საქართველოს პარლამენტი

გადამწყვეტი ბრძოლა სახალხო დამცველისათვის

201
რუსუდან კაციტაძე
რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე მოუწევს დადგომა ახალ ომბუდსმენს

დღეს საქართველოს პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველად ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.  მას ქართულ ოცნებასთან ერთად ხმა ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც მისცეს. არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ასევე კარგი კონტაქტები დასავლეთთან და საპარლამენტო უმრავლესობის გავლენიან დაჯგუფებასთან, ბუნებრივია, მეგობრობა პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე სპიკერ თამარ ჩუგოშვილთან უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ფაქტორები. ლეიბორისტების ლიდერი სახალხო დამცველთან დაკავშირებით კიდევ ერთ შტრიხს უსვამს ხაზს — რომ ლომჯარიას მამა ბიძინა ივანიშვილის პირადი არქიტექტორია. ამის შესახებ ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მან საკმაოდ რთულ ბრძოლაში მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე და ეს ხდებოდა იმ ფონზე, როცა თავად უმრავლესობის დიდი უმრავლესობა დიდი სიმპატიით არ ადევნებდა თვალს სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესს, თუმცა ღიად წინააღმდეგობის გაწევა რამდენიმე ადამიანმა თუ გაბედა.

ვინ არის ნინო ლომჯარია და რა პრობლემების წინაშე მოუწევს მას დადგომა. საერთაშორისო საზოგადოება და ქართული არასამთავრობო სექტორიც ერთხმად აღიარებს, რომ დღეს ციხეებში ის სიტუაცია აღარაა, რაც 2012 წლამდე იყო. პატიმრების ცემა და წამების პრაქტიკა, მადლობა ღმერთს, წარსულს ჩაბარდა. ახალ სახალხო დამცველს რეალურად ახალ გამოწვევებთნ მოუწევს შერკინება. ესაა, პირველ რიგში, ადამიანის ბუნებითი უფლებები — სოციალური საცხოვრისის უფლება, არსებობის უფლება, ჯანდაცვის უფლება (რომლის დაცვაც ქართულმა ოცნებამ საყოველთაო დაზღვევით დაიწყო, მაგრამ ახლა მომსახურეობის ხარისხია დიდი პრობლემა).  შრომის უფლება, დასვენების უფლება და ა. შ.

საქართველოში მოსახლეობის 20 პროცენტი სოციალურ დახმარებას იღებს. ასევე უამრავი ადამიანია ფინანსური პირამიდებითა და სხვადასხვა მაქინაციებით დაზარალებული. ამ ადამიანებს მათი უფლებების დაცვა და სწორი ინფორმირება, ადვოკატირება სჭირდებათ.

ასევე მნიშვნელოვანია ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობა, რაზეც ლომჯარიამ გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა. მოკლედ — წილი ნაყარია, სახალხო დამცველი — 5 წლით დამტკიცებული. ახლა ქართულ საზოგადოებას მისი უფლებების რეალური დაცვა სჭირდება.

201