასეულის შექმნა, მაგრამ ჯარებში ეს ტექნიკა მაინც არ შევიდა. სარდლობამ განაცხადა, რომ უარს ამბობდა ახალი მანქანების შეძენასა და ასევე მოძველებული ტანკების კონვერსიაზე ამ პროექტის თანახმად. და 10 BMPT ყაზახეთს მიჰყიდეს.

მიუხედავად ამისა, „ტერმინატორები“ რეგულარულად გაჰქონდათ შეიარაღების სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე. 2017 წლის ზაფხულში კი რამდენიმე BMPT სირიაში გაიგზავნა. სამხედროები „ტერმინატორებით“ კმაყოფილი დარჩნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი აქტიურად გამოიყენებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების წინააღმდეგ ოპერაციებში.

და თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, მიეღო „ტერმინატორები“ შეიარაღებაში. 2018 წელს ახალი მანქანები გამარჯვების აღლუმზეც კი გაიყვანეს წითელ მოედანზე. მალე ტექნიკა არმიის ქვედანაყოფებში შევიდა.

ამერიკელი სამხედრო - Sputnik საქართველო
 „უკვე შტაბები გადააქვთ“ - რას ამზადებს აშშ-ის არმია აღმოსავლეთ ევროპაში

უნივერსალური ჯარისკაცი

„ტერმინატორი“ ძირითადი საბრძოლო ტანკის Т-72-ის ბაზაზეა აგებული. მიიჩნევა, რომ BMPT ნაკლებ მოწყვლადია ქვეითი ჯარების ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. ეკიპაჟი ხუთი კაცისგან შედგება, ვინაიდან „ტერმინატორი“ კბილებამდეა შეიარაღებული. ეს ერთგვარი „სახმელეთო ესკადრონული ნაღმმზიდია“.

ძირითადი შეიარაღება – შეწყვილებული 30 მმ ავტომატური ქვემეხი 2А42-ია 900 ჭურვით. „ტერმინატორის“ კოშკურაში განთავსებულია 7,62 მმ ტყვიამფრქვევი. კოშკურის გვერდებში ორი დაჯავშნილი გარსია, თითოეულში ორ-ორი სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა 9М120-1-ით, რომელთა სროლის ეფექტური სიშორე 6 კილომეტრია. ხოლო კორპუსის წინა ნაწილში განთავსებულია ორი საკურსო ავტომატური ყუმბარმტყორცნი АГ-17Д ქვეით ძალებზე მსხვრევადი საბრძოლო მასალებით შეტევის მისატანად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ეს არის ნაბიჯი სამყაროს აღსასრულისკენ

ეკიპაჟი ეფექტურად იყენებს მთელ ამ არსენალს თანამედროვე ავტომატური სისტემა „ჩარჩოს“ წყალობით, რომელიც ციფრული ბალისტიკური გამომთვლელითა და მიზნის გამცილებელი ავტომატითაა აღჭურვილი.

პროექტის მომავალი

BMPT-ს პირველ ვარიანტებს საექსპერტო საზოგადოებაში ხშირად აკრიტიკებდნენ. „ტერმინატორისადმი“ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრეტენზია მის სუსტ „მხედველობას“ უკავშირდებოდა. ვარაუდობდნენ, რომ მძიმე ჯავშანტექნიკასთან შედარებით ახალი მანქანების მხედველობის კუთხე ბრძოლის ველზე გაიზრდებოდა, მაგრამ ის კვლავაც ძველის იდენტურია. გარდა ამისა, ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ „ტერმინატორები“ სრულად ჩაანაცვლებდნენ ქვეითებს ბრძოლის ველზე, როგორც ჯავშანტექნიკის დაცვის მთავარ ძალას. მაგრამ BMPT-ს თანამედროვე ვერსიები ნამდვილად ბევრად უკეთ „ხედავს“.   

Су-57  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: მოიერიშე დაჯგუფება - პირველი სერიული Су-57 და უპილოტო „მონადირე“

თავდაცვის სამინისტროს კადრებზე ჩანს, რომ სამხედროებმა უპირატესობა „ტერმინატორის“ მეორე ვარიანტს მიანიჭეს. პირველ ვარიანტს, რომელიც 2013 წელს იყო წარმოდგენილი, ნაკლები შეიარაღება ჰქონდა ― მას ავტომატური ყუმბარმტყორცნები მოაშორეს და ეკიპაჟი სამ კაცამდე შეამცირეს. რუსი დამკვეთი ამ მოდერნიზაციით არ დაინტერესდა, თუმცა მას მყიდველები ალჟირში გამოუჩნდნენ. მათ 300 ერთეული „ტერმინატორი-2“ დაუკვეთეს.

როდის გამოჩნდება „ტერმინატორი-3“, ჯერჯერობით გაურკვეველია. მის მომავალზე ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 მმ-იან ქვემეხებს უფრო მძლავრი, 57 მმ-იანი იარაღით ჩაანაცვლებენ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას

ყველა ახალი ამბავი
0