თამბაქოს გაძვირება – როგორც გამოსავალი ყველაზე მწეველი ქვეყნის სტატუსის მოსახსნელად?

CC0 / Pixabay / დაუფასოებელი თამბაქო
დაუფასოებელი თამბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 21 ნოემბრიდან აქციზით იბეგრება თამბაქოს ნედლეული, ყალიონით მოსაწევი თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს მიწოდება.

ნატა პატარაია

აქციზი ასევე სავალდებულო ხდება ელექტრონული სიგარეტისთვის განკუთვნილი სითხებისთვისაც როგორც ნიკოტინის შემცველობით, ასევე მის გარეშე.

აქციზით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის უაქციზოდ გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია, კანონმდებლობის მიხედვით, საქონლის ჩამორთმევას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, იკრძალება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს და შესახვევი თუთუნის ნეტო მასით 50- ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდებაც.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მათ შორის ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.

ბარი მწეველთათვის - Sputnik საქართველო
აღმართში დაწეული ქვა... ანუ თუთუნიც ძვირდება?!

თამბაქოს მწარმოებლები ცვლილების წინააღმდეგ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ახალმა ცვლილებებმა აჭარაში თამბაქოს მწრამოებელთა პროტესტი გამოიწვია. ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებზე მწარმოებლებმა ჯერ ცვლილებების გაუქმება, ხოლო შემდეგ გარკვეული შეღავათები მოითხოვეს. მათი თქმით, მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ, ქედაში, შუახევსა და ხულოში თამბაქო აქტიურად მოჰყავთ და ის მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი ისინი გადასახადს ვეღარ გადაიხდიან და იძულებული იქნებიან სოფლები დატოვონ.

„ერთ კილოში 60 ლარს ვერ გადავიხდით. აზრი აღარ ექნება მოყვანას, რადგან თუთუნი 40-50 ლარი ღირს. გვაიძულებენ, სოფელი დავტოვოთ. თამბაქოს მოყვანის კულტურა განადგურდება“, – განუცხადა ჟურნალიტებს ერთ-ერთმა მწარმოებელმა.

მწარმოებლებისთვის პრობლემაა ისიც, რომ სახლში მოყვანილი და დაჭრილი თამბაქო შეფუთვის შემდეგ სარეალიზაციოდ აღარ ივარგებს. 

თბილისის ერთ-ერთი ქუჩა - Sputnik საქართველო
„რაც უფრო ძვირდები, მით უფრო მხიბლავ", ანუ დაფასებული ბიჩოკი...

რას ფიქრობენ ექსპერტები

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრადა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის აზრით, ეს საკანონმდებლო ცვლილება თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას პრობლემას მართლაც შეუქმნის, მისი მიღება კი ქვეყანაში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით არის ნაკარნახევი.

„ჩვენ ერთგვარი დილემის წინაშე აღმოვჩნდით, თუ ახლა გადასახვევ თუთუნზე გადასახადს არ გავზრდით, გამოდის, რომ საზოგადოება გავწირეთ ყველაზე დაბალხარისხიანი პროდუქციისთვის, ხოლო თუ გავზრდით, მაშინ დარტყმას მივაყენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თამბაქო მოჰყავთ ან მის რეალიზაციას ახდენენ. შექმნილი სიტუაციის გამომწვევი კი არის ის გაუაზრებელი და ეკონომიკურად დაუმუშავებელი კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომელიც ასე ზარზეიმით მივიღეთ“, – განუცხადა პაატა ბაირახტარმა „Sputnik-საქართველოს“.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვეფხია გიორგაძე კი ფიქრობს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება თუთუნს გააძვირებს, რაც ნეგატიურად აისახება მწეველების ჯიბეზე.

„ყოველი ეკონომიკური რეგულაცია იწვევს უარყოფით ეკონომიკურ ეფექტს, ძვირდება პროდუქცია თუ მომსახურება, მცირდება სამუშაო ადგილები, მცირდება ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა, რაც იწვევს ინფლაციის ზრდას, ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში აისახება მოსახლეობის ჯიბეზე“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

მოწევის ამკრძალავი ნიშანი - Sputnik საქართველო
საქართველოში დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმი აღარ გაიყიდება

ეკონომისტის აზრით, მთავრობა არ ითვალისწინებს იმას, რომ სიგარეტის გაძვირება თუ გაიაფება მასზე მოთხოვნას არ ცვლის. ისინი, ვისაც ხელი არ მიუწვდება შედარებით ძვირადღირებულ მარკაზე, უფრო იაფფასიან ვარიანტს ირჩევენ.

„მთავრობამ 2017 წელს გაზარდა სიგარეტზე აქციზის გადასახადი, რის გავლენასაც ეკონომიკაზე დღემდე იმკის, რადგან გაიზარდა ინფლაცია და მწეველი ოჯახის ხარჯი“, – თქვა ვეფხია გიორგაძემ.

არა სიგარეტს! - Sputnik საქართველო
უჩვეულო მეთოდი მოწევისთვის თავის დასანებებლად: მეცნიერული აღმოჩენა

მთავრობის პოლიტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო დღეს ყველაზე მწეველი ქვეყნების სიაში შედის (მეორე ადგილი ევროპაში, მეექვსე – მსოფლიოში) – ქვეყნის მოსახლეობის მესამედი მწეველია.

ყოველწლიურად საქართველოს 11,4 ათასი მცხოვრები იღუპება მოწევით გამოწვეული დაავადებებისგან. საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3,7 მილიონს შეადგენს.

2017 წლის იანვრიდან ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი შეადგინა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 2019 წელს გათანაბრდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების სააქციზო განაკვეთი.

Сигареты. Архивное фото - Sputnik საქართველო
კალანდაძე: “ სიგარეტის და სასმელის გაძვირება ბიუჯეტზე ნეგატიურად მომავალში აისახება“

მეტიც, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს გაიზარდა ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი არსებული 10%-დან 30%-მდე. 

შედეგად: ორი წლის განმავლობაში საქართველოში სიგარეტი თითქმის ორ-ნახევარჯერ გაძვირდა. 2019 წელს ფასმა ორჯერ მოიმატა, საშუალოდ 1 ლარით, ამჟამად სიგარეტის ერთი კოლოფი საშუალოდ 4–6 ლარი ღირს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კანონის გამკაცრების მთავარი ამოცანა არის პრევენცია, რათა საქართველოს ახალგაზრდობამ სიგარეტის სიძვირის გამო თავი შეიკავოს მათი შეძენისგან და არ მიეჩვიოს მოწევას.

„ევროკავშირის ქვეყნებში თამბაქოს ღირებულებაში გადასახადების წილი დღეს 60-70%-ია. ჩვენ ამ ნიშნულისგან ჯერ შორს ვართ. მაგრამ სწორედ ასეთი გადასახადების მიღწევის შემდეგ მცირდება თამბაქოს მოხმარება“, – მიაჩნია გამყრელიძეს.

თამბაქოსთან ბრძოლის პოლიტიკის შედეგად ქართველი მწეველების ნაწილი უფრო იაფ ვარიანტებზე გადაერთო, ძირითადად – შესახვევ თამბაქოზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0