რუსეთი და საქართველო ერთზე თანხმდებიან – როგორ წარიმართა ჟენევის მოლაპარაკებები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟენევის ბოლო მოლაპარაკების ატმოსფერო, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, საქართველოში 20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა დაამძიმა.

თბილისში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზეც აისახა. ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის ერთადერთი ფორმატია, სადაც ყველაზე მწვავე პოლიტიკური საკითხები იხილება. 

ჟენევა - Sputnik საქართველო
მძიმე ფონი და რთული მოლაპარაკებები: რაზე ისაუბრეს ჟენევის მორიგ რაუნდზე

საქართველოში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის ვიზიტი და მისი გამოჩენა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 20 ივნისის დილით თბილისში მასშტაბური საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი გახდა. ოპოზიციამ, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილა, ხმაური ატეხა და საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია ჩაშალა. ამ ეტაპზე სწორედ გავრილოვი უდგას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას სათავეში.

„შეხვედრის ატმოსფერო 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა დაამძიმა. მომხდარი შეფასდა სათანადოდ და ჩვენი რეაქცია იყო ადეკვატური. მოვუწოდეთ, არ შეექმნათ დამატებითი პრობლემები ჟენევის შეხვედრაზე, რითიც შესაძლებლობა შევქმენით, გაგვეგრძელებინა რთული, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოლაპარაკების პროცესი“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

20 ივნისის აქცია თბილისის ცენტრში გვიან ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი, 30-ზე მეტი – ჟურნალისტი.

აქციაზე გამოტანილი ანტირუსული ლოზუნგებისა და საქართველოს პირველი პირების განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა საქართველოსთან 8 ივლისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსეთის ტურისტულ ოპერატორებს კი ურჩია, არ მიეყიდათ ტურისტებისთვის საქართველოს საგზურები. ბოლო დრომდე რუსეთი საქართველოში ტურისტების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებდა. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს

ჟენევის მოლაპარაკების მორიგი, 48-ე რაუნდი 2-3 ივლისს გაიმართა. შეხვედრა საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული შეთანხმების საფუძველზე წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.

„აქცენტი გაკეთდა ჟენევის ფორმატის მოფრთხილების აუცილებლობაზე, რომლის წყალობითაც ათ წელზე მეტია, უზრუნველყოფილია მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი და მეტ-ნაკლები სტაბილურობა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საქართველოს საზღვრებზე. ასეთ მიდგომას რაუნდის ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირა“, – აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მტკივნეული თემები

საქართველომ კვლავ გამოხატა შეშფოთება სამხედრო წვრთნების გამო, რომლებიც მის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ტარდება. ქართული მხარე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას აფასებს, როგორც „საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენების გაგრძელებას“. ეს კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით მიღებისკენ მოწოდებები სახიფათოა

თავის მხრივ, რუსეთი, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის გაღრმავება „თბილისის არამეგობრული რიტორიკის“ ფონზე აღიქმება როგორც „რეალური საფრთხე რეგიონული უსაფრთხოებისთვის“.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქართული მხარე ასახელებს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებს.

მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების, თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის საკითხებზე, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას. განსაკუთრებით აღინიშნა სირთულეები, რომლებსაც აწყდებიან გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მცხოვრებნი, რომელზე კონტროლიც საქართველომ 2008 წლის აგვისტოში დაკარგა.

უფრო მეტიც, საქართველომ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. 

ჟენევა - Sputnik საქართველო
საქართველო ჟენევაში რუსეთთან რთულ მოლაპარაკებებს ელოდება

„ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას ადგილებზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრებზე არსებული ვითარება შეხვედრის მონაწილეებმა, ქართული დელეგაციის გარდა, შეაფასეს, როგორც სტაბილური და მართვადი. აფხაზეთის დელეგაციამ ისაუბრა საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის დროებითი შეზღუდვის მიზეზებზე, ასევე მოიყვანა მონაცემები, რომლებიც კრიმინალური ინციდენტების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებაზე მეტყველებს“, – აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„საზღვრისპირა“ რაიონებში დანაშაული 243-დან (1998-2008 წლებში) 13-მდე (2008-2018 წლებში) შემცირდა.

მომდევნო შეხვედრა 2019 წლის ოქტომბერში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0