საქართველოში გვარის შეცვლა რთულდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საერთაშორისო პასპორტი
საქართველოს საერთაშორისო პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება იღებს ზომებს იმისათვის, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა დეპორტაციის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად გვარის შეცვლა ბოროტად არ გამოიყენონ

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, რომელიც გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრებას ითვალისწინებს.

აღნიშნული ინიციატივა გამოწვეულია ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შენარჩუნებით, რომელიც საქართველოდან თავშესაფართა მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას განუმარტეს, რომ აღნიშნული პრობლემის იგნორირება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება შეიძლება გამოიწვიოს.

„კანონპროექტის მიზანია დაბრკოლებების შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ შესაძლებლოაბს ბოროტად იყენებს. იგულისხმება ის, რომ ევროპაში გამგზავრებისას შეცვლილი გვარით ადამიანის იდენტიფიცირება რთულია. ზოგერთი ადამიანი ამ თვალსაზრისით პრობლემების შექმნას ახერხებს, რადგან მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია, და ისინი ევროპაში ისეთი მიზნით მიემგზავრებიან, რომელსაც ლეგიტიმურს ვერ ვუწოდებთ“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ სარჯველაძემ.

საქართველოს ბიომეტრიული საერთაშორისო პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ერთ წელიწადში 8 000-ზე მეტმა ადამიანმა გვარი შეიცვალა

კანონპრეოექტის თანახმად, საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე გვარის შეცვალს სიცოცხლეში ერთხელ მოახერხებს. გამონაკლისს წარმოადგენს მეუღლის გვარზე გადასვლა. საქართველოში დეპორტირებულ ან რეადმისიით დაბრუნებულ მოქალაქეებს ხუთი წლის განმავლობაში ეკრძალებათ გვარის შეცვლა.

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მიიღოს მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის ჩათვლით) გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი. 

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქემ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს. ამისათის მან უნდა მიმართოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საქართველოს საკონსულოს უწყებას. დღეისათვის ეს მინდობილობითაც შეიძლება გაკეთდეს. 

გარდა ამისა, პროცედურის დაჩქარება შეუძლებელი იქნება, გადაწყვეტილების მიღებას 45 დღე დასჭირდება.

გასულ წელს პირდაპირი ნათესავის გვარი მიიღო 1977-მა მამაკაცმა და 5467-მა ქალმა. მეუღლის გვარზე გადავიდა 418 მამაკაცი და 477 ქალი.

წელიწადში ორჯერ შეიცვალა სახელი ან გვარი საქართველოს 59-მა მოქალაქემ, ერთმა მოქალაქემ ეს პროცედურა ოთხჯერ გაიმეორა.


ყველა ახალი ამბავი
0