სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში

სირიელი თურქომანები ყარაბაღში: ომში წასვლა თუ დიდი გადასახლება?

228
(განახლებულია 20:51 27.11.2020)
შეიარაღებულმა კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათასი სირიელი ბოევიკი მიიზიდა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში თურქეთის შუამდგომლობით აღმოჩნდნენ და აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ.

სირიელი ბოევიკი-ახალმოსახლეები ომის შემდგომი მთიანი ყარაბაღისთვის შეიძლება რეალობად იქცნენ. ისტორიაში ამის არაერთი ანალოგი მოიპოვება, მაგალითად, ალბანელების გადასახლება სერბეთის კოსოვოში ოსმალეთის იმპერიის ეპოქაში. თურქეთისთვის ეს ორგანიზებული მიგრაცია – დამატებითი შესაძლებლობაა, საფუძვლიანად მოიკიდოს ფეხი სამხრეთ კავკასიაში, თანაც დიდი ხნით.

შეიარაღებულმა კონფლიქტმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათასი სირიელი ბოევიკი მიიზიდა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში თურქეთის შუამდგომლობით აღმოჩნდნენ და აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ. სამმხრივი შეთანხმების მიღწევისა და ომის შეწყვეტის დღიდან არაფერი თქმულა ტურისტი-ტერორისტების სამშობლოში დაბრუნებაზე. დიდია ალბათობა, რომ სირიელები თავიანთი ოჯახებით აზერბაიჯანისთვის დაბრუნებულ რაიონებში დასახლდნენ.

ტელეარხ Sky News Arabia-ს ინფორმაციით, თურქეთის მთავრობა ხელს უწყობს თურქომანული ოჯახების მიგრაციას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მთიანი ყარაბაღის რაიონებში (მათ აზერბაიჯანის მოქალაქეობას ჰპირდებიან), რათა რეგიონის დემოგრაფია შეცვალოს. თურქეთს უკვე აქვს მსგავსი ტრანსფორმაციის გამოცდილება ქალაქ აფრინში (სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთი), სადაც დღეს ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ შვიდი პროცენტიღაა დარჩენილი.

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შაფან ალ-ხაბურიმ Sky News Arabia-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია თურქეთის მთავრობის ინიციატივის შესახებ, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში სირიელი ოჯახების გადასახლებას ეხება, და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის ხელისუფლება არ ივიწყებს 1923-1929 წლებში ყარაბაღის ტერიტორიაზე „წითელი ქურთისტანის რესპუბლიკის“ არსებობას, რომლის დედაქალაქიც ლაჩინში მდებარეობდა.

ეს პროექტი სულაც არ განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს. ახალმოსახლე თურქომანები ტერორისტული გამოცდილებით წარმოადგენენ სავსებით მომზადებულ „სამხედრო კონტინგენტს“, რომელიც მზადაა, მოკრძალებული ანაზღაურების სანაცვლოდ ნებისმიერ ადგილზე ნებისმიერს დაუპირისპირდეს. ხოლო ყარაბაღის ჰიპოთეტური გარდაქმნა „კავკასიურ კოსოვოდ“ ანკარას შესაძლებლობას მისცემს, ნებისმიერ დროს მიიღოს ზომები მოძმე ხალხის დასაცავად. თურქეთის პარლამენტმა უკვე მოიწონა აზერბაიჯანში ჯარის გაგზავნის საკითხი. და ეს მხოლოდ დასაწყისია სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური თამაშისა – რუსეთში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების „ჯებჰათ ან-ნუსრას“, „ფირქათ ჰამზას“, „სულთან მურადის“ და ექსტრემისტული ქურთული დაჯგუფებების მონაწილეობით.

კავკასიის ახალი „იანიჩრები“

თურქეთის მხარე ოფიციალურად უარყოფს აზერბაიჯანში დაქირავებული მეომრების გაგზავნას და აცხადებს, რომ სომხეთს ეხმარებიან ქურთისტანის მუშათა პარტიის ბოევიკები, რომლებიც ათწლეულებია, თურქეთის ხელისუფლებას ებრძვიან. ბაქოში ამტკიცებენ, რომ სომხეთის მხარეს არიან სირიელი და ლიბანელი ბოევიკები, რაც ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ უკვე არააქტუალური. მყიფე მშვიდობას დრო გამოცდას უწყობს. აუცილებელია ყარაბაღის ჩიხიდან დიპლომატიური გამოსავლის ძიება და არა ახლო აღმოსავლეთიდან საეჭვო წარსულის მქონე „კოლონიალისტების“ ჩასახლება.

შეგახსენებთ, რომ ლატაკიისა და ალეპოს პროვინციებში 100 ათასამდე სირიელი თურქომანი ცხოვრობს, რომლებიც არაერთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებული და მრავალი წელია სირიის სამთავრობო ძალებს ებრძვიან. თურქეთის ხელისუფლება თურქომანების შეიარაღებულ ფორმირებებს ეხმარება. მედიარესურსმა Аfrinpost-მა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ სირიის ჩრდილოეთში, ქურთული რეგიონის ცენტრში, აფრინში გახსნა ორი ოფისი მთიან ყარაბაღში, „აზერბაიჯანის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე“ ოჯახებით გადასახლების მსურველთა დასარეგისტრირებლად. ოფისებთან უკვე რიგები დგას (უპირატესად, ჰომსის პროვინციიდან). როგორც ჩანს, ამ ხალხის მოტივაციაზე კარგად იზრუნეს. მთიან ყარაბაღში მიგრანტების გასაგზავნად თურქეთის დაზვერვას მათი მონაცემები თავის ბაზაში შეჰყავს.

ქურთული კულტურის აზერბაიჯანული ცენტრის ხელმძღვანელის ფაჰრადინ ფაშაევის შეფასებით, დღეს აზერბაიჯანში 240 ათასამდე ქურთი ცხოვრობს, მაგრამ თურქეთი მთიან ყარაბაღში არა ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქურთების, არამედ თურქომანების გადმოსახლებას გეგმავს. მისაღებია თუ არა ეს აზერბაიჯანისთვის, რომ აღარაფერი ითქვას სომხურ მოსახლეობაზე?

1923 წლის აღწერის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში მოსახლეობის 94%-ს სომხები შეადგენდნენ, 6%-ს კი აზერბაიჯანელები. ქურთები და რუსები აშკარა უმცირესობაში იყვნენ. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ყარაბაღში სომხური მოსახლეობა 77%-მდე შემცირდა, აზერბაიჯანული კი 21%-მდე გაიზარდა. 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩაღებულმა ომმა ვითარება შეცვალა. დემოგრაფიული შემადგენლობა რთულად პროგნოზირებადი გახდა.

სამხედროების საქმიანი დღეები

რუსი სამშვიდობოები მთიანი ყარაბაღის სომხურ ნაწილში ძალას არ იშურებენ ომის შემდგომი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. ინჟინერ-გამნაღმველები საინჟინრო დაზვერვას აწარმოებენ, რათა განაღმონ გზები, გაწმინდონ დამწვარი ტექნიკისგან. სტეფანაკერტში აღდგენილია საგზაო მოძრაობა, საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ობიექტების ელექტრო- და წყალმომარაგება, მოქმედებს ჰუმანიტარული ცენტრი... სახლებს დაუბრუნდა რამდენიმე ათასი ადგილობრივი მოსახლე.

აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების თანახმად, 25 ნოემბერს აზერბაიჯანული ჯარის ქვედანაყოფებმა ქელბაჯარის რაიონი დაიკავეს, 20 ნოემბერს – აღდამის რაიონი და მალე (1 დეკემბერს) მათ ხელში ლაჩინის რაიონიც გადავა. აზერბაიჯანული მხარისთვის ტერიტორიების გადაცემა რუსი სამშვიდობოების შუამდგომლობით არ ითვალისწინებს 1992 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა მომენტალურ დაბრუნებას.

ყარაბაღის შემდგომი ბედი დიდწილად დამოკიდებულია ავტონომიური რესპუბლიკის ჯარსა და სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. შვიდი რაიონის ტრანსფორმაცია სომხური „უსაფრთხოების ზონიდან“ ისეთივე დაცლილ და სახიფათო აზერბაიჯანულ ზონად – მეტად არასასურველია. შვიდი რაიონის სირიელი თურქომანებით დასახლების ალბათობა არსებობს. 28 წლის შემდეგ „არსად“ ასობით ათასი აზერბაიჯანელი დევნილის დაბრუნება, რომლებმაც უკვე მოიკიდეს ფეხი ახალ ადგილებზე, ძალიან რთული ამოცანაა. ასე შეიძლება ჩანაცვლდეს ერთი ეთნოსი მეორით.

ამას წინათ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთსა და თურქეთს „თანაბარი როლი“ მიუძღოდათ კონფლიქტის გადაჭრაში. თურქეთის სამხედრო მრჩევლები ქვეყანაში მრავლად არიან. მათი სოლიდური რაოდენობა ყარაბაღისგან მოშორებულ, მაგრამ სომხეთთან მოსაზღვრე ნახჭევანის ავტონომიაში მეტყველებს ბაქოსა და ანკარის მზადყოფნაზე დიდი ომისთვის მთელ „სომხურ ფრონტზე“. რუსეთმა საომარი მოქმედებების შეწყვეტას ხელი შეუწყო და ამით ყველა კმაყოფილი არ არის.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება სამმხრივი შეთანხმების მიღწევის შემდეგაც გრძელდება. თურქეთის პატრულირება ყარაბაღში სადამკვირვებლო პუნქტებს შორის იგეგმება და, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანია: „ჩვენ მას აზერბაიჯანელებთან მოლაპარაკებების შესაბამისად განვახორციელებთ“.

სავსებით ნათელია, რომ საუბარი არ არის ერთობლივ სადამკვირვებლო ცენტრზე. ანკარა მზადაა მოქმედებისთვის რეგიონის ინტერესებისა და კონფლიქტის მხარეთა შორის მშვიდობის დამყარების ლოგიკის საწინააღმდეგოდ. შესაძლოა, „ახალი მშვიდობა“ ყარაბაღში ვიღაცას ძალიან უშლიდეს ხელს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

228
თემები:
რუსეთი დღეს (705)
აშშ. ქუინსი. კორონავირუსის პანდმია

როდის დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია - ექსპერტების ახალი პროგნოზები

28
უკვე წელიწადზე მეტია, რაც დედამიწაზე საშიში ვირუსი ბობოქრობს - კორონავირუსის ეპიდემიამ ხალხის ცხოვრების ჩვეული რიტმი მთელ მსოფლიოში შეცვალა და ახალ რეალობასთან შეგუება აიძულა

ყველას ერთი კითხვა აწუხებს: როდის დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია და შევძლებთ თუ არა ჩვეულებრივ ყოფასთან დაბრუნებას - ნიღბების, თვითიზოლაციისა და შეზღუდვების გარეშე?

Sputnik-საქართველო, საკითხისადმი დიდი ინტერესის გათვალისწინებით, მკითხველს ექსპერტთა პროგნოზებს სთავაზობს.

როდის დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია

კორონავირუსის ეპიდემია 2021 წელს არ დასრულდება - ასე ფიქრობს პრაქტიკულად ყველა ექსპერტი, თუმცა პროგნოზები პანდემიის დასრულების თარიღთან დაკავშირებით განსხვავებულია.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეპიდემია 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ზოგი ფიქრობს, რომ კორონავირუსი ჩვენი ცხოვრების ნაწილი 2023 წლის ბოლომდე იქნება, იმისდა მიუხედავად, შეიქმნება თუ არა ეფექტური ვაქცინები.

ყველაზე უიმედო პროგნოზების თანახმად, ეპიდემიასთან გამომშვიდობებას მსოფლიო მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეძლებს, რაც ინფექციის ტალღური მიმდინარეობის პოტენციალითაა განპირობებული.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კორონავირუსის ეპიდემია შესუსტდება, როდესაც პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი მას მოიხდის. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ინფიცირების შემცირებას მასობრივი ვაქცინაცია შეუწყობს ხელს.

2021 წელს, ექსპერტთა პროგნოზებით, კორონავირუსი შესუსტდება, თუმცა წლის დასაწყისიდან ვირუსის ახალი ტალღა მოსალოდნელია ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები და უსაფრთხოების წესები საახალწლო და საშობაო დღესასწაულებთან დაკავშირებით შერბილდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსი განსაკუთრებით აქტიურია გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე.

ზაფხულისთვის, სპეციალისტების პროგნოზის თანახმად, ჩამოყალიბდება მასობრივი იმუნიტეტი, რაც კორონავირუსის ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი იქნება, თუმცა შეზღუდვების ნაწილი შენარჩუნდება, უსაფრთხოების წესების დაცვაც მოგვიწევს. ამასთან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს კორონავირუსი ხელახლა შეიძლება შეხვდეთ.

საყოველთაო ვაქცინაციას რაც შეეხება, ექსპერტები ფიქრობენ, რომ საუკეთესო შემთხვევაში ეს პროცესი 2021 წლის ზაფხულში დაიწყება. მათი თალსაზრისით, ვაქცინის საკმარისი დოზების დამზადება საკმაოდ რთული ამოცანაა. პირველ რიგში, ყველა ქვეყანაში რისკჯგუფის წარმომადგენლებს აცრიან - ექიმებს, პენსიონრებს და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს.

ექსპერტების აზრით, 2021 წელს ბევრი რამ შეიცვლება - სახელმწიფოები ეტაპობრივად დაიწყებენ საზღვრების გახსნას ტურისტებისთვის, თუმცა ავიაკომპანიებმა შესაძლოა მოითხოვონ ვაქცინაციის სერტიფიკატები, ნიღბებით სიარული მთელ მსოფლიოში კი შესაძლოა სოციალურ ჩვევად იქცეს.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 93,1 მილიონს გადააჭარბა, იუწყება ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი. პანდემიის განმავლობაში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი დაიღუპა, გამოჯანმრთელდა 50 მილიონზე მეტი.

მასალა მომზადებულია ღია წყაროების საფუძველზე

28
შორი ავიაციის პერსპექტიული საავიაციო კომპლექსი (ПАК ДА)

მიმოხილვა: როგორი იქნება რუსეთის ახალი სამხედრო–საჰაერო იარაღი

2875
(განახლებულია 21:29 13.01.2021)
სტრატეგიული რაკეტმზიდები Ту-160 და Ту-95 ჯერჯერობით რუსეთის ბირთვული ტრიადის მთავარ საჰაერო არგუმენტად რჩება, თუმცა მიუხედავად მუდმივი მოდერნიზაციისა, მათი რესურსი შეზღუდულია

ნიკოლაი პროტოპოპოვი

ამ მანქანებს შორი ავიაციის პერსპექტიული საავიაციო კომპლექსი (ПАК ДА) ჩაანაცვლებს. თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა მისი იერსახე, ძრავას გამოცდას კი 2021 წელს შეუდგებიან. 

მფრინავი ფრთა

თავდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ПАК ДА შეიარაღებული ძალების ნაწილი მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახდება, ანუ 2027 წლის ბოლომდე. სამხედროებმა ახალი თვითმფრინავის ესკიზი დაამტკიცეს, შეათანხმეს მისი მახასიათებლები და ხელი მოაწერეს წარმოებისთვის აუცილებელ ყველა საკონტრაქტო დოკუმენტს.

ბომბდამშენის საცდელი ნიმუშის მშენებლობის დაწყებაზე გასული წლის მაისში გამოცხადდა, დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ მისთვის პირველი ძრავა აეწყო.

პარალელურად კიდევ რამდენიმე ძრავას აწყობენ - მათ გამოცდიან როგორც სტენდზე, ისე მფრინავ ლაბორატორიაში.

პროექტი გასაიდუმლოებულია, ჯერ ძალიან მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ცნობილია, რომ პერსპექტიულ თვითმფრინავში ფართოდ გამოიყენეს ე.წ. სტელსტექნოლოგიები. უფრო მძლავრი და ეკონომიური ძრავები გაზრდიან ფრენის ხანგრძლივობას 30 საათამდე (Ту-160-ის არის — 25).

კონსტრუქტორებმა ფიუზელაჟის სხვა სქემა აირჩიეს - ПАК ДА იქმნება „მფრინავი ფრთის“ პრინციპით. ეს გაზრდის საბრძოლო შესაძლებლობებს და გააუმჯობესებს მანევრირების უნარს. როგორც „რია ნოვოსტის“ დამსახურებულმა სამხედრო მფრინავმა ვლადიმირ პოპოვმა განუცხადა, ასეთი აღჭურვილობით ის ნაკლებად შესამჩნევიც უნდა იყოს.

მიმოხილვა: აშშ ნაღმმზიდებს ჰიპერბგერითი რაკეტებით აიარაღებს>>

„ფიუზელაჟი, როგორც ასეთი, არ არსებობს, დატვირთვა გადანაწილებულია ფრთაზე თანაბრად, - ამბობს იგი, - ჩამოსაკიდი მოწყობილობა არ იქნება, ფრთის ფართო უკანა ნაწილი დაფარავს ცხელ გამონაბოლქვ აირებს. გარდა ამისა, კონსტრუქცია მეტი საწვავის, საბრძოლო მასალისა და რადიოელექტრონული აღჭურვილობის ზიდვის შესაძლებლობას იძლევა“.

გაუმჯობესებული „შიგთავსი“

ПАК ДА აღიჭურვება ყველაზე თანამედროვე ელექტრონიკით.

 „ადრეც ასე იყო, ჩვენი „სტრატეგი“ Ту-95 უკვე ნახევარი საუკუნისაა, მაგრამ დღემდე ართმევს თავს მის წინაშე მდგარ ამოცანებს“, - ხაზი გაუსვა პოპოვმა. ელექტრონული აღჭურვილობა და ავტომატიზებული სისტემები მნიშვნელოვნად გაზრდის მანევრირების უნარს და გაამარტივებს თვითმფრინავის მართვას.

„ინგლისელებს თავის დროზე ჰქონდათ სტრატეგიული ბომბდამშენი „ვულკანი“, აგებული „მფრინავი ფრთის“ სქემით, - აღნიშნავს პოპოვი. - მაგრამ მასზე უარი თქვეს - მათ შორის, მართვის სირთულის გამო. მაშინ ხომ მხოლოდ ხელით მართვა იყო შესაძლებელი. ПАК ДА-ზე კი ბევრ ოპერაციას ავტომატიკა შეასრულებს“.

ფიუზელაჟის დამზადებისას იყენებენ უახლეს შენადნობებსა და კომპოზიტებს. ბოლო ათწლეულებში მეცნიერებმა ნაკლებად შესამჩნევი და უფრო მყარი საავიაციო მასალების სფეროში მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა ჰაერში რამდენიმე ასეული ტონა ლითონის აწევა, მასთან ერთად ფრენა, მანევრირება და დიდი დატვირთვის გაძლება.

მიმოხილვა: გამანადგურებელი Су-57 — ნაბიჯი მეექვსე თაობისკენ>>

ამავდროულად, როგორც ექსპერტები არიან დარწმუნებული, პერსპექტიული ბომბდამშენი, დიდი ალბათობით, ქვებგერითი იქნება, დაახლოებით ათას კმ/სთ კრეისერულ სიჩქარეს განავითარებს, მაქსიმალურს კი - თითქმის ბგერის სიჩქარეს.

„მფრინავი ფრთის“ დიდი ფართობი დაბალ სიმაღლეზე მოქმედებისა და ხმელეთთან ახლოს მანევრირების შესაძლებლობას იძლევა, 20 კილომეტრის სიმაღლეზე კი ფრთა შექმნის საკმარის ასაწევ ძალას. ბომბდამშენი შეძლებს მაქსიმალურად დაბლა ფრენას, მოულოდნელი დარტყმის მიყენებას, ასევე სტრატოსფერული ეშელონებიდან მოწინააღმდეგის წარმატებით შეტევას“.

ცივი ომის ვეტერანები

თუმცა პერსპექტიული „სტრატეგის“ სერიულ წარმოებასა და ჯარისთვის მის მასობრივ მიწოდებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჯერჯერობით გრძელდება დროით გამოცდილი რაკეტმზიდების სრულყოფა. 2021 წელს უნდა დაიწყოს საჰაერო-კოსმოსურ ძალებში მოდერნიზებული ბომბდამშენების - Ту-160М-ის მიწოდება. უახლოეს შვიდ წელიწადში ასეთი მანქანების ავიაპარკი ერთ-ნახევარჯერ გაიზრდება.

განახლებულ „თეთრ გედებს“ ქმნიან მსოფლიოში ყველაზე მძლავრი და მსხვილი ზებგერითი თვითმფრინავების Ту-160-ის საფუძველზე, რომლებიც ამერიკული ზებგერითი ბომბდამშენების B-1 Lancer-ის საპასუხოდ 1970-იან წლებში შეიმუშავეს. 1992 წელს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალებში 35 ასეთი მანქანა იყო. კავშირის დაშლის შემდეგ 19 უკრაინას დარჩა. რუსეთში მხოლოდ 8-ის დაბრუნება მოხერხდა. დანარჩენი კიევმა გაანადგურა.

რუსეთში Ту-160-ის წარმოების განახლების პროგრამა 2015 წელს დაიწყო. პირველი საცდელი რაკეტმზიდი გასული წლის თებერვალში აფრინდა. ყველა მომდევნო თვითმფრინავის აგებას ნულიდან დაიწყებენ. ისინი მიიღებენ ახალ НК-32-02 ძრავებს, რომლებიც ფრენის მანძილს ათასი კილომეტრით ზრდიან. შემუშავებულია ასევე თანამედროვე საბორტე სისტემები, კონტროლისა და ნავიგაციის მექანიზმები, შეიარაღების მართვის სისტემა.

სტრატეგიული ავიაციის კიდევ ერთი „ხანდაზმული წევრი“ - ბომბდამშენი Ту-95-ია. „დათვი“, როგორც მას ნატოში შეარქვეს, 1950-იანების შუა წლებიდან ამუშავდა. მოდერნიზებულ Ту-95МС-ს 1981 წლიდან უშვებენ - ეს მსოფლიოში ერთადერთი და ყველაზე ჩქაროსნული ტურბოვინტული თვითმფრინავია. რაკეტმზიდის მაქსიმალური სიჩქარე 830 კმ/სთ-ია. ბორტით შეუძლია 20 ტონაზე მეტი საბრძოლო ტვირთის ზიდვა ათი ათასი კილომეტრის მანძილზე.

ზაფხულში მოდერნიზებულმა „დათვმა“ Ту-95МСМ-მა პირველი ფრენა შეასრულა. Ту-95 აღიჭურვება შეიარაღების მოწინავე კომპლექსებით და საბორტო მოწყობილობით. თვითმფრინავი მიიღებს კიდევ უფრო მძლავრ ძალოვან დანადგარებს გაზრდილი რესურსით. მისი შემქმნელების ინფორმაციით, Ту-95-ის საბრძოლო მახასიათებლები მოდერნიზების შემდეგ ორჯერ გაიზრდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

2875
მანიკა ასათიანი

„ჯერ ბოლომდე არ გადმოვბარგებულვართ“ - ნახეთ მანიკა ასათიანის ახალი სახლი წავკისში - ვიდეო

0
(განახლებულია 13:03 15.01.2021)
უმშვენიერესი მოდელი და ტელეწამყვანი მალე ოჯახთან ერთად ახალ სახლში იცხოვრებს. ნახეთ როგორი ინტერიერი აქვს წავკისის სახლს

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი მალე წავკისში, ულამაზეს სახლში იცხოვრებს. გადაცემა „იმედის დღეს“ მანიკამ მეუღლესთან და შვილთან ერთად სწორედ ახალ სახლში უმასპინძლა, თუმცა, როგორც აღნიშნა, წავკისში ჯერ ბოლომდე არ გადასულა და ჯერჯერობით მხოლოდ ახალ წელს შეხვდა აქ მეუღლის ოჯახთან ერთად.

მანიკას თქმით, სახლში სწორედ ბექას დიდ ოჯახთან ერთად იცხოვრებს. მანიკას მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.

მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება