ანგელოზი

ამბავი გურჯი ხათუნისა: თურქეთ-ირანის მზე და ციური ანგელოზი ცოდვილ მიწაზე

1444
(განახლებულია 15:58 06.11.2019)
სელჩუკთა სახელმწიფოში ბევრს სმენოდა გურჯი ხათუნის მშვენების შესახებ, მაგრამ იკონია გააოგნა ნანახმა — ქართველი ქალწულის სილამაზემ, სათნოებამ და სიქველემ სრულად შეძრა სასულთნო...

ვანო სულორი 

1444
თემები:
იცით თუ არა, რომ... (361)

„პოსეიდონის გამოცდა“: მზადდება უპილოტო ტორპედოს პირველი გაშვება

9
(განახლებულია 13:42 27.05.2020)
მოწინააღმდეგის თავდასხმის შემთხვევაში, უნიკალური რუსული უპილოტო წყალქვეშა კომპლექსი გარანტირებულს ხდის საპასუხო დარტყმას. მსოფლიოს ტექნოლოგიურად ყველაზე მეტად განვითარებულ ქვეყნებს შორის ასეთი იარაღი მხოლოდ რუსეთს აქვს, ირწმუნება სამხედრო მიმომხილველი

ალექსანდრ ხროლენკო

სააგენტო РИА Новости–ს წყარომ რუსეთის თავდაცვით–სამრეწველო კომპლექსში,  26 მაისს განაცხადა, რომ უპილოტო წყალქვეშა აპარატის, „პოსეიდონის“ პირველი გაშვება 2020 წლის შემოდგომისთვის იგეგმება. მანამდე კი უახლესი სისტემის ცალკეული კვანძები და აგრეგატები იცდება. გაშვება წყალქვეშა მრავალსამიზნიანი ატომური ნავიდან,  „ბელგოროდიდან“ მოხდება, რომელიც უახლესი უპილოტო აპარატების პირველი საცდელი მატარებელია.

ექსპერიმენტული ხომალდი სპეციალურად „პოსეიდონისთვის“ გადაკეთდა და წყალში 2019 წლის აპრილში ჩაეშვა. თავად სუბმარინის გამოცდა 2021 წლამდე გაგრძელდება და წარმატების შემთხვევაში, „პოსეიდონებთან“ ერთად შევა რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში. 

კონტინენტთშორისი უპილოტო აპარატების პირველი საშტატო მატარებელი მომავალში ატომური წყალქვეშა ნავი „ხაბაროვსკი“ გახდებს, რომლის წყალში ცაშვებაც ზაფხულის დასაწყისში იგეგმება, რის შემდეგაც ტესტირება დაახლოებით ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს „პოსეიდონისგან“ თავდაცვის სისტემები თუ საშუალებები. მრავალსამიზნიანი საოკეანო სისტემა „პოსეიდონი“ არის რუსეთის ასიმეტრიული პასუხი აღმოსავლეთ ევროპაში პენტაგონისა და ნატოს შემტევი პოტენციალის სახიფათო  კონცენტრაციაზე, და ასევე აშშ–ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფორმირებაზე, რაც რუსეთის თავდაცვითი პოტენციალის გასანადგურებლად შეიძლება იყოს გამოყენებული.

რუსეთის წინდახედულება ზედმეტი არ გამოდგა — 2019 წელს აშშ გამოგონილი მიზეზით გავიდა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან, რითაც სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ შეთანხმების დასანგრევად პრეცედენტი შექმნეს. ამასთან, 2020 წლისთვის სამხედრო ბიუჯეტი 750 მლრ დოლარამდე გაზარდეს.

გამაოგნებელი უპილოტო აპარატი

„პოსეიდონი“ — ეს სტრატეგიული კონტინენტთშორისი ღრმაწყლოვანი აპარატია ბირთვული ენერგეტიკული დანადგარებით, რომელსაც 1000 მ სიღრმეზე 10 ათასი კილომეტრის გავლა შეუძლია 100 კვანძის სიჩქარით (185 კმ/სთ). „პოსეიდონის“ გამოცდებმა დაადასტურა მისი უნიკალური მახასიათებლები და უპილოტო ცურვის პრაქტიკულად შეუზღუდავი მანძილი.

24 მეტრი სიგრძისა და დაახლოებით 1,6 მ დიამეტრის მქონე აპარატი შესაძლოა აღჭურვილი იყოს ჩვეულებრივი ან მეგატონური თერმობირთვული საბრძოლო მასალებით, რომლის დანიშნულებაც ავიამძიდების დაჯგუფების განადგურებაა. ოკეანეში ამგვარი ტორპედოს მოძებნა მარტივი არ არის, დაბალ სიჩქარეზე ის ძალიან ჩუმად მოძრაობს, თუმცა ჰიდროაკუსტიკური კონტაქტის (აღმოჩენის) შემთხვევაშიც კი მისგან თავდაცვა შეუძლებელია. უპილოტო რეჟიმში „პოსეიდონს“ შეუძლია იმოძრაოს ისეთ სიღრმეებსა და ისეთი სიჩქარით, რომლებიც მიუწვდომელია მოწინააღმდეგის ყველა არსებული თუ პერსპექტიული სუბმარინისთვის, ტორპედოებისა თუ რაკეტებისთვის. 

მართვის ავტონომიური სისტემა ანტისუბმარინული სისტემების აღმოჩენისა და გადალახვის საშუალებას იძლევა, რაც არის კიდეც მოუწყვლადობისა და წარმოუდგენელი გამანადგურებელი ეფექტის გარანტია. ეს შეკავების ძალიან სერიოზული ინსტრუმენტია.

 რუსულმა პროექტმა ამერიკული სტრატეგიული სარდლობა (STRATCOM) ჯერ კიდევ მისი გამოცდების ეტაპზე შეაშფოთა. კონგრესის მოსმენებზე თებერვალში STRATCOM–ის ხელმძღვანელმა ჯონ ჰაიტენმა აღნიშნა, რომ „ პოსეიდონი“, როგორც შეიარაღების პრინციპულად ახალი სისტემა, არ ხვდება СНВ-III–ის შეზღუდვებში ხოლო აშშ–ში მისი ანალოგი არ მუშავდება. ამერიკული მხარე მაშინ ახალი შეთანხმებით დაინტერესდა, რომელიც ბირთვული აღჭურვილობის წყალქვეშა აპარატებისა და სხვა სისტემების რეგლამენტაციას მოახდენდა. მანამდე აშშ–ში გაჩნდა პუბლიკაცია–პროგნოზები, თითქოს, გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში, წყალქვეშა მტარებელი აშშ–ის სანაპირობეთან ას მეგატონიან თერმობირთვულ ტორპედოს მიიტანდა, რომელიც ცუნამის გამოიწვევდა და ოკეანეში ცარეცხავდა მტელ სანაპირო ინფრასტრუქტურას ავიამზიდებთან, თავდაცვით ქარხნებთან და მეთლ ქალაქებთან ერთად. ამგვარად, უპილოტო  „პოსეიდონმა“ ჯერ კიდევ შეიარაღებაში შესვლამდე მოახდინა გავლენა საერთაშორისო მდგომარეობაზე და ნაწილობრივ რუსეთის მი8მართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზეც. მაგრამ „პოსეიდონი“ არასდროს ირებს სტარტს წონადი მიზეზის გარეშე.

იდუმალი „ხაბაროვსკი“  

უახლესი სუბმარინა „ხაბაროვსკი“ დღეისათვის რუსეთის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სამხედრო საიდუმლოა. ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ ხომალდი აღჭურვილია პრინციპულად ახალი ბირთვული ენერგეტიკული დანადგარით და აქვს უნარი, გადაიტანოს ექვსი „პოსეიდონი“, რომლებსაც დასავლეთში „განკითხვის დღის ტირპედოებს“ უწოდებენ.

ხომალდის წყალწყვა დაახლოებით 10 ათასი ტონაა, სიჩქარე — 32 კვანძი,  ჩაყვინთვის სიღრმე  — 500 მეტრი, ავტონომიურობა — 12– დღე–ღამე, ეკიპაჟი — არანაკლებ ასი კაცისა.  სუბმარინის კორპუსი უახლეს სტრატეგიულ რაკეტმზიდ „ბორეის“ ჰგავს. „ხაბა როვსკის“ ძირითადი მახასიათებლები გასაიდუმლოებულია. რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტი ჩრსილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტებში „პოსეიდონების“ მატარებელი ორ–ორი  სუბმარინის ყოლას გეგმავს.

ეს რუსეთის წყალქვეშა სტრატეგიუილ შეიარაღების პრინციპულად ახალი სისტემებია. ატომური სუბმარინ–მატარებლებისა და „განკითხვის დღის ტორპედოების“ „ორმაგი იდუმალება“ გარანტირებულად საიმედოს ხდის საპასუხო–შემხვედრ ბირთვულ დარტრყმას იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ და ნატო „გაურღვეველ“ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს შექმნიან  ხმელეთზე, ზღვასა თუ კოსმოსში.

თუმცა  რუსეთის ფედერაცია არ მიისწრაფვის საფრთხეების მანიაკალური გენერირებისკენ. უფრო მეტიც, მსოფლიოში სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცებისთვის მოსკოვი მზადაა, იმსჯელოს დასავლელ პარტნიორებთან ერთად.

 

9
ნიკა შენგელია

ნიკა შენგელია: ემიგრანტები საქართველოში სულ უფრო ნაკლებს გადმორიცხავენ

336
(განახლებულია 20:11 26.05.2020)
კორონავირუსის პანდემია ნეგატიურ გავლენას საქართველოში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულის მოცულობაზეც ახდენს. უცხოეთიდან უფრო ნაკლები ვალუტის შემოდინება კი  უარყოფითად მოქმედებს როგორც მოსახლეობის შემოსავლებზე, ასევე ლარის სტაბილურობაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში ქართულ კომერციულ ბანკებში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 42,3%-ით შემცირდა და დაახლოებით 79,1 მლნ დოლარი შეადგინა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისი კველევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია აღნიშნავს, აპრილის თვეში რომ ემიგრანტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა 40-45%-ით დაეცემოდა, სპეციალისტები ამაზე ჯერ კიდევ მარტის თვეში საუბრობდნენ და ამ მხრივ არც შემდეგი თვეების პროგნოზია კეთილსაიმედო.

„ფულადი გადმორიცხვების კლებას მაისის თვეშიც ველოდებით, ვვარაუდობთ, რომ ემიგრანტების მხრიდან ტრანზაქციების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45-50%-ით იქნება შემცირებული, ხოლო წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 38-47%-ის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა ნიკა შენგელიამ „Sputnik- საქართველოსთან“ საუბრისას.

ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება, რა თქმა უნდა, მსოფლიო ფინანსურ კრიზისს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნების ეკონომიკების რეცესია მოჰყვა. 

„ექნება თუ არა გავლენა ამას ლარის კურსზე? ვიტყოდი რომ არა. იმიტომ რომ ეროვნული ბანკი აქტიურად  ახორციელებს ბაზარზე სავალუტო ინტერვენციებს, რადგან რეგულატორს კარგად ესმის, რომ დღევანდელ სიტუაციაში ლარის კურსის გაუფასურება 3,3 ნიშნულზე მეტად პროდუქტებსა და სხვა საქონელზე ფასების 8-15%-ით მატებას გამოიწვევს, ეს კი ინფლაციის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში მოსახლეობის ჯიბეზე ნეგატიურად აისახება“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

აქედან გამომდინარე, ეკონომისტის პროგნოზით, ლარის კურსი დოლარის მიმართ მაისის თვეში 3,30-ის ფარგლებში იქნება. ეს ნიშნული ეროვნულმა ვალუტამ შეიძლება წლის ბოლომდეც კი შეინარჩუნოს.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეგულატორმა მარტის შემდგომი პერიოდიდან დღემდე ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად რეზერვებიდან 120 მილიონი დოლარი გახარჯა, და იმასაც, რომ საერთაშორისო დახმარებებიც ნელ-ნელა შემოდის, რეგულატორის სწორი მოქმედების შედეგად სრულებით არის შესაძლებელი წლის ბოლოსთვის ლარის კურსის 3,0 ნიშნულიან მაჩვენებელთან მიახლოებაც კი“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

ეროვნული ბანკმა უკვე განაცხადა, რომ უწყება მიმდინარე წელს სავალუტო ინტერვენციებს უფრო აქტიურად განახორციელებს. მათი მიზანი სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შემცირება და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის თავიდან არიდებაა.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს ინტერვენციებს გამოიყენებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხებისა თუ გრანტების სახით მისაღები სავალუტო შემოდინებების ნაწილის ბაზრისთვის მისაწოდებლად.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2020 წლის იანვარ–აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილები 9,4%-ით შემცირდა და დაახლოებით 467,9 მლნ დოლარი შეადგინა.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი. ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

ნატა პატარაია

 

336
ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილმა დაშორებულ ქმარ-შვილს ნახევრად შიშველ ვითარებაში გადაუღო- პოზიტიური ფოტო

0
(განახლებულია 09:36 27.05.2020)
მსახიობი და ტელეწამყვანი მეორე ნახევარს 5 თვე დისტანციურად ეკონტაქტება. ნუკიმ თავად გაასაჯაროვა მამა-შვილის უსაყვარლესი ფოტო, რომელზეც ორივე ნახევრად შიშველი პოზირებს

ნუკი კოშკელიშვილი ქმარს დროებით დაშორდა. წყვილს კილომეტრები კორონავირუსის პანდემიის გამო აშორებს. ამ ხნის მანძილზე ერთგულ მეუღლეს სოციალური ქსელების მეშვეობით ეკონტაქტება. აღნიშნავს, რომ ასე ურთიერთობა ძალიან გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ექიმი ქმარი- ბენჯი ხაიმი 24 საათის მანძილზე ასობით კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტს მკურნალობს, პატარა ვაჟს მხიარული განწყობით ესაუბრება. ამის ამსახველ მორიგ ფოტოს ნუკი საკუთარი გვერდის „სთორიზე“ აზიარებს.  „წინა ხაზზეა, ყოველ დღე იბრძვის! დღეში 100-ზე მეტი პაციენტი მიდის მასთან და ყველას სავარაუდოდ კორონა აქვს“, – წერდა იმედგაცრუებული მსახიობი. გამოუვალი მდგომარეობისა და გულისტკივილის მიუხედავად, ნუკი და მისი მეუღლე ვითარებას ადეკვატურად აფასებენ და საუბარს გვიან ღამე, კლინიკიდან დაბრუნების შემდეგ ახერხებენ. ოლივერი ექიმ მამას სულ უფრო და უფრო ემსგავსება.

View this post on Instagram

It’s going to be a great year! #2020

A post shared by Benji Chaim (@benjichaim) on

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.

ასე გამოიყურება კოვიდ-19- თან საბრძოლველად  აღჭურვილობისგან სახეშეცვლილი მამა ვაჟთან დისტანციურად საუბრისას.  მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საქართველოშია და, როგორც ჩანს, კორონავირუსმა დეპრესიაში ჩააგდო. რამდენიმე თვის წინ,  სოციალურ ქსელში წერდა,  რომ ერთ კვირაში ამერიკას დაუბრუნდებოდა.  თუმცა, მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა. ის დღემდე მშობლების სახლში შვილთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება