არჩევნები 2020: „ქართული ოცნება" მზადაა, ახალი საარჩევნო სისტემა წარმოადგინოს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ბიულეტენები
საარჩევნო ბიულეტენები - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნებამდე რვა თვეზე ნაკლები რჩება, ხოლო პოლიტიკოსებს ჯერ ვერ გაურკვევიათ, რა სისტემით იქნებიან არჩეული დეპუტატები პარლამენტში.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მზადაა, კვირის ბოლოს წარმოადგინოს საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების საკუთარი პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ. ოპოზიცია კი ამ შესწორებების კატეგორიული წინააღმდეგია.

არჩევნები 2020: „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოლაპარაკებას ცდილობენ>>

მოქმედი კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნები წელს უნდა ჩატარდეს სისტემით, როცა 150 ადგილიდან 77 ნაწილდება პარტიებს შორის, რომლებიც 3%-იან ზღვარს გადალახავენ, დანარჩენი 73 კი – ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულებს შორის.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: რისი იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“

ეს სისტემა არ მოსწონს ოპოზიციას, რომელიც მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია, გამოიყენებს რა თავის გავლენას, არჩევნებს ყველა ერთმანდატიან ოლქში მოიგებს და ხელისუფლებაში ყოფნას კიდევ ერთი ვადით გაინაღდებს, ანუ პროპორციული სისტემით მიღებული ადგილების გარდა, დამატებით მიიღებს 73 მანდატს მაჟორიტარული სისტემით.

ოპოზიცია სამი თვის განმავლობაში მართავდა მოლაპარაკებებს მმართველ პარტიასთან ამ სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, თუმცა, მმართველმა პარტიამ მაინც გადაწყვიტა ვა-ბანკზე წასვლა.

ხელისუფლების სვლა

მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას არა აქვს კონსტიტუციის დამოუკიდებლად შეცვლის რესურსი, მან არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენა მაინც გადაწყვიტა.

„რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას წერილობითი სახით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება „40%-ის პრინციპი", რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ ხმებს მიიღებს, მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს", – განაცხადა „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები 2020: ოდირის დასკვნა როგორც უთანხმოების საბაბი და სათადარიგო გეგმა

მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიამ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ნებისმიერი სისტემით 75 მანდატი უნდა მიიღოს.

მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში ადგილების განაწილების პრინციპი იქნება: 110 ადგილი პროპორციული სისტემით და 40 – მაჟორიტარულით, ხოლო გამსვლელი ბარიერის გაუქმების ან დაწესების და მისი სიდიდის საკითხის გადაწყვეტას ისინი მთლიანად ოპოზიციას ანდობენ.

შესწორებების გასატანად „ქართულ ოცნებას" ოპოზიციონერი დეპუტატების ხმები სჭირდება.

ამჟამად პარლამენტში ოპოზიცია სამი ფლანგით არის წარმოდგენილი: პარტიები „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომლებიც გაერთიანებულ ოპოზიციაში შედიან, პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და სოციალ-დემოკრატები, რომლებიც დანარჩენი ოპოზიციისგან დამოუკიდებლად იბრძვიან, ასევე ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებმაც „ქართული ოცნება" სწორედ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო დატოვეს.

არჩევნები 2020: ევროკავშირმა საქართველოსთვის რეკომენდაციები მოამზადა>>

„პატრიოტთა ალიანსსა" და „ქართული ოცნების" ყოფილ მომხრეებს მმართველი პარტიის წინადადებაზე ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ და მათ განაცხადეს, რომ სურთ დოკუმენტის ნახვა; ხოლო ოპოზიციაში შემავალმა პარტიებმა „ევროპულმა საქართველომ" და „ნაცმოძრაობამ" ამ ინიციატივის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უკვე გამოხატეს.

გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
ყველა ერთის წინააღმდეგ: ქართული ოპოზიცია არჩევნებზე ერთიან კანდიდატებს წამოაყენებს

რითია უკმაყოფილო ოპოზიცია

„ფორმატი „110/40“ – ეს ისეთი სისტემაა, რომ მესამედზე ოდნავ მეტი ამომრჩევლით გაქვს შანსი მოიპოვო უმრავლესობა. ჩვენ ის კი არ გვაშინებს, რომ ამ სისტემით მოიგებენ არჩევნებს, დღევანდელი სისტემითაც წააგებენ და მაგ სისტემითაც, ოღონდ ჩვენ არ მოვატყუებთ საზოგადოებას", – განაცხადა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ამავე დროს მცირე პარტიები, რომლებსაც საზოგადოების ნაკლები მხარდაჭერა აქვთ, უმრავლესობისგან კონკრეტულ წინადადებებსა და ფორმულირებებს ელოდებიან, მათ შორის, გამსვლელ ბარიერზე, რათა გადაწყვეტილება მიიღოს.

კონსტიტუციაში შესწორებების მისაღებად პარლამენტის შემადგენლობის 3/4-ის თანხმობაა საჭირო, ანუ 112 დეპუტატის, და დრო – პარლამენტის ორი სესია. გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ „ევროპულ საქართველოსა" და „ნაცმოძრაობას" ერთად 26 მანდატი აქვთ. ამგვარად, დამოუკიდებელი დეპუტატებისა და კიდევ ორი ოპოზიციური ფრაქციის თანხმობის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას" კონსტიტუციის შესაცვლელად ხმები ეყოფა.

ყველა ახალი ამბავი
0