რას წერენ ქართული გაზეთები: როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში?

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტები აქციაზე
ჟურნალისტები აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალი საპარლამენტო არჩევნები, შეინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ რეიტინგს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის წყალობით მოიპოვა, და როდის წარმოადგენს ოპოზიცია მაჟორიტარი კანდიდატების ერთიან სიას – მთავარი თემები ქართულ პრესაში.

რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემების ფონზე საპარლამენტო არჩევნებამდე შეინარჩუნოს რეიტინგი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ხარჯზე მოიპოვა – ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში შეიმჩნევა კეთილგანწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლისას კარგი გამოცდილება მიიღო და დაინახა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონია პროფესიონალების მოსმენის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ხმები გახარიას გადადგომის შესახებ: პოლიტიკური სპეკულაცია თუ რეალური საკადრო გადაადგილებები

„ასევე გამოჩნდა გიორგი გახარიას განსაკუთრებული მენეჯერული თვისებები. შესაბამისად, საზოგადოება კეთილგანწყობილია. უმეტესობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანას დიდი ხიფათი აარიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს განწყობა შენარჩუნდება არჩევნებამდე, თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე თავის სიტყვას იტყვის“, – განუცხადა არეშიძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“.

ამიტომ საჭიროა მნიშვნელოვანი პროექტების სწრაფი რეალიზება, სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფა და ახალ ნაბიჯებზე ფიქრი, აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„მთავარია, მოქალაქეებმა იგრძნონ ხელისუფლების ზრუნვა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” მიღწეულის კაპიტალიზაციას“, – განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება არ არის მნიშვნელოვანი.

„დიდ ნაწილს არც ეს ვითომ პოლიტპატიმრები ანაღვლებს, რურუაზე საერთოდ არაფერს ვიტყვი. ხალხმა ყველაზე ყველაფერი მშვენივრად იცის. ადამიანებს ადარდებს სოციალური თემები, დასაქმება და ეკონომიკური პრობლემები”, – აღნიშნა არეშიძემ.

როდის წარადგენს ოპოზიცია კანდიდატების ერთიან სიას?

მაჟორიტარი კანდიდატების სიის საბოლოო მონახაზი, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს იქნება მზად, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა იმ კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ოპოზიციის შიგნით მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შესათანხმებლად დაიწყო.

ევროპის მოედანი თბილისში - Sputnik საქართველო
მაჟორიტარობის კანდიდატები უთანხმოების საბაბია - მოხდება თუ არა განხეთქილება ოპოზიციაში?

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შეათანხმეს 30 მაჟორიტარული ოლქის განაწილების საზღვრები, თავად კი თბილისში იყრის კენჭს.

„ჯერ მონახაზი არ არის, სავარაუდოდ, საბოლოო მონახაზი ივნისის ბოლოს იქნება. ჯერ დაკანონდეს ის 30 მაჟორიტარული ოლქი“, – განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ბერძენიშვილმა.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ მის მაჟორიტარობაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა და არც მიილტვის ამისკენ.

როგორ გადანაწილდება 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქები რეგიონების მიხედვით >>

„ჩვენი მიზანია შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და აუცილებლად შევიდეს ცვლილება კონსტიტუციაში. თუ ხელისუფლება კვლავ გაჯიუტდა, მოვლენები მისთვის სახარბიელოდ არ განვითარდება. ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა შეირცხვინოს თავი შინ თუ გარეთ?! პირობა უნდა შეასრულოს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში?

საქართველოში უკვე მესამე დღეა, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს – როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში – კვლავ ღიად რჩება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ივნისი თუ ივლისი: კალაძე და გახარია ტრანსპორტის ამუშავების სხვადასხვა თარიღს ასახელებენ

ალერგოლოგი-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტის ამუშავების საკითხი ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

„შეზღუდვა ძალიან მარტივია, მაგრამ გახსნა ძალიან რთულია. მეტი ძალისხმევა მართებს ყველას. მთავარი გადაწყვეტილება მაინც უნდა მიიღონ ეპიდემიოლოგებმა და ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა“, – განუცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „რეზონანსს“.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დეზინფექციას და აუცილებლად გაიზარდოს კონტროლიორების რაოდენობა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მიმოხილვა მომზადებულია გაზეთ „რეზონანსის“ და „კვირის პალიტრის“ მიხედვით

ყველა ახალი ამბავი
0