განათლება, როგორც ხსნა – რაზე დებს ფსონს საქართველოს ხელისუფლება

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტროს შენობა
განათლების სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წელს განათლების სისტემამ ბევრი ცვლილება განიცადა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამიტომ „Sputnik-საქართველომ“ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ასპექტები გამოყო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი განათლების სფეროსთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და აქტიური იყო.

დავიწყოთ იმით, რომ მთავარ პრობლემად ქვეყნის ხელისუფლებას არაერთხელ უღიარებია უმუშევრობა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არის, მაგრამ არ არიან პროფესიონალი კადრები. შესაბამისად, უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება პირდაპირ უკავშირდება განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმას.  

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე დაიხარჯება

ექსპერტებმა მოამზადეს განათლების რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, დაინერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი. რეფორმა ოთხ წელიწადს გაგრძელდება. ის მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად ჩამოყალიბებას.

მთავრობამ გადაწყვიტა 2022 წლამდე განათლების ბიუჯეტის გაზრდა, ვიდრე ის მშპ-ის 6%-ს არ გაუტოლდება.

„ახალი სკოლის მოდელი“

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ხელშესახები ცვლილება საშუალო განათლებას უკავშირდება.

განათლების სამინისტრო სახელმწიფო საჯარო სკოლებში „ახალი სკოლის მოდელს“ ნერგავს. შედეგად, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ყოველ მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას და XXI საუკუნისთვის შესაფერის და აუცილებელ ცოდნასა და უნარებს მისცემს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე: საქართველოსთვის განათლება – ეროვნული იდეაა

„ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა ჯერ 150 სკოლაში დაიწყო, რის შემდეგაც ის ქვეყნის ყველა სასწავლო დაწესებულებას შეეხება. ეს პროცესი 2024 წელს დასრულდება.

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განახლდება საკლასო ოთახები, სკოლები აღიჭურვება ინტერნეტით, იქნება WiFi, ნეტბუკები მოდიფიცირებული იქნება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით: Minecraft Education Edition, Scratch.

არა გამოსაშვებ გამოცდებს!

განათლების სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება სკოლის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება იყო.

გარდა ამისა, აბიტურიენტები 2020 წლიდან ჩააბარებენ არა ოთხ, არამედ სამ გამოცდას. გადაწყდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნარ-ჩვევების რთული გამოცდის გაუქმება. ეს საგანი სკოლებში არ ისწავლება.

ბედნიერი მოსწავლეები
განათლება, როგორც ხსნა – რაზე დებს ფსონს საქართველოს ხელისუფლება - Sputnik საქართველო
ბედნიერი მოსწავლეები

უნარების ჩაბარება აბიტურიენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ ამას რომელიმე კონკრეტული უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს.

სკოლის უსაფრთხოება – განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. უსაფრთხოების გასაძლიერებლად 2019-2020 წლებში სკოლის მანდატურების სამსახური 260 საჯარო სკოლაში იმუშავებს.

განათლების სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციები გამკაცრდა

2021 წლამდე ქვეყნის პოლიციის აკადემიაში გადაამზადებენ 1,3 ათას მოქმედ მანდატურს.

გარდა ამისა, გაძლიერდება სკოლის მანდატურის სამსახურთან ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების მუშაობა.

პროფესიული განათლება

პროფესიული განათლების დიპლომი გაუტოლდება სრული ზოგადი განათლების დიპლომს.

საბაზისო განათლების (9 კლასი) მოსწავლეები პროფესიულ სასწავლებლებში არა მხოლოდ ამა თუ იმ პროფესიას დაეუფლებიან, არამედ სკოლის ყველა საგანსაც შეისწავლიან. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, ისინი პროფესიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ.

საქართველომ განათლების რეფორმის განსახორციელებლად უცხოეთიდან 600 მლნ ლარი მოიზიდა>>

გარდა ამისა, სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ შესაძლებელი იქნება პროფესიული პროგრამების შესწავლა, რომლებსაც დამსაქმებლების მონაწილეობით შეიმუშავებენ.

თბილისისა და ბათუმის განათლების ქალაქები

თბილისსა და ბათუმში წელს განათლებისა და მეცნიერების ქალაქების მშენებლობა დაიწყო. აქ შეიქმნება აუცილებელი ინფრასტრუქტურა ახალგაზრდობის სწავლებისა და ფიზიკური განვითარებისთვის.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

თანამედროვე შენობებში გაიხსნება კომპიუტერული და სამეცნიერო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

ქალაქში განთავსდება ასევე კომაროვის სახელობის ფიზიკურ-მათემატიკური სკოლის ახალი ფილიალები. პროექტის ფარგლებში აშენდება კამპუსები მოსწავლეებისთვის.

ქართული დიპლომი ამერიკულს გაუთანაბრდება

დიახ, ეს სიმართლეა. ქართული დიპლომი ამერიკულს გაუტოლდება. სტუდენტები, რომლებიც 2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული ინჟინერიის და ელექტრონიკის ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და ქიმია-ბიოლოგიის პროგრამებზე ჩააბარებენ, მიიღებენ ამერიკულთან გათანაბრებულ დიპლომს.

სიახლე თსუ-ში – როგორ მივიღოთ ამერიკულთან გათანაბრებული დიპლომი საქართველოში>>

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მითითებულ სამ პროგრამაზე სერტიფიცირება გაიარა. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები, რომლებიც 2020 წელს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩააბარებენ, აიღებენ ამერიკულ დიპლომთან გათანაბრებულ დიპლომს.

კვლავ ახალი მინისტრი

ნოემბერში განათლების სამინისტროში კიდევ ერთხელ გამოიცვალა მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმა წამოიწყო და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, იგი საკუთარი სურვილით გადადგა თანამდებობიდან.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ ბატიაშვილი – ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის სათავეებთან

ის კვლავ შეცვალა მიხეილ ჩხენკელმა, რომელიც სამინისტროს 2017-2018 წლებში ედგა სათავეში, მანამდე კი იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

რაც შეეხება ბატიაშვილს, ის მასშტაბური პროექტით – რეგიონში პირველი ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის ჩამოყალიბებითაა დაკავებული. ამ პროექტის ხორცშესასხმელად ბატიაშვილი აპირებს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობას, როგორებიცაა HP და Microsoft. ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი გაიხსნება თბილისში, საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე. ბატიაშვილი ორივე უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს.

მილიარდ ევროდ ღირებული გიგანტური უმაღლესი სასწავლებელი

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობისთვის ერთი მილიარდი ევრო გაიღო.

საგანმანათლებლო კომპლექსი 153 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე შენდება. ამასთან, ტერიტორიის 80 ჰა – ტყის მასივია. უნივერსიტეტი რეგიონში პირველი მასშტაბური საგანმანათლებლო ცენტრი უნდა გახდეს, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ლაბორატორიებითა და ინფრასტრუქტურით. უნივერსიტეტი გათვლილი იქნება 60 ათას სტუდენტზე.

ივანიშვილმა ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 1 მლრდ ევრო გადარიცხა>>

ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთო საცხოვრებელში სტუდენტებს ექნებათ სამზარეულოთი და სველი წერტილებით მოწყობილი ცალკე ბინები.

პედაგოგების ანაზღაურების გაზრდა

წელს საქართველოს სახელმწიფო სკოლების პედაგოგებს ანაზღაურება 150 ლარით გაუზარდეს.

უფროსი პედაგოგები 1011 ლარს იღებენ, წამყვანი პედაგოგები - 1435 ლარს, მენტორები - 1745 ლარს.

ხელფასების გაზრდა არ არის გათვალისწინებული მასწავლებლების ქვედა კატეგორიისთვის - პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის. მათი ანაზღაურება 400 ლარია.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
სკოლის მასწავლებლის ხელფასი დღეიდან 150 ლარით გაიზარდა

სტატუსის ასამაღლებლად მათ 2020 წლის 31 იანვრამდე უნდა ჩააბარონ შესაბამისი გამოცდა. თუ ისინი გამოცდის ჩაბარებას არ მოისურვებენ ან ბარიერს ვერ გადალახავენ, დირექციას უფლება აქვს, მათთან დროებითი შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს და ვაკანსია გამოაცხადოს.

ვაკანტური ადგილის დაკავებას შეძლებენ პედაგოგები, რომლებიც გამოცდას ჩააბარებენ. ამ შემთხვევაში დროებითი შრომითი ხელშეკრულება პრაქტიკოს პედაგოგთან გაუქმდება.

განათლების სამინისტრო პედაგოგებს ანაზღაურების გაზრდას 2022 წლამდე ყოველ შემოდგომაზე ჰპირდება.

საპენსიო ასაკის ნაკლები მასწავლებელი

განათლების რეფორმის კიდევ ერთი ხმაურიანი ნაწილი საპენსიო ასაკის პედაგოგების შემცირება იყო.

სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომლებიც გადაწყვეტდნენ სამსახურიდან წასვლას, შესთავაზა 2 წლის ანაზღაურების ერთბაშად გადახდა.

რა გამონაკლისს დაუშვებს განათლების სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის>>

საჯარო სკოლების 6 ათასამდე საპენსიო ასაკის პედაგოგმა ეს შეთავაზება მიიღო და გამოცდის ჩაბარებას პენსიაზე გასვლა და თანხის აღება არჩია.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელიწადი

პრაქტიკოსი მასწავლებლების რაოდენობის შემცირება და გამოსაშვები გამოცდების გაუქმება – წელს განათლების სფეროში მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყო, ფიქრობს განათლების საკითხთა ექსპერტი რევაზ აფხაზავა.

მისი სიტყვებით, საქართველოს ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც ამდენი მასწავლებელი ასე ორგანიზებულად და უმტკივნეულოდ წავიდა სკოლიდან.

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა

„შეიძლება ითქვას, რომ სხვა წლებთან შედარებით, ეს წელი განათლების სამინისტროსთვის იყო მნიშვნელოვანი, ვინაიდან მიღებულ იქნა სერიოზული გადაწყვეტილებები. თუმცა, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი ამ გადაწყვეტილებების სიმტკიცე, მათი ეფექტი ძალას დაკარგავს და არ გამოიღებს შესაბამის შედეგებს“, – აღნიშნა აფხაზავამ.

წლის ყველაზე არასწორ გადაწყვეტილებად აფხაზავა მიიჩნევს მინისტრის შეცვლას.

„წელს ჩვენ კვლავ ვერ ავიცილეთ თავიდან მინისტრის შეცვლა. არ ვსაუბრობ იმაზე, ვინ იყო კარგი მინისტრი ან ვინ იყო ცუდი, ახლა ამას არ ვიხილავ, მაგრამ მთლიანობაში სისტემისთვის ეს ცუდია, როდესაც ასე ხშირად იცვლებიან მინისტრები“, – ხაზი გაუსვა აფხაზავამ.

მასწავლებლების ინსტიტუტის გაუმჯობესება, სკოლებში დირექტორის როლის გაძლიერება, სკოლებში უსაფრთხოების დაცვა, განათლების ხარისხის გაზრდა – ამ სიახლეებს ელოდება ექსპერტი მომავალ წელს.

მან იმედი გამოთქვა, რომ განათლების რეფორმა რეალურ შედეგებს გამოიღებს და მომავალი სასწავლო წელი უფრო წარმატებული იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0