კოსტიუმები და გრიმები 2019 წლის ჰელოუინისთვის

© photo: Sputnik / Roman Makhmutov / გადასვლა მედიაბანკშიჰელოუინი
ჰელოუინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის ყველაზე მისტიკური დღესასწაული - ჰელოუინი ანუ ყველა წმინდანის დღის წინა საღამო სულ მალე დადგება

ჰელოუინი - ჯადოქრობისა და გარდასახვის ღამეა. ამიტომ ზეიმზე ყველა ცდილობს, სრულიად უჩვეულო კოსტიუმი და გრიმი მოირგოს, რათა სასიამოვნოდ გააოცოს ან სულაც ცოტათი შეაშინოს გარშემომყოფები.

ჰელოუინის მასკარადზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ალქაჯების, ვამპირების, ზომბების, მოჩვენებებისა და სხვა ავი სულების კოსტიუმები და გრიმები.

ჰელოუინზე შესაძლებელია ყველაფერი - კეთილ ფერიად, მზეთუნახავად, მოჩვენებად თუ სხვა მისტიკურ არსებად გადაქცევა - ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და სურვილზეა დამოკიდებული. 

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიПразднование Хэллоуина в Новосибирске
კოსტიუმები და გრიმები 2019 წლის ჰელოუინისთვის - Sputnik საქართველო
Празднование Хэллоуина в Новосибирске

სხვადასხვა ზღაპრულ და მისტიკურ პერსონაჟად გარდაქმნა უყვართ ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც, ჰელოუინი კი - ოცნებების ხორცშესხმისა და ნებისმიერი გმირის კოსტიუმის მორგების შესანიშნავი შანსია.

ჰელოუინის მოლოდინში სავაჭრო ობიექტები მსურველებს კოსტიუმებისა და აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობენ. თუ ზეიმისთვის სამოსი ჯერ არ შეგირჩევიათ, მაგრამ გინდათ, განუმეორებლად გამოიყურებოდეთ, „Sputnik-საქართველო“ მოგიყვებათ, როგორ შეიძლება საკუთარი ხელით კოსტიუმისა და გრიმის გაკეთება.

კოსტიუმი ბავშვებისთვის

ბავშვებს ზეიმები და სხვადასხვა კოსტიუმების მორგება ძალიან უყვართ. გამონაკლისს არც ჰელოუინი წარმოადგენს. ბავშვებისთვის კოსტიუმის საკუთარი ხელით დამზადებისას უნდა გაითვალისწინოთ მათი სქესი და ასაკი. მნიშვნელოვანია ასევე, კოსტიუმი ბავშვს მოსწონდეს და თავს კომფორტულად გრძნობდეს.

ბიჭები, როგორც წესი, კომიქსებისა და მულტფილმების გმირების კოსტიუმებს ანიჭებენ უპირატესობას, გოგონები - მზეთუნახავებისა და ფერიების კოსტიუმებს. მაგრამ ჰელოუინისთვის, საახალწლო კარნავალისგან განსხვავებით, პირველ რიგში, ბავშვებისთვის ამზადებენ კლასიკურ კოსტიუმებს, რომლებიც ავ სულებს განასახიერებენ. მთავარია გახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის მომზადებული კოსტიუმიცა და გრიმიც არ უნდა იყოს მეტისმეტად საშიში და უშნო.

შავი კატის კოსტიუმი

შავი კატა ჰელოუინის ერთ-ერთი სიმბოლოა, რომელიც ნებისმიერი ასაკის გოგონას უხდება. კოსტიუმისთვის გამოდგება შავი ზედა, ლეგინსები, მოტკეცილი შავი შარვალი ან ქვედაბოლო, რომლის შეკერვაც საკუთარი ხელითაც შეიძლება.

ყურების გასაკეთებლად, თარგზე (სურ.№1) აჭერით შავი და ღია ფერის ბეწვის ან ფეტრის ნაჭრები. შავ ნაჭრებს შუაში დააკერეთ ღია ფერის უფრო მომცრო ზომის ნაჭრები. 

Хелоуин - рисунок 1
კოსტიუმები და გრიმები 2019 წლის ჰელოუინისთვის - Sputnik საქართველო
Хелоуин - рисунок 1

კუდისთვის შეიძლება გამოიყენოთ შავი ფერის ქამარი ან ძველი რეიტუზი, რომელიც სინტეპონით უნდა გამოტენოთ. სილამაზისთვის ბოლოში ბეწვის მიკერებაც შეიძლება. სახეზე ფისოს ცხვირი და ულვაშები მიახატეთ და მზადაა!

ვამპირის კოსტიუმი

ვამპირის კოსტიუმი - ჰელოუინის კლასიკური მორთულობაა და ნებისმიერი სქესის ბავშვს შვენის. ბიჭისთვის უნდა შეარჩიოთ შავი შარვალი და თეთრი ან წითელი პერანგი, გოგონებისთვის - წითელი ან იისფერი სამოსი.

შავი ლაბადა - ვამპირის კოსტიუმის მთავარი ელემენტი, შეიძლება მარტივად დაამზადოთ საკუთარი ხელით. აიღეთ პრიალა ნაჭერი და კისრის არეში შესაკრავი მიაკერეთ. ვამპირის დასრულებული იერისთვის სახე თეთრად უნდა შეიღებოს, თვალი - შავად, ტუჩები კი - წითლად.

თოჯინის კოსტიუმი 

ბარბი გოგონების საყვარელი სათამაშოა. ნებისმიერი გოგონას გარდერობში მოიძებნება ვარდისფერი კაბა და ფეხსაცმელი, რომელიც ბარბის იმიჯის მოსარგებადაა საჭირო. მორთულობას დასრულებულ სახეს თეთრი პარიკი შესძენს.

სუპერგმირის კოსტიუმი

თუ გოგონები მზეთუნახავებად გარდაქმნაზე ოცნებობენ, ბიჭებს სუპერგმირების განსახიერება ურჩევნიათ. მათი ოცნების ხორცშესხმა ჰელოუინზე საკმაოდ ადვილია. დაგჭირდებათ სადა, ტანზე მომდგარი კოსტიუმი, რომელიც გამოკვეთს სხეულის კონტურებს. 

ბეტმენის, კაპიტანი ამერიკას, სუპერმენისა თუ ადამიანი ობობას კოსტიუმი უფრო ადვილად ამოსაცნობი რომ იყოს, აჯობებს შერჩეული გმირის ემბლემის დატანა სამოსზე.

სუპერგმირის კოსტიუმს დასრულებულ სახეს მისცემს ნიღაბი და მაღალყელიანი ჩექმა, ასევე შესაბამისი აქსესუარი, რომლის შეძენაც დღეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.

სუპერგმირის ლაბადის დასამზადებლად გამოგადგებათ ვიდეორჩევა:

ალქაჯის კოსტიუმი

ნებისმიერ ქალს, ასაკისგან დამოუკიდებლად, შეუძლია ჰელოუინზე ალქაჯად გადაქცევა. მომხიბვლელი ალქაჯის კოსტიუმის შეკერვა შეიძლება შავი ან იისფერი კაბისგან.

კოსტიუმს დაამშვენებს ზოლიანი გეტრები ან რეიტუზები. დიდ გოგონებს ქუსლებზე შედგომაც შეუძლიათ.

შლაპა - ალქაჯის იმიჯის მნიშვნელოვანი დეტალია. საკუთარი ხელით მისი დამზადებაც შესაძლებელია (სურ.№2). 

Хелоуин - Рисмунок 2
კოსტიუმები და გრიმები 2019 წლის ჰელოუინისთვის - Sputnik საქართველო
Хелоуин - Рисмунок 2

შლაპის ზომებს სურვილისამებრ დაარეგულირებთ. დეტალები ერთმანეთს ეწებება. შლაპა შეგიძლიათ მორთოთ ყვავილებით შავი მაქმანისგან, ლენტებით, ვუალით და სხვ.

იმავე ტექნოლოგიით მზადდება მინიშლაპა, რომლის დამაგრებაც ვარცხნილობაზე შეიძლება - შესანიშნავი აქსესუარი გამოდის.

ალქაჯის დასრულებული იმიჯისთვის აუცილებელია გრიმი - ჭაობისფერი ან იისფერი ჩრდილები ორივე ქუთუთოზე, მსხვილი მუქი წარბები და მუქად შეღებილი ტუჩები.

ცოცხის დამზადებაში ვიდეორჩევა დაგეხმარებათ: 

სხვა კოსტიუმები

ბავშვებს ძალიან უხდებათ ანგელოზების კოსტიუმები - მათი შეკერვა თარგისა და დიზაინერების რჩევის გათვალისწინებით ადვილად შეგიძლიათ:

ჰელოუინზე გოგონებსაც შეუძლიათ ანგელოზის კოსტიუმი მოირგონ, როგორც ქერუბიმის, ისე დაცემული ანგელოზის, გააჩნია, რომელი ფერი მოსწონთ უფრო მეტად - თეთრი თუ შავი. 

ჰელოუინზე პოლიციელის კოსტიუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.

კანონის დამცველის კოსტიუმის ფერი ჰოლივუდურ ფილმებში, როგორც წესი, შავით გაფორმებული მუქი ლურჯია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წესებს გადაუხვიოთ და სხვა ფერი შეარჩიოთ. ბიჭებისთვის კოსტიუმი სტანდარტულია - შარვალი და პერანგი. გოგონებს კი შეუძლიათ შარვლის ნაცვლად, ქვედაბოლო ან შორტი აირჩიონ. 

სამხრეულები მუყაოსგან ან მაგარი ნაჭრისგან მზადდება. ოქროსფერი ზოლები შეიძლება მარკერით დაახატოთ.

ქუდის დამზადებაც მუყაოსგან ან ძველი ბერეტისგან შეგიძლიათ. აქსესუარები ჯობს შეიძინოთ სათამაშოების მაღაზიაში.

ჰელოუინისთვის ბევრნაირი კოსტიუმის შერჩევა შეიძლება - ლამაზის, საშიშის, სასაცილოსი. ნებისმიერი კოსტიუმი განუმეორებელი და კრეატიული იქნება, შესაფერის გრიმსა და აქსესუარებს თუ მიაშველებთ.

გთავაზობთ იდეებს გრიმისთვის 2019 წლის ჰელოუინზე. მათი გაკეთება ვიდეორჩევების დახმარებით საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ: 

 

ყველა ახალი ამბავი
0