საქართველოში ვერავინ წაგვაჩხუბებს: სომხებსა და აზერბაიჯანლებს მშვიდობის იმედი აქვთ

გამოწერა
საქრთველოს აზერბაიჯანული და სომხური დიასპორების წარმომადგენლებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ კონფლიქტის თავიდან არიდებას შეძლებენ

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში შეიარაღებულმა შეტაკებებმა გარკვეული მღელვარება გამოიწვია საქართველოს სომხურ და აზერბაიჯანულ დიასპორებში, რომლებმაც საპროტესტო აქციებიც კი გამართეს ჩვენს ქვეყააში.

აზერბაიჯანელებმა ბაქოს პოზიციის მხარდამჭერი აქცია თბილისში მდებარე საელჩოს წინ ჩაატარეს, რა დროსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კონფლიქტში დაღუპულთა ხსოვნას.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: საქართველო ყარაბაღზე მოლაპარაკებებისთვის შეიძლება საუკეთესო პლატფორმა იყოს

აქციის მონაწილეებთან გავიდა აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივანი საქარტველოში ანარ რასულოვი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ახალგაზრდობას მხარდაჭერისთვის.

მთიან ყარაბაღს სოლიდარობა გამოუცხადა ჯავახეთის სომხურმა მოსახლეობამ. მათ საქართველო–თურქეთის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაც კი გადაკეტეს, რათა ხელი შეეშალათ სატვირთო ავტომობილების მოძრაობისთვის, რომლებითაც, მათი თქმით,  თურქეთს იარაღი გადააქვს აზერბაიჯანში.    

ორივე მხარის აქციები ქართული პოლიციის მკაცრი კონტროლით მიმდინარეობდა. არცერთი პროტესტი არ გადაზრდილა კონფლიქტში ან რაიმე სახის აგრესიულ შეჯახებაში. ამ დროისათვის ქვეყანაში ამ კუთხით სრული სიმშვიდეა.

მშვიდობის კუნძული

მეგობრები, მეზობლები, თანაკლასელები და ნათესავებიც კი — სომხებისა და აზერბაიჯანელების ადამიანური ურთიერთობები საქართველოში პოლიტიკას არასდროს დაუჩრდილავს. თბილისური ეზოები ყოველთვის იყო ერთგვარი მულტიკულტურული მიქსი, რომელიც ქმნიდა კიდეც საქართველოს დედაქალაქის განუმეორებელ კოლორიტს.

Георгий Гахария - Sputnik საქართველო
გახარიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს თბილისში შეხვედრის გამართვა შესთავაზა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის თემში კი არსებობს სოფელი წოფი, რომლის შესახებაც შეიძლება ბევრს არც სმენია. ამ სოფელში გვერდი–გვერდ ცხოვრობენ აზერბაიჯანელები და სომხები, რომლებსაც არაფერი აქვთ ერთმანეთთან გასაყოფი და სადავო.

„ქარიშხალს ავიცდენთ“

ფონდ „სამოქალაქო ინტეგრაციის“ აღმასრულებელ დირექტორ ზაურ ხალიევს მიაჩნია, რომ

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანლებსა და სომხებს კონფლიქტისთვის თავის არიდება მარტივად შეუძლიათ — უბრალოდ, თითოეულმა მათგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის უპირველესად საქართველოს მოქალაქეა.

„ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და ყველაფერს საქართველოს პოზიციიდან უნდა შეხედონ — ეს ჩვენი ვალია. ომს არავისთვის არ მოუტანია კარგი. მერწმუნეთ, სჯობს არ დატოვოთ ისეთი კვალი, რომლის მეხსიერებიდან ამოშლაც ძალიან ძნელი იქნება“, — ამბობს ხალიევი.

მისი თქმით, საქართველოს სომხებმა და აზერბაიჯანლებმა მოახერხეს გადაეტანათ მძიმე 90–იანები და მდგომარეობიდან ღირსეულად გამოსულიყვნენ. და საერთოდ, ხალიევს მიაჩნია, რომ საქართველო ამ ორი ეთნოსის მშვიდობიანი თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითია.

ზაურ ხალიევს სოლიდარობას უცხადებს საზოგადო მოღვაწე, სომხური დიასპორის  ერთ–ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ექს–დეპუტატი ვან ბაიბურთი.

„ჩვენ გამოვიარეთ ყველაზე მწვავე 90–იანი წლები. კონფლიქტის ნაპერწკალი მაშინ საქართველოს არ შეხებია. მაშინ მე და სულეიმან სულეიმანოვი, საქართველოს აზრებაიჯანელთა კავშირის თავმჯდომარე. გაზეთ „გურჯისტანის“ მთავარი რედაქტორი, ქართველ მეგობრებთან ერთად დავდიოდით ქვემო ქართლში, რომ მშვიდობა ყოფილიყო. ნურც იოცნებებს ნურავინ, რომ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების, სომხებისა და აზერბაიჯანლების წაჩხუბებას. ჩვენ შევძლებთ ქარიშხლის აცდენას“, — ამბობს ბაიბურთი.

ექს–დეპუტატის თქმით, საქართველო ტოლერანტობის მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის და სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის განხეთქილების შეტანის მცდელობა ვერაფერს მოიტანს.

ეუთოს დროშა - Sputnik საქართველო
ვითარება მთიან ყარაბაღში: ეუთო რიგგარეშე სხდომის მოწვევას გეგმავს

სომხური დიასპორის წარმოადგენელმა ასევე მოუწოდა საქართველოს ყველა მცხოვრებს, თავი შეიკავონ „თეატრალიზებული აქციებისა“ და მკვეთრი გამონათქვამებისგან.

ქართული ნეიტრალიტეტი

მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ თბილისმა  სომხეთსა და აზერბაიჯანს თავშეკავებისა და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, თბილისში უმასპინძლოს ბაქოსა და ერევნის წარმომადგენლებს კონფლიქტის უსწრაფესად დარეგულირების მიზნით. მთავრობის მეთაურის ამ ინიციატივას მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა.

გარდა ამისა, საქართველომ უარი უთხრა სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც იარაღის ტრანზიტზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარება — ეს საერთო ინტერესის თემაა.

ყველა ახალი ამბავი
0