TBC Bank-ის სკანდალური საქმე: საქართველოს პროკურატურამ საქმის დეტალები გაასაჯაროვა

გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

საქართველოს პროკურატურამ TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის მხრიდან 17 მილიონი დოლარის შესაძლო „გათეთრების“ საქმის დეტალები გაასაჯაროვა.

„შეტევა ეროვნულ ბანკზე“ „თიბისი ბანკის“ გამო, ანუ რატომ ჩაიშალა პარლამენტის სხდომა>>>

იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ TBC Bank-ის დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა ბანკისგან სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მათ აღნიშნული თანხა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს. მოგვიანებით ეს კრედიტი ბანკის მიერ განულდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი მიღებული თანხა არ დააბრუნეს.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
რა მიზანი აქვს „თიბისი ბანკის“ დამაარსებელს

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და ხელისუფლება TBC Bank-ზე ზეწოლაში დაადანაშაულეს, რაც, მათი სიტყვებით, საქართველოს იმიჯს ლახავს.

TBC Bank-ის საქმემ საქართველოს პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლასა და ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული  საქართველო“, თავის მხრივ, აცხადებს, რომ საჭიროა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

გამოძიების დეტალები

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ საქმე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის“ ფაქტზე აღძრა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გასული წლის 1 აგვისტოს მიწოდებული ინფორმაცია.

TBC bank - Sputnik საქართველო
TBC Bank-ი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავას წყვეტს

პროკურატურის ვერსიით, ფულის შესაძლო „გათეთრების“ სქემა ასე გამოიყურება: 2008 წლის აპრილ-მაისში TBC Bank-მა 17 მლნ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო კომპანია „სამგორი თრეიდსა“ და „სამგორი М“-ს, რომელთა მფლობელი ავთანდილ წერეთელი ხაზარაძის ახლობელია.

იმავე დღეს აღნიშნული თანხა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშებზე ჩაირიცხა მიუხედავად იმისა, რომ სესხი, თითქოს, ბიზნესის შემდგომი გაძლიერებისთვის იყო გამიზნული.

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი М“-სთვის 17-მილიონიანი სესხის დაფარვის ვადა ერთი წლით გაიზარდა, მაშინ, როცა მათ სესხის დაფარვა დაწყებული არც ჰქონდათ. 2008 წლის 31 დეკემბერს კი, სესხის დაფარვის დაწყებამდე, TBC Bank-მა სესხს მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბანკმა 17 მილიონი დოლარის დაბრუნება არც იმათგან მოითხოვა, ვინც კომპანიებს თავდებში ჩაუდგა. TBC Bank-მა არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა.

ანაკლია - Sputnik საქართველო
პასუხები პრეტენზიებზე - რა ხდება ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ?

უფრო მეტიც, TBC Bank-მა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან. 17 მილიონის უკან დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა აიღო ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა. ამ კომპანიამ ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება მიიღო.

ამის პარალელურად TBC Bank-მა, გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა კომპანია „სამგორი თერიდის“ და „სამგორი М“-ის მიერ სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებები.

ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის მინდობილი პირი იყო საქართველოს მოქალაქე პაატა ძაგნიძე, რომელიც „სამგორი M“-ზე და „სამგორი თრეიდზე“ სესხის გაცემისას იყო TBC Bank-ის საკრედიტო კომიტეტის წევრი.

საქართველოს პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ უწყება საზოგადოებას პერიოდულად კიდევ მიაწვდის გამოძიების შესახებ ინფორმაციას.

 

ყველა ახალი ამბავი
0