ჭორები თუ გაჟონვა? საქართველოში კვლავ რიგგარეშე არჩევნებზე ალაპარაკდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპრეზიდენტო არჩევნებზე
საპრეზიდენტო არჩევნებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის ნაწილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

ექსპერტების მოსაზრებები იმის შესახებ, შედგება თუ არა ამ შემოდგომაზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ვისთვის შეიძლება ეს მომგებიანი იყოს, ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება.

„ეშმაკი განხეთქილებისკენ გვიბიძგებს!“ – ივანიშვილის ახალი გზავნილი >>

კანონით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს ან ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებს. მთავრობაში საკადრო ცვლილებები თითქოს არ იგეგმება და 2019 წლის ბიუჯეტიც დიდი ხანია მიღებულია. მაგრამ, სურვილის შემთხვევაში, პროცესის ამოქმედება შესაძლებელია ხელოვნურად, როგორც ეს, მაგალითად, სომხეთში გააკეთეს.

კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ახალი ფიგურები ან ახალი იდეები - როგორ უნდა მოიგოს 2020 წლის არჩევნები „ოცნებამ“

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დიდი ხანია ითხოვს ოპოზიცია, ძირითადად ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეები გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“. „ნაცმოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მოუგებს მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, მით უმეტესს რომ მომდევნო არჩევნებზე გამსვლელი ზღვარი პარტიებისთვის უკვე იქნება არა 5%, არამედ 3%.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. ბოლო არჩევნები 2016 წელს გაიმართა და „ქართული ოცნების“ გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა.

ვის აძლევს ხელს რიგგარეშე არჩევნები

ექსპერტები შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მედიაში გაჩნდა შესაბამისი ინფორმაცია ხელისუფლებაში „სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით.

„ოცნება” ნამდვილად ემზადება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. წელს რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, მივიღებთ ზუსტად იმას, რაც გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს... თუ წელსვე არ შეძლეს მათ ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი „ოცნებისთვის” პროცესის გახანგრძლივება, გაისად ეს აღარ გამოუვათ“, - განუცხადა გაზეთ „ახალ თაობას“ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილმა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
კიდევ რომელი მინისტრი გამოემშვიდობება თანამდებობას? – პრემიერ ბახტაძის კომენტარი

სხვა მოსაზრება გააჩნია ექსპერტ გია ხუხაშვილს.

„მე არ ვფიქრობ, რომ არჩევნები შედგება, რადგან „ქართული ოცნების“ ელიტას თავისი სავარძლების დატოვება არ სურს და არა მგონია ის ამაზე წავიდეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობა მესამე ძალის გამოჩენის ელოდება.

„უკვე გამოჩნდნენ, ძალას იკრებენ პატარ-პატარა ჯგუფები, მე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ცდილობდნენ სწორედ, მოერგონ ამ ფლანგს. ვნახოთ, რამდენად გამოუვათ მათ ეს. ეს ძალიან ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. თუ მართლაც გამოჩნდება რეალური ძალა, რომელიც შეძლებს იყოს ალტერნატივა, მაშინ, მერწმუნეთ, ის „ქართულ ოცნებასაც“ მოუგებს და „ნაცმოძრაობასაც“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

„მესამე ძალის“ სტატუსზე პრეტენზიას აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“, რომელიც სულ ახლახან ეხმარებოდა „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად აგიტაციას ეწეოდა. აპრილის დასაწყისში მოძრაობის წევრებმა ჩაატარეს კრება და თავისი მიზნები გაახმოვანეს - „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება, ოღონდ „ნაცმოძრაობის“ გარეშე.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
რატომ წავიდნენ, გაუგებარია - ივანიშვილმა ბესელიას პოლიტიკური პერსპექტივები შეაფასა

ამასობაში ინტრიგას ინარჩუნებს პარლამენტის ავტორიტეტული დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც თებერვლის ბოლოს „ქართული ოცნება“ სკანდალის ფონზე დატოვა, მიზეზად კი სასამართლო რეფორმის ირგვლივ უთანხმოება დაასახელა. თუმცა მან მკაფიოდ განაცხადა, რომ თანამოაზრეთა გუნდის შეკრებას აპირებს. სავარაუდოდ, ეს იქნება მინიმუმ იმ დეპუტატთა ნაწილი, რომელთაც ბესელიას მიბაძეს და პარტია დატოვეს. „ქართული ოცნება“ ორ თვეში ცხრა დეპუტატმა დატოვა.

სხვადასხვა მხარეების დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მთავარი კონკურენტები, როგორც ეს ხელისუფლების შეცვლამდეც იყო, „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ რჩებიან. ბოლო დროიდან მესამე ავტორიტეტული პარტია გახდა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, რომელიც 2017 წელს „ნაცმოძრაობას“ ჩამოშორებულმა პოლიტიკოსებმა დააარსეს.

ყველა ახალი ამბავი
0