ხინკალიც არ დაავიწყდათ – როგორ აღნიშნეს „თბილისობა“ ნიუ-იორკში

© Sputnik / STRINGER„თბილისობა“ ნიუ-იორკში
„თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ნიუ-იორკში „თბილისობას“ დაესწრო.

რაც არ უნდა ვთქვათ, ნოსტალგიის გრძნობა ყველა ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. განსაკუთრებით მძაფრია ნოსტალგია სამშობლოზე, თუ მას ათასობით კილომეტრი და ატლანტის ოკეანე გაშორებს. წელს „თბილისობა“ ნიუ-იორკში სევდანარევი სიხარულით აღინიშნა.

ალბათ ზეიმის მინორულ განწყობაზე ამინდმაც იმოქმედა. ნიუ-იორკში მოღრუბლული, ქარიანი ამინდი იყო, ჰაერში მარილის სუნიც ტრიალებდა. საქმე ის გახლავთ, რომ ღონისძიება ბრუკლინში, „კინგსბორო კომუნითი კოლეჯის“ ტერიტორიაზე აღნიშნეს, რომელიც სამი მხრიდან წყლითაა გარშემორტყმული. ამიტომაც იგრძნობოდა ჰაერში მარილის სუნი.

© Sputnik / STRINGER„თბილისობა“ ნიუ-იორკში
ხინკალიც არ დაავიწყდათ – როგორ აღნიშნეს „თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
„თბილისობა“ ნიუ-იორკში

„თბილისობისთვის“ მზადება დილით ადრე დაიწყო. კოლეჯის ტერიტორიაზე, მანქანების სადგომზე სხვადასხვა შტატის – პენსილვანიის, ნიუ-ჯერსის, კონექტიკუტის, მასაჩუსეტსის სანომრე ნიშნიანი მანქანები გამოჩნდა.

ნიუ-იორკის ამ მოსაზღვრე შტატებში მცხოვრებმა ქართველებმა არ დაიზარეს და ქალაქს ესტუმრნენ, რათა თავიც გამოეჩინათ და სხვებიც შეეფასებინათ.

„თბილისობაზე“ თავიანთი პროდუქცია გამოფინეს დიზაინერებმა, მხატვრებმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა. ფართოდ იყო წარმოდგენილი ნახატები ქართული მოტივებით, ძველი და თანამედროვე თბილისის ფოტოები, კლასიკური და სტილიზებული ეროვნული კოსტიუმები, აქსესუარები და ნაკეთობები. რასაკვირველია, იმდენივე პროდუქცია არ ყოფილა, რამდენიც თბილისში, მაგრამ რამდენიმე ათეული მეწარმე ნამდვილად იყო. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი რამდენიმე ათასს შეადგენდა.

© Sputnik / STRINGER„თბილისობა“ ნიუ-იორკში
ხინკალიც არ დაავიწყდათ – როგორ აღნიშნეს „თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
„თბილისობა“ ნიუ-იორკში

„თბილისობაზე“ პირველად მოვხვდი და ძალიან მომეწონა. ჩემი მეუღლე ქართველისა და რუსის ნაზავია. ძალიან მინდა მის კულტურას უფრო ახლოს გავეცნო. ვიცი, რომ თქვენთან უფრო გულღია და გახსნილი ხალხია. კიდევ ძალიან მომწონს თქვენი სამზარეულო“, – გვითხრა ჩანსი გოფმა, რომელიც ნიუ-იორკს ოჯახთან ერთად ვაშინგტონიდან ესტუმრა.

მიხეილ კაბილნიცკი „თბილისობას“ კარგად იცნობს. იგი ზეიმზე ნამყოფია საქართველოს დედაქალაქში, ნიუ-იორკში კი თავისი ოთხი წლის შვილიშვილი ჩამოიყვანა.

© Sputnik / STRINGER„თბილისობა“ ნიუ-იორკში
ხინკალიც არ დაავიწყდათ – როგორ აღნიშნეს „თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
„თბილისობა“ ნიუ-იორკში

„საქართველოში ფაქტობრივად ყოველ წელს ჩავდივარ, რადგან ქართული ღვინო აშშ-ში გამაქვს. ეს დღესასწაული და, ზოგადად, საქართველო ძალიან მიყვარს, ახლა კი მომინდა, რომ შვილიშვილმაც თავისი თვალით ნახოს, როგორი ლამაზია აქ ყველაფერი“.

სხვათა შორის, ქართული სამზარეულო „თბილისობაზე“ საკმაოდ ფართოდ იყო წარმოდგენილი. აქ იყო პრაქტიკულად ყველაფერი, რისი ნახვაც თბილისში შეიძლება: შამფურზე აცმული მწვადი, რომლის არომატიც გულგრილს არავის დატოვებს, ყველის ფართო ასორტიმენტი, ხაჭაპური, ჩურჩხელა, ფხალეული. და, რასაკვირველია, ხინკალი. ზოგიერთ ამერიკელს კულინარიული ოსტატობის ეს ეგზოტიკური პროდუქტი მეტისმეტად ეუცხოვა, თუმცა მათაც ვერ შეიკავეს თავი დეგუსტაციისგან.

© Sputnik / STRINGER„თბილისობა“ ნიუ-იორკში
ხინკალიც არ დაავიწყდათ – როგორ აღნიშნეს „თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
„თბილისობა“ ნიუ-იორკში

„საკმაოდ დიდი ხანია ოჯახთან ერთად აშშ-ში ვცხოვრობთ, მაგრამ ხინკალი არასდროს დაგვივიწყებია. გვინდოდა არა მხოლოდ ჩვენს თანამემამულეებს გავმასპინძლებოდით, არამედ სხვა ერების წარმომადგენლებსაც. მგონი, უკმაყოფილო არ დარჩენილან“, – აღნიშნა ნინო ბერიძემ, რომლის ხინკალი მართლაც უგემრიელესი აღმოჩნდა.

ნიკა დაბრუნდაშვილისთვის კი, რომელიც ერთი წელიც არაა, რაც აშშ-ში ცხოვრობს, ეს „თბილისობა“ პირველია. მან ღონისძიების სტუმრებს წარუდგინა სტილიზებული ქართული ნაციონალური კოსტიუმები. მისმა ექსპოზიციამ დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია.

© Sputnik / STRINGERТбилисоба в Нью-Йорке
„თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
1/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
© Sputnik / STRINGERТбилисоба в Нью-Йорке
„თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
2/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
© Sputnik / STRINGERТбилисоба в Нью-Йорке
„თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
3/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
© Sputnik / STRINGERТбилисоба в Нью-Йорке
„თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
4/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
© Sputnik / STRINGERТбилисоба в Нью-Йорке
„თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
5/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
© Sputnik / STRINGERТбилисоба в Нью-Йорке
„თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
6/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
© Sputnik / STRINGERТбилисоба в Нью-Йорке
„თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
7/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
© Sputnik / STRINGERТбилисоба в Нью-Йорке
„თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
8/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
© Sputnik / STRINGERТбилисоба в Нью-Йорке
„თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
9/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
© Sputnik / STRINGERТбилисоба в Нью-Йорке
„თბილისობა“ ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
10/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
1/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
2/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
3/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
4/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
5/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
6/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
7/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
8/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
9/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში
10/10
„თბილისობა“ ნიუ-იორკში

„ყურადღება მივაქციე, რომ ნიუ-იორკში არც ისე მარტივია კარგი და ხარისხიანი ქართული სამოსის პოვნა. დიდი დეფიციტია. ამიტომ აზრად მომივიდა, ეს სიცარიელე შემევსო. ჩვენ სტენდზე წარმოდგენილია ჩოხა-ახალუხი, ყაბალახი, ქალის ტანსაცმელი და სხვადასხვა აქსესუარი, ქართული ორნამენტით ამოქარგული ჩანთები. ეს ყველაფერი მოდერნიზებული, სტილისტურად დახვეწილი და დამუშავებულია და თანამედროვე მსოფლიოს რეალობებს ეხმიანება“, – აღნიშნა ნიკამ.

ბუნებრივია, „თბილისობას“ ქართული მუსიკისა და ცეკვის კონცერტის გარეშე ნიუ-იორკშიც არ ჩაუვლია. შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი გია ყანჩელის რამდენიმე ნაწარმოები. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც იგრძნობოდა ნოსტალგია და სევდა ასე მძაფრად ნიუ-იორკში „თბილისობის“ წლევანდელ დღესასწაულზე...

ყველა ახალი ამბავი
0