ევროპარლამენტში არჩევნები დასრულდა – რა ელოდება საქართველოს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროპარლამენტის შენობა
ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა შედეგით დასრულდა ევროპარლამენტის არჩევნები, როგორია ევროპის 28 ქვეყნის ვერდიქტი, რა გავლენა ექნება არჩევნების შედეგებს ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე?

სამსონ ხონელი

ვარდობისთვის 26 რიცხვი ისტორიული თარიღია... მალე სამი ათეული წელი შესრულდება, რაც ქართველობა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ასე იყო ახლაც. საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. ერთხანს ამინდმაც იდარა და სახალხო დღესასწაულიც შედგა. თუმცა ამჯერად მაისის ბოლო კვირა დღე მხოლოდ ამით როდი იყო გამორჩეული...

ევროკავშირის 28 ქვეყანაში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა და რა გასაკვირია, რომ გადავწყვიტე, თქვენი ყურადღება არჩევნების შედეგებზე გავამახვილო. საინტერესოა, ვის რა მოლოდინი ჰქონდა და რა მიიღო? კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ელექტორატის არჩევანს რა გავლენა ექნება ბებერ კონტინენტზე მიმდინარე პროცესებსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე...   

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: ევროპარლამენტარები საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიით უკმაყოფილო არიან

ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთ ნაწილში იყო მოლოდინი, რომ 26 მაისის არჩევნებში ევროპელი ლიბერალები დამარცხდებოდნენ. არადა ევროპის ბევრ ქვეყანას პრაქტიკულად ლიბერალები, ან ლიბერალური მიმართულების სოციალ-დემოკრატები მართავენ. არჩევნები ევროკავშირის მომხრე პარტიების გამარჯვებით დასრულდა. ევროსკეპტიკოსები კი 10 პროცენტით იქნებიან წარმოდგენილი. შეიცვალა ძირითად პოლიტიკურ ძალთა ბალანსიც. ევროპელი ექსპერტების ვარაუდით, უმრავლესობის შესაქმნელად „ევროპის სახალხო პარტიას“ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან შეთანხმების მიღწევა მოუწევს.

პოლიტოლოგები პროგნოზირებდნენ, რომ ევროპარლამენტში მანდატების დიდ რაოდენობას მოიპოვებდნენ პოლიტიკოსები ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიებიდან. მათი პროგნოზი ნაწილობრივ გამართლდა კიდეც. ულტრამემარჯვენეებმა იმარჯვეს საფრანგეთში, იტალიასა და უნგრეთში. საფრანგეთში ლე პენის ულტრამემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიამ აჯობა ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ ალიანსს და 24 პროცენტით პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 2014 წლის არჩევნებთან შედარებით ლე პენმა ხმების 3 პროცენტი დაკარგა. ანალიტიკოსების შეფასებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ლე პენს გამარჯვება ძალიან გაუჭირდება. იტალიაში გამრჯვებას მემარჯვენე მატეო სალვინი ზეიმობს. თუმცა აქაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მხარდაჭერა 34 პროცენტის ფარგლებში შეინაჩუნოს, რადგან უახლოეს მომავალში სერიოზული ეკონომიკური რეფორმების გატარება მოუწევს. „ჩრდილოეთის ლიგასა“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას“ შორის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არსებული სახელისუფლებო შემადგენლობით რეფორმების გატარება შეუძლებელია და იტალიაში  პოლიტიკური კრიზისიც გარდაუვალია.

მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტში - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძის სიტყვა ევროპარლამენტში: ძირითადი აქცენტები

არჩევნების შედეგად ჯამში პოპულისტურმა და ულტრამემარჯვენე პარტიებმა 58, ანუ ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე 18-ით მეტი ადგილი მოიპოვეს. მოსალოდნელზე მეტი, 56 ადგილი მიიღო თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ჯგუფმა, რომელშიც შედის „ბრექსითის“ პარტია. ზოგადად ევროკავშირისთვის და პარლამენტისთვის უდიდეს გამოწვევად სწორედ „ბრექსითი“ რჩება. საინტერესოა, რით დასრულდება პროცესი და რა გავლენა ექნება მას ევროპაში მიმდინარე პროცესებზე?

რამდენიმე დღის წინ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ტერეზა მეიმ. მის ადგილს, სავარაუდოდ, ბორის ჯონსონი დაიკავებს. თუმცა გადაჭრით ამის თქმაც ძნელია, რადგან ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ პარტიაში დიდი მღელვარებაა. საამისო მიზეზი არის. კონსერვატორებმა ხმების მხოლოდ 9 პროცენტი მიიღეს, მაშინ, როდესაც „ბრექსითის“ მომხრე პარტიას ხმათა 32 პროცენტი ხვდა წილად. შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო ფიქრი ე.წ. დიფერენცირებულ ინტეგრაციაზე, ანუ ინტეგრაციის ისეთ მოდელზე, რომელიც გულისხმობს მჭიდრო ეკონომიკურ კავშირს ევროპასთან, მაგრამ არ ითვალისწინებს წევრობას... მომავალმა პრემიერმა, ვინც არ უნდა იყოს ის, შეიძლება მოსინჯოს, თუ რა შანსები აქვს ე.წ. „ჰარდ ბრექსითს“, ანუ ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან შეთანხმების გაფორმების გარეშე. პოლიტოლოგების ვარაუდით, ეს მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდება, რაც, თავის მხრივ, ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას გამოიწვევს. არ არის გამორიცხული, რომ პროცესის გაწელვამ ახალი რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობა წარმოშვას. საბოლოო ჯამში, ძნელად პროგნოზირებადია, როგორ და რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი.

იტალია - Sputnik საქართველო
პრემიერმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ჭორებზე  კომენტარი გააკეთა

აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. 2014 წელს არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 43 პროცენტი გამოცხადდა, წელს კი საშუალო მაჩვენებელი 51 პროცენტი იყო. ყველაზე მაღალი აქტივობა დანიაში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 63 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. რაოდენობა გაორმაგდა უნგრეთსა და პოლონეთში. საინტერესოა, ამჯერად რამ განაპირობა ევროპული ელექტორატის აქტიურობა? კითხვაზე პასუხი ცალკე სტატიის თემაა. ერთი წინადადებით კი ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ ბებერ კონტინენტზე ცვლილებების დროა!

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების ფონზე ორიოდე სიტყვა ვთქვათ ევროპასთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ურთიერთობებში არსებული დინამიკა დიდი ხნით შენარჩუნდება.

თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
NO! ანუ უსაფრთხო ქვეყნიდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა პერსპექტივა...

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნონა მიხელიძე: „ფიქრი იმაზე, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში აქვს წევრობის პერსპექტივა, არარეალისტურია. ძირითადად ორი მიზეზია: პირველი − ევროკავშირი არ არის მზად გაფართოებისთვის და, მეორე − დღეს საქართველოს დემოკრატიის ხარისხი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ არც ჩვენი ქვეყანაა მზად, მიიღოს გაწევრიანების პერსპექტივა. ასე რომ, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ მთავარ ამოცანად რჩება, ერთი მხრივ, ხელშეკრულების იმპლემენტაცია და, მეორე მხრივ, უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება შენგენის ზონაში...“

და, მაინც, საით მიდის ევროპა და როგორი იქნება ევროპის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში? ევროპა, რომელიც გლობალურ მოთამაშედ რჩება, დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. თუმცა ბებერმა კონტინენტმა ევროკავშირის პერსპექტივაზე ტესტი წარმატებით ჩააბარა!

 

ყველა ახალი ამბავი
0