განცდები ციფრებში... ანუ ვინ რას ფიქრობს და რატომ?

© FB / Giorgi MargvelashviliNDI ხელმძღვანელი კენეტ ვოლაკი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
NDI ხელმძღვანელი კენეტ ვოლაკი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები... წლიდან წლამდე ცვალებადი ციფრები და უცვლელი ტენდენცია... რა იკითხება ციფრებს მიღმა და რაზე მიანიშნებენ კვლევის ავტორები?

საქართველოს სახელმწიფოს განვითარების კურსი, პარტიების მხარდაჭერა, პოლიტიკოსების და მედიასაშუალებების რეიტინგი… ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ტრადიციას არ ღალატობს და პერიოდულად საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

საველე სამუშაოები ამჯერად, 20 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა…

კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ პოლტიკურ პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ტენდენცია უცვლელია. კვლევის ავტორები მიანიშნებენ, რომ გამოკითხულთა შორის კვლავაც მრავლად არიან, ვისაც არა აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს. კითხვაზე — რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპოდენტთა თითქმის ნახევარი, 41 პროცენტი არცერთ პარტიას არ ასახელებს. პოლიტიკურ პროცესებში მეტ-ნაკლებად ჩახედული მკითხველები, იმედია დამეთანხმებიან, რომ ამგვარი პასუხი მოსალოდნელი იყო, რადგან, უკვე დიდი ხანია საზოგადოება იმედგაცრუებულია პოლიტიკური სპექტრის საქმიანობით და ნიჰილისტური დამოკიდებულებაც არ არის უცხო.

ტრიბუნა გამოსვლებისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში - Sputnik საქართველო
რომელი პოლიტიკოსის მიმართ არიან ყველაზე დადებითად განწყობილი საქართველოში – გამოკითხვა

პარტიათა პირველ ხუთეულს 26 პროცენტით სათავეში უდგას „ქართული ოცნება“, მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ ინარჩუნებს 9 პროცენტით, საპრიზო სამეულშია „ევროპული საქართველო“, რომელსაც გამოკითხულთა 4 პროცენტი ასახელებს, მომდევნო პოზიციები თანაბრად 3-3 პროცენტით „პატრიოტთა ალიანსს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ უკავიათ. კვლევის ეს მონაცემები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ანალიტიკოსებისა და პოლიტოლოგების მიერ მრავალჯერ ნათქვამს, რომ დროის უახლოეს მონაკვეთში პოლიტიკურ პარტიების მთავარი მიზანი ე.წ ჩამოუყალიბებელი ელექტორატის მხარდაჭერის მოპოვება უნდა იყოს.  როგორ მიიღებენ ამ გზავნილს პოლიტიკური პარტიები დრო გვიჩვენებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი, რომელიც შიდაპარტიული საკითხების მოგვარებით არის „გართული“ არც ამჯერად ენდობა კვლევის შედეგებს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ყოფილი მმართველი გუნდის ორივე განაყოფი კვლევის შედეგებს იზიარებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში რუსული ენა უკეთ იციან, ვიდრე ინგლისური

საინტერესოა პოლიტიკური ლიდერების და ოფიციალური პირების საქმიანობის რეიტინგი. პოზიტიური შეფასებით გამოირჩევიან პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. მათ მოწონების თითქმის თანაბარი მაჩვენებელი აქვთ. სამწუხაროდ, საგრძნობლად მოიმატა პარლამენტის საქმიანობის უარყოფითად შეფასების მაჩვენებელმა. ეს საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით იმის შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მთავრობის ნოტარიუსის ფუნქცია შეიძინა, მას არა აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შემდეგ, უარყოფით რეიტინგში მეორე „საპატიო“ ადგილი 30 პროცენტით სასამართლოების საქმიანობის შეფასებას უკავია.

სამინისტროებიდან ყველაზე დადებითად შეაფასეს ჯანდაცვის, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროების საქმიანობა. ყველაზე უარყოფითი შეფასება წილად ხვდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ მთავრობის საქმიანობას 52 პროცენტი საშუალოდ, 33 პროცენტი უარყოფითად, ხოლო 14 პროცენტი კი დადებითად აფასებს. რესპოდენტთა მესამედის თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. მოწონების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს თბილისის ახლადარჩეულ მერს. კახი კალაძე კარგად მუშაობს, მიიჩნევს გამოკითხულთა ნაზევარზე მეტი. ამგვარი შედეგის მიუხედავად, ქალაქის თავი იზიარებს თანაგუნდელების დამოკიდებულებას და კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.

კორუფცია და კრიმინალი. რესპოდენტთა 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემაა. გამოკითხულთა 63 პროცენტი ფიქრობს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში კრიმინალური ვითარება გაუარესდა…

NDI-ს ხელმძღვანელი კენეტ ვოლაკი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
NDI-ს ხელმძღვანელი კენეტ ვოლაკი საქართველოს საპატიო მოქალაქე გახდა

კვლევის ავტორებს არც ქვეყნის უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული საკითხები და დემოკრატიის  ხარისხი გამორჩენიათ.

გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიქვამს, ამავდროულად რესპოდენტთა 35 პროცენტს სჯერა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ამერიკის შეერთებული შტატები დაიცავს, 13 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ამას უკეთესად რუსეთი უზრუნველყოფს. ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა 80 პროცენტი. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 68 პროცენტი ალიანსში გაწევრიანებას უჭერს მხარს. გასულ წელთან შედარებით, შემცირდა იმ საქართველოს ევრაზიის კავშირში წევრობის მსურველი რესპოდენტების რაოდენობა, თუმცა გამოკითხულთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს ანდა ქვეყნის ეროვნულ იდენტობას შეასუსტებს.

პარტია „ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
რომელ პარტიას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა ხმის მისაცემად

ერთი სიტყვით, თუ ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ უმრავლესობის დამოკიდებულება მკაფიო და ნათელია, აზრი გაიყო კითხვაზე — საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი? არ ვიცი კვლევის ავტორებს ამ კითხვაზე პასუხის ძიება აქ და ახლა რატომ მოუვიდათ აზრად. შესაძლოა, დაინტერესდნენ რამდენად შეესაბამება რეალობას, ბოლო დროს მოარული ხმები, რომ ჩვენში ჯერ კიდევ მძლავრობს საბჭოთა წარსულისადმი ნოსტალგია. ფაქტია, საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსთვის დადებით მოვლენად გამოკითხულთაგან მხოლოდ 48 პროცენტი აფასებს. 42 პროცენტი კი თვლის, რომ ეს ცუდი მოვლენაა. 10 პროცენტია იმ ინტერვიუერთა რაოდენობა, რომელმაც დასმულ კითხვაზე პასუხი არ ან ვერ გასცა. საინტერესოა რა სახის პასუხის მოლოდინი ქონდათ კვლევის ავტორებს და როგორია მათი შეფასება-დასკვნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის განმარტებით, კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებაში არსებობენ ე.წ მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც სხვებზე მეტად შეიძლება მოექცნენ პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ. ესენი ძირითადად არიან უფროსი თაობის წარმომადგენლები და ეთნიკურად მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები პირები. ყველაზე ხშირად, სწორედ ისინი ამბობენ, რომ არ უჭერენ მხარს ქვეყნის პროდასავლურ კურსს. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აქტიური კამპანიის ჩატარება.

როგორც კვლევამ აჩვენა, ვიზალიბერალიზაციის შედეგებით გამოკითხულთა უმრავლესობა კმაყოფილია, თუმცა მათი დიდი ნაწილი არაინფორმირებულია და ყოველი მესამე თვლის, რომ ვიზალიბერალიზაცია ევროპის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებას გულისხმობს.

არის თუნ არა ქვეყანაში დემოკრატია? გამოკითხულთა 51 პროცენტი ბრძანებს, რომ არის. არც ეს პასუხი იყო მოულოდნელი. დემოკრატიის ხარისხი საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია, მას დიდი ხანია ყოფითი პრობლემები აწუხებს…

 

ყველა ახალი ამბავი
0