მეტეხი

„მოდით, წიგნებზე ვისაუბროთ!“ თბილისის ქუჩებში უფასო „ლიტერატურული ტაქსი“ მოძრაობს

148
(განახლებულია 20:52 30.08.2019)
თბილისს ბევრი ვერაფრით გააკვირვებ. ეს არის ატმოსფერული ფესტივალების, ლამაზი კონცერტების, მდიდარი კულტურისა და ნიჭიერი ადამიანების ქალაქი. მაგრამ რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მცირდება ისეთი პიროვნებების რიცხვი, რომელთაც შესწევთ ძალა, მთელი სული და გული ჩააქსოვონ არა კომერციულად მომგებიან პროექტში, არამედ იდეაში.

უკვე ერთი წელია, დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობს უცნაური, კაშკაშა წითელი ფერის ავტომობილი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ მანქანის მძღოლი ახალგაზრდა, სასიამოვნო მამაკაცი თავად ეძებს კლიენტებს, მიდის მათთან და უფასოდ მგზავრობას სთავაზობს. ადამიანებს ეს მოულოდნელი შეთავაზება, რა თქმა უნდა, ძალიან აოცებს. ვინ რას აკეთებს დღეს უფასოდ?! უფასო ყველი ხომ მხოლოდ სათაგურშია! ახალგაზრდა მძღოლი კი პოტენციურ კლიენტებს ასე მიმართავს: „გამარჯობათ! მოდით, ლიტერატურაზე ვისაუბროთ... თუ თანახმა ხართ, მაშინ უფასოდ მიგიყვანთ თბილისის ნებისმიერ წერტილში“. 

Литературное такси в Тбилиси
„ლიტერატურული ტაქსი“

ეს წითური ინტელექტუალი ირაკლი ამბროლაძეა. 28 წლისაა, წარმოშობით ქუთაისიდანაა. ირაკლი ბავშვობიდან გატაცებულია წიგნებით და დღეს საქართველოს უნივერსიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. კაშკაშა წითელი ავტომობილი კი ძნელად შესამჩნევი, მაგრამ საამაყო წარწერით – „ლიტერატურული ტაქსი“ – მისი პირადი პროექტია.

„ყოველთვის მინდოდა გამეკეთებინა რაღაც, რაც ლიტერატურასთან იქნებოდა დაკავშირებული, – ამბობს ირაკლი. – მაგრამ ნებისმიერი პროექტი, რა თქმა უნდა, ფინანსურ ხარჯს მოითხოვს. ამიტომ ვერა და ვერ გამოვიდა. ერთხელ ჩემმა მეუღლემ, თიკუნამ აბსოლუტურად მოულოდნელად ფილმის ყურებისას შემომთავაზა: „მოდი, ლიტერატურული ტაქსი გავხსნათ“. იდეა ძალიან მომეწონა. მაგრამ არ მინდოდა, პროექტი კომერციულად მომგებიანი ყოფილიყო. ჩემი მიზანი მხოლოდ ლიტერატურა იყო“.

ლიტერატურის ახალგაზრდა პედაგოგის ასეთი ჰუმანური მიზნის მიუხედავად, „ლიტერატურული ტაქსის“ კლიენტები თავდაპირველად ეჭვის თვალით უყურებენ შეთავაზებას. ყველა აღტაცებაში არ მოჰყავს იდეას, ესაუბროს უცნობ ადამიანს ლიტერატურაზე. 

Грузинский учитель Ираклий Амброладзе
ირაკლი ამბროლაძე

„90% შემთხვევაში უარს ვიღებ. შესაძლოა, ადამიანები უბრალოდ გადაეჩვივნენ ლიტერატურაზე საუბარს და ნაკლებს კითხულობენ. უფრო ხშირად ჩემთან ერთად გასეირნებას ახალგაზრდები თანხმდებიან. ალბათ იმიტომ, რომ უფრო გაბედულები არიან. თუმცა, ბევრი ახალგაზრდაც მეუბნება უარს. ზოგჯერ ადამიანებს არ სურთ მაინცდამაინც ლიტერატურაზე საუბარი. არ ესმით, რომ ლიტერატურა თავისთავად საუბრის შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის. ჩემი აზრით, ურთიერთობის დეფიციტის ბრალია“, – ამბობს ირაკლი.

მგზავრებს ზოგჯერ აფრთხობს კამერა, რომელიც „ლიტერატურულ ტაქსიშია“ დამონტაჟებული. ირაკლი იწერს ვიდეობლოგს და შემდეგ, რასაკვირველია, მგზავრის თანხმობით, რგოლს Facebook-ზე ან Youtube-ზე აქვეყნებს.

პროექტი თავად ირაკლისა და მის გარემოცვას ისე მოსწონთ, რომ მასწავლებელმა მისი გაფართოება გადაწყვიტა. მან მიმართა სხვადასხვა კომპანიასა და გამომცემლობას თხოვნით, მხარი დაუჭირონ მის პროექტს და მასშტაბური სახე მისცენ. მაგრამ ირაკლი ამბროლაძის იდეას ბევრმა და ერთბაშად არ აუბა მხარი. 

პროექტს შეუერთდა მხოლოდ გამომცემლობა „პალიტრა L“ და ტაქსის მძღოლს გადასცა წიგნები, რომლებსაც ახალგაზრდა ინტელექტუალი თავის მგზავრებს ურიგებს.

„მე მიყვარს ლიტერატურა. ლიტერატურას, თავის მხრივ, უყვარს, როდესაც მასზე საუბრობენ. დღესდღეობით ბენზინს ჩემი ფულით ვყიდულობ. რთული გრაფიკიდან რამდენიმე საათს ვიპარავ და მივდივარ წიგნებზე სასაუბროდ“, – აცხადებს ახალგაზრდა პედაგოგი.

არამომგებიან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ჰობის, რომელსაც ახალგაზრდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას წარმატებით უთავსებს, დადებითად აფასებენ მისი მეგობრები, ოჯახის წევრები და ნათესავები, ირაკლის სტუდენტები და მოსწავლეები. ასე რომ, ბევრი ამხნევებს მას და ირაკლის ახალ პუბლიკაციებს ინტერესით ადევნებს თვალს.

ჰობისთვის თავის დანებება ირაკლის აზრად შეიძლება გაუვლია კიდეც, მაგრამ მაშინვე ამოუგდია თავიდან. როგორც თავად ამბობს, მისი ბევრს სჯერა, იმედი აქვთ, რომ სალონური საღამოების სიყვარული, როდესაც შესაძლებელია და მოდურიცაა საყვარელი ნაწარმოებისა და ავტორების განხილვა, აუცილებლად აღორძინდება. 

„ჩემი მიზანი ხომ ძალიან უბრალოა – მეტი ვიკითხო და ვისაუბრო ადამიანებთან ლიტერატურაზე. არ მეშინოდეს აზრის გამოხატვა. მყავს მეგობრები, რომლებიც ბევრს კითხულობენ, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ. ჩემი აზრით, ისინი ბევრს კარგავენ“, – ფიქრობს ირაკლი.

დასანანია, მაგრამ სასწავლო წლის დასაწყისიდან წითელი „ლიტერატურული ტაქსი“ თბილისის ქუჩებში უფრო იშვიათად გამოჩნდება. თუმცა ირაკლი ამბროლაძე დარწმუნებულია, რომ ყოველდღიური რუტინისა და სამუშაოს მიუხედავად, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა საყვარელი საქმე გააგრძელოს, ის უფრო მიმზიდველი გახადოს და ფართო აუდიტორია მოიცვას.

ვინ იცის, იქნებ მალე წითელი „ლიტერატურული ტაქსით“ უფასოდ მგზავრობისა და ლიტერატურაზე საუბრის მეტი მსურველი გაჩნდეს დედაქალაქში, თუნდაც ერთი ადამიანის გულის გასახარად.

148
თემები:
საქართველო და კულტურა (858)
თხევადი გაზის გადამზიდი ტანკერი

მიმოხილვა: ევროპა და აზია ამერიკულ გაზზე უარს ამბობენ

139
(განახლებულია 19:10 09.07.2020)
ევროპასა და აზიაში ცისფერი აირის ფასები მრავალწლიან მინიმუმამდეა დაცემული. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროშიც კი აღიარეს, რომ ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის შეძენას არანაირი აზრი არ აქვს.

ნატალია დემბინსკაია

კლიენტებმა ზაფხულში დაგეგმილ ასზე მეტ მიწოდებაზე თქვეს უარი. შედეგად – ექსპორტი თითქმის 63,6%-მდე დაეცა. რატომ არ სჭირდება არავის ოკეანისგაღმური გაზი?

ფასები დაეცა

გასულ წელს აშშ-ში ბუნებრივი გაზის ნეტო–ექსპორტმა 54,7 მლრდ კუბომეტრს მიაღწია — 20,7 მილიარდით მეტს, ვიდრე 2018 წელს. გათხევადებული ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებლის Cheniere Energy-ს მონაცემებით, პირველ კვარტალში მსოფლიო გაყიდვების მოცულობამ 100 მლ ტონას მიაღწია — 10 მილიონით მეტს, ვიდრე 2019 წელს. ზრდა ძირითადად ამერიკელებმა უზრუნველყვეს.

გეგმები ამბიციური იყო: 2020 წელს 67,2 მლრდ კუბომეტრი, 2021 წელს კი — 79,5 მლრდ. ეს მაჩვენებლები იანვარში აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციის სამმართველომ (EIA) გაახმოვანა. მაგრამ უკვე ნათელია, რომ ეს არ მოხდება.

თბილი ზამთრისა და კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპასა და აზიაში გაზის ბაზრები ჩამოიშალა. მაგალითად, ჰოლანდიურ ჰაბ TTF-ზე ფასები პირველად ოთხი თვის განმავლობაში ორჯერ დაეცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო სპოტური მიწოდებები იაპონიაში 44%-ით შემცირდა.

უკვე აპრილში ამერიკული თხევადი გაზის ექსპორტი ევროპაში ეკონომიკურად მიზანშეუწონელი გახდა. მსხვილმა ევროპულმა და აზიურმა კომპანიებმა ივნისი–ივლისის კონტრაქტები გააუქმეს.

Bloomberg-ის მონაცემებით, აშშ-ში თხევადი გაზის ქარხნების განტვირთვა აპრილში თითქმის 30%-ით შემცირდა, მაისში ექსპორტმა მესამედზე მეტით დაიკლო, მათ შორის, კორონავირუსული შეზღუდვების გამოც.

ეკონომიკურად არასიცოცხლისუნარიანი

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს ივნისის პროგნოზი მეტად პესიმისტურია. ევროპელმა და აზიელმა კლიენტებმა უარი თქვეს თხევადი გაზის 110 პარტიაზე. გაზის მიწოდება ამერიკულ საზღვაო ტერმინალებზე მარტის შემდეგ ორჯერ შემცირდა.

„დაბალმა სპოტურმა ფასებმა ბუნებრივ აირსა და გათხევადებულ გაზზე ევროპასა და აზიაში შეასუსტა აშშ-დან ექსპორტის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც მეტად მგრძნობიარეა ფასების მიმართ“, — აცხადებენ EIA-ს ანალიტიკოსები.

მათი შეფასებით, ივნისში აშშ-დან ევროპასა და აზიაში საშუალოდ 101 მლნ კუბომეტრია გაგზავნილი დღე-ღამეში, ხოლო ივლისსა და აგვისტოში 62 მლნ იქნება. ეს კი საექსპორტო პოტენციალის 25%-ზე მეტი არ არის.

განაგრძობს დაცემას

დადასტურდა ექსპერტების გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ კლიენტები ოკეანისგაღმურ გაზზე უარს მინიმუმ ზაფხულის ბოლომდე იტყვიან: აშშ-ში ფიუჩერსული ფასები ევროპულს სექტემბრამდე აჭარბებს.

„ვინაიდან ფასობრივი უპირატესობა პრაქტიკულად გაქრა, ამერიკულ მიწოდებებზე უარის თქმა მხოლოდ დროის ამბავი იყო“, — განაცხადა აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტმა ნიკოს ცაფოსმა.

როგორც ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის წამყვანი ანალიტიკოსი იგორ იუშკოვი განმარტავს, ახლა მყიდველები მზად არიან გადაიხადონ ამერიკულ გათხევადებულ გაზში იმდენი, რამდენიც გათხევადებისა და ტრანსპორტირების საოპერაციო ხარჯებსაც კი ვერ დაფარავს. მთავარი დაზარალებული — პირველი და უმსხვილესი ამერიკული ტერმინალი Sabine Pass-ია: ქარხანა 2016 წლიდან მხოლოდ წაგებაზე მუშაობს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-დან გათხევადებული აირის ექსპორტმა 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საშუალოდ 218 მლნ კუბომეტრი შეადგინა დღე-ღამეში, მაგრამ 17%-ით დაეცა აპრილიდან მაისამდე პერიოდში. EIA-ში ელოდებიან, რომ მიწოდებები სექტემბერში დაიწყებს ზრდას, ვინაიდან მსოფლიო მოთხოვნა ბუნებრივ აირზე თანდათანობით აღდგება.

ჭარბი გაზი

მაგრამ უმსხილესი საინვესტიციო ბანკები ასე ოპტიმისტურად არ არიან განწყობილი. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, მსოფლიოში საწვავის უზარმაზარი მარაგი დაგროვდა. გათხევადებული ბუნებრივი აირის საერთაშორისო ვაჭრობა ჩამოიშალა, გადაიკეტა რა მნიშვნელოვანი არხები ამერიკელი მეფიქალეებისთვის. ხოლო რამდენადაც ნავთობი ისევ გაძვირდა ერთ ბარელზე 40 დოლარამდე, მენავთობეებმა მოპოვება განაახლეს და გვერდითი პროდუქტის სახით ბაზარზე ბევრ იაფ გაზს უშვებენ.

ევროპაში ფასების ვარდნის გამო ამერიკულ თხევად გაზზე მოთხოვნა აღარ არის. ახლა საზღვარგარეთ გაყიდვის ნაცვლად მას რეზერვუარებსა და საცავებში ქაჩავენ.

Goldman Sachs-ის დათვლით, ექსპორტის გაუქმების გამო ამერიკული მარაგები 21,52 მლრდ კუბომეტრით გაიზრდება. ერთი წლის წინ დაფიქსირებული დონე უკვე თითქმის მესამედითაა გაზრდილი, ხოლო ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელს 18%-ით აღემატება. ოქტომბრისთვის ქვეყნის შესაძლებლობები გაზის შენახვასთან დაკავშირებით შესაძლოა ამოიწუროს, რაც გათხევადებული აირის მოპოვებასა და წარმოებას რეკორდულად შეამცირებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

139
უპილოტო საფრენი აპარატი

მიმოხილვა: რუსეთმა ახალი „იდეალური იარაღი“ შექმნა

227
(განახლებულია 16:23 07.07.2020)
რუსეთი წარმატებით ცდის მოიერიშე უპილოტო აპარატებს, ხელოვნური ინტელექტის მქონე ჯავშანტექნიკას, პოტენციური მოწინააღმდეგის მაღალტექნოლოგიური საბრძოლო სისტემებისა და რობოტების გამანადგურებელ დიდი რადიუსის მქონე საშუალებებს.

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში არსებული წყაროების თქმით, რუსეთის ელექტრომაგნიტური ქვემეხების საცდელი ნიმუშების მიერ სამიზნის დაზიანების სიშორე 10 კმ-ს აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი ხედვის ზონაში მოწინააღმდეგის მაღალტექნოლოგიური საჰაერო და სახმელეთო შეიარაღება მყისიერად შეიძლება ლითონის გროვად იქცეს. უხმაურო გასროლას მილიწამი სჭირდება, რასაც არ ახლავს ცეცხლი, კვამლი და უკუდარტყმა. ელექტრომაგნიტური ქვემეხის პოზიციის გამოვლენა რადიოლოკაციის ან თანამგზავრული დაზვერვის სტანდარტული საშუალებებით შეუძლებელია.

მანამდე ელექტრომაგნიტური ქვემეხის მოქმედების სიშორე სამი კილომეტრი იყო. ახალი ტიპის შეიარაღების გამოცდა 2015 წლიდან მიმდინარეობს, ქვემეხები წარმატებით „წვავს“ უპილოტო აპარატებს ჰაერში და სხვადასხვა დანადგარებს ხმელეთზე.

ახალი ელექტრომაგნიტური ქვემეხების შეიარაღებაში შეტანის ვადა მონიშნული არ არის, თუმცა რუსეთი უკვე მჭიდროდ მიუახლოვდა მას — წარმატება ხილულია. დღეს საცდელ ნიმუშებს უკვე აქვთ უნარი, მნიშვნელოვან მანძილზე დააზიანონ მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატები, ვერტმფრენები და ფრთოსანი რაკეტები. ახალმა ქვემეხმა რეკორდი სწორედ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალების სახით დაამყარა: „დაწვა“ 10 კმ დაშორებით განთავსებული სასწავლო საჰაერო სამიზნე. თუ მოქმედების სიშორის გაზრდა 20 კილომეტრამდე იქნება შესაძლებელი, მაშინ სამიზნეებს შორის აღმოჩნდება თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებიც. სავარაუდოდ, რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ამ კუთხით დიდი დრო არ დასჭირდება.

ელექტრომაგნიტური ქვემეხები მოწინავე ხაზზე

იარაღი, რომელიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების ტექნოლოგიას ეყრდნობა, მოქმედების პრინციპით ახლოსაა რადიოელექტრონულ საბრძოლო სისტემებთან. დენთისა და ლითონის ნაცვლად, რუსული ელექტრომაგნიტური ქვემეხი მაღალი სიხშირის გამოსხივებას იყენებს, რომელიც სინათლის სისწრაფით მოძრაობს. ჯერჯერობით პრობლემად რჩება უზარმაზარი ენერგოდანახარჯები თითოეულ გასროლაზე, მაგრამ ტექნოლოგია გამუდმებით იხვეწება.

პერსპექტივაში ელექტრომაგნიტური ქვემეხების დადგმა შესაძლებელი გახდება მეექვსე თაობის მძიმე გამანადგურებელ უპილოტო აპარატებზე, ქვეითი ჯარების ტექნიკასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებზე. თუ ერთ დღეს ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა, უპილოტო აპარატებმა, ფრთოსანმა რაკეტებმა, ტანკებმა და სხვა ჯავშანტექნიკამ „უმიზეზოდ გაჭედა“, ე.ი. ისინი ახალ ტექნოლოგიას აქვს მიზანში ამოღებული.  

ელექტრომაგნიტური ქვემეხი არალეტალურ იარაღად მიიჩნევა — ანადგურებს ელექტრონიკას, მაგრამ ინდობს ცოცხალ ძალას. ძლიერი ელექტრომაგნიტური გამოსხივება სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, შეუძლია დააზიანოს ნერვული, იმუნური და სხვა სისტემები. და მაინც, თუ ელექტრომაგნიტური იმპულსი „დაწვავს“ მიკროსქემებს და პილოტირებულ საფრენ აპარატს გააჩერებს, მაშინ პილოტი განწირულია — კატაპულტა ასევე არ იმუშავებს.  

ელექტრომაგნიტური იარაღი — ეს კონკრეტულ სექტორებში მუშაობისთვის გამიზნული ინსტრუმენტების მთელი სპექტრია. მაგნიტური ველი შესაძლოა გამოყენებული იყოს ჭურვისთვის საწყისი სიჩქარის მისანიჭებლად, როგორც დენთის ალტერნატივა.

რუსეთში პრიორიტეტულად ვითარდება რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები, ელექტრომაგნიტურ ბომბებს აქვთ უნარი, გათიშონ მოწინააღმდეგის მთელი ელექტრონული და რადიოაპარატურა 4 კმ რადიუსში; ანუ დატოვონ მოწინააღმდეგის ჯარი კავშირისა და მართვის გარეშე, გადააქციონ მათი ქვედანაყოფები არაორგანიზებულ ბრბოდ.

საინტერესოა, რომ ელექტრომაგნიტური ქვემეხის შექმნის იდეა ერთდროულად გაჩნდა რუსეთსა და საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დროს. მას საფუძვლად დაედო გერმანელი მკვლევარის იოჰან კარლ ფრიდრიხ ჰაუსის, ელექტრომაგნეტიზმის თეორიის ავტორის ნაშრომები. იდეამ დროს გაუსწრო და ამიტომ სამხედრო ტექნიკაში გამოყენება ვერ ჰპოვა: ფრანგულმა მოდელმა 50-გრამიანი ჭურვი 200 მილიწამამდე ააჩქარა და ღიად დამარცხდა ჩვეულებრივ არტილერიასთან. „მაგნიტო-ფუგალური“ ქვემეხის რუსული პროექტი კი ნახაზებად დარჩა.

ელექტრომაგნიტური იარაღის იდეის რენესანსი 21-ე საუკუნის დასაწყისში დადგა. 2011 წელს არციმოვიჩის რელსოტრონმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მაღალი ტემპერატურის ლაბორატორიაში. ელექტრომაგნიტური ქვემეხი ძალიან პატარა ჭურვებს ისროდა, მაგრამ ელექტრომაგნიტური აჩქარების მქონე ეს „მარცვლები“ ფოლადის დაფებს პლაზმად აქცევდა. ხუთი წლის შემდეგ რუსმა სპეციალისტებმა მასალა პრაქტიკულად პირველ კოსმოსურ სისწრაფემდე ააჩქარეს.

პარტნიორები ჩამორჩებიან

ელექტრომაგნიტური ქვემეხების პროექტებზე მუშაობენ აშშ-ში, ისრაელში, თურქეთში, საფრანგეთსა და ჩინეთში. მაგრამ არც ერთ ამ ქვეყანას არ მიუღწევია „მაღალი ხარისხის ცეცხლის“ სიშორის ათკილომეტრიანი ეფექტისთვის. მაგალითად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გასულ წელს რელსოტრონული ქვემეხი გამოსცადა, რომლის ჭურვის გაშვების სიჩქარე დაახლოებით 2041 მ/წამი იყო. შევნიშნავ, რომ ეს მყარსხეულიანი საბრძოლო მასალა (არა ელექტრომაგნიტური იმპულსი) მაინც ვერ აჭარბებდა თანამედროვე არტილერიის მაქსიმალურ სიჩქარეს — 2500 მ/წამს. მომავლის ომებისთვის ეს აჩქარება აშკარად არ არის საკმარისი.

რელსოტრონი — ეს ელექტრომაგნიტური ქვემეხის სახეობაა, რომლის ძირითადი ელემენტებია კვების წყარო, კომუტაციური აპარატურა და ერთიდან ხუთ მეტრამდე სიგრძის ორი ელექტროგამტარი რელსი. გასროლა მაღალი ძაბვის მიწოდების მომენტში ხდება პლაზმისა და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიების ხარჯზე.

ამერიკელები 475 მმ-იანი რელსოტრონული ქვემეხის გამოცდას 2000-იანი წლების დასაწყისიდან აწარმოებენ, მაგრამ წარუმატებლად. 23 კილოგრამიანი ჭურვი, რომელიც ლულიდან დაახლოებით 2200 მ/წმ სიჩქარით ფრინდება, საშინელ ნგრევას იწვევს. უცნობია, საით და რამდენად შორს მიფრინავს იგი.

ამერიკული რელსოტრონული ქვემეხის მოწინავე ამერიკულ ესკადრონულ ნაღმმზიდ Zumwalt-ზე განთავსების იდეაზე საბოლოოდ უარი თქვეს იმის გამო, რომ ის უზარმაზარი რაოდენობის ენერგიას ხარჯავდა რამდენიმე ათეულ გასროლაზე. ხომალდი არ შეიძლება იყოს საკუთარი შეიარაღების მსხვერპლი, ხოლო ელექტრომაგნიტური ქვემეხის გამოყენება ნაღმმზიდის თითქმის მთელი ელექტრონიკის გათიშვას მოიაზრებდა, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ჩათვლით. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის სპეციალისტებმა Zumwalt-ის ტიპის ნაღმმზიდების საკომანდო ხომალდებად გამოყენების წინადადება დააყენეს. კვლევები გრძელდება. მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სფეროში მოწინავე ქვეყნები აშკარად ჩამორჩებიან რუსეთს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

227

სტამბოლში აია-სოფიას ისტორიული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა - ფოტო

0
  • თურქეთში წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აღნიშნავენ
  • ლეგენდარული ტაძარი 1934 წლიდან მუზეუმად მუშაობდა
  • თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა 2020 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას
  • ტაძართან ათასობით მორწმუნე მუსლიმმა მოიყარა თავი
  • მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უფლებამოსილია შეცვალოს ტაძრის სტატუსი და ის მეჩეთად აქციოს სხვა სახელმწიფოების დაუკითხავად
  • სანამ ტაძარს მუზეუმის სტატუსი ქონდა, ისმოდა მოწოდებები, ტაძარი გადაცემოდან მუსლიმებს, ან მართლმადიდებლებს
  • ახლა მისი ბედი განსაზღვრულია - ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება და აქ მუსლიმური ღვთისმსახურება აღევლინება
  • თურქეთის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ევროპის ქვეყნებმა
  • როგორი წესები იმოქმედებს ტურისტებისათვის ტაძრის დასათვალიერებლად , ჯერ-ჯერობით უცნობია. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მისი მონახულება ვერ მოასწრეს, ახლა კი საერთოდ აღარც აპირებენ მისვლას
  • ახლა ისტორია ჩვენს თვალწინ იცვლება
  • წმინდა სოფიას ტაძარი ქრისტიანმა იმპერატორმა ისტინიანემ  537 წლის 27 დეკემბერს გახსნა. ეს ტაძარი ათას წელზე მეტხანს ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდი იყო
  • კონსტანტინოპოლის ოსმალების მიერ დაპყრობისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ 1453 წელს ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა
  • მაგრამ 1934 წლიდან თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის დეკრეტის საფუძველზე შენობა მუზეუმად იქცა. ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩებოდა ბოლო დრომდე
  • წმინდა სოფიას ტაძარი, რომელიც ამიერიდან მეჩეთი იქნება, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას მოაწერა ხელი. იხილეთ ფოტოლენტაში, როგორ შეხვდნენ თურქეთში ამ გადაწყვეტილებას

წმინდა სოფიას ლეგენდარული ტაძარი 1934 წლიდან მუზეუმად მუშაობდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ისმოდა მოწოდებები, ტაძარი გადაცემოდან მუსლიმებს, ან მართლმადიდებლებს. ახლა ტაძრის ბედი უკვე გადაწყვეტილია - ის მეჩეთად გადაკეთდება და მუსლიმური ღვთისმსახურება აღევლინება. მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უფლებამოსილია შეცვალოს ტაძრის სტატუსი და ის მეჩეთად აქციოს სხვა სახელმწიფოების დაუკითხავად.

აია-სოფიას ტაძარი 537 წლის 27 დეკემბერს ქრისტიანმა იმპერატორმაიუსტინიანემ ააგო. დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში ის იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაძარი, მაგრამ შემდეგ ოსმალეთის იმპერიის მთავარ მეჩეთად იქცა. 1935 წლიდან მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1985 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს.

0
  • თურქეთში წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აღნიშნავენ
    © REUTERS / MURAD SEZER

    თურქეთში წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აღნიშნავენ

  • ლეგენდარული ტაძარი 1934 წლიდან მუზეუმად მუშაობდა
    © REUTERS / MURAD SEZER

    ლეგენდარული ტაძარი 1934 წლიდან მუზეუმად მუშაობდა

  • თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა 2020 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას
    © REUTERS / MURAD SEZER

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა 2020 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას

  • ტაძართან ათასობით მორწმუნე მუსლიმმა მოიყარა თავი
    © REUTERS / MURAD SEZER

    ტაძართან ათასობით მორწმუნე მუსლიმმა მოიყარა თავი

  • მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უფლებამოსილია შეცვალოს ტაძრის სტატუსი და ის მეჩეთად აქციოს სხვა სახელმწიფოების დაუკითხავად
    © REUTERS / MURAD SEZER

    მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უფლებამოსილია შეცვალოს ტაძრის სტატუსი და ის მეჩეთად აქციოს სხვა სახელმწიფოების დაუკითხავად

  • სანამ ტაძარს მუზეუმის სტატუსი ქონდა, ისმოდა მოწოდებები, ტაძარი გადაცემოდან მუსლიმებს, ან მართლმადიდებლებს
    © REUTERS / MURAD SEZER

    სანამ ტაძარს მუზეუმის სტატუსი ქონდა, ისმოდა მოწოდებები, ტაძარი გადაცემოდან მუსლიმებს, ან მართლმადიდებლებს

  • ახლა მისი ბედი განსაზღვრულია - ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება და აქ მუსლიმური ღვთისმსახურება აღევლინება
    © photo: AFP 2020 / OZAN KOSE

    ახლა მისი ბედი განსაზღვრულია - ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება და აქ მუსლიმური ღვთისმსახურება აღევლინება

  • თურქეთის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ევროპის ქვეყნებმა
    © REUTERS / MURAD SEZER

    თურქეთის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ევროპის ქვეყნებმა

  • როგორი წესები იმოქმედებს ტურისტებისათვის ტაძრის დასათვალიერებლად , ჯერ-ჯერობით უცნობია. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მისი მონახულება ვერ მოასწრეს, ახლა კი საერთოდ აღარც აპირებენ მისვლას
    © REUTERS / MURAD SEZER

    როგორი წესები იმოქმედებს ტურისტებისათვის ტაძრის დასათვალიერებლად , ჯერ-ჯერობით უცნობია. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მისი მონახულება ვერ მოასწრეს, ახლა კი საერთოდ აღარც აპირებენ მისვლას

  • ახლა ისტორია ჩვენს თვალწინ იცვლება
    © REUTERS / MURAD SEZER

    ახლა ისტორია ჩვენს თვალწინ იცვლება

  • წმინდა სოფიას ტაძარი ქრისტიანმა იმპერატორმა ისტინიანემ  537 წლის 27 დეკემბერს გახსნა. ეს ტაძარი ათას წელზე მეტხანს ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდი იყო
    © REUTERS / Murad Sezer

    წმინდა სოფიას ტაძარი ქრისტიანმა იმპერატორმა ისტინიანემ 537 წლის 27 დეკემბერს გახსნა. ეს ტაძარი ათას წელზე მეტხანს ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდი იყო

  • კონსტანტინოპოლის ოსმალების მიერ დაპყრობისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ 1453 წელს ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა
    © REUTERS / MURAD SEZER

    კონსტანტინოპოლის ოსმალების მიერ დაპყრობისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ 1453 წელს ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა

  • მაგრამ 1934 წლიდან თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის დეკრეტის საფუძველზე შენობა მუზეუმად იქცა. ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩებოდა ბოლო დრომდე
    © REUTERS / MURAD SEZER

    მაგრამ 1934 წლიდან თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის დეკრეტის საფუძველზე შენობა მუზეუმად იქცა. ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩებოდა ბოლო დრომდე

  • წმინდა სოფიას ტაძარი, რომელიც ამიერიდან მეჩეთი იქნება, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია
    © photo: AFP 2020 / OZAN KOSE

    წმინდა სოფიას ტაძარი, რომელიც ამიერიდან მეჩეთი იქნება, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია