საპატრულო პოლიცია

საინტერესო ფაქტები საქართველოს პოლიციაზე

110
(განახლებულია 20:44 31.05.2019)
საქართველოში პოლიციის სრულყოფაზე მუშაობა გრძელდება

პარასკევს საქართველოში წესრიგის დამცველთა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე მზრუნველთა პროფესიული დღესასწაული - პოლიციის დღე - აღინიშნება.

პოლიციის დღე საქართველოში პირველად 2010 წელს აღნიშნეს. ორი წლის განმავლობაში ამ დღესასწაულს 6 მაისს - გიორგობის პარალელურად ზეიმობდნენ, რამაც ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მას შემდეგ თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.

საგანგებოდ ამ დღისთვის „Sputnik-საქართველომ“ ქართული პოლიციის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოამზადა.

ყველაზე წარმატებული რეფორმა

საქართველოში პოლიცია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შსს-ს მიერ გატარებული პირველი მასშტაბური რეფორმის შედეგად გაჩნდა. ცვლილებები 2004 წელს დაიწყო. ორი წლის განმავლობაში უწყების 85 ათასი თანამშრომლიდან სამსახურიდან გაათავისუფლეს 75 ათასი.

მილიციას სახელი შეუცვალეს და საპატრულო პოლიცია უწოდეს. მთლიანად დაიშალა ე.წ. „გაი“ (სახელმწიფო ავტოინსპექცია), სადაც იმ დროისთვის 15 ათასი ადამიანი მუშაობდა.

რეფორმის შედეგად, შსს-ს თანამშრომელთა ხელფასი რამდენჯერმე გაიზარდა, პოლიციელის პროფესიამ კი პრესტიჟი შეიძინა.

არავითარი ქრთამი

საქართველოში პოლიციის რეფორმა მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში ყველაზე წარმატებულად აღიარეს. მკვეთრად გაიზარდა პოლიციის ეფექტიანობა, დანაშაულის დონე კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ქართველმა პოლიციელებმა ახალი ავტომობილები მიიღეს>>

პოლიცია, რომელიც ერთ დროს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სტრუქტურად ითვლებოდა, მისაბაძ მაგალითად იქცა. პოლიციელები არ იღებენ ქრთამს და საერთოდ არ აქვთ საქმე ფულთან. პოლიციის მიერ გამოწერილ ყველა ჯარიმას მოქალაქეები იხდიან ბანკში, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით ან ინტერნეტით. მეტიც, გზებზე მოძრაობის მოწესრიგების ფუნქცია ე.წ. ჭკვიან კამერებს დაეკისრა, რომლებიც დარღვევებს აფიქსირებენ და მძღოლებს ავტომატურად უწერენ ჯარიმებს.

მოსახლეობის ნდობა

პოლიციას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია სახელმწიფო ინსტიტუტთა შორის, რომელიც წლიდან წლამდე ურყევად სარგებლობს მოსახლეობის ნდობით.

Полицейский дарит прохожей женщине цветы на 8 марта
პოლიციელი 8 მარტს გამვლელ ქალს ყვავილებს ჩუქნის

ასე მაგალითად, აშშ-ის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად, პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს ქვეყნის მოსახლეობის 48%. ეს 7%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.

ყველაფერი ხელის გულზე დევს

რეფორმის გატარების დღიდან აქცენტი კეთდებოდა გამჭვირვალობაზე, ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. საქართველოში პოლიციის ახალი განყოფილებები შენდებოდა მაქსიმალურად ბევრი შუშის გამოყენებით.

„ადამიანობის რწმენა დაგვიბრუნეს" – რით გააკვირვა საქართველოს პოლიციამ ამერიკელი გოგონა>>

გზებზე, ყველა კუთხეში ჩასაფრებული „გაიშნიკების“ ნაცვლად, მუდმივად კურსირებენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ისინი არა მხოლოდ საგზაო მოძრაობის დარღვევებზე, არამედ ნებისმიერ სასწრაფო სიტუაციაზე რეაგირებენ. ყველა საპატრულო მანქანა აღჭურვილია ვიდეოკამერებით.

Здание полиции в Карели - регион Шида Картли
© Sputnik / STRINGER
პოლიციის შენობა ქარელში

გარდა ამისა, პოლიციელები მუშაობენ ახალი, მკერდზე მიმაგრებული ვიდეოკამერებით. მათ  უწყვეტი რეჟიმით შეუძლიათ ვიდეოს გადაღება და პარალელურად ჩანაწერების ატვირთვა ცენტრალურ სერვერზე.

სიახლეები

შსს-ში სიახლეების დანერგვა დღესაც გრძელდება.

2018 წლიდან შსს-მ გახსნა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, რომელიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მუშაობს და საქართველოს მოქალაქეებს 50-მდე სერვისს სთავაზობს. მაგალითად, თუ ადრე დაკარგული სანომრე ნიშნების დასაბრუნებლად, საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გამოყვანის ნებართვის მისაღებად და სხვა მომსახურებისთვის საჭირო იყო სხვადასხვა უწყებაში მისვლა, ახლა ამით ერთიანი მომსახურების ცენტრია დაკავებული.

Центр единого обслуживания патрульной полиции
საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი

ეტაპობრივად საქართველოში იზრდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რიცხვი და, შესაბამისად - მათი სამოქმედო არეალიც. მხოლოდ თბილისში მათი რაოდენობა 60-დან 116-მდე გაიზარდა.

2018 წლის ბოლომდე საპატრულო პოლიციის ავტოპარკი 180 ახალი, მაღალი გამავლობის მანქანით შეივსო, რომლებიც რეგიონებში გადაანაწილეს.

Полицейские машины
პოლიციის ავტომობილები

ამჟამად კრიმინალური პოლიციის რეფორმა მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში, რაიონული ინსპექტორები მართლწესრიგის ოფიცრებმა ჩაანაცვლეს. მათ კომპეტენციაში შედის არასრულწლოვანებთან მუშაობა, ოჯახური ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, მეზობლებს შორის უთანხმოება, უკანონო მიგრაცია, უპოვართა პრობლემები.

110