SputnikPro თბილისში - შეხვედრა მედია-მენეჯერებთან, რედაქტორებთან და ბლოგერებთან

RT კოდექსი: ტოპმენეჯერი ჟურნალისტებს „ფეიკ-ნიუსებსა“ და „ჰეიტერებზე“ ესაუბრა

41
(განახლებულია 09:59 08.06.2019)
ყალბი ახალი ამბებისა და ანტიკრიზისული პიარის თემას მიეძღვნა პარასკევს თბილისში ჩატარებული „SputnikPro“ პროექტის მორიგი მოდული.

ადგილობრივი მედიამენეჯერების, ჟურნალისტებისა და პიარის სპეციალისტების წინაშე სიტყვით გამოვიდა RT ტელეარხის პრესსამსახურის უფროსი, მთავარი რედაქტორის მოადგილე ანა ბელკინა.

„მთელ მსოფლიოში უამრავი ისტორიაა, მაგრამ მსოფლიო მედიასაშუალებები ერთსა და იმავე ხუთ ამბავს ატრიალებენ. მათ შექმნეს ვაკუუმი, რომელიც ჩვენ შევავსეთ... RT-მ და Sputnik-მა თავიანთი ნიშა მონახეს, მუშაობენ უფრო ფართოდ და ამზადებენ ისტორიებს, რომლებსაც დანარჩენი მედია-საშუალებები გვერდს უვლიან. ჩვენზე სისაძაგლეებს წერენ, მაგრამ კონტენტისთვის გვიხდიან“, - აღნიშნა ბელკინამ „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ შეხვედრაზე.

SputnikPro в столице Грузии - встреча с медиа менеджерами, редакторами и блогерами
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
SputnikPro თბილისში - შეხვედრა მედია-მენეჯერებთან, რედაქტორებთან და ბლოგერებთან

SputnikPro - საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს - Sputnik-ის პროექტია ჟურნალისტებისთვის, პროფესიული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, პრესსამსახურის თანამშრომლებისა და მედიასფეროს სხვა სპეციალისტებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას უცხოელ კოლეგებთან, მედიაკომუნიკაციებისა და პროფესიონალური კავშირების განვითარებას. დაარსების დღიდან პროექტში სხვადასხვა ფორმატით მონაწილეობა აქვს მიღებული 80-ზე მეტ ქვეყანას. SputnikPro-ს მასტერკლასები ჩატარებული აქვს აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საბერძნეთში, საქართველოში, ინდოეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და ესტონეთში.

Анна Белкина и Тато Ласхишвили. SputnikPro в столице Грузии - встреча с медиа менеджерами, редакторами и блогерами
© Sputnik / Alexander Imedashvili
SputnikPro თბილისში - შეხვედრა მედია-მენეჯერებთან, რედაქტორებთან და ბლოგერებთან

შეცდომებისგან დაზღვევა

ბელკინას სიტყვებით, მედია, რომელიც ამტკიცებს, რომ არასდროს დაუშვია შეცდომა, იტყუება. შეცდომა ყველას მოსდის, მიიჩნევს Russia Today-ს წარმომადგენელი.

„არის ნაბიჯები, რომლებიც შეცდომების მინიმუმამდე დაყვანაში გვეხმარება. პირველ რიგში, ესაა ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობა. არ უნდა ენდოთ არავის, მათ შორის, კოლეგებსაც, რომლებიც ძალიან გიყვართ და პატივსა სცემთ“, - ამბობს ბელკინა.

მისი თქმით, ამა თუ იმ ინფორმაციის გავრცელებამდე აუცილებლად უნდა იყოთ დარწმუნებული მის უტყუარობაში.

„თავი უნდა დავდო, რომ ინფორმაცია, რომელსაც ვავრცელებ, სრულად შეესატყვისება სინამდვილეს. არ დაუჯეროთ არავის, გადაამოწმეთ ყველაზე სანდო წყაროც კი“, - ამბობს ბელკინა.

© Sputnik / Alex Shlamov
SputnikPro თბილისში - შეხვედრა მედია-მენეჯერებთან, რედაქტორებთან და ბლოგერებთან

ტელეარხის რედაქტორის მოადგილის თქმით, საჭიროა მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება ნებისმიერ ისტორიაზე, რომელსაც ჟურნალისტი ხელს კიდებს, საჭიროა მისი კონტექსტის ცოდნა.

„მაგალითად, მე, როგორც RT-ს პრესმდივანმა, უნდა ვიცოდე და ვერკვეოდე ყველაფერში, რაც იურიდიულ, ფინანსურ და სარედაქციო საკითხებს ეხება. თუ ამ ინფორმაციას არ ვფლობ, არაფრის კომენტირების უფლება არ მაქვს. იგივეა ჟურნალისტიკაშიც - იცოდეთ ყველაფერი წყაროზე, თქვენი წყაროს წყაროზე. საჭიროა ნებისმიერი ისტორიის საწყისებამდე ჩაძიება, მისი კონტექსტის ცოდნა“, - განმარტა ბელკინამ.

Анна Белкина. SputnikPro в столице Грузии - встреча с медиа менеджерами, редакторами и блогерами
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ანა ბელკინა. SputnikPro თბილისში - შეხვედრა მედია-მენეჯერებთან, რედაქტორებთან და ბლოგერებთან

ბსოლუტურად ობიექტური ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სამართლიანი ჟურნალისტიკა, აცხადებს იგი.

„მნიშვნელოვანია სრულიად განსხვავებული თვალსაზრისის გათვალისწინება და მკითხველამდე მიტანა, შემდეგ კი გადაწყვეტა - ნატო რუსეთს საფრთხეს უქმნის, თუ ნატო რუსეთის საუკეთესო მეგობარია“, - ხაზი გაუსვა ბელკინამ.

აუდიტორიის კარგად გაცნობა

„იცოდეთ, ვინ გიყურებთ და ვინ კითხულობს თქვენს დაწერილს“, - ურჩევს ბელკინა ქართველ ჟურნალისტებს. ამა თუ იმ მედიის აუდიტორიაში ხომ ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც ჩასაფრებული ელის რაიმე გადაცდომას.

„არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ 47 ქვეყანაში 100 მილიონი ადამიანი გვიყურებს. ჩვენ, პირველ რიგში, გვიყურებენ მეგობრები წამყვანი დასავლური მედიიდან, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის დავუშვებთ შეცდომას, რათა კიდევ ერთხელ გაგვაკრიტიკონ“, - ხაზი გაუსვა სპიკერმა.

SputnikPro в столице Грузии - встреча с медиа менеджерами, редакторами и блогерами
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
SputnikPro თბილისში - შეხვედრა მედია-მენეჯერებთან, რედაქტორებთან და ბლოგერებთან

უცილებელია იმ შედეგებზე ფიქრი, რომლებიც შეცდომას შეიძლება მოჰყვეს, და საინფორმაციო მასალის „ასჯერ გაზომვა“ მის გასაჯაროებამდე.

„უნდა გვესმოდეს, როდესაც ახალ ამბებს ვუშვებთ, რა რეაქცია მოჰყვება მას, რა შედეგები მოჰყვება. ვინაიდან იგივე „მეგობრები“ შემდეგ დაიწყებენ ზრუნვას იმაზე, რომ ლიცენზია ჩამოგვართვან, დაგვხურონ, უცხოელ აგენტებად გამოგვაცხადონ“, - დაასკვნა ბელკინამ.

შეცდომა - ქვეყნის დასასრული არ არის

მთავარია, პანიკამ არ მოგიცვათ, როცა შეცდომაში ან ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაგადანაშაულებენ. თავდაპირველად საჭიროა იმის გარკვევა, ნამდვილად დაუშვით თუ არა შეცდომა და რა გახდა ამის მიზეზი.

„მთავარია სიმშვიდე! არ შეიძლება არაფრის გამოსწორება და კომენტარების გაკეთება, ვიდრე ბოლომდე არ გაერკვევით ვითარებაში“, - ხაზი გაუსვა ბელკინამ.

© Sputnik / Alex Shlamov
ანა ბელკინა. SputnikPro თბილისში - შეხვედრა მედია-მენეჯერებთან, რედაქტორებთან და ბლოგერებთან

პირველ რიგში, მედიამენეჯერის თქმით, არ უნდა გეშინოდეთ იმის აღიარება, რომ რედაქციამ შეცდომა დაუშვა.

მესამე ნაბიჯი - რეაგირება

„შეცდომები ყველგან და ყველამ შეიძლება დაუშვას. სინამდვილეში, საუკეთესო ჟურნალისტური პრაქტიკაა: შენ დაუშვი შეცდომა, ამაზე მიგითითეს - შენ ის გამოასწორე“, - აცხადებს ბელკინა.

მასთან, სპიკერის მტკიცებით, მნიშვნელოვანია, შეცდომა ჩუმ-ჩუმად კი არ გამოასწორო, არამედ პირიქით - მაქსიმალურად შესამჩნევად.

„ჩვენს ნიუსრუმში ამის ხშირი პრაქტიკა გვაქვს. ეს უბრალოდ კლავს ჩვენს „ჰეიტერებს“, რომლებიც ამბობენ, რომ RT არასდროს არ ასწორებს შეცდომებს. ეს პასუხისმგებლიანი ჟურნალისტური ორგანიზაციის სტანდარტია“, - ხაზი გაუსვა ბელკინამ.

SputnikPro в столице Грузии - встреча с медиа менеджерами, редакторами и блогерами
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
SputnikPro თბილისში - შეხვედრა მედია-მენეჯერებთან, რედაქტორებთან და ბლოგერებთან

მნიშვნელოვანია, არ წაშალოთ ინფორმაცია, არ წაშალოთ კვალი, არამედ აღიაროთ თქვენი შეცდომა, აჩვენოთ როგორ იყო და როგორი გასწორების გახდა. ამ დროს აუდიტორია ხედავს, რომ რედაქცია შეცდომაზე პასუხისმგებლობას იღებს. ეს ყველაზე მკაცრ კრიტიკოსებსაც კი აყრევინებს ფარ-ხმალს.

„არ დაივიწყოთ, რომ ლაკონურობა - ნიჭის დობილია. რაც მეტ ბოდიშს იხდით, მით მეტად გესხმიან თავს. ამიტომ მოკლედ მოიხადეთ ბოდიში და საქმე გააგრძელეთ“, - დაასკვნა ბელკინამ.

„ფაქტჩეკინგი“

RT-ის მთავარი რედაქტორის მოადგილის სიტყვებით, ყალბი ახალი ამბების ფართოდ გავრცელების გათვალისწინებით, გაჩნდა ბევრი ე.წ. „ფაქტჩეკინგი“ (ფაქტების გადამოწმება) - ესაა ვებგვერდები, ვიჯეტები, ბრაუზერების დანამატები და სხვ.

„ისინი ავტომატურად მოგინიშნავენ - ამბავი სარწმუნოა თუ არა, მასმედია სარწმუნოა თუ არა. რას წარმოადგენენ ისინი? სადღაც სხედან ჟურნალისტები და ანალიტიკოსები, რომლებიც ამოწმებენ კონკრეტულ ისტორიებს, სადღაც სხვაგან კი სხვა ჟურნალისტები და ანალიტიკოსები აფასებენ დანარჩენი მედიების საქმიანობას. ვარიაცია უამრავია“, - ამბობს ბელკინა.

Анна Белкина. SputnikPro в столице Грузии - встреча с медиа менеджерами, редакторами и блогерами
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
Анна Белкина. SputnikPro в столице Грузии - встреча с медиа менеджерами, редакторами и блогерами

ცოცხალი დისკუსია

„Russia Today-ს ხედვა და ვითარების შეფასება ძალიან საინტერესო იყო. საინტერესო იყო იმ მასმედიის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის მოსმენა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოზე მუშაობს, მაგრამ ამავე დროს საქმეს თავისუფალი პრესის პრინციპებს უთავსებს“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მედიაჰოლდინგ Georgian Times-ის პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა.

SputnikPro в столице Грузии - встреча с медиа менеджерами, редакторами и блогерами
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
მალხაზ გულაშვილი. SputnikPro თბილისში - შეხვედრა მედია-მენეჯერებთან, რედაქტორებთან და ბლოგერებთან

ღონისძიებას ცნობილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, კოლეგებმა შეძლონ საერთაშორისო არხის საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობა პირველწყაროდან. მნიშვნელოვანია თემატიკაც - ყალბი ახალი ამბები. მე წარმოვადგენ ორგანიზაციას, რომელიც თავად დაზარალდა არაერთი ქართული ავტორიტეტული მასმედიის მხრიდან ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო“, - განაცხადა პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ.

SputnikPro в столице Грузии - встреча с медиа менеджерами, редакторами и блогерами
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ანზორ ბიწაძე. SputnikPro თბილისში - შეხვედრა მედია-მენეჯერებთან, რედაქტორებთან და ბლოგერებთან

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ჟურნალისტებმა და მედიამენეჯერებმა - ალეკო ჩუბინიძემ (NewsPress), ვასო კაპანაძემ (NewsDay), ტარიელ გაგნიძემ (გაზეთი „საქართველო და მსოფლიო"), ზაზა დავითაიამ (გაზეთი „ასავალ-დასავალი“), კობა ბენდელიანმა (Interpressnews) და სხვებმა.

SputnikPro в столице Грузии - встреча с медиа менеджерами, редакторами и блогерами
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
SputnikPro თბილისში - შეხვედრა მედია-მენეჯერებთან, რედაქტორებთან და ბლოგერებთან

Sputnik - ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც აერთიანებს მულტიმედიურ სახელმწიფოებრივ და რეგიონულ ვებგვერდებს 32 ენაზე, ანალოგიურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქში და ინტერნეტში. Sputnik-ის ახალი ამბების რუბრიკა ოცდაოთხი საათის განმავლობაში აწვდის ინფორმაციას წამყვან გამოცემებს მთელ მსოფლიოში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონ ადამიანს შეადგენს, Sputnik China-ს გამომწერთა რაოდენობა ვეიბოში 10 მილიონს აჭარბებს. 22 სარედაქციო ცენტრში მთელ მსოფლიოში პეკინიდან მონტევიდეომდე მუშაობს ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი. Sputnik მედიაჯგუფის „Россия сегодня„ ნაწილია. მისი სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

პოსტსაბჭოურ ქვეყნებში Sputnik-ის ვებგვერდებმა წამყვანი პოზიციები დაიკავეს ადგილობრივ მედიასაშუალებებს შორის ინფორმაციის ახალი და ტექნოლოგიური ფორმატით მიწოდების წყალობით. Sputnik-ის პორტალები ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში წარმოდგენილია ადგილობრივ და რუსულ ენებზე. ისინი მკითხველს სთავაზობენ მრავალფეროვან მულტიმედიურ ინფორმაციას: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინეთერს, ინტერნეტკენჭისყრას, პოდკასტებს. ოპერატიული ახალი ამბების გარდა, Sputnik აქვეყნებს ანალიტიკურ მასალას და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

41