კომპანია Standard & Poor's-ის ლოგო

Standard & Poor's საქართველოს საკრედიტო რეიტინგს ზრდის

85
(განახლებულია 19:29 12.10.2019)
სააგენტო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში რეფორმების გაგრძელებას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Standard & Poor საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგები BB დონემდე გაზარდა, პროგნოზი სტაბილურია, ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეიტინგის ზრდის მიზეზი მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკური ინიციატივებია, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ ზრდას, მაშინაც კი, თუ საკვანძო საგარეო სავაჭრო პარტნიორები უფრო სუსტ ეკონომიკურ დინამიკას აჩვენებენ.

გვენეტაძე NDI-ს გამოკითხვაზე: „ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის კარგი მაჩვენებელია" >>

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს უცხოური ვალუტის რეზერვების დაგროვებას როგორც მთლიანი, ისე წმინდა ფორმით, რაც ხელს შეუწყობს საგადახდო ბალანსის რისკების შემცირებას.

„სტაბილური პროგნოზი ასახავს რისკების ბალანსს, ერთი მხრივ, ინსტიტუციური საპირწონეების გარკვეული ეროზიის პოტენციალსა და საგარეო დაუცველობას და მეორეს მხრივ, საქართველოს განვითარების პერსპექტივებს შორის”, - ნათქვამია პრესრელიზში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ მას შეუძლია მომავალში რეიტინგის გაზრდა, თუ საქართველოს ზრდის ტემპები გამოიწვევს შემოსავლების უფრო მაღალ დონეს, ხოლო ექსპორტი დივერსიფიცირებული გახდება, როგორც პროდუქციის, ისე გეოგრაფიის თვალსაზრისით.

„რეიტინგებზე ზეწოლა კლების მიმართულებით შეიძლება გაიზარდოს, თუ საქართველოს ინსტიტუციური მექანიზმები შესუსტდება და გამოიწვევს პოლიტიკის ნაკლებად პროგნოზირებად ჩამოყალიბებას, ასევე ბიზნესის ნდობას და ზრდის პერსპექტივებს ზიანს მიაყენებს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

რუსეთში ფრენების აკრძალვის ზემოქმედება ეკონომიკაზე

Standard & Poor's მიიჩნევს, რომ თბილისში აგორებული საპროტესტო აქციების სერიის შემდეგ ივლისიდან რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვამ, სავარაუდოდ, 2018 წელთან შედარებით, ტურიზმის შემოსავლების შემცირება გამოიწვია.

„თუმცა, რუსული სანქციების გავლენა შედარებით შეზღუდული იყო, რადგან ის შემოიფარგლებოდა მხოლოდ პირდაპირი ფრენებით, და არ ვრცელდებოდა სხვა სფეროებზე, მაგალითად, ქართულ ღვინოზე, და ასევე არ იყო არანაირი შეზღუდვები ქართულ სამუშაო ძალაზე რუსეთში, რომელიც არის ფულადი გზავნილების შემოდინების მნიშვნელოვანი, თუმცა კლებადი წყარო”, - ნათქვამია პრესრელიზში.

მიუხედავად ამისა, სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოსვლა ხმელეთით და ფრენები სხვა მიმართულებებზე გრძელდება.

„ჩვენ გვესმის, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს საშუალება გააუქმოს ემბარგო, როგორც ეს მათ ბოლოდროინდელ კომენტარებში იყო მითითებული”, - აცხადებს Standard & Poor's.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

სააგენტომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4%-დან 4,5%-მდე გაზარდა.

„საქართველოს ეკონომიკა წლის პირველ ნახევარში რეალურ ასახვაში თითქმის 5%-ით გაიზარდა. მათ შორის, წლის მეორე ნახევარში უმნიშვნელო კლების ჩათვლით - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირების და ლარის გაუფასურების შემდეგ მოხმარების კლების კუთხით - ჩვენ 2019 წელს რეალური მშპ-ს ზრდას 4,5%-ის დონეზე ვვარაუდობთ“, - ნათქვამია პრესრელიზში.

Standard & Poor– ის ანალიტიკოსების მოლოდინებით, საპროგნოზო პერიოდში ზრდა ზომიერი იქნება რუსეთსა და თურქეთში დაბალი ზრდისა და ევროკავშირში ზრდის შენელების გამო, სადაც ქართული ექსპორტის 20%-ზე მეტი გადის, ასევე ისინი ელოდებიან მოხმარების უფრო შენელებულ ზრდას, რომელიც დაკრედიტების ზრდის შენელებით არის გამოწვეული.

„ჩვენ კვლავ განვიხილავთ თურქული ლირისა და რუსული რუბლის პოტენციურ ცვალებადობას, როგორც შემცირების რისკს. ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მათზე ექსპორტის 20% და შემოსული ფულადი გზავნილების 40% მოდის“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე დროს, სააგენტო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ხელისუფლების მიერ რეფორმის გაგრძელებამ შეიძლება ზრდის დამატებითი სტიმულირება გამოიწვიოს, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში.

კერძოდ, მიმდინარე ინიციატივები მოიცავს:

- ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება და პრიორიტეტად კაპიტალური ხარჯების და არა მიმდინარე საბიუჯეტო ხარჯების განსაზღვრა;

- ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, კერძო პარტნიორობის ახალი სისტემის დანერგვის, დეპოზიტების დაზღვევის, მიწის რეფორმის და საპენსიო რეფორმის გზით;

- საგადასახადო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს დამატებული ღირებულების გადასახადის ანაზღაურების გამარტივებას;

- განათლების რეფორმა.

ზრდის კარგი პერსპექტივის მიუხედავად, სააგენტო ელოდება, რომ საქართველოში  2022 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დარჩება მოკრძალებული - 5000 დოლარზე ქვემოთ. ეს მეტწილად ასახავს დაბალ საწყის ბაზას, რასაც მოწმობს დაბალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლის ექსპორტის სიჭარბე.

„სოფლის მეურნეობის სექტორში, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული (სსფ-ს შეფასებით, სამუშაო ადგილების დაახლოებით 40% სოფლის მეურნეობას უკავშირდება), შრომის ნაყოფიერება რჩება შედარებით დაბალი, რაც ამძიმებს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს საშუალო მაჩვენებელს. ეს, თავის მხრივ, კვლავაც ანელებს სუვერენულ რეიტინგებს“, - ხაზს უსვამს Standard & Poor's.

85
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (595)
გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია

ქართული პოლიტიკის წინასაარჩევნო პერიპეტიები: ძველი სკანდალი ახალი ძალით

60
(განახლებულია 11:37 03.06.2020)
საქართველოში კორონავირუსის გამო მიჩუმებული პოლიტიკური ცხოვრება ახალი ძალით ახმაურდა: სცენაზე ნელ-ნელა გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები - ყველა ერთად საშემოდგომო არჩევნებისთვის ემზადება

პარლამენტისთვის ბრძოლა სულ უფრო ახლოვდება, წინასაარჩევნო კამპანიაც, პრაქტიკულად, დაიწყო, თუმცა კენჭისყრის დღემდე ხუთი თვეა დარჩენილი.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენის იმედი აქვს. გამარჯვების შემთხვევაში ის რეკორდს მოხსნის, რადგან პირველი პარტია იქნება საქართველოში, რომელიც ზედიზედ სამჯერ მიიღებს უმრავლესობას პარლამენტში.

დღეისათვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძვიან როგორც ცალკეული ოპოზიციური პარტიები, ისე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება. ყოველი მათგანი გამარჯვების საკუთარი რეცეპტის პოვნას ცდილობს.

თუმცა ბოლო დროს ოპოზიციურ გაერთიანებაში ყველაფერი დალაგებული არ არის. 30-ზე მეტი პარტიის გაერთიანების განხეთქილების მთავარი მიზეზი შეიძლება გახდნენ დეპუტატობის კანდიდატები ერთმანდატიან ოლქებში.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება - დეპუტატობის კანდიდატთა ნაწილი პარტიული სიებით აირჩევა, ნაწილი კი - ერთმანდატიან ოლქებში. სულ 73 ოლქია, თუმცა ახლა პარლამენტი მათი 30-მდე შემცირების შესაძლებლობას იხილავს.

ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია, რადგან არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას, ვიდრე ციხეში იმყოფება მთავარი არხის თანამესაკუთრე გიორგი რურუა.

თუმცა, თუ კანონპროექტი ჩავარდება, მას მოუწევს 73 კანდიდატის წარდგენა, რომლებიც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მეორე ნაწილის კანდიდატებს უნდა დაუპირისპირდნენ და გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი მოიპოვონ.

მაჟორიტარობის კანდიდატები უთანხმოების საბაბია - მოხდება თუ არა განხეთქილება ოპოზიციაში?>>

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების წარსადგენად დრო ჯერ კიდევ არის, ოპოზიციაში უკვე თავი იჩინა პრობლემებმა.

გაერთიანებულ ოპოზიციას გამოეთიშა შედარებით ახალი პოლიტიკური წარმონაქმნი „ლელო საქართველოსთვის“, რომელშიც შედიან ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელო“, დავით უსუფაშვილის პარტია „შენების მოძრაობა“ და ფიქრია ჩიხრაძის პარტია „ახალი მემარჯვენეები“.

„ლელოს“ 30 საარჩევნო ოლქში 30 მაჟორიტარი ეყოლება. ჩვენ დღეს აქტიურად ვემზადებით ამისთვის, გვყავს საკმარისი კანდიდატები, რათა არჩევნებზე ვიბრძოლოთ“, - განაცხადა მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.

ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ კი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის რეიტინგით პირველ ადგილზეა, ჯერჯერობით ოპოზიციის თამაშის ორ ვარიანტზე საუბრობს.

„ერთიან მაჟორიტარულ ოლქებში ჩვენი როლი მნიშვნელოვანი და, დარწმუნებული ვარ, პოზიტიური იქნება. მაგრამ შესაძლოა ცალკეულ ოლქებში ოპოზიციას ჰყავდეს არა ერთიანი კანდიდატი, არამედ რამდენიმე, სხვაგან კი - ერთი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას მხოლოდ სხვა პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს“,- აღნიშნა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

მელიას ეთანხმება კიდევ ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

„ცალკეულ ოლქებში, განსაკუთრებით თბილისში, ერთიანი კანდიდატების წარდგენა საკვანძოდ მიმაჩნია. ის, ვინც მუშაობს ან იმუშავებს ამის წინააღმდეგ, ტაქტიკურ შეცდომას დაუშვებს და რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ძალიან სახიფათო პოლიტიკურ სიხარბეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

რატომ შეიძლება თქვას უარი „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო აგიტაციაზე>>

ამასთან, ოპოზიციის კონსულტაციები კვლავ გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების წინ გამოაცხადებენ, როდესაც საჭირო იქნება განაცხადების შეტანა. სწორედ მაშინ გაირკვევა, რა უფრო მნიშვნელოვანია - შედეგი თუ პოლიტიკური ამბიციები. მით უფრო, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ახალი პარტიები გამოჩნდნენ, რომლებსაც ძველი კონკურენტებისთვის ხმების წართმევის შანსი გაუჩნდათ.

ლიზა შელია

60
ერთიანი ეროვნული გამოცდები

ეროვნული გამოცდები 2020 სად ჩატარდება, როგორ და როდის, რა შეცვალა კორონავირუსმა

88
(განახლებულია 15:14 03.06.2020)
ახალმა კორონავირუსმა 2020 წელი ძირფესვიანად შეცვალა. ის პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროს შეეხო და ყველა გეგმა თავდაყირა დააყენა.

გამონაკლისი არც განათლების სფერო და გამოცდები აღმოჩნდა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა სწორედ ისაა, თუ როდის და რა ფორმატით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, რადგანაც გამოცდები თითქმის კარსაა მომდგარი და ათასობით აბიტურიენტი კვლავაც გაურკვევლობაშია.

„Sputnik-საქართველო“ შეეცადა მიეღო ამომწურავი პასუხები ყველა იმ მიშვნელოვან კითხვაზე, რაც აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს აინტერესებთ. როგორც განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ამ დროისათვის ყველა რეკომენდაცია ჯერ არ აქვთ და დეტალებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობენ.

ვიდრე ზუსტი რეკომენდაციები გაიწერება, თუ როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, მანამდე ამ დროისთვის ცნობილ ყველა ინფორმაციას მოგაწვდით.

როდის ჩატარდება?

მაისში განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი შეიძლება შეიცვალოს და გამოცდები ივლისის ნაცვლად აგვისტოში ჩატარდეს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

უსაფრთხოების დაცვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ „Sputnik-საქართველოსთვის“ მოწოდებული ინფორმაციით:

- ერთ საგამოცდო სივრცეში 10 აპლიკანტზე მეტი არ განთავსდება

- აუცილებლად ჩატარდება აბიტურიენტების თერმოსკრინინგი

- მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები

ასევე, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით,

- მაგიდების დაშორება სულ მცირე უნდა იყოს 1,5–2 მეტრი

- აბიტურიენტებს მაგიდებთან არ განათავსებენ ერთმანეთის პირისპირ

- თუ აბიტურიენტს ტემპერატურის მომატება დაუფიქსირდება (37 გრადუსი და მეტი), დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, მას გამოცდის ჩაბარების ალტერნატივას შესთავაზებენ, რათა გამოცდა არ გაუცდეს და არ დაიჩაგროს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იგულისხმება ალტერნატიულ შეთავაზებაში. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, შესაძლებელია შეიქმნას იზოლირებული კაბინები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც, შეიძლება, ემოციურ ფონზე დაუფიქსირდეს ტემპერატურის მატება.

- ვენტილაციის უზრუნველყოფა საგამოცდო ოთახში. ოთახებში კონდიცირების სისტემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ არ იქნება თანმდევი ვენტილაცია. 

- საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე არ დაუშვებენ

- საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების მისაღებად გამოიყენებენ ცვლებში მუშაობის რეჟიმს და ყოველი ცვლისას აუცილებელი იქნება სანიტარული შესვენება

- საგამოცდო დარბაზის შესასვლელში უნდა იყოს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი

როდის გახდება ცნობილი ყველა დეტალი ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით

მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ სამინისტროს ექნება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პროტოკოლის მთელი ნუსხა, რომელსაც ივნისში გამოცდების თარიღთან ერთად გაასაჯაროვებს.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ყველა რეკომენდაცია, სავარაუდოდ, 10-15 ივნისს გახდება ცნობილი და დეტალურად გამოქვეყნდება მათ ვებ-გვერდზეც.

მანამდე კი 39300-ზე მეტი აბიტურიენტი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

 

88
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა

0
(განახლებულია 17:04 03.06.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის გაერთიანებასა და მომავალ არჩევნებზე საუბრობს.
ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა
„მთავარი ამოცანა და მთავარი მიზანი ამ ოპოზიციური ერთობის იყო და რჩება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ჩვენ უარი არ გვითხრას უკვე შეთანხმებულ მუხლებზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ წინაასაარჩევნოდ ვიცოდეთ, არჩევნები ტარდება ნორმალური სისტემით. ასევე, ამ გაერთიანების ამოცანაა, საარჩევნო გარემო, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ნორმალური, ვერავინ შეძლოს ხმების მოპარვა, ვერც ხელისუფლებამ და ვერც რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ“, -ამბობს ბურჯანაძე.

მისი თქმით, ამ პრინციპებით ჩატარებული არჩევნები გამორიცხავს  რომელიმე პოლიტიკური ძალის აბსოლუტურ უპირატესობას ვინმეზე და ხელისუფლების უზურპაციას. 

0