მიმოხილვა: ფიქალურ ნავთობში ინვესტიციები მინიმუმამდე დაეცა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინავთობსაქაჩები
ნავთობსაქაჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნავთობზე ფასების ვარდნამ, უზარმაზარმა ვალებმა და დაფინანსების უკმარისობამ აშშ-ის ფიქალურ ინდუსტრიაში გაკოტრებების სერია გამოიწვია.

ნატალია დემბინსკაია

პანდემიას ვერ გაუძლეს უმსხვილესმა მოთამაშეებმა. მაგრამ ყველაზე უარესი, როგორც ჩანს, წინაა: მოსალოდნელია, რომ დარგში ინვესტიციები ამ წელს ორმაგად ჩამოიშალოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიების უმეტესობა უბრალოდ ვერ გადარჩება. რატომ გააქვთ დღეს თავი ძლივს მეფიქალეებს, რომლებმაც აშშ ნავთობმოპოვების ლიდერად აქციეს?

დაბალი ფასები

გაზაფხულზე ნავთობის კოტირებების ჩამოშლამ უპირველესად აშშ-ში მკვეთრად შეასუსტა ბურღვის აქტიურობა. ნედლეული თითქმის 50%-ით გაიაფდა. ტეხასში ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. შედეგად – Parsley Energy-მ 150 ჭაბურღილი დახურა, Continental Resources-მა მესამედით შეამცირა მოპოვებები, ხოლო Texland Petroleum-მა მთლიანად შეწყვიტა.

მოსაზრება: აშშ-ში რუსული ნავთობის შეძენის აკრძალვა სურთ - Sputnik საქართველო
მოსაზრება: აშშ-ში რუსული ნავთობის შეძენის აკრძალვა სურთ

აპრილში გაკოტრდა ერთ-ერთი უმსხვილესი მეფიქალე Whiting Petroleum, მის კვალდაკვალ კი — მომსახურე კომპანია Hornbeck Offshore Services. მაისში საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე ინვესტორებს აცნობეს კალიფორნიულმა California Resources-მა და ფიქალურმა გიგანტმა Chesapeake Enеrgy-მ. ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ ეს გაკოტრების ტალღის მხოლოდ დასაწყისი იყო, რომელიც მალე მთლიანად დაფარავდა დარგს. Pickering Energy Partners-ის პროგნოზით, გაკოტრება წელს ამ სექტორის კომპანიების თითქმის 40%-ს ემუქრება.  

ამჟამინდელი კოტირებები მეფიქალეებს ძველებურად აღარ აძლევს მოგების მიღების საშუალებას. მათი წარმოების თვითღირებულება ბარელზე 50–60 დოლარს შეადგენს. 40 დოლარი უკვე საკმარისი არ არის და დარგი სულ უფრო კარგავს მიმზიდველობას ინვესტორებისთვის. ჩნდება ერთგვარი ჩაკეტილი წრე: ზედაპირზე დასარჩენად ფულია საჭირო, მაგრამ ამ ვითარებაში ვინმეს იმედად ყოფნა არ გამოდის.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ფიქალურ მოპოვებებში ინვესტიციები წელს ორჯერ და მეტად დაეცემა — 45 მილიარდ დოლარამდე. 2019 წელს ინვესტიციების რაოდენობა 100 მილიარდს შეადგენდა.

World Energy Outlook-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მაქსიმუმი 2014 წელს იყო — 125 მლრდ დოლარი.

ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: აშშ-მა რუსეთისგან რეკორდული რაოდენობის ნავთობი შეიძინა

მწარე განხიბვლა

უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორები მეფიქალეების მიმართ დღეს არ „გაცივებულან“. უკვე 2018 წლის ბოლოსთვის კომპანიების უმეტესობას, ინვესტიციების უკმარისობის გამო, ბიუჯეტების შემცირება მილიარდობით დოლარით მოუხდა. ყველაფერი მარტივია: არ არის მოგება.

არადა, ის ფაქტი, რომ აშშ ნავთობწარმოების ლიდერია მსოფლიოში, სწორედ მეფიქალეების დამსახურებაა. მაგრამ მათ გამუდმებით უნდა ბურღონ ახალი ჭაბურღილები, ვინაიდან მოპოვების უბნები მალე იფიტება.

ფიქალური ათწლედის შედეგებით ინვესტორებმა გააცნობიერეს, რომ ეს ბიზნესი ჯერ ისევ შორსაა რენტაბელობისგან, კომპანიები დღემდე წაგებაზე ქაჩავენ ნავთობს და სახსრების დეფიციტს ახალი და ახალი სესხებით ფარავენ. ათი წლის განმავლობაში დარგის 40-მა წამყვანმა კომპანიამ იმაზე თითქმის 200 მილიარი დოლარით მეტი დახარჯა, ვიდრე გამოიმუშავა. ანალიტიკოსების თქმით, მხოლოდ ერთეულებმა დაამტკიცეს, რომ მოგების გენერირების უნარი აქვთ.

ფიქალურ საბადოებზე ათასობით ჭაბურღილიდან იმაზე ნაკლები ნედლეული ამოდის, ვიდრე ამას ინვესტორებს ჰპირდებოდნენ. შედეგად – ისინი კომპანიების აქციებს ყიდიან.

თხევადი გაზის გადამზიდი ტანკერი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ევროპა და აზია ამერიკულ გაზზე უარს ამბობენ

პრობლემებს ხედავენ თავად მოთამაშეებიც. „დარგმა სრულიად დაანგრია ინვესტორების ნდობა ბოლო დეკადაში“, — ირწმუნება ლი ტილმანი, ამერიკაში ნავთობისა და გაზის მოპოვებების რაოდენობით რიგით მეოთხე კომპანია Marathon Oil-ის გენერალური დირექტორი.

ბინძური საიდუმლო

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, წლის ბოლოსთვის სწორედ აშშ შეიტანს ყველაზე მეტ წვლილს ნავთობის მსოფლიო მიწოდებების შემცირებაში. წარმოება აშშ-ის შვიდ უმთავრეს ფიქალურ აუზში 7,632 მლნ ბარელამდე დაეცემა დღე-ღამეში.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პერსპექტივებს თავად ტექნოლოგია ანგრევს, რომელზე ფსონსაც დებდა მთელი ამერიკული ნავთობმრეწველობა.

უილ ვანლოჰი, კერძო საინვესტიციო კომპანია Quantum Energy Partners-ის ხელმძღვანელი, რომლის საპორტფელო საწარმოები მარტო უმსხვილეს ExxonMobil-ს ჩამორჩება მოპოვებებით, აღიარებს, რომ ჰიდრორღვევებმა „ჩრდილოეთ ამერიკის მარაგების უდიდესი ნაწილი გაანაგურა“.

„ეს ფიქალური ნავთობის ბინძური საიდუმლოა“, — განუცხადა ვანლოჰმა Financial Times-ს და აღნიშნა, რომ ჭაბურღილებს ხშირად ბურღავენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს.

ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო
ფიქალური კოლაფსი: ნავთობმოპოვების ჩამოშლაში აშშ რეკორდსმენი გახდება

უფრო მეტიც

როგორც Financial Times აღნიშნავს, პირველ კვარტალში უმსხვილესმა დამოუკიდებელმა ფიქალურმა კომპანიებმა რეკორდული ერთობლივი წაგება დააფიქსირეს 26 მლრდ დოლარის ოდენობით. გამოცემა წერს, რომ საჭიროა გარდაუვალი გაკოტრებისთვის მომზადება, რაც კიდევ უფრო უარესი იქნება, ვიდრე ეს ნავთობკრიზისის პიკზე იყო 2016 წელს. მაშინ 70-მა კომპანიამ გამოაცხადა თავი ბანკროტად, თუმცა ისინი წვრილი კომპანიები იყვნენ და მთლიანობაში 56 მლრდ დოლარი დატოვეს ვალად. ახლა კი გიგანტები ჩამოიშალა. ივნისში თამაშიდან გავიდა კიდევ ერთი უმსხვილესი მეფიქალე Extraction Oil & Gas.

იურიდიული ფირმა Haynes and Boone-ის მონაცემებით, ბოლო რვა თვეში 36-მა ფირმამ (51 მლრდ ვალით) წარადგინა განაცხადი გაკოტრებაზე. ხოლო 25 მსხვილი კომპანიის საერთო დავალიანება 150 მლრდ დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსების შეფასებით, მომავალი წლის ბოლომდე კიდევ 250 კომპანია გაღატაკდება, თუ ნავთობის ფასები საჭირო ნიშნულამდე არ ავა. მაგრამ პანდემია ისევ იკრებს ძალებს, რაც ენერგომატარებლებზე მოთხოვნას დაწევით ემუქრება. კონსალტინგურ–აუდიტორული კომპანია Deloitte-ის ბოლო კვლევის თანახმად კი, აშშ-ის მეფიქალეების დაახლოებით მესამედი უკვე გადახდისუუნაროა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0