ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

„ჟიგული“ — რუსული ლეგენდა 50 წლისაა

© photo: Sputnik / Vitaly Belousovგოგონა „ჟიგული“ ВАЗ-2103-თან
გოგონა „ჟიგული“ ВАЗ-2103-თან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპრილში ლეგენდარულ ВАЗ-2101 „ჟიგულს“ - რუსეთის საავტომობილო მრეწველობის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ მოდელს - 50 წელი შეუსრულდა.

მაქსიმ რუბჩენკო

1965 წლის საუკეთესო ევროპული ავტომობილის FIAT 124-ის საფუძველზე შემუშავებულმა მანქანამ სსრკ-ის ბაზარზე რევოლუცია მოახდინა და მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. 

სახალხო ავტომობილი

საბჭოთა მთავრობამ მოსახლეობას მსუბუქი ავტომობილების შეძენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ 1950-იანი წლების დასაწყისში მისცა, მაგრამ ამის უფლებას თავს ბევრი ვერ აძლევდა. იყიდებოდა მხოლოდ „პობედა“ და უფრო ხელმისაწვდომი, მაგრამ დეფიციტური „მოსკვიჩი“.

სამოციანების შუა წლებში ხალხის კეთილდღეობის გაზრდის პოლიტიკის ფარგლებში გადაწყდა ქარხნის აშენება მსუბუქი ავტომობილების მასობრივად გამოშვების მიზნით და ხარისხიანი უცხოური ნიმუშის საფუძველზე შექმნილი სერიული მოდელის წარმოება. ამან საგრძნობლად დააჩქარა ავტომობილის დამზადების პროცესი, დაზოგა რესურსი და ექსპორტის შესაძლებლობაც გააჩინა. 

რეზო ენუქიძის ავტომობილი აივანზე დიღომში - Sputnik საქართველო
„ამ მანქანას მთელი მსოფლიო იცნობს“ – რატომ მოხსნეს აივნიდან ლეგენდარული „ნოლ შესტი“

საბაზო უცხოური მოდელის შერჩევა მიანდეს საავტომობილო სამეცნიერო ინსტიტუტს, რომლის სპეციალისტებმაც ყოველმხრივ გამოიკვლიეს და გამოსცადეს ავტომობილები Ford, Pegeuot, Renault და FIAT. შედეგად არჩევანი შეაჩერეს FIAT 124-ზე, რომელიც ევროპაში 1965 წლის ავტომობილად დასახელდა.

როგორც ჩანს, როლი პოლიტიკურმა მოტივებმაც ითამაშა, რადგან კრემლს იტალიის სოციალისტურ მთავრობასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. რაც შეეხება თავად მანქანას, ამ მხრივ გარკვეული პრობლემები არსებობდა.

ავტოპოლიგონზე გამოსაცდელი მანევრებისას Fiat 124-ს რამდენიმე ადგილზე ბზარები გაუჩნდა და უკანა ხიდის კარტერი გაუსკდა. ქვიშიან და მარილმოყრილ ზამთრის გზებზე კი სამუხრუჭე ხუნდები რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ ცვდებოდა.

ამის მიუხედავად, მთავრობამ ნიმუშად მაინც იტალიური ავტომობილის აღებისა და ადგილობრივი რეალობების გათვალისწინებით მისი დამუშავების ბრძანება გასცა. რუსმა სპეციალისტებმა გადააკეთეს გადაცემათა კოლოფი, მუხრუჭები და სხვ. 

კარის სახელურები შეცვალეს უფრო უსაფრთხო, კარში ჩასმული სახელურებით, წინა სავარძლები გადააკეთეს ისე, რომ მათი გაშლა ყოფილიყო შესაძლებელი. საერთო ჯამში იტალიურ კონსტრუქციაში რვაასზე მეტი ცვლილება შეიტანეს. შედეგად გამოვიდა კომფორტული, საიმედო და შედარებით იაფი ავტომობილი, რომელიც რუსეთის პირობებზე იყო მორგებული.

© Sputnik / Alexander Imedashvili„ჟიგული“ თბილისის ქუჩებში
„ჟიგული“ — რუსული ლეგენდა 50 წლისაა - Sputnik საქართველო
„ჟიგული“ თბილისის ქუჩებში

ავტოგიგანტი ვოლგაზე 

ტოლიატიში ქარხნის შენება 1966 წელს დაიწყო. ნაწილებით ქარხანა 840 ადგილობრივი საწარმოდან, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან მარაგდებოდა.

ვოლგისპირა საავტომობილო ქარხანა ევროპაში უმსხვილესი იყო: ფართობი - 600 ჰექტარი, მთავარი კორპუსის სიგრძე - 1400 მეტრი. ამბობდნენ, რომ მისი ყურებისას დედამიწის ზედაპირის სიმრუდეც კი შეიმჩნეოდა. საწარმოო სიმძლავრე შეადგენდა 600 ათას ავტომობილს წელიწადში, პერსონალის რაოდენობა - 123 ათას ადამიანს.

მშენებლობა სამ-ნახევარ წელიწადში დასრულდა (გეგმით ექვსი წელი იყო გათვალისწინებული). უკვე 1970 წლის აპრილში მთავარი კონვეიერიდან გამოიყვანეს პირველი ВАЗ-2101 „ჟიგული“, რომელმაც მთლიანად შეცვალა საბჭოთა ავტომოყვარულების წარმოდგენა მსუბუქ ავტომობილებზე.

კომფორტული, კარგი დინამიკის, მსუბუქი სამართავი, ეკონომიური ავტომობილი მალევე იქცა სახალხო მანქანად.

 

© photo: Sputnik / Yuri Abramochkin / გადასვლა მედიაბანკში„ჟიგულის“ მწარმოებელი ქარხანა
„ჟიგული“ — რუსული ლეგენდა 50 წლისაა - Sputnik საქართველო
„ჟიგულის“ მწარმოებელი ქარხანა

„ლადა“ 

გათვლა ექსპორტზე გამართლდა. საზღვარგარეთის ბაზრებზე ВАЗ-2101 - სახელწოდებით „ლადა“ - 1971 წელს გამოჩნდა (შვედეთის გამოკლებით, სადაც ავტომობილი იყიდებოდა ქარხნული ბრენდით - ВАЗ).

საექსპორტო ეგზემპლარები ორმოცამდე დამატებით შემოწმებას ექვემდებარებოდა. დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მათ შიდა ბაზარზე უშვებდნენ. მაგრამ საბჭოთა მანქანები მაინც ჩამოუვარდებოდნენ დასავლურ სტანდარტებს, ამიტომ ფინეთში შეიქმნა კომპანია „კონელა“, რომელსაც საბჭოთა მანქანები საჭირო კონდიციამდე მიჰყავდა. 

ფინური ვერსიები მთლიანობაში გაცილებით სჯობდა კონვეიერიდან გამოსულ ВАЗ-ს. შედეგად - „ლადა“ საერთაშორისო ბაზარზე ფასისა და ხარისხის შესაბამისობის შესანიშნავ ნიმუშად იქცა.

ინჟინერმა ჟიგულისძარადან ყველგანმავალი ააწყო - Sputnik საქართველო
ინჟინერმა "ჟიგულის"ძარიდან ყველგანმავალი ააწყო

იმ დროისათვის ტიპური საოჯახო ავტომობილი, ისეთი, როგორებიც იყო, მაგალითად, Opel Kadett და Nissan, მცირელიტრაჟიანი მანქანის ფასად იყიდებოდა. ამასთან, ადვილად იქოქებოდა ცივ ამინდში და შესანიშნავად უმკლავდებოდა ცუდ გზებს. სათადარიგო ნაწილებიც იაფი იყო, მარტივი კონსტრუქციის წყალობით კი მისი შეკეთება მფლობელსაც მარტივად შეეძლო.

ფინეთში წელიწადში 10-15 ათასი „ლადა“ ჩადიოდა. ბევრი აქედან ევროპის სხვა ქვეყნებში იგზავნებოდა. ხუთ წელიწადში საბჭოთა ავტომობილების ექსპორტი ორჯერ - 300 ათას ერთეულამდე გაიზარდა.

Lada-1200-ს (ВАЗ-2101-ის საექსპორტო სახელწოდება) კარგად იცნობდნენ კანადაში, ახალ ზელანდიაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიაში, შვედეთში. დიდ ბრიტანეთში მარჯვენასაჭიანი ავტომობილები იგზავნებოდა.

სამოცდაათიანების შუა წლებში „ლადა“ ფინეთში ყველაზე მეტად იყიდებოდა. სსრკ-ის დაშლის მომენტისთვის ქვეყანაში 130 ათასზე მეტი ასეთი ავტომობილი არსებობდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიდ ბრიტანეთშიც ამდენივე აღმოჩნდა. სულ წარმოების შეწყვეტამდე - 1988 წლამდე დაახლოებით 4,8 მილიონი „ჟიგული“ გამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0