Patriot

მოსაზრება: ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა საუდის არაბეთში

130
(განახლებულია 12:23 30.06.2020)
ამერიკულმა საზენიტო სარაკეტო კომპლექსებმა Patriot-მა ვერ დაიცვა საუდის არაბეთის დედაქალაქი ერ-რიადი იემენელი მეამბოხე ჰუსიტების საჰაერო შეტევისგან და კიდევ ერთხელ დაადასტურა „გუშინდელი იარაღის“ რეპუტაცია.

იემენელმა მეამბოხეებმა მოძრაობა „ანსარ ალადან“ 23 ივნისს შეტევა მიიტანეს საუდის არაბეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, ღიად განაცხადეს ამის თაობაზე და თავიანთი იარაღის Patriot-ზე უპირატესობა წარმოაჩინეს.

ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან რამდენიმე მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი  და რაკეტა იყო გაშვებული, რომლებმაც 700 კმ-ზე მეტი გადალახეს და ერ-რიადის სამიზნეები დააზიანეს. Reuters-ის მონაცემებით, რაკეტები და უპილოტო აპარატები არმიის შტაბის, თავდაცვის სამინისტროსა და ავიაბაზის მიმართულებით იყო გაშვებული.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო სამიზნეები განადგურდა, მაგრამ მაინც შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ცალკეულმა რაკეტებმა (ან უპილოტოებმა)  და ერ-რიადში თავისი ამოცანა შეასრულეს. თვითმხილველების თქმით, საუდის არაბეთის დედაქალაქში ორი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა და ბოლის  სქელი კვამლიც შენიშნეს.

ერთ-ერთი ვერსიით, Patriot-ის კომპლექსებმა მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები საკუთარ აპარატებად ამოიცნეს და გაატარეს ისინი. შესაძლოა Patriot-ის იდენტიფიკაციის სისტემა გატეხეს ან რადიოელექტრონული საშუალებებით შეუტიეს. უარეს შემთხვევაში ტექნოლოგიურად არასრულყოფილმა „პატრიოტებმა“ უბრალოდ ვერ შენიშნეს დაბალკონტრასტული საჰაერო სამიზნეები. ასე იყო თუ ისე, საუდის არაბეთის კონფლიქტი იემენელ ჰუსიტებთან სულ უფრო მაღალტექნოლოგიური და საშიში ხდება მთელი რეგიონისთვის. ამასთან ამერიკული შეიარაღების რაოდენობრივი ზრდა არაფერზე არ ახდენს გავლენას.

Patriot-ი ის აღარაა

ჰუსიტები ირწმუნებიან, რომ საუდის არაბეთში თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზას შეუტიეს. კოალიციის მონაცემებით, სამეფოს ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა 23 ივნისი დილით ოთხი უპილოტო რაკეტა და რამდენიმე უპილოტო-კამიკაძე ჩაიჭირეს, რომლებიც იემენელმა მეამბოხეებმა გაუშვეს ერ-რიადისა და ასევე ნაჯრანისა და ჯიზანის მიმართულებით. დამრტყმელი საშუალებების საერთო რაოდენობა უცნობია, ჰუსიტების თქმით, ჩატარდა „ფართომასშტაბიანი ოპერაცია“, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

შედარებისთვის: გასული წლის შემოდგომის ოპერაციისას მეამბოხეებმა 18 დრონი და შვიდი ფრთოსანი რაკეტა აამოქმედეს. ჰუსიტების წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ ახალ დრონებს — „კასეფსა“ და „სამად-3-ს“ 1700 კმ-ს გადალახვის უნარი ჰქონდათ. აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს: ფრენის ასეთი სიშორით იემენურ კამიკაძე-დრონს საუდის არაბეთში ნებისმიერი მიმართულებიდან შეუძლია სამიზნეზე შეტევის მიტანა. ასეთ შემთხვევაში Patriot-ები უსარგებლო აღმოჩნდება, ვინაიდან სივრცეს შეზღუდულ სექტორში (90 გრადუსი) აკონტროლებენ. კომპლექს Patriot-ის დანიშნულება თვითმფრინავების, ბალისტიკური სამიზნეებისა და საშუალო სიშორის რაკეტების განადგურებაა. შედარებით მცირე მოიერიშე დრონები და ფრთოსანი რაკეტები — ეს არაპროფილური სამიზნეებია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მანამდე განაცხადა: „თვით მსოფლიოს საუკეთესო სისტემაც კი ყოველთვის ვერ ანადგურებს სამიზნეს“.

სარაკეტო შეიარაღება და მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები მთელ მსოფლიოში სწრაფად ვითარდება, ხოლო ამერიკული Patriot-ების მოდერნიზაცია ერთი ადგილის ტკეპნას  ჰგავს მრავალი წლის განმავლობაში.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების თანახმად, Patriot-ს შეუძლია იმ საჰაერო ობიექტების განადგურება, რომლებიც საათში 2500 კმ სიჩქარით მოძრაობენ — 100 კილომეტრამდე დისტანციაზე და 25 კმ სიმაღლეზე. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს ერთდროულად რვა სამიზნის დაცხრილვა შეუძლია. კომპლექსის რეაქციის დრო 15 წამია — რაც ძალიან ნელია. მის რადარს ხედვის 90 გრადუსი აქვს. მოკრძალებულ მახასიათებლებს ემატება არც ისე წარმატებული საბრძოლო გამოცდილება. მაგალითად, 1991 წელს ერაყის მიერ გაშვებული 91 რა კეტიდან ამერიკელებმა მხოლოდ 45-ის ჩამოგდება შეძლეს, რისთვისაც 158 საზენიტო რაკეტა დახარჯეს. ამერიკული კომპლექსების არსებითი ნაკლოვანება გამოდგა მცირე სიშორე და სამიზნის ჩაჭერის მცირე სიმაღლე — ოც და შვიდ კილომეტრზე ნაკლები. მათი შედარება თანამედროვე რუსულ С-350 Витязь-ის ანალოგებთან, არაკორექტულია — ტექნოლოგიის სფეროში ფანტასტიკური განსხვავებაა.  

ამასთან ერთი Patriot-ი საერთაშორისო ბაზარზე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი ღირს. მა რტო 2017 წელს აშშ-მა საუდის არაბეთს 110 მლრდ დოლარის შეიარაღება მიჰყიდა — ეს უმსხვილესი გარიგებაა იარაღის კუთხის კაცობრიობის ისტორიაში. დიდი ალბათობით, ამ თანხის დიდი ნაწილი ტყუილუბრალოდ გაიფლანგა — ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ჰაერსაწინააღმდეგო  სისტემების „სარეკლამო რგოლები“ აღარ გაგრძელებულა.

შემთხვევითი არ არის, რომ იაპონიამ უარი თქვა ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Aegis Ashore-ს შეძენასა და საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებაზე.

ადგილობრივი წარმოება?

კიდევ ერთხელ იმის თქმა, რომ იემენელი ამბოხებულები პროირანული წარმოშობისანი არიან და მათ ირანული იარაღი მიეწოდებათ, რეალობის გამარტივებაა.

ჰუსიტები ტექნოლოგიურად საკმაოდ დამოუკიდებლები არიან, თავდაჯერებულად აწარმოებენ მოქმედებებს ზღვაზე, და მანამდე საკუთარი წარმოების ახალი დრონებისა და რაკეტების გამოფენა წარმოადგინეს, რომელთა დანიშნულება საუდის არაბეთთან და არაბულ კოალიციასთან ბრძოლაა. შევნიშნავთ: საჰაერო შეტევის ამ საშუალებებს ასობით კილომეტრის გადალახვა და მიზანში ზუსტად მოხვედრა შეუძლიათ.

იემენში სუნიტებისა (სალაფიტები) და შიიტების (ჰუსიტები) კონფლიქტის ფესვები ღრმა წარსულშია. სამხედრო მოქმედებების მექანიკა მარტივია: ერთ მხარეს შიიტი-ჰუსიტები, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, მეორე მხარეს სუნიტები, რომლებსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს. იემენის ჩრდილოეთში ნავთობსაბადოები არსებობს, ხოლო სამხრეთში — ნახშირწყალბადების ტრანზიტისთვის  მნიშვნელოვანი პორტი ადენი. და ამ ფონზე ერ-რიადის სურვილი, აკონტროლოს ნაკადები, ლოგიკურად გამოიყურება.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

130
სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ M“

მოსაზრება: კარგ მოცეკვავეს „ისკანდერები“ ხელს არ უშლის - რა განაცხადა ფაშინიანმა

45
მაღალტექნოლოგიური და ზეზუსტი შეიარაღების სისტემების საბრძოლო გამოყენება სპეციალისტ-ოპერატორების შესაბამის მომზადებას მოითხოვს.

ასევე სადაზვერვო-შემტევი საიმედო კონტურის ორგანიზაციას, პოლიტიკურ სიბრძნესა და გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებლობას. კოორდინატთა სხვა სისტემაში ყველაზე სრულყოფილი რაკეტები შესაძლოა „ის სისტემები“ არ გამოდგეს, სტარტი ვერ აიღოს, მიზანს ვერ მოხვდეს, ან „10 პროცენტით აფეთქდეს“.

მთიან ყარაბაღში ცოტა ხნის წინ მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგების შეფასებისას გამოცემა 1in.am-სთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეჭვები გამოთქვა რუსული იარაღის საიმედოობისა და ბრძოლისუნარიანობის მიმართ. მისი თქმით, რაკეტა „ისკანდერები“ ან საერთოდ არ ფეთქდებოდა, ან „10 პროცენტით“ ფეთქდებოდა. ამასთან სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს სამხედრო რეფორმა ჩაატაროს - სტრუქტურული და ასევე შიარაღების კუთხით.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარი თქვეს პრემიერ-მინისტრის გამონათქვამების კომენტარზე „ისკანდერების“ შესახებ. შესაძლოა ფაშინიანი არასაკმარისად იყოს ინფორმირებული ან შეცდომაში შეყვანილი რომელიმე მრჩევლის მიერ. რუსული სარაკეტო კომპლექსების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და რეპუტაცია იმდენად მაღალია, რომ პროფანებისგან დაცვა არ სჭირდება. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთი მსოფლიო შეიარაღების ბაზრის მესამედს აკონტროლებს. შეიარაღების ექსპორტმა რუსეთიდან 2020 წელს 13 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ციფრები და ფაქტები თავდაცვითი პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს, რომლებსაც ქვეყნების უმეტესობა იძენს.

როცა „ისკანდერი“ მცოდნე ადამიანების ხელშ ხვდება, ის წარმატებით ანადგურებს სამიზნეებს კავკასიის მთებშიცა და ზღვაზეც, როგორც ეს სირიაში და აფრიკისჩრდილეოთში იყო. ასეთი იარაღის შეძენა ათობით ქვეყანას სურს, მაგრამ მხოლოდ ცოტას აქვს შესაძლებლობა, მიიღოს „ისკანდერ Э-ს“ საექსპორტო მოდიფიკაცია. სომხეთს კი გაუმართლა.
კვაზიბალისტიკური აჩრდილი

რუსეთი მაღალტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ყველა ქვეყანას არ უწილადებს. ამ ფონზე ფაშინიანის ინტერვიუ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. კომპლექსი „ისკანდერ-М“ რუსეთის არმიის შეიარაღებაში 2006 წელს შევიდა და პლანეტაზე საუკეთესოდ მიიჩნევა თავის კლასში. ამიტომ შეფასება „80-იანების იარაღი“ შეურაცხმყოფელია.

სომხეთის პრემიერის ღიად დამადანაშაულებელი განცხადება რუსული იარაღის მიმართ რამდენიმე ვარაუდისა და დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.

არაკომპეტენტურობა ან დეზინფორმაცია შეიძლება ყველაზე უარესი სცენარი არ იყოს. რუსული იარაღის საჯარო დისკრედიტაცია შეიძლება „სტრატეგიული არჩევანის საკითხი“ იყოს, სომხეთის არმიის სტრუქტურული და ხარისხობრივი რეფორმირების რაღაც პროგრამის ნაწილი. და მაშინ ჩნდება კითხვები: რა იარაღის შეძენას აპირებს ერევანი ხილულ პერსპექტივაში? რა სტანდარტებით აპირებს თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებას? და რაც მთავარია, რა მიზნით იწყება სამხედრო მშენებლობის ახალი ეტაპი?

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ყარაბაღში ბრძოლების შემდეგ დასკვნები გაკეთდა, გეგმები მოიხაზა. მაგრამ ძველი ჭეშმარიტებაღაღადებს: გამარჯვებას ბევრი მამა ჰყავს, მარცხი კი ყოველთვის ობოლია. ფაშინიანის ინტერვიუდან ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტროში და გენერალურ შტაბში დიდი ანალიტიკური მუშაობა მიმდინარეობს, რათა „ომის შესახებ მთელი სიმართლე დამტკიცდეს, დადგინდეს და გამოჩნდეს“. ამასთან ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული. ძნელი გასაგებია, რა არის აქ უფრო მეტი - ჭეშმარიტების ძიება და სტრატეგიის კორექტირება თუ „დამნაშვეების დანიშვნა“ შემდგომი რეპრესიებისთვის.

ვრცელ ინტერვიუში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია მხოლოდ ერთხელაა ნახსენები. არადა ეს ორგანიზაცია ერთადერთი საიმედო დასაყრდენია სომხეთისთვის ომისშემდგომი ტურბულენტობისა და ყარაბაღში არამდგრადი მშვიდობის პირობებში. ხშირად გამოყენებული სიტყვები „რევოლუცია“ და „კონსტიტუცია“ თავისთავად ვერაფერს დაარეგულირებს, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება. არმია არის ნებისმიერი სახელმწიფოს სტაბილურობის საფუძველი, მაგრამ მსჯელობა „არსებით რეფორმებზე“ მოქმედების კონკრეტული გეგმის გარეშე დესტრუქციულად გამოიყურება. როგორც ზედაპირული მსჯელობა რუსული იარაღის დაბალ საბრძოლო პოტენციალზე, ეროვნულ არმიაში და მის მომიჯნავე სექტორში აღმოუფხვრელ კორუფციაზე მინიშნებებით.

მოუხელთებელი და უძლეველი

სარაკეტო კომპლექს Искандер-М-ის დანიშნულება მოწინააღმდეგის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებაა 500 კმ მანძილზე, მაღალი სიზუსტით. კომპლექსის მთავარი უპირატესობებია: სტრატეგიული მობილურობა, უჩინარი მოქმედება და სარაკეტო დარტყმების მიყენება, საბრძოლო ამოცანის ავტომატური გათვლა და შეყვანა, საბრძოლო ამოცანის შესრულების მაღალი ალბათობა საცეცხლე და რადიოლექტრონული ბრძოლის პირობებში.

საბრძოლო ეფექტურობა გაზრდილია ორი ტიპის რაკეტის გამოყენების ხარჯზე - ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებისა. პირველი რაკეტის გაშვების დრო რამდენიმე წუთია, გაშვებებს შორის ინტერვალი - ერთი წუთი. რაკეტის ფრენის სიჩქარე საათში 7200 კმ-ზე მეტი (ანუ ფრენას 3-4 წუთი სჭირდება). რაკეტა სტარტსა და ფინიშზე ოთხ ტონიანი რაკეტა წამში 2000 მეტრზე მეტს ავითარებს და მანევრირებს 30g ტვირთით (რაც შეუძლებელს ხდის რაკეტის ჩაჭერას ნებისმიერ ჰაერ- და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით).

„ისკანდერის“ თითოეული გამშვები დანადგარი მობილურია და ავტონომიური. შეუძლია იმოქმედოს ყველგან და ყოველთვის. დამიზნებისთვის იყენებს პროგრამას - ინერციულ სანავიგაციო სისტემას, „სგლონასის“ თანამგზავრების სისტემას. რაკეტების გადამისამართება შესაძლებელია ფრენისას, რაც მოძრავ სამიზნეებზე შეტევის შესაძლებლობას იძლევა. ფინალურ მონაკვეთზე აქტიურდება თვითდამიზნების ჭკვიანი ოპტიკა, რომელიც უნიკალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს. ქობინები 9М728 ან Р-500 სამიზნეს ერთ-მეტრზე მეტით არ ცდება.

„ისკანდერის“ ზეზუსტ რაკეტებს მცირედ ამრეკლი ზედაპირები და ფრენის რთული გტრაექტორიები აქვს. კონპლექსი ორი ტიპის რაკეტებითაა აღჭურვილი: აერობალისტიკური 9М723-ით – ფრინავს კვაზიბალისტიკური ტრაექტორიით 50 კმ-მდე სიმაღლეზე, და ფრთოსანი 9М728 ან Р-500.

„ისკანდერ-М“ აღემატება საუკეთესო უცხოურ კომპლექსებს სიზუსტით, რაკეტების გასაშვებად მომზადების ოპერატიულობითა და სხვა მახასიათებლებით. ყველაზე ახლოს მდგომი ანალოგი - ეს არის ისრაელის კომპლექსი LORA, რომელიც მას ფრენის სიშორითა და სიზუსტით ჩამორჩება. ავტორიტეტული რუსი სპეციალისტების პროგნოზებით, „ისკანდერის“ უცხოური ანალოგები 2025 წელზე ადრე არ გამოჩნდება არენაზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

45
ამერიკული დოლარი

სტრატეგიული სვლა: რუსეთმა მილიარდები ჩადო აშშ–ის სახელმწიფო ობლიგაციებში

568
ცენტრობანკმა დეკემბერში აშშ–ის სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტიციები ერთბაშად მილიარდი დოლარით გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ბოლო წლებში გეგმაზომიერად იშორებდა თავიდან ამ ფასიან ქაღალდებს.

ნატალია დემბინსკაია

მათი წილი რეზერვებში ამ დროისათვის ერთ პროცენტზე ოდნავ მეტია. რისთვის დასჭირდა ამერიკული ობლიგაციები ახლა რუსეთს?

აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთს ამ დროისათვის 6,011 მლრდ–ს სახელმწიფო ობლიგაციები აქვს: 1,2 მილიარდი დოლარისა გრძელვადიანი და 4,8 მილიარდისა — მოკლევადიანი. დეკემბერში ეს მარაგი კიდევ ერთი მილიარდით შეივსო.

ამ ქაღალდების რეალიზებით აშშ საბიუჯეტო დეფიციტსა და სხვახარჯებს ფარავს. ამერიკული სახელმწიფო  ვალი თითქმის 28 ტრილიონს აღწევს. 2010-2013 წლებში რუსული ინვესტიციები 170 მილიარდს აჭარბებდა. მოსკოვი ტრეჟერისების უმსხვილეს მფლობელთა რიცხვში შედიოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც 2014 წელს ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა, რუსეთმა მათი თავიდან მოშორება დაიწყო.

2018 წელს ცენტრობანკმა მასშტაბური გაყიდვები მოაწყო, შეამცირა რა აშშ–ის ობლიგაციების პორტფელი ერთბაშად ორჯერ. ამერიკული ქაღალდების წილი საერტაშორისო რეზერვებში მინიმუმდე დავიდა. გამოთავისუფლებული სახსრები ცენტრობანკმა ოქროში, ასევე ევროსა და იუანში გადაიტანა.

დივერსიფიკაცია

ამერიკული სახელმწიფო ვალი საჯაროდ ფასაიანი ქაღალდებითაა წარმოდგენილი, რომლებსაც აშშ–ის ფინანსთა სამინისტრო უშვებს. ვექსილებისა და სახელმწიფო ობლიგაციების შეძენა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ცლკეული შტატებისა და სახელმწიფოების ხელისუფლებებებს შეუძლიათ. ამ ქაღალდებიდან მოგება მცირეა — დაახლოებით 2,5–3%. მაგრამ ევროპული და იაპონური ვალებს შემოსავლიანობა პრაქტიკულად  ნულოვანია და უარყოფითიც კი.

მაგრამ საქმე სხვა რამაა: აშშ–ის სახელმწიფო ობლიგაციები ერთ–ერთ ყველაზე მაღალფულად და ლიკვიდურ ინსტრუმენტებად მიიჩნევა მსოშლიოში. მათი ყიდვაც და გაყიდვაც ადვილია.

„დროებით თავისუფალი სახსრების აშშ–ის სახელმწიფო ვაში ჩადება მომგებიანია. წლიური 0რი–სამი პროცენტი საკმაოდ დიდი თანხაა, როცა საუბარი მილიარდებზე მიდის. ამ შემტხვევაში პოლიტიკა არ უნდა ახდენდეს გავლენას ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე“, — მიაცნია სახელმ წიფო დუმის ფინანსური ბაზრის კომიტეტის წევრ დმიტრი სკრივანოვს.

ამგვარად, ტრეჟერისების მოცულობის გაზრდით, მოსკოვმა ტექნიკურად  მონიშნა თავისი არსებობა ბაზარზე. ეს საჭიროა საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციისთვისაც. ახლა რუსეთს 590 მილიარდი დოლარი აქვს, საიდანაც ექვსი მილიარდი აშშ–ის სახელმწიფო ვალშია ჩადებული. ანალიტიკოსები განმარტავენ: მოსკოვი ზოგადმსოფლიო ტენდენციებს მისდევს. დოლარზე მოთხოვნა იზრდება, ვინაიდან ეს ვალუტა ყველაზე მდგრადია ინფლანციისა და ცვალებადობის მიმართ.

„მილიარდი დოლარი საკმაოდ დიდი თანხაა. მისი ჩადება აქტივების მეტად შეზღუდულ ნაკრებშია შესაძლებელი. ოქრო გადახურებულია, ევროსა და იუანზე კი რეზერვების ისედაც დიდი წილი მოდის. ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციის შეძენა — ეს დივერსიფიკაციის ელემენტია“, — აზუსტებს ექსპერტი ვიტალი მანკევიჩი.

ჩინური ვარიანტი

დეკემბრის ბოლოს მონაცემებით, აშშ–ის ფასიანი ქაღლდების უმსხვილესი მფლობელი არია იაპონია — 1,2 ტრილიონი დოლარი. მანამდე ჩინეთი ლიდერობდა, მაგრამ ახლა პეკინი ,ეორე ადგილზეა 1,06 ტრილიონი დოლარით. მესამე ადგილზე დიდი ბრიტანეთია 428,9 მილიარდით.

სავაჭრო ომის გამო ჩინელებმა გეგმაზომიერად დაიწყეს ამერიკული ქაღალდების თავიდან მოშორება და 200 მილიარდზე მეტით შემაცირეს ინვესტიციები. თუმცა ის, რაც აქვთ, ვაშინგტონზე ზეწოლის მძლავრი ბერკეტია.

კონფლიქტი გრძელდება და ეს შიშებს ამძაფრებს: ერთიც აშშ–ის ეკონომიკის რიგით მეორე უცხოელმა კრედიტორმა ტრეჟერისების მასშტაბური გაყიდვა დაიწყოს. შედეგები კატასტროფული იქნება. ამ ქაღალდების მასიური გაყიდვა ბაზარზე პანიკას გამოიწვევს.

მაგრამ ეს თავად ჩინეთს არ აწყობს. ჯერ პირველი, რომ მოკლე ვადაში 100–200 მილიარდის ობლიგაციების რეალიზება გარდაუვლად ჩამოშლის მათ ფასებს — შედეგად თავად ჩინეთის შიდა აქტივებისა და რეზერვების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდება, ისევე როგორც გაიაფებული ტრეჟერისების გაყიდვიდან მიღებული თანხებიც.

და მეორეც: ამას დაემატება ისიც, რომ დოლარი ჩამოიშლება, ეს კი პეკინს არაფერში სჭირდება — ამერიკული ვალუტის დასუსტება ჩინურ ექსპორტს გააძვირებს.

ოქროს მარაგი


უკვე რამდენიმე წელია, რაც რუსეთის ცენტრობანკი ფსონს ოქროზე დებს და დოლარს თავიდან იცილებს. 2020 წელს ძვირფასი ლითონების წილი რეზერვებში ამერიკული ვალუტის წილს აჭარბებდა, თებერვლისთვის კი მონეტარული ოქროს ღირებულებამ 136,7 მილიარდს მიაღწია. ერთ წლის განმავლობაში ქვეყნის ოქროს მარაგი თითქმის 28 ტონით გაიზარდა.

ძვირფასი ლითონები — უნივერსალური ფულადი ეკვივალენტი — აქტივებზე მიმზიდველი ხდება, რომლებსაც პროცენტული შემოსავალი მოაქვთ. ამასთან ბენისმიერი სასანქციო რისკებისგანაც აზღვევს. როგორც Bloomberg–ი წერს, რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ მსხვილი ეკონომიკისა და დიდი ოქროს მარაგის მქონე ქვეყანაა, შეუძლია მოიშოროს დოლარი და ამასთან თავი შესანიშნავად იგრძნოს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

568
თემები:
რუსეთი დღეს
საწარმო

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება

0
(განახლებულია 13:41 25.02.2021)
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა 2020 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს გამართულ მთავრობის  სხდომაზე.

მისი თქმით, ასეთი აუცილებლობა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო წარმოიშვა. პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი საბჭო ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. 

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საბჭო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიასა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ასევე  უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე.

„ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კოპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანია, კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან დაახლოება. ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს და გამოცდილებას. ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და „აზიის განვითარების ბანკი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რეფორმა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ეფექტიანობის ზრდას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მათი წვლილის გაზრდას ეკონომიკურ საქმიანობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის, ვითარებას მოქმედი შეზღუდვებიც ართულებს. პანდემიის შედეგების შესარბილებლად მთავრობამ 2020 წლის აპრილში დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად, რომელიც ამ დღემდე რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

0