მიმოხილვა: რატომ აშფოთებთ ამერიკელებს გაუმჯობესებული Су-57

© photo: courtesy of Ministry of Defense of the Russian FederationСу-57
Су-57  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი სპეციალისტების გამუდმებული ყურადღება გამანადგურებელ Су57-ის მიმართ იმაზე მეტყველებს, რომ მათ „სუხოის“ ყველა საიდუმლოს ამოცნობა სურთ.

სამხედრო თემატიკის ამერიკულ გამოცემებს რამდენიმე პრეტენზია აქვთ გამანადგურებლისადმი, რომელთაგან მთავარი ― საბრძოლო უპირატესობაა. 

რა თქმა უნდა, აშშ-ში გარკვეულ ეჭვებს რუსული მანქანის რადიოლოკაციური შემჩნევადობა (რომელიც თითქოს ჩამორჩება ამერიკულ F-22 Rapto-ს) და ახალი თაობის ძრავების შესახებ ინფორმაციის არარსებობა იწვევს, მაგრამ ყოველთვიური პუბლიკაციები უპირატესად იმას შეეხება, რაც ნამდვილად აშფოთებს „პარტნიორებს“.

ამერიკული გამოცემა The Drive იუწყებოდა, რომ გამანადგურებელ Су-57-ის დამზადების ხარისხი უმჯობესდება და ის კორპორაცია „სუხოის“ მიერ გამოქვეყნებულ სერიული გამანადგურებლის ფოტოებს აანალიზებს. დასტურდება ამერიკელების ყველაზე ცუდი შიშები: Су-57 გამუდმებით უმჯობესდება, თუმცა, The Drive-ის ავტორების აზრით, უკვე „დიდი ხანია წარმოადგენს შესაძლებლობების ჰარმონიულ შერწყმას, რომლებიც ადაპტირებულია საჰაერო ბრძოლის უფრო მკაცრ, ნაკლებად ქსელურ დოქტრინასთან“. ამასთან შეუძლია „ყველაზე მაღალტექნოლოგიური მოწინააღმდეგის ნეიტრალიზება“.

საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: „პრომეთეოსი“ სამიზნეს 550 კმ-ზე ანადგურებს

Су-57 მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელია, რომლის დანიშნულებაც ყველა სახეობის საჰაერო სამიზნისა (შორ და ახლო ბრძოლებში) და ასევე სახმელეთო და წყალზედა სამიზნეების განადგურებაა მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადალახვის, ბაზირების ადგილიდან შორ მანძილზე საჰაერო სივრცის მონიტორინგის, მოწინააღმდეგის ავიაციის მოქმედებების მართვის სისტემების დარღვევის გზით. ეს მძლავრი საბრძოლო კომპლექსია, რომელიც მოიცავს განადგურების დაახლოებით 15 უახლეს საავიაციო საშუალებას „ჰაერი-ჰაერი“ და „ჰაერი-ზედაპირი“, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისა (250 კმ სიშორისა) და ჰიპერბგერითი кинжал-ის ჩათვლით.

უახლესმა გამანადგურებელმა ტექნოლოგიური უპირატესობის მაღალ დონეს მიაღწია, გაიარა გამოცდა საბრძოლო პირობებში სირიის ტერიტორიაზე და შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველ პარტიაში შეუკვეთა არა ორი-სამი, არამედ 76 სერიული Су-57.

სრულყოფას ზღვარი არ აქვს

მანამდე გამოცემა The Drive-მა Су-57-ის რამდენიმე ტექნოლოგიური თავისებურება გააანალიზა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ამერიკული მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-22-სთვის მიუღწეველია. უპირველესად, ეს თვითმფრინავის კორპუსში ინტეგრირებული რადარებია X-დიაპაზონის აქტიური ფაზირებული ანტენური ცხაურით Н036 „ბელკა“, რომელიც ხედვის დიდ სექტორს უზრუნველყოფს, ამაღლებს მფრინავის სიტუაციურ ინფორმირებულობას და იძლევა ტაქტიკური ილეთების უკეთ შესრულების საშუალებას ― სხვა გამანადგურებელთან შედარებით. 

გამანადგურებელ Су-57-ს აქვს გაწევის სამგანზომილებიანი ვექტორი, რომელიც ჰაერში წარმოუდგენელი მანევრების გაკეთების საშუალებას იძლევა. და ამ თვისებას მეხუთე თაობის სხვა არც ერთი გამანადგურებელი არ ფლობს.

Ту-160  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: დესანტი კომანდორის კუნძულებზე და Ту-160 ანადირში

პატივისცემას იმსახურებს Су-57-ის „ყველგანმავლური“ მახასიათებლებიც. მას აქვს გაძლიერებული შასი, დიდი საბურავები და ჭუჭყისგან დამცავი ფრთები. მეხუთე თაობის ასეთ გამანადგურებელს შეუძლია გამოიყენოს გრუნტის აეროდრომების ფართო ქსელი. დამხმარე ძალოვანი დანადგარი Су-57-ს უზრუნველყოფს ბაზირების მაღალი ავტონომიურობით, საწვავის დაბალი ხარჯით, სამარშო ძრავების რესურსის ეკონომიით.

უფრო კაპრიზული ამერიკული თვითმფრინავების F-22-ისა და F-35-ის ექსპლუატაციისთვის „ცივილიზებული“ აეროდრომებია საჭირო (გრუნტის საფარველი მათთვის სიკვდილის ტოლფასია), რომლებიც რუმინეთში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში მზადდება და ძალიან ძვირია.

„პარტნიორებისთვის“ ტექნოლოგიურ დამცირებას წარმოადგენს ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის მოწინავე კომპლექსი „ჰიმალაი“, რომელსაც პოტენციური მოწინააღმდეგის მეხუთე თაობის გამანადგურებლების მეოთხე თაობისად გადაქცევა შეუძლია, ანუ აქვს უნარი, ხილვადები გახადოს F-35 და F-22, შემდეგ კი „განაიარაღოს“ ისინი. 

ევოლუცია და რევოლუცია

ამერიკული გამოცემა Military Watch Magazine 18 აგვისტოს წერდა: „რუსეთი იყენებს Су-57-ის ახალ ტექნოლოგიებს თავისი ტაქტიკური ბომბდამშენების Ту-22М3М-ის სრულყოფისათვის“. აღინიშნება, რომ Су-57-ის პლატფორმა „აერთიანებს შემდეგი თაობის ტექნოლოგიების ფართო სპექტრს ― სენსორების ნაკრებიდან რადიოელექტრონული ბრძოლისა და ლაზერული თავდაცვის სისტემებამდე“, რომლებიც შეიძლება ინტეგრირებული იყოს სხვა კლასის საბრძოლო თვითმფრინავებში, და გაიყვანს შესაძლებლობების ახალ დონეზე, კერძოდ, ზებგერით ბომბდამშენ-რაკეტმზიდ Ту-22М3М-ზე. რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების შეიარაღებაში დაახლოებით 70-მდე ასეთი ტიპის მანქანაა, გრძელდება მათი მოდერნიზაცია და 1000 კმ სიშორის ახალი ფრთოსანი რაკეტა Х-32-ებით აღჭურვა.  

უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსული უპილოტო „მონადირე“ ხელოვნური ინტელექტით

Ту-22М3М-ის მოდერნიზაციაში უკვე გამოიყენება Су-57-ის კომუნიკაციური პლატფორმა, რომელსაც მონაცემების გადაცემის მაღალი სისწრაფე და ენერგოეფექტურობა ახასიათებს. სისტემის ღია კონფიგურაცია იძლევა ტექნიკური ფუნქციონალის ოპერატიული გაძლიერების საშუალებას, მათ შორის, პროგრაზმული უზრუნველყოფის განახლების გზით. საფრენმა გამოცდებმა მაღალი საექსპლუატაციო მახასიათებლები წარმოაჩინა და ახალი სისტემა ასევე იქნება ინტეგრირებული სტრატეგიულ ბომბდამშენ Т-160М2-ში.

ამგვარად, ღია არქიტექტურის ღრმად ინტეგრირებული ავიონიკის პრონციპულად ახალი კომპლექსით აღჭურვილი, მართვისა და ეკიპაჟის ინტელექტუალური მხარდაჭერის მაღალი ავტომატიზაცია ქმნის უფროსი „თანამოძმეების“ ტექნოლოგიური ზრდის წინაპირობას.  

მანამდე Military Watch-ის საიტზე გაჩნდა ინფორმაცია Су-57-ის გამოცდის შესახებ 2020 წლის ივნისში. ექსპერიმენტი „რეალურ საბრძოლო პირობებში“ ტარდებოდა და დაადასტურა, რომ Су-57-ს Су-35-თან ერთ საინფორმაციო სივრცეში შეუძლია მუშაობა, მნიშვნელოვნად აამაღლებს რა სინერგიულ საბრძოლო ეფექტურობას. შევნიშნავ, რომ პენტაგონისა და ნატოს „ქსელებში“ ანალოგიური კავშირები არ არსებობს.

კარგია, როცა ჰაერში ბატონობას შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე დივიდენდებიც მოაქვს. Military Watch აღნიშნავს: „Су-57-სა და Су-35-ის ურთიერთქმედება არა მარტო გაზრდის მათ საბრძოლო პოტენციალს, არამედ ახალ გამანადგურებელს უფრო მიმზიდველს გახდის Су-35-ის და Су-30СМ-ის ექსპორტიორებისთვის“.  

რაკეტის გაშვება - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: აგრესორზე შურისძიების რუსული გარანტია - რაკეტა „სკვითი“

ამერიკელები ჯერჯერობით არ განიხილავენ მეხუთე თაობის გამანადგურებელ Су-57-ის მთავარ და სტრატეგიულ უპირატესობას, სამაგიროდ ჩინელმა სპეციალისტებმა უკვე შენიშნეს მრავლის აღმთქმელი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საბრძოლო მართვის სისტემაშია ინტეგრირებული. ეს ნამდვილი რევოლუციაა სამხედრო საქმეში: Су-57-ს დავალებების 90%-ის ავტომატურ რეჟიმში შესრულებაც შეუძლია და წინასწარ მომზადებული პროგრამის შემთხვევაში სრულად ავტომატურად მოქმედებაც. და თუ მფრინავი ბრძოლაში დაიჭრება ან დაიღუპება, მართვის სისტემა დამოუკიდებლად განსაზღვრავს ძირითად და მეორეხარისხოვან სამიზნეებს, ააგებს მარშრუტს, მიიტანს დარტყმას და დააბრუნებს თვითმფრინავს ბაზაზე.

Су-57-ის ხელოვნურ ინტელექტს მძიმე მოიერიშე დრონ С-70 „მონადირესთან“ ერთადაც შეუძლია მუშაობა, რომელსაც თავისი „ტვინიც“ აქვს და ექვს ტონაზე მეტი ბომბებისა და რაკეტების ზიდვაც შეუძლია 5000 კილომეტრზე. ასეთი მძლავრი და მოწინააღმდეგისთვის ტექნოლოგიურად არაპროგნოზირებადი მანქანები ჰიპოთეტურ ბრძოლის ველზე შანსს არ უტოვებს F-22 Raptor-ის ტიპის „ბებრებს“. 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0