როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრანშს და რას მოხმარდება თანხა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ COVID-19-ის პანდემიის შესაკავებლად და ეკონომიკაზე მისი ზემოქმედების შესასუსტებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ნათქვამია სსფ-ის მოხსენებაში.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) გაფართოებული დაფინანსება საქართველოს დაეხმარება გადაუდებელი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, სხვა დონორებისგან დაფინანსების უზრუნველყოფასა და ეკონომიკის აღდგენაში. ამის შესახებ საუბარია სსფ-ის მოხსენებაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან ფონდის მისიის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაკეთდა.

მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით სსფ-ის მისიის მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან გაფართოებული დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 1-დან 13 აპრილამდე მიმდინარეობდა.

 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
მილიარდ ნახევარი საქართველოს ეკონომიკისთვის: დონორებთან მოლაპარაკებების შედეგები

„პროდუქტიული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ის გუნდმა მიაღწიეს შეთანხმებას პერსონალის დონეზე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) მეექვსე მიმოხილვის გაფორმების თაობაზე. გუნდი გასცემს ასევე საქართველოსთვის სსფ-ის მიერ გამოყოფილი კვოტის (375 მლნ აშშ დოლარი) 130 პროცენტით გაზრდის რეკომენდაციას, რათა დაეხმაროს მას ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებასა და მაკროეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიღწეული შეთანხმება უნდა დაამტკიცოს სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ, რომლის სხდომაც მაისის დასაწყისში გაიმართება. მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ფინანსური დახმარება, EFF-ის შეთანხმების ფარგლებში, კვოტის 155 პროცენტი იქნება (დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარი).

ტრანში ხელმისაწვდომი გახდება აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე და სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 200 მლნ დოლარით შეივსება, რათა საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილოს გადაუდებელი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებები.

ახალი სამწლიანი პროგრამა - „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას. აქედან 249,5 მლნ დოლარი საქართველომ უკვე მიიღო. პროგრამის მეხუთე მიმოხილვა 2019 წლის დეკემბერში დამტკიცდა.  

რა მდგომარეობაშია საქართველოს ეკონომიკა

სსფ-ის მისიის შეფასებით, COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები საგრძნობლად უკან დაწია.  

„მოსალოდნელია, რომ 2020 წელს რეალური მშპ 4%-ით შემცირდება. მოსალოდნელია, რომ ვაჭრობის შეფერხება, ტურიზმის შეჩერება და ფულადი გზავნილების შემცირება 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს მშპ-ის 11%-მდე გაზრდის“, - აღნიშნულია სსფ-ის ანგარიშში.  

უმუშევრობა და კომუნალურები: როგორ განაწილდება ბიუჯეტი>>

მოხსენებაში ნათქვამია ასევე, რომ გლობალური რისკების გაზრდა, ალბათ, შეამცირებს კერძო ფინანსური სახსრების შემოდინებას და შეაკავებს ინვესტიციებს. COVID-19-ით გამოწვეული საგადახდო ბალანსის ვადიანი მოთხოვნილებები 2020-21 წლებში შეფასებულია დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარით და დაფინანსდება სსფ-ის და სხვა დონორი ორგანიზაციების სახსრებით.

თბილისის ცარიელი ქუჩები - Sputnik საქართველო
გახარია: უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარება საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება

„ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19-ის პანდემიის შესაკავებლად და ეკონომიკაზე მისი ზემოქმედების შესასუსტებლად. გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური და სავალუტო რეზერვების დაგროვება ბოლო წლებში, კარგად კაპიტალიზებული ფინანსური სისტემა და დონორების მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება ქართულ ეკონომიკას შოკის გადასალახად ამზადებს“, - ხაზგასმულია ფონდის განცხადებაში.

ექსპერტები ელოდებიან, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წელს დროებით მშპ-ის 8%-მდე გაიზრდება, რადგან შემოსავლები მცირდება, ხარჯი კი, ვირუსის აფეთქების შესაკავებლად და პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების საკომპენსაციოდ, იზრდება.

„ხელისუფლებამ თავი მოუყარა სსფ-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურ დახმარებას დეფიციტის დასაფინანსებლად და ბუფერების შესაქმნელად, რომლებიც, რისკების შემცირების შემთხვევაში, დამატებითი პოლიტიკური სივრცის შექმნას გახდის შესაძლებელს. მას შემდეგ, რაც შოკი დასრულდა, ხელისუფლებამ იტვირთა ბიუჯეტის კონსოლიდაციისა და საგადასახადო რისკებისთვის ბუფერების შექმნის ვალდებულება“, - აღნიშნულია სსფ-ის მისიის მოხსენებაში. 

ფონდი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს სტრუქტურული რეფორმების გატარებას, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ზრდის პოტენციალის შენარჩუნებასა და COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფად აღდგენას.

გარდა ამისა, მისიის აზრით, ხელისუფლებამ უნდა დანერგოს კორპორატიული შეუმდგარობის ახალი სისტემა და მიიღოს საბაზო სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესები, რაც პენსიონერების რეალურ შემოსავალს გაზრდის და შეამცირებს მოხუცებულთა შორის სიღარიბის დონეს.

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც სსფ-ის დახმარებას მიიღებს

„ეკონომიკური გუნდის სწრაფი მოქმედების შედეგად საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სსფ-ის მისიასთან ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: კორონავირუსის ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკაზე უნდა იყოს მინიმიზირებული

მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოფიციალური დახმარების გარდა, საერთაშორისო და ორმხრივი საფინანსო ორგანიზაციები კერძო სექტორს გამოუყოფენ დამატებით 1,5 მილიარდ დოლარს, რომლის დიდი ნაწილიც რეალურ სექტორში ბანკების გავლით მოხვდება.

„ვირუსით გამოწვეული საფრთხეების დაძლევის შემდეგ ეს რესურსი წაახალისებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას – საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, 2021-2025 წლების განმავლობაში წლიურად ეკონომიკის საშუალო ზრდა 5 პროცენტზე მეტი იქნება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კრიზისების გადალახვის წარმატებული გამოცდილება გააჩნია.

„სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და პროგრამების წყალობით ბოლო წლებში ეკონომიკამ მთელი რიგი რთული სიტუაციები გადალახა (2014-2015 წლების შოკი, 2020 წლის ზაფხულის შოკი), რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის დანაკარგის მინიმუმამდე შემცირება“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძის აზრით, ეს ბადებს რწმენას იმისა, რომ დღევანდელი სირთულეები მინიმალური დანაკარგით მოგვარდება, შემდეგ კი ეკონომიკა სწრაფად აღდგენას შეძლებს.

ფული კარანტინში: ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ახალ ბანკნოტებს უშვებს>>

მიმდინარე პრობლემების საპასუხოდ ეროვნული ბანკი გააგრძელებს მოქნილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას, რათა უზრუნველყოს ინფლაციის მიზნობრივ დონესთან დაბრუნება, ხაზგასმით აღნიშნა მარეგულირებელმა.

ექსპერტების შეფასება

Galt&Taggart-ის პროგნოზით, მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი: ოპტიმისტური, საშუალო სიმძიმის და პესიმისტური.

რამდენად დააზარალებს საქართველოს კორონავირუსის პანდემია - მოვლენების განვითარების სცენარი>>

ამასთან, სამივე გულისხმობს ქვეყნისთვის ყველა უმნიშვნელოვანესი შემოსავლის - უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილების, ექსპორტისა და ტურიზმის სფეროებიდან მიღებული მოგების შემცირებას. განსხვავება არის მხოლოდ იმ თანხაში, რომელიც შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ.

ზარალის მოცულობა საქართველოს ეკონომიკისთვის - სამი სცენარი (მლრდ დოლარი):

მაჩვენებელი   ოპტიმისტური სცენარი  საშუალო სცენარი პესიმისტური სცენარი
უცხოური ინვესტიციები 0,1 0,2 0,4
ფულადი გზავნილები 0,2 0,2  0,3
ექსპორტი       0,2  0,7  0,1
ტურიზმი        1,2 2,0 2,8
სულ    1,7 3,1 4,4

კომპანიის შეფასებით, ოპტიმისტური სცენარით ეკონომიკა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას უკვე ივნისში დაიწყებს, საშუალო სცენარის შემთხვევაში ეკონომიკის ზრდა ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში იქნება, მაგრამ შემდეგ ახალი კრიზისი დაიწყება ვირუსის ხელახლა გავრცელების გამო; პესიმისტური სცენარით კი საქართველოს ეკონომიკის დაღმასვლა 2020 წლის ბოლომდე არ შეჩერდება.

ამასთან, კომპანია ვარაუდობს, რომ უფრო რეალურია საშუალო სცენარი, რომლის შემთხვევაშიც ეკონომიკური ვარდნა 2,7% იქნება, მეორე ადგილზეა პესიმისტური სცენარი 6%-იანი ეკონომიკური ვარდნით და ბოლო ადგილზეა ოპტიმისტური სცენარი ეკონომიკის 2,1%-იანი ზრდის მაჩვენებლით.

ყველა ახალი ამბავი
0