გვარამიას „მთავარი არხი“ - „რუსთავი 2"-ის ალტერნატივა?

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტთა ნაწილის აზრით, ახალი მაუწყებელი „რუსთავი 2-ის“ ალტერნატივა, ალბათ, ვერ გახდება

თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებულმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც სამიოდე კვირის წინ ახალი ტელევიზიის შექმნის გეგმებზე ისაუბრა, მართლაც დააფუძნა „მთავარი არხი“.

გვარამიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ ფინანსურად ახალი ტელეარხის შექმნაში. სკანდალურმა მედიამენეჯერმა აღნიშნა, რომ არხი მაუწყებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს, თუმცა, თარიღი არ დაუზუსტებია.

რას ფიქრობენ პოლიტოლოგები

ნიკა გვარამიას ახალ არხს, როგორც „რუსთავი 2-ის“ ალტერნატივას, ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს.

„ეჭვი მეპარება, ახალი ტელევიზია ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორიც „რუსთავი 2“-ია, რადგან „რუსთავი 2“ არის ბრენდი ძველისძველი ტელევიზიის სტატუსით“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ. 

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ხალვაშმა გადაწყვიტა ტელეკომპანია დაიტოვოს: „რუსთავი 2“ არ გაიყიდება

პოლიტოლოგის თქმით, „მთავარი არხი“ ოპოზიციური და მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე ორიენტირებული იქნება. ძირითადად, მხარს დაუჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოპონენტებს.

„პროპაგანდისტული ტელევიზია, რომელიც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული, გახდება პარტიის რუპორი, ვინაიდან ის ინფორმაციული პოლიტიკა, რომელსაც გვარამია „რუსთავი 2-ზე“ ატარებდა, გაგრძელდება“, - აღნიშნა მაისაიამ.

ვასო კაპანაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ ორიენტირებული იქნება მხოლოდ მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ გვარამიას ახალი არხი მოსახლეობაში ისეთივე პოპულარობით ვერ ისარგებლებს, როგორითაც „რუსთავი 2“ სარგებლობს.

„ის გავლენა, რომელსაც ისინი „რუსთავი 2“-ის დახმარებით ქართულ საზოგადოებაზე ახდენდნენ და დეზინფორმაცია, რომელსაც ტელეარხის მეშვეობით ავრცელებდნენ, ისეთივე ძლიერი აღარ იქნება. ადამიანებზე ეს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს“, - აღნიშნა კაპანაძემ.

ვინ იმუშავებს ახალ ტელევიზიაში გვარამიასთან ერთად

„რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ჯერ არ დაუზუსტებია ახალი არხის ჟურნალისტური შემადგენლობა. არ არის გამორიცხული, რომ რეიტინგული ტელეკომპანიის თანამშრომელთა ნაწილი ყოფილ უფროსთან სამუშაოდ გადავიდეს, თუმცა, არა უანგაროდ, ფიქრობს მაისაია.

„თუ ამ არხზე ჟურნალისტებს არ ექნებათ ისეთივე მაღალი ანაზღაურება, როგორიც ჰქონდათ „რუსთავი 2“-ზე, ისინი ახალ არხზე, ალბათ, არ გადავლენ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს თავი დამოუკიდებლად მიაჩნიათ, ვფიქრობ, მათი იდეოლოგიური მიჯაჭვულობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მხოლოდ ციფრებით, ანაზღაურებით იზომება“, - აღნიშნა მაისაიამ. 

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამია ახალი ტელეკომპანიის დირექტორი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

შეძლებს თუ არა გვარამია ფინანსური სახსრების მოძიებას როგორც ახალი ტელევიზიის ტექნიკური აღჭურვილობისთვის, ისე თანამშრომელთა ღირსეული ანაზღაურებისთვის - ეს საკითხი ქართულ საზოგადოებაში ბევრს აინტერესებს. მთავარია - ვინ დააფინანსებს „მთავარ არხს“?

სად მოიძიებს გვარამია თანხას „მთავარი არხისთვის“

პოლიტოლოგი და დამსახურებული ჟურნალისტი ბადრი ნაჭყებია დარწმუნებულია, რომ ახალი ტელევიზიის შექმნას დიდი ფული სჭირდება.

„ტელეკომპანიის შექმნა არავის ეკრძალება. მაგრამ მსხვილი ტელეკომპანიის შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, დიდი ფულია საჭირო. გამოჩნდებიან თუ არა ბიზნესმენები, რომლებიც ამ პროექტში თანხას დააბანდებენ? საზოგადოება, ალბათ, დასვამს კითხვას: დაფინანსდება თუ არა ეს არხი ლეგალური წყაროებიდან?“ - აცხადებს ნაჭყებია „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას. 

პაატა სალია - Sputnik საქართველო
პაატა სალია ნიკა გვარამიასთვის 5 მილიონის გადახდას არ აპირებს

ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ გვარამიას „მთავარ არხს“, ძირითადად, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები დააფინანსებენ.

„შეიძლება მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც სააკაშვილის ხაზი იდეალიზებული აქვს, ასევე გაიღოს ფული. ინვესტორები, რომლებიც ნიკა გვარამიასთან იმუშავებენ, იქნებიან სპონსორები „ნაციონალური მოძრაობიდან“, ან სააკაშვილის ყოფილი მთავრობის ძველი კორუმპირებული ჩინოვნიკები“, -განაცხადა მაისაიამ.

ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება ექსპერტი ვასო კაპანაძეც. მისი სიტყვებით, გვარამიას ახალ არხში ძირითადი ინვესტიციები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისგან წამოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი მხარდამჭერები, ალბათ, ტელეარხისთვის გაიღებენ თითო დოლარს ან 10 ლარს. ძირითადი დაფინანსება წამოვა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ფული, შესაძლოა, გაიღოს კეზერაშვილმაც, რომელიც თავის დროზე აქტიურად უჭერდა მხარს „ნაცმოძრაობას“. ეს, დიდი ალბათობით, იქნება პარტიული ტელეარხი, ვინაიდან გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა“, გვარამია და სააკაშვილი - ერთი მთლიანის შემადგენელი ნაწილები არიან“, - აღნიშნა კაპანაძემ.

რაც შეეხება თავდაცვის ექს–მინისტრ დავით კეზერაშვილს, რომელიც 2013 წლიდან ქვეყანაში არ იმყოფება, გვარამიას კვალდაკვალ მანაც ისაუბრა ახალი ტელევიზიის შექმნის გეგმებზე. თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი, გვარამიასთან ერთობლივ ტელევიზიას გულისხმობდა თუ არა. 

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ოქრუაშვილი vs ხალვაში: ხელმოწერა დოკუმენტზე ყალბი აღმოჩნდა?

მისი სიტყვებით, მომავალი ტელეარხის მიზანი იქნება „ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის“ დაცვა. მან იმედი გამოთქვა, რომ მალე შეიკრიბება ძლიერი გუნდი, რომელშიც შევლენ საზოგადოების ნდობით აღჭურვილი და ცნობილი ჟურნალისტები და ახალი ტელევიზია უახლოეს მომავალში გავა ეთერში.

2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კეზერაშვილს სასამართლომ ბრალი  ხუთი მუხლით წაუყენა, ოთხ მათგანზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ამჟამად იხილება მხოლოდ ერთი საქმე - 2007 წლის ნოემბერში მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისების შესახებ.

კეზერაშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოში ინტერპოლმა მასზე ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს კი იგი ძებნილი პირების სიიდან ამოიღეს.

საქმე გვარამიას წინააღმდეგ

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გასულ კვირას „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

პროკურატურა „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიით - „ინტერმედიით“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 16 ივლისს ნინო ნიჟარაძემ, „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა, საჩივარი შეიტანა. გარდა ამისა, 18 ივლისს ტელეკომპანიის ახალი მფლობელის ხელში გადასვლის შემდეგ, კომპანიის ფინანსური საქმიანობის გამოძიება ახალმა დირექტორმა პაატა სალიამაც ითხოვა. 

დავით კეზერაშვილი - Sputnik საქართველო
დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას ქმნის

ამ დროისთვის გვარამიას ბრალი აქვს წაყენებული 220-ე მუხლით - „საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, რომელიც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

გამოძიების ცნობით, გვარამიას არ მოუთხოვია დაახლოებით 6,8 მილიონი ლარი კომპანია „ინტერ მედია პლუსისგან“, რომელთანაც გააფორმა შეთანხმება რეკლამის განთავსების უფლების გადაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გვარამიას დაუწესა 40 ათასი ლარის ოდენობის გირაო. თუმცა, გვარამიამ უარი განაცხადა ამ თანხის გადახდაზე, რადგან თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

პროკურატურამ გვარამია გააფრთხილა, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში იგი შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს, მისი ქონება კი დაყადაღდეს. თუმცა, მედიამენეჯერი ამას არ შეუშინებია და ის კვლავაც არ აპირებს გირაოს გადახდას.

ვნებათაღელვა „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ

1994 წელს დაფუძნებულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. ხალვაშმა 2015 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ 2006 წელს მას ტელეკომპანია წაართვა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესმენმა საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო. ამის შემდეგ საქმის განხილვა გაგრძელდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელმაც საქართველოს სასამართლოს საქმისწარმოებაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

„რუსთავი 2-მა“ მფლობელები ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, 18 ივლისს გამოიცვალა. ახლა ხალვაშს არხის 60%, მის კომპანია „პანორამას“ კი 40% ეკუთვნის.

 

ყველა ახალი ამბავი
0