მიმოხილვა: რუსეთი საბრძოლო ტაქტიკას ცვლის – ჯერი დრონებზეა

© photo: Sputnik / Pavel Gerasimov / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო სწავლება
სამხედრო სწავლება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალი ავტონომიურობა, მართვადი სარაკეტო იარაღი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის გვერდის ავლის უნარი – რუსი სამხედროები პირველ მრავალმიზნობრივ დრონ „ორიონს“ ითვისებენ.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

სპეციალისტების შეფასებით, ეს უპილოტო საფრენი აპარატები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არმიის შემტევ შესაძლებლობებს და უპილოტო ავიაციას ახალ დონეზე აიყვანს.

დაბრკოლებები არ გვაშინებს

ტელეარხმა НТВ-მ ცოტა ხნის წინ სიუჟეტში აჩვენა კომპლექტის მოქმედება — „ორიონის“ სამი დრონი და მართვის ორი მანქანა, რომლებიც, როგორც ყველაფრიდან ჩანს, უკვე გაუშვეს საბრძოლო მორიგეობაზე.

„ორიონს“ ცაში 24 საათის განმავლობაში შეუძლია ყოფნა. გარეგნულად ის ამერიკულ MQ-1 Reaper-ს ჩამოჰგავს. უპილოტო საფრენი აპარატის დანიშნულება არა მარტო საჰაერო დაზვერვა და მიზნის მითითებაა, არამედ ასევე გამოიყენება სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვისთვის. ბორტზე 200 კილოგრამამდე საბრძოლო ტვირთის ტარება შუძლია. სპეციალურად ამ დრონისთვის შეიქმნა საბრძოლო მასალის რამდენიმე სახეობა — 25-დან 100 კგ-მდე კალიბრისა.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: აშშ ნაღმმზიდებს ჰიპერბგერითი რაკეტებით აიარაღებს

„ორიონი“ საშუალო კლასის დრონებს განეკუთვნება და მსხვილ С-70 „მონადირესა“ და მცირე მზვერავებს შორის იკავებს ადგილს. აქვს 100 ცხენის ძალის ძრავი და დაახლოებით ერთ ტონას იწონის. მაქსიმალური სიმაღლე — 7,5 ათასი მეტრი, სიჩქარე — 200 კმ საათში. იმართება რადიოოპერატორის მიერ. სიგნალის მანძილი 250 კმ-ია.

აპარატი იმითაა უნიკალური, რომ ბრძოლის ველზე ეფექტურად შეუძლია იმოქმედოს მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის ფარგლებში განხორციელებული მკვრივი რადიოდაბრკოლებების პირობებშიც კი. საბორტო ოპტიკურ–ელექტრონული სისტემა აღმოაჩენს და აცილებს სამიზნეს ავტომატურ რეჟიმში და აკორექტირებს მართვადი რაკეტების ფრენას. დრონის თვალები და ყურები — თბოვიზური და სატელევიზიო კამერები, ლაზერული შორმზომი და მიზანმაჩვენებელია. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ადგილი ციფრული ვიდეოაღჭურვილობისა და რადიოლოკაციური სადგურისთვისაც.

პროექტ „ორიონის“ განვითარებული სახეობაა ორტონიანი დამრტყმელი დრონი „სირიუსი“, რომელიც მომავალი წლისთვის იქნება მზად. ის თანამგზავრული კავშირის კომპლექსით იქნება აღჭურვილი, რაც მის მართვას დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან გახდის შესაძლებელს.

დრონების შეტევა

ამერიკული რაკეტა Patriot-ი  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ამერიკელები ძნელად გასანადგურებელ ბაზას უბრუნდებიან

ბოლო წლებში უპილოტო საფრენ აპარატებს მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო ხშირად იყენებენ შეიარაღებულ კონფლიქტებში. ამის სულ ახალი მაგალითია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. სამხედრო ექსპერტ ალექსეი ლეონკოვის აზრით, აზერბაიჯანელი სამხედროები საკმაოდ ეფექტურად იყენებენ დრონებს, ხოლო სომხურ არმიას პრაქტიკულად არ გააჩნია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე კომპლექსები.

„ბევრი სახელმწიფო, რომლებმაც საკმარისი ყურადღება არ დაუთმეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შექმნასა და შენიღბვას, მწარე ნაყოფს იმკის. კადრები, რომლებსაც აზერბაიჯანი წარმოადგენს, გვაჩვენებს, რომ სომხეთის არმიას არც ერთი მათგანი არ გააჩნია. მათ რომ ამაზე ხარისხიანად ემუშავათ, აზერბაიჯანული დრონები ნაკლებად ეფექტური იქნებოდა“, — აცხადებს ლეონკოვი.

თუმცა, როგორც ექსპერტი ამბობს, უპილოტო საფრენ აპარატებს დარტყმის მიყენება ღრმადეშელონირებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის წინააღმდეგობის შემთხვევაშიც შეუძლიათ. კერძოდ, აშშ-ში ახლა ე.წ. „დრონების სკის“ კონცეფციას ავითარებენ, როდესაც ერთდროულად აფრენილი ათობით აპარატი არღვევს მოწინააღმდეგის თავდაცვას და საზენიტო რაკეტების რადარებს ცალ-ცალკე მიმართავენ თავისკენ.

რუსეთის არმია რამდენიმე ტიპის უპილოტო აპარატებს იყენებს — როგორც წესი, ეს კომპაქტური ტექნიკაა, რომლის დანიშნულებაც დაზვერვა და სამიზნის მონიშვნაა. მაგალითად, ახლა დრონები განუწყვეტლივ პატრულირებენ სირიაში ავიაბაზა ჰმეიმის გარშემო. „ორიონის“ მწყობრში შეყვანით სამხედროებს ჰაერში კიდევ ერთი წონადი არგუმენტი შეემატათ.

ფსიქოლოგიური ეფექტი

ამერიკული Abrams-ები - Sputnik საქართველო
მოსაზრება: „აბრამსები“ ბელარუსის საზღვართან – რას აპირებენ ამერიკელები?

როგორც რუსეთის დამსახურებელი სამხედრო მფრინავი, გენერალ-მაიორი ვლადიმირ პოპოვი აღნიშნავს, უპილოტო ავიაციის უმნიშვნელოვანესი პლუსი — ეს პირადი შემადგენლობის უსაფრთხოებაა, რომელიც ოპერაციის ზონიდან ათობით კილომეტრის დაშორებით იმყოფება. გარდა ამისა, დრონები მკვეთრად ამაღლებს სამხედრო თვითმფრინავების ეფექტურობასაც.

„თუ, მაგალითად, მცირე ზომის დრონი ოპერატიულ–ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსს აღმოაჩენს, მის განადგურებას ერთი დარტყმით, მარტო, ვერანაირად ვერ შეძლებს — ამას ხშირად სრულფასოვანი თვითმფრინავი სჭირდება. თუმცა მას რამდენიმე რაკეტის გაშვება ან ბომბების ჩამოყრა შეუძლია, რითიც მოწინააღმდეგის რიგებში დეზორგანიზაციას გამოიწვევს და ფსიქიკაზე ზემოქმედებას მოახდენს. ამის შემდეგ დრონიდან გადაცემულ კოორდინატებზე ან მეორე მსგავსივე აპარატი მიფრინავს, ან ვერტმფრენი თუ თვითმფრინავი, რათა საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, — განმარტავს პოპოვი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დრონების გამოყენების კუთხით ჯერჯერობით ყველაზე დიდი წარმატებები აშშ-ს აქვს. ისინი უპილოტო აპარატებს დაზვერვის მიზნით ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან იყენებენ. მაგალითად, ვიეტნამის ომის დროს დრონებმა რამდენიმე ათასი გაფრენა განახორციელეს — ძირითადად ფოტოდაზვერვის მიზნით.

USS Seawolf - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რატომ გადაჰყავს აშშ-ს წყალქვეშა ნავები რუსეთის ნაპირებთან

1990-იან წლებში, როდესაც პენტაგონს მრავალმიზნობრივი Predator-ები გაუჩნდა, უპილოტო ავიაციამ დაზვერვის გარდა ეფექტური წერტილოვანი დარტყმების მიყენებაც ისწავლა დედამიწაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო „მტაცებლები“ პრაქტიკულად ყველა იმ კონფლიქტში იღებდნენ მონაწილეობას, რომლებშიც აშშ იყო ჩართული: ბოსნიაში, ერაყში, ავღანეთში, ლიბიასა და სირიაში.

უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების პროგრამა ჰქონდა სსრკ-საც. ჯერ კიდევ 1960-იან წლებში საბჭოთა კონსტრუქტორებმა რამდენიმე ტიპის უპილოტო მზვერავი შეიმუშავეს. ერთ-ერთი მათგანი — Ла-17Р — მფრინავი სამიზნის ბაზაზე აიგო. ხმელეთიდან ის მყარსაწვავიანი ამაჩქარებლების მეშვეობით ფრინდებოდა, ცაში კი ტურბორეაქტიულ ძრავს რთავდა. აპარატს ცაში ყოფნა 30 წუთიდან 1,5 საათამდე შეეძლო — ფრენის სიმაღლიდან გამომდინარე, და საათში თითქმის 900 კმ სიჩქარეს ავითარებდა. მზვერავი მრავალჯერადი იყო და მიწაზე თვითმფრინავისა თუ პარაშუტის მეთოდით ჯდებოდა.

საბჭოთა თავდაცვის მეორე პროექტი იყო ოპერატიულ–ტაქტიკური დაზვერვის კომპლექსი Ту-141 „სტრიჟი“. სიჩქარე — საათში 1100 კმ-ზე მეტი, სიმაღლის დიაპაზონი — 50-დან 5000 მეტრამდე. „სტრიჟები“ შეიარაღებაში 1990-იანებამდე რჩებოდა და სსრკ-ის დასავლეთ საზღვრებზე იყო ძირითადად ბაზირებული.

ყველა ახალი ამბავი
0