საქართველოში ყოველი მეოთხე დასაქმებული ვაჭრობის სფეროში მუშაობს

© Sputnik / Alexander Imedashvili„თბილისი ცენტრალი". ავტოსადგომი
„თბილისი ცენტრალი. ავტოსადგომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საწარმოებში საშუალო ხელფასი 1 404.7 ლარს შეადგენს, რაც 2018 წელთან შედარებით 86 ლარით მეტია.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს საწარმოებში მომუშავეთა რიცხვმა 2019 წლის ბოლოს 713,9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2018 წელის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4,3%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

უმუშევრობის დონე საქართველოში 2019 წლის მეოთხე კვარტალში 12,3%-დან 10,9%-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა ქვეყნის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.

საწარმო „დელტა - Sputnik საქართველო
საქართველომ წელი ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლით დაიწყო

ქვეყანაში დასაქმებული, ტრადიციულად, მამაკაცთა შორის მეტია, ვიდრე ქალთა შორის – შესაბამისად, 58,3% და 41,7%. დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან 36,2% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21,7% – საშუალოზე და 42,1% – მცირე ბიზნესზე.

საწარმოებში საშუალო ხელფასია 1 404.7 ლარი, რაც 2018 წელთან შედარებით 86 ლარით მეტია. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა შეადგინა 1 048.3 ლარი – 71,1 ლარით მეტი, ვიდრე 2018 წელს.

ყველაზე მეტს იღებენ საშუალო სიდიდის საწარმოებში დასაქმებულები – 1 603.3 ლარს თვეში. შემდეგ მოდიან მსხვილ და მცირე საწარმოებში დასაქმებულები – შესაბამისად, 1 365,9 და 1 325,7 ლარი.

საქართველოში ყოველი მეოთხე დასაქმებული ვაჭრობის სფეროში მუშაობს (26,4% დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან), 12,6% მუშაობს გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოებში, ხოლო 10,2% – მშენებლობის სფეროში.

ხელფასები საქართველოში>>

2019 წლის IV კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ შეადგინა 31,4 მილიარდი ლარი (+21,7%), ხოლო წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ – 13,4 მლრდ ლარი (+15,7%).

უმუშევრობის დონე შეიძლება გაიზარდოს

„საქსტატი" უმუშევრების დათვლის სისტემის შეცვლას გეგმავს. ამჟამად ყველა დასაქმებულს ყოფენ დაქირავებულებად და თვითდასაქმებულებად. თვითდასაქმებულად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოჯახურ საწარმოში უანგაროდ მუშაობს, ან მესაკუთრეა, რომელიც გარკვეული პერიოდი მოგების მიღებისთვის მუშაობს.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა - Sputnik საქართველო
საქართველოში 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინებს გადააჭარბა

თუ ადრე თვითდასაქმებულად მიიჩნეოდა საკუთარ მიწაზე მომუშავე ნებისმიერი ადამიანი, აწარმოებდა ის პროდუქციას თავისთვის თუ ბაზარზე გასაყიდად, ახალი მეთოდოლოგიით, ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობს, თვითდასაქმებულებიდან ამოიშლება.

2019 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 840,4 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული.

„რა თქმა უნდა, ახალი მეთოდოლოგია შეცვლის სურათს და უმუშევართა რაოდენობას გაზრდის. მიუხედავად ამისა, მომხრე ვარ, რომ რეალური სურათი იყოს წარმოდგენილი", – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში ექსპერტმა შრომისა და შრომითი უფლებების საკითხებში მიხეილ კორძახიამ.

რას აპირებს ხელისუფლება უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად

დასაქმების პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლება სხვადასხვა ნაბიჯებს დგამს და ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

სვანეთი - Sputnik საქართველო
რეალობა და სტატისტიკა: საქართველოში უმუშევართა აღრიცხვის სისტემა შეიცვლება

საქართველოს მთავრობის წევრებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ უმუშევრობის შემცირების ტემპი ძალზე დაბალია. პროცესის დასაჩქარებლად 2025 წლამდე ყოველწლიურად 50-60 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა საჭირო.

საქართველოში 2020 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში უმუშევრობის შესამცირებლად მუშაობა დაიწყო ცალკე უწყებამ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ.

სააგენტო შუამავლის როლს ასრულებს სამუშაოს მძებნელთა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს დასაქმების მსურველებს, სწავლობს შრომით ბაზარს და შრომითი ბაზრის საკითხებზე რეკომენდაციებს გასცემს.

უმუშევრობის პრობლემას ახალი სტრუქტურა გადაწყვეტს>>

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ხელისუფლებას გაუწია რეკომენდაცია, განუხრელად შეასრულოს რეფორმების პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

ყველა ახალი ამბავი
0