აფეთქება ბეირუთში

„რუსთავი რომ მეორე ბეირუთი არ გახდეს“ ქარხნის ყოფილი თანამშრომელი რისკების შესახებ

3088
(განახლებულია 13:50 13.08.2020)
თუ ტრაგედია ლიბანში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რუსთავის ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე შეიძლება ამაზე რამდენჯერმე მეტი პროდუქცია ინახებოდეს, აღნიშნა ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ყველა ქვეყანამ, რომელიც ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს, მათ შორის საქართველომ, უნდა გადახედოს უსაფრთხოების პროტოკოლებსა და სამოქალაქო თავდაცვის საკუთარ სტრატეგიას, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში ქიმიური ქარხანა „რუსთავის აზოტის“ ყოფილმა თანამშრომელმა, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფკავშირების პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ.

„რუსთავის აზოტი“ აზოტის სასუქის უმსხვილესი მწარმოებელია. საწარმოს პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ქართულ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ. ქარხანა, რომელიც მინერალური სასუქის გამოშვებაზეა სპეციალიზებული, ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს.

„ეს ტრაგედია – აფეთქება ლიბანში ყველასთვის სამაგალითო უნდა გახდეს. საერთოდ, უბედური შემთხვევა მაშინ ხდება, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები. ყველა ქვეყანამ, სადაც ასეთი პროდუქცია იწარმოება – საქართველო, რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი – უნდა გააძლიერონ უსაფრთხოების პროტოკოლი და სპეციალური წესები უნდა შემოიღონ ამონიუმის ნიტრატის შენახვის, გადაზიდვისა და დასაწყობების პროცესისთვის“, – განაცხადა დოლაბერიძემ.

მისი თქმით, რუსთავის ქიმიური ქარხანა აწარმოებს სწორედ იმ პროდუქციას, რომელმაც ბეირუთში აფეთქება გამოიწვია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ საწარმოებში დასაქმებულების გარკვეულმა ნაწილმა არც კი იცის, რომ ამონიუმის ნიტრატი ასაფეთქებელი ნივთიერებაა. ყოველ შემთხვევაში, „რუსთავის აზოტში“ 16 წელი ვიმუშავე და კოლექტივში არ იციან, რომ საქმე საშიშ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან აქვთ. რა თქმა უნდა, ამონიუმიუს ნიტრატი ადვილად არ ფეთქდება, მაგალითად, ასანთის გაკვრით, ამისთვის დეტონაციაა საჭირო, მაგრამ აფეთქების დროს მას დამანგრეველი ეფექტი აქვს“, – განმარტა დოლაბერიძემ.

წარმოება რუსთავში

როგორც დოლაბერიძემ აღნიშნა, „რუსთავის აზოტს“ ამონიუმის ნიტრატი (ამონიუმის გვარჯილა) მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გააქვს. პროდუქცია პოლიეთილენის ტომრებში 50 და 500 კილოგრამად იფუთება და ის რკინიგზით ბათუმამდე ჩააქვთ.

წლის განმავლობაში არის პერიოდები, როდესაც მოთხოვნა პროდუქციაზე მცირდება, მაგრამ მომავალი სეზონის აუცილებელი მარაგისთვის ქარხანა გამოშვებულ ამონიუმის ნიტრატს თავის ტერიტორიაზე სპეციალურად ორგანიზებულ ფართობზე ინახავს.

პროდუქციას პირამიდის ფორმით რამდენიმე სართულად აწყობენ და მისი რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე ის, რაც ბეირუთის პორტში ინახებოდა. დოლაბერიძის განმარტებით, თუ ტრაგედია ლიბანში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რუსთავის ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე შეიძლება ამაზე რამდენჯერმე მეტი პროდუქცია ინახებოდეს.

ამას გარდა, ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების საცავები, მათ შორის ზოგიერთი ნივთიერება ფეთქებადსაშიშია, ზოგი – მხუთავი, ზოგი აგრესიული გამხსნელია და ზოგიც – ტოქსიკური.

დოლაბერიძე აცხადებს, რომ ასეთივე, ან შედარებით ნაკლები სიმძლავრის ამონიუმის ნიტრატის აფეთქების შემთხვევაში აუცილებლად შეეხება ეს სხვა ნივთიერებების საცავებსაც, რაც წარმოუდგენელი მასშტაბის ტრაგედიამდე მიგვიყვანს როგორც ადამიანების სიცოცხლის მხრივ, ისე დასახლებული პუქტებისა და გარემოს თვალსაზრისით.

„რუსთავის აზოტი“ – ბეირუთში აფეთქებასთან კავშირის შესახებ

ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ აფეთქების მიზეზი საქართველოდან, კერძოდ, რუსთავიდან 2013 წელს იმპორტირებული ამონიუმის ნიტრატი გახდა. თავად დოლაბერიძე ეჭვით უყურებს ამგვარ განცხადებას და მიიჩნევს, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, საიდან შეიტანეს პროდუქცია ბეირუთში.

„მხოლოდ ბეირუთის პორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების შეცდომის გამო მოხდა ძალიან დიდი უბედურება“, – აღნიშნა მან.

მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა ქიმიური ქარხნის ხელმძღვანელობამაც და აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთის პორტში აფეთქდა, ქართული წარმოებისაა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავის აზოტი“ ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორია და მსოფლიოში ამონიუმის ნიტრატის 1%-ს აწარმოებს, იცავს საერთაშორისო სტანდარტებს არა მხოლოდ წარმოების, არამედ შენახვის დროსაც.

კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ პორტში ექვსი წლის განმავლობაში ასეთი პროდუქციის შენახვა უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევაა, რადგანაც წარმოების შემდეგ ექვს თვეში იგი საჭირო თვისებებს კარგავს.

რა მოხდა ბეირუთში

ოფიციალური მონაცემებით, ბეირუთში ამონიუმის ნიტრატის დიდი პარტია – დაახლოებით 2 750 ტონა აფეთქდა, რომელიც პორტის ტერიტორიაზე არასათანადო პირობებში ექვსი წლის განმავლობაში ინახებოდა.

ბეირუთში ზარალი დათვალეს: ქვეყანას მილიარდობით დოლარის ზიანი მიადგა – ფოტო>>

აფეთქების ტალღამ დაანგრია და დააზიანა სახლები. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 174 ადამიანი და დაშავდა 6 ათასზე მეტი. ბევრი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ტრაგედიასთან დაკავშირებით ლიბანში სამდღიანი გლოვა და ორი კვირით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

3088
სატვირთო

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს

51
(განახლებულია 10:49 23.09.2020)
საქართველოდან ექსპორტი 14,7%–ით შემცირდა, იმპორტი კი 17,5%–ით. ვაჭრობის კუთხით დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ჩინეთთან ფიქსირდება

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოში პანდემიის ფონზე ვაჭრობა ეცემა – 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარ–აგვისტოსთნ შედარებით, 16,7%–ით შემცირდა და 7 მილიარდზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში. 

იმპორტმა 2020 წლის იანვარი–აგვისტოში დაახლოებით 5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17,5%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ–აგვისტოში დაახლოებით 2,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41%–ია.

რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან  საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ –  სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (7,5%), სპირტიანი სასმელების (10,9%) და ოქროს (30,7%) ექსპორტი გაიზარდა. 

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 37,2%-ით, ფეროშენადნობების – 29,8%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 8,6%-ით, სამკურნალო საშუალებების – 53,3%-ით, აზოტოვანი სასუქების – 10.2%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების – 21,1%-ით.

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ხორბლის (13,5%) და შინაური ფრინველის ხორცისა და  შინაური ფრინველის საკვები სუბპროდუქტების (3,9%) იმპორტი გაიზარდა.

ამავე დროს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აღნიშნულ პერიოდში დაეცა 32,4%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 16,9%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 31,4%-ით, სამკურნალო საშუალებების – 12,6%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 11,5%-ით და ა.შ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი-აგვისტოს პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36%-ია. 

პირველ ადგილზეა თურქეთი – მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო  ბრუნვამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაახლოებით 970,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით, 15,1%-ით შემცირდა.

2020 წლის დასაწყისიდან თურქეთში გავიდა 22,6 ათასი ფეროშენადნობები, 877,4 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 5,6 ათას ტონაზე მეტი თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და სხვა საქონელი.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა დაახლოებით 46,9 ათასი ტონა  შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 353,2 ტონა სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 14,9 ათასი ტონა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და ა.შ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 9,3%-ით და შეადგინა 820,6  მილიონ დოლარზე მეტი – საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,7%. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გავიდა დაახლოებით 68,2 ათასი ტონა ფეროშენადნობები, დაახლოებით 24 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო, დაახლოებით 47,6 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, ოთხი ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი საქართველოში საწვავის  ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. რუსეთიდან წლის დასაწყისიდან 239,7 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 314,6 ათასი ტონა ხორბალი, 82 ათას ტონაზე მეტი ნავთობის აირები, დაახლოებით 24,5 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.

მესამე ადგილზეა ჩინეთი

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან 737,5 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,5%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში გავიდა 164,4 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადნები და კონცენტრატები, დაახლოებით 9,7 ათასი ტონა ძვირფასი ლითონები, დაახლოებით 9,7 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო და ა.შ.

ჩინეთიდან შემოვიდა 22,2 ათას ტონაზე მეტი  ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან, დაახლოებით 4,5 ათასი ტონა საბურავები, 327 ტონა მზა პროდუქცია, მათ შორის ტანსაცმლის თარგები და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედიან ასევე: აზერბაიჯანი – 593,8 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – 383,6 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა –  დაახლოებით 358,6  მილიონი დოლარი, აშშ – 385,6  მილიონ დოლარზე მეტი, გერმანია –268,4  მილიონ დოლარზე მეტი, ბულგარეთი – 284,6 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია – 136,6  მილიონ დოლარზე მეტი.

საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპები

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15,9%–ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 7,5%–ით, ხოლო იმპორტი – 19,3%–ით. 

ვარდნის ტემპის კლება ივნისში დაიწყო – საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა 16%–ით, მათ შორის ექსპორტი – 13,1%–ით, ხოლო იმპორტი – 17,2%–ით. მიმდინარე წლის მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნის მაჩვენებელი იყო 33%, ექსპორტის 30,6%, ხოლო იმპორტის – 34,3%.

კორონავირუსის აფეთქებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის მთელ ეკონომიკას – დაზარალდნენ სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები. 

დაწესდება თუ არა ხალი შეზღუდვები?
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა – ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 227–ით გაიზარდა. სიტუაციის შემდგომ გაურესებას კი, შესაძლოა, მორიგი მკაცრი შეზღუდვების დაწესება მოჰყვეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში უკვე დაზარალდა ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო, მათ შორის ვაჭრობა, და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა აღარ გაჩნდეს. ამ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“, – აღნიშნა თურნავამ.

ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებამ, რაც კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო შეზღუდვებმა გამოიწვია, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებული ფენების მასშტაბურმა დახმარებამ ბიუჯეტის დეფიციტის თითქმის 8%-მდე ზრდა გამოიწვია.

51
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი

საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს: პროგნოზები მიმდინარე წლის ბოლომდე

75
(განახლებულია 14:37 22.09.2020)
ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა მეცნიერებისა და ტექნიკის, ტურიზმის, მშენებლობის, დასვენებისა და გართობის სფეროებში.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. პანდემიის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს – 2020 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშპ 12,3%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

2020 წლის პირველ კვარტალში, როცა პირველ ნახევარში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ჯერ კიდევ არ იყო დაწესებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მშპ-ის ზრდა 2,2% იყო.

მეორე კვარტალში მშპ-ის მოცულობამ მიმდინარე ფასებში დაახლოებით 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა. 2020 წლის აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 6,3% შეადგინა.

2019 წელს საქართველოს მშპ-ის ზრდა, 2018 წელთან შედარებით, 5,1% იყო.

რომელ სფეროებში ფიქსირდება ზრდა და კლება

ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, განთავსების ადგილებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის, მშენებლობის, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის სფეროებში.

საქართველოს ეკონომიკის ტოპ–ხუთი სფერო, სადაც 2020 წლის II ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა 

ეკონომიკის სფერო ვარდნა %
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება

54,7
განთავსების ადგილებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნვეყოფა 40,0
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა 28,8
მშენებლობა 24,5
ხელოვნება, დასვენება და გართობა 24,1

2020 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება (14,3%), განათლება (11,7%), სამთო-მომპოვებელი მრეწველობა (6,4%), სოფლის მეურნეობა და თევზჭერა (4,7%).

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, სახელმწიფო მმართველობის, სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სფეროები.

2020 წლის II კვარტალში მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილის მქონე ტოპ–5 დარგი 

ეკონომიკის სფერო ზრდა %
ვაჭრობა 14,2
უძრავ ქონებასთნ დაკავშირებული ოპერაციები 12,7
სოფლის მეურნეობა 10,2
გადამამუშავებელი მრეწველობა 9,9
სახელმწიფო მმართველობა 7,5

 

როგორია მიმდინარე წლის პროგნოზები

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული ოფიციალური პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა 4%-ს მიაღწევს. თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის მშპ-ის 5%-იან კლებას პროგნოზირებს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზს ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი 2020 წელს 4%-დან 5%-მდე გააუარესა. ამასთან, სსფ მომავალი წლისთვის პოზიტიურ პროგნოზს იძლევა. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2020 წელს მშპ 5,5%-ით შემცირდება, თუმცა უკვე 2021 წელს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდება. ამასთან, მშპ 2019 წლის დონეს მხოლოდ 2022 წელს მიაღწევს.

თუმცა, სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის შემცირებას 4,8%-ით ვარაუდობს, ხოლო 2021 წელს ქვეყნის მშპ-ის ზრდას 4,5%-იან დონეზე ელოდება.

75
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
კახა კალაძე

თბილისში „ფორდის“ მარკის 300 მიკროავტობუსს შემოიყვანენ

0
(განახლებულია 13:29 23.09.2020)
კახა კალაძის განცხადებით, 300 მიკროავტობუსი საკმარისი არ არის, ამიტომ საჭირო გახდება დამატებითი შესყიდვები.

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ოქტომბერში დედაქალაქში „ფორდის“ მარკის 300 ახალი სამარშრუტო ტაქსი შემოვა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ახალ მიკროავტობუსებს თბილისის მერია შეიძენს>>

კალაძის განცხადებით, ძველი მიკროავტობუსების ჩასანაცვლებლად და 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი 15 ივლისს გამოცხადდა, ტენდერის დასრულების შემდეგ კი, 18 სექტემბერს  გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.

„გვყავს გამარჯვებული კომპანია, „ფორდის“ მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. ოქტომბერში გარკვეული ნაწილი უკვე ადგილზე იქნება და დანარჩენიც 180 კალენდარული დღის განმავლობაში შემოვა, რათა მთლიანად ჩავანაცვლოთ მიკროავტობუსები“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, 300 მიკროავტობუსი საკმარისი არ იქნება და საჭირო გახდება დამატებითი შესყიდვების განხორციელება.

„პირველი წლების განმავლობაში თბილისში დაახლოებით 3 ათასამდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, თუმცა რეფორმით, რომელიც წამოვიწყეთ, ავტობუსების, მიკროავტობუსების რაოდენობა დაახლოებით 1200-მდე შემცირდება, მთლიან მოდერნიზებას ვაკეთებთ ქსელის, ძირითად რაიონებში ივლის 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 8-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, არსებული ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე, საჭიროა მიკროავტობუსები“, – განაცხადა კალაძემ.

„ჩემი გეგმა მაქვს“: როგორ აპირებს თბილისის ვიცე-მერი სამარშრუტო ტაქსების პარკის განახლებას>>

თბილისს ამჟამად დაახლოებით 1,8 ათასი „მარშრუტკა" ემსახურება. დღის განმავლობაში მიკროავტობუსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

0
თემები:
თბილისი დღეს