ერთობა, სკანდალები და წლის „დაბრუნება“: ქართული პოლიტიკური კვირის შეჯამება

© photo: Kakha Kaladze / FBგანახლებული პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია
განახლებული პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეფორმატორების „ქამბექი“, საიდუმლო დაფინანსებები და ულტრანაციონალისტი კონკურენტები - კარს მოგვადგა წინასაარჩევნო კამპანია, ესე იგი დაცხება

შატილში საზარელი ავარიის დროს დაღუპულებზე გამოცხადებული გლოვის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურ დაწყებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში რამდენიმე გახმაურებული პოლიტიკური სკანდალი და მოვლენა მოხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გლოვის ნიშნად საქართველოს ყველა საელჩოს შენობაზე დროშები დაშვებულია

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს - 120-ს პარტიული სიით, 30-ს - მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებისთვის ხმის მიცემით.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს.

ამ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 3 550 054 საქართველოს მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დღეისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 59-მა არასაპარლამენტო პარტიამ გაიარა.

კვირის მთავარი მოვლენა

განვლილი კვირა იმდენად დატვირთული იყო პოლიტიკური მოვლენებით, რომ რომელიმეს გამოყოფა საკმაოდ რთულია.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
რუსეთის სათათბირო: სააკაშვილი ახალ „ფერად რევოლუციაში“ გარკვეულ როლს შეასრულებს

საქმე ისაა, რომ თავდაპირველად 26-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა ხმების დაცვის და ერთიანი საარჩევნო შტაბის შექმნის შესახებ დეკლარაციას.

ამასთან საარჩევნო შტაბის წარმომადგენლობას შეადგენენ ცესკოს ერთბაშად ოთხი ყოფილი წარმომადგენელი - ზურაბ ხარატიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გურამ ჩალაგაშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ამით პარტიების ნაწილმა აჩვენა ერთიანობა და ის, რომ ერთმანდატიან ოლქებში მეტოქეობის მიუხედავად ბოლომდე მზად არის თანადგომისთვის.

კვირის ბოლოს ყველა „გამოაფხიზლა“ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ საქართველოში დაბრუნების შესახებ. თუმცა ამ ამბავმა გაახარა მხოლოდ მის მიერ შექმნილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები, დანარჩენი პარტიები ამ განცხადებას უნდობლობით და ნეგატივით შეხვდნენ.

თუმცა „ნაცმოძრაობის“ პასუხმა ყველა გააკვირვა - პარტია სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატის პოსტზე წარდგენას აპირებს, რა თქმა უნდა, არჩევნებზე მოგების შემთხვევაში.

კვირის სკანდალები

„ნაცმოძრაობას“ დაუკავშირდა განვლილი კვირის ერთ-ერთი მთავარი სკანდალიც. პარტიამ საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი თავის ოდესღაც უახლოეს თანამოაზრესთან, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან და თბილისში, ისნის რაიონში საკუთარი კანდიდატი - ხატია დეკანოიძე დაუყენა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი სერიოზულადაა განწყობილი – ის უკრაინას ემშვიდობება

ამით ოპოზიციაში ყველა უკმაყოფილო დარჩა, რადგან ვაშაძე ახლა მათი ერთიანი კანდიდატია. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იძიებს თუ არა პარტია შურს და იტყვის თუ არა უარს ორი ერთიანი კანდიდატის მხარდაჭერაზე, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ.

კვირის მეორე სკანდალი უკავშირდება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“. ერთ-ერთმა პორტალმა პარტიას გამოუქვეყნა კომპრომატი, რომელშიც ნათქვამია, რომ თითქოს პარტია რუსეთიდან ფინანსდება.

„პატრიოტების“ ლიდერი ადასტურებს, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა >>

ალიანსის ლიდერები ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ ამით საქმე არ ამოიწურა. ამ დროისათვის საგამოძიებო ორგანოებში უკვე შესულია განცხადება და ისინი დაადგენენ, სამართლიანია თუ არა ხსენებული ბრალდებები.

კვირის კანდიდატი

სკანდალების და მთავარი მოვლენების ფონზე ჩუმად ჩაიარა გლდანის ერთმანდატიან ოლქში კანდიდატის წარდგენა ულტრანაციონალისტური პარტიიდან „ქართული მარში“.

„ქართული მარშის“ მონაწილეები - Sputnik საქართველო
ქართველმა ულტრანაციონალისტებმა პოლიტიკური პარტია დააარსეს

გლდანში გამარჯვებისთვის იბრძოლებს პარტიის ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელიც ცნობილია თავისი შეუკავებლობით და მკვეთრი განცხადებებით. მისი კონკურენტები იქნებიან ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენელი ნიკა მელია, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობიაშვილი და გიგლა მიქაუტაძე - კანდიდატი პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“.

კანდიდატთა უმრავლესობის ემოციურობიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო რბოლა საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება.

კვირის ინიციატივა

ამასობაში, სანამ პარტიები შეხვედრებითა და პიარით არიან დაკავებულები, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნების სისტემის გაუმჯობესება გადაწყვიტა და შემოიღო სასჯელი ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისთვის.

ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება >>

გარდა ამისა, პარტიამ განაცხადა, რომ მზად არის დანიშნოს ჩარტერული რეისები საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, რათა არჩევნების მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველყოს.

ყველა ახალი ამბავი
0