რა ელის საქართველოს „ისლამური სახელმწიფოს“ ახლო აღმოსავლეთში დამარცხების შემდეგ

© AP Photo / albaraka_news, File„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები
„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების დამარცხებას დამარცხება მოსდევს, ამიტომ ლოგიკურია კითხვა, რას უნდა ელოდოს მათგან მსოფლიო მომავალში

ექსპერტების თვალსაზრისით, ახლო აღმოსავლეთში ტერორისტების დამარცხებამ შეიძლება ბოევიკების იმ ქვეყნებში დაბრუნება გამოიწვიოს, რომლებიც მათ რამდენიმე წლის წინ იმ მიზნით დატოვეს, რათა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში" შესულიყნენ.

ამ კუთხით გამონაკლისს არც საქართველო არ წარმოადგენს, რომელიც, ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია Soufan Group-ის მონაცემებით, თავის დროზე 200-მა ადამიანმა დატოვა და „ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა. ბოლო მონაცემებით, 50-ზე მეტი ადამიანი უკვე სამშობლოში დაბრუნდა.

რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის დროშა - Sputnik საქართველო
Soufan Group-მა „ისლამურ სახელმწიფოში" საქართველოდან 200-მდე ბოევიკი დაითვალა

Soufan Group-ის კვლევა სახელწოდებით „ხალიფატის იქითა მხარეს: უცხოელი ბოევიკები და დაბრუნებულების საფრთხე" მთლიანად ეძღვნება ბოევიკების სამშობლოში დაბრუნებას. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი დაბრუნებული სიტუაციის დესტაბილიზაციას უკვე საკუთარ ქვეყანაში ეცდება.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ 2014 წლის სექტემბერში „ისლამური სახელმწიფოს" სპიკერმა აბუ მუჰამად ალ-ადნანიმ მოუწოდა ყველა მომხრეს, რომელთაც ხალიფატთან შეერთების შესაძლებლობა არ გააჩნიათ, მტრებს ნებისმიერი მეთოდებით და ინსტრუქციის გარეშე შეუტიონ იქ, სადაც ეს შესაძლებელია. 2014 წლის ივნისიდან, როდესაც ხალიფატის შექმნა გამოცხადდა, 2017 წლმადე ტერორისტებმა 29 ქვეყანაში 143 ტერორისტული აქტი განახორციელეს, რომლებმაც 2 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

იმას, რომ ცივილიზებული სამყარო სერიოზული გამოწვევების წინაშე იმყოფება, ეთანხმება ქართველი ექსპერტი ვახტანგ მაისაია. მან ქვეყნის ხელისუფლებას ტერორისტების გამოვლენის მიზნით ოპერატიული ღონისძიებების გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„ახლა ისლამური სახელმწიფო თავის სამოქმედო არეალს სხვა მიმართულებით გადაიტანს — ეს არის ცენტრალური აზია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, და, შესაძლოა, კავკასიაც", — განაცხადა მაისაიამ „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.

რაიონი ჯაფრა, სადაც სირიის ჯარსა და ბოევიკებს შორის ბრძოლები გრძელდება - Sputnik საქართველო
სირიის ქალაქი მეადინი ტერორისტებისგან გათავისუფლებულია

ხალიფატის იქითა მხარეს…

Soufan Group-ის ექსპერტებმა, რომლებიც აღნიშნულ კვლევაზე მუშაობდნენ, სირიასა და ერაყში სხვა ქვეყნებიდან ჩასულ ბოევიკთა რიცხვის დადგენა შეძლეს. ისინი ასევე დააკვირდნენ მშობლიურ ქვეყნებში მათი დაბრუნების დინამიკას და დაადგინეს, რომ დაბრუნებულების ნაკადი „ისლამური სახელმწიფოს" მიერ ახლო აღმოსავლეთში ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად იზრდება.

ბოლო მონაცემებით, სირიასა და ერაყში გადავიდა და „ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა 110 ქვეყნიდან ჩასული 40 000-ზე მეტი უცხოელი.

2015 წლის დეკემბერში Soufan Group-მა ანალოგიური კვლევა გამოაქვეყნა, თუმცა მაშინ ტერორისტების მხარეზე 27-დან 31 ათასამდე ადამიანი იბრძოდა.

მიუხედავად უცხოელი ბოევიკების რიცხვის ზრდისა, ბოევიკების ნაკადი თითქმის შეჩერებულია, რადგან „ისლამური სახელმწიფო" სირიასა და ერაყში ტერიტორიებს კარგავს.

ამასთან ერთად, ორგანიზაციამ დაიანგარიშა და დაადგინა, რომ სირიასა და ერაყში 33 ქვეყნიდან ჩასული მინიმუმ 5 600 ადამიანი საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდა და ამ ქვეყნების უსაფრთხოებისათვის გამოწვევად იქცა.

სახელმწიფოებმა დაბრუნებულების პრობლემის გადაჭრის გზები ჯერ ვერ მონახეს. ბევრი მათგანი დაკავებულია ან თვალსაწიერიდან გაქრა. ქვეყნებმა მეტი კვლევები უნდა ჩაატარონ და საფრთხის გამოვლენის ეფექტური სტრატეგიის განვითარებისთვის ინფორმაცია გაცვალონ, აღნიშნავენ Soufan Group-ში.

საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
ჯანელიძე: ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობას გააგრძელებენ

საქართველოს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ

ის, რომ საქართველოდან „ისლამური სახელმწიფოს" მხარეზე საბრძოლველად ადამიანები სირიასა და ერაყში წასულან, სიახლეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ არა ერთხელ იუწყებოდნენ ტელეარხები და წერდა ბეჭდვითი და ონლაინ მედია. მეტიც, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის მონაცემებით, სირიასა და ერაყში საქართველოს 26-მდე მკვიდრი დაიღუპა.

მათგან ყველაზე ცნობილია პანკისელი თარხან ბათირაშვილი, ცნობილი როგორც აბუ-უმარ აშ-შიშანი. ის 2016 წლის ივლისში ერაყის ქალაქ შერგატის მახლობლად ბრძოლისას დაიღუპა. ბათირაშვილი სირიის ჩრდილოეთით (ალეპო, რაკა, ლატაკია, იდლიბი) ისლამური სახელმწიფოს ძალების მეთაური იყო.

ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდა პანკისის ხეობის მოსახლეობის გადინების პრობლემას.

2015 წლის ივნისში პანკისში სპეცსამსახურებმა დააკავეს ოთხი ადამიანი, რომლებსაც ბრალად „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი ედებოდათ — გიორგი ხუტუნიშვილი, დავით ფირისებია, გიორგი კუპრავა, ასევე სალაფითების იმამი აიუფ ბორჩაშვილი, რომელმაც ახმეტის ახალგაზრდობის რადიკალიზაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

2016 წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილი დამნაშავედ ცნო ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში და მას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ნილს სკოტი - Sputnik საქართველო
სკოტი: საქართველო გაეროს ერთ-ერთი ძვირფასი წევრია

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ხუტუნიშვილს 11 წელი მიუსაჯეს, ფირისებიას — 10 წელი (უცხო ქვეყნის ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის), ხოლო კუპრავამ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო გარიგება გაფორმდა.

2015 წლის ნოემბერში კიდევ ერთი პანკისელი — დავით ბორჩაშვილი დააკავეს. ის სტამბულიდან თბილისში ბრუნდებოდა. მას ბრალდება წარუდგინეს შემდეგი მუხლით: „ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და ამ ორგანიზაციის სახელით ოპერაციების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება".

დავით ბორჩაშვილს 2016 წლის აგვისტოში 12 წლით პატიმრობა შეეფარდა.

პრობლემები არსებობს

პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ ბოლო წლებში სპეცსამსახურების მუშაობა დადებითად შეაფასა, მაგრამ თვლის, რომ ახლა მათ წინაშე მეტად რთული ამოცანა დგას. მისი თქმით, უნდა გაირკვეს, სირიასა და ერაყში ვინ მოხვდა „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მოტყუებით და ვინ გააკეთა ეს მიზანმიმართულა.

„იმ დროს ისინი, მე ვიტყოდი, ეფექტურად მოქმედებდნენ და ამ ორგანიზაციის მთავარი ან ძირითადი უჯრედები გამოავლინეს. ეს გასაგებია, მაგრამ ახლა საკითხი სხვა კონტექსტით დაისმის, რადგან მაშინ ისლამური სახელმწიფო არ იმალებოდა და პირიქით. მაშინ ეს უჯრედები დამალული არ იყო, მაგრამ ახლა ტერორისტები უკვე გადავიდნენ და გადადიან ისეთ ღრმა იატაკქვეშეთში, რომ ამ ორგანიზაციის ნამდვილი და რეალური უჯრედების გამოვლენა საქართველოს ტერიტორიაზეც კი ძალზე რთულია. ანუ, ისინი სხვა ბრძოლას ირჩევენ და წინააღმდეგობის სხვა სტადიაზე გადადიან", — განაცხადა მან.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
იზორია: მსოფლიოში არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ტერორიზმთან ეფექტური ბრძოლისათვის პოლიტოლოგმა კიდევ ერთი პრობლემა — არასრულყოფილი კანონმდებლობა დაასახელა.

„ისინი სამ კატეგორიად უნდა დავყოთ: ისინი, ვინც ამ საქმიანობაში მოტყუებით მოხვდა; ისინი, ვისაც ფინანსური დაინტერესება გააჩნდა; და ისინი, ვინც ისლამურ სახელმწიფოს რელიგიურ-პოლიტიკური სარჩულით შეუერთდა. ანუ ეს ადამიანები კატეგორიებად უნდა დაიყოს და მათთან ცალ-ცალკე მუშაობა არის საჭირო", — აღნიშნა მაიასაიამ.

მისი თქმით, პირველი კატეგორიის პირები ამნისტიას უნდა დაექვემდებარონ.

„საჭიროა "ამნისტიის შესახებ" კანონის მიღება, რომელიც შეეხებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ კატეგორიაში შედიან, ანუ ვინც ისლამურ სახელმწიფოში მოტყუებით მოხვდა. ყველასი ერთ ჭრილში განხილვა არ შეიძლება. ასე რომ, ამ კონტექსტში, ჩვენ სამართალდამცველებს გარკვეული პრობლემები შეექმნებათ, რადგან ჯერ კიდევ დასამტკიცებელია, არის თუ არა ესა თუ ის ადამიანი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი და მიუღია თუ არა მას მონაწილეობა ბრძოლებში", — განაცხადა მაისაიამ.

მაგალითისათვის მაისაიამ რუსული კანონმდებლობა მოიყავანა.

„მაგალითად, რუსულ კანონმდებლობაში არსებობს კანონი, სადაც წერია, რომ „ისლამური სახელმწიფო" ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენს. ჩვენთან ამ საკითხის ასეთი ზუსტი განმარტება არ გვაქვს… ის ადამიანები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოში" მონაწილეობდნენ, ტერორისტული მუხლით უნდა გასამართლდნენ", — აღნიშნა ექსპერტმა.

პანორამა თბილისი - ძველი ქალაქი - Sputnik საქართველო
საქართველომ მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 29-ე ადგილი დაიკავა

სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში

საერთო ჯამში, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან „ისლამური სახელმწიფოს" მხარეს სირიასა და ერაყში 9 000-მდე ადამიანი იბრძვის.

Soufan Group-ის მონაცემებით, რუსეთიდან სირიასა და ერაყში 3 417 ადამიანი გადავიდა, მათგან 804 ადამიანი თურქეთის საზღვრიდან უკან დააბრუნეს, ხოლო 400 ადამიანი თვითონ დაბრუნდა. ამასთან, 4 000 რუსეთის მოქალაქე თურქეთის ხელისუფლების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

კრემლში ასეთი ციფრების არ სჯერათ.

„ამ მოხსენების შედეგებს ვერანაირ შეფასებას ვერ მივცემთ. ჯერ ერთი, ჩვენ არ გვესმის, რამდენად სანდოა მოყვანილი მონაცემები, რის საფუძველზე მომზადდა ის და ინფორმაციის რომელ წყაროებს ფლობს ეს ორგანიზაცია. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია", — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

აზერბაიჯანიდან სირიასა და ერაყში 900-მდე ადამიანი გადავიდა, მათგან 225 საზღვრიდან დააბრუნეს, 1600-ზე მეტი ადამიანი კი თურქეთის ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. სომხეთთან დაკავშირებით ინფორმაცია ორგანიზაციას არ გააჩნია.

რაც შეეხება თურქეთს, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონას უშუალოდ ესაზღვრება, იქიდან სირიასა და ერაყში 1500-მდე ადამიანი გადავიდა, 7200-მდე უკან დააბრუნეს, ხოლო 900-მდე თვითონ დაბრუნდა.

INTERPOL-ის ლოგოტიპი შენობის ფასადზე - Sputnik საქართველო
ინტერპოლით ძებნილი საქართველოში შემოსვლას აზერბაიჯანიდან ცდილობდა

მაისაია მიიჩნევს, რომ Soufan Group-ის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს სერიოზული ყურადრება უნდა მიექცეს.

„ახლა ისლამურმა სახელმწიფომ შეწყვიტა ან წყვეტს თავის არსებობას. მაგრამ ისინი თავის უჯრედებს დატოვებენ და იატაკქვეშეთში წავლენ. ზოგიერთი ტერიტორია მათი კონტროლის ქვეშ დარჩება და იქიდან მათი განდევნა ძალზე რთული იქნება, მაგრამ ბირთვი უკვე გატეხილია. ახლა ისლამური სახელმწიფო თავის სამოქმედო არეალს სხვა მიმართულებით გადაიტანს — ეს არის ცენტრალური აზია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, და, შესაძლოა, კავკასიაც. ასე რომ, ამ მიმართულებით შეიძლება გაჩნდეს ახალი უჯრედები და წინააღმდეგობის კერები. ამ კონტექსტში სცენარის ასეთი განვითარებისთვის მზად უნდა ვიყოთ", — აღნიშნა მან.

საქართველო — უსაფრთხო ქვეყანა

საქართველო არ განეკუთვნება იმ ქვეყნებს, სადაც ტერორისტთა შეტევების რისკი არსებობს, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ტერორიზმთან ბრძოლა სუსითვის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

შარშან კონტრტერორისტული ზომების ფარგლებში საქართველოში შემოსვლაზე 750 უცხოელს უარი ეთქვა. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში სუს-მა უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე გამოავლინა, რომლების საეჭვო ფინანსურ საქმიანობაში ჩართულ იურიდიულ პირებს წარმოადგენდნენ.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე - Sputnik საქართველო
ნიკა ჩიტაძე: საქართველომ ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილები არ უნდა მიიღოს

სხვადასხვა კვლევების შედეგების თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენს. მაგალითად, საქართველომ მეშვიდე ადგილი დაიკავა უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში, რომელიც ცნობილმა კვლევითმა პორტალ Numbeo-მ შეადგინა.

გარდა ამისა, 2017 წლის მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 136 ქვეყანას შორის საქართველომ 29-ე ადგილი დაიკავა. მონაცემები მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა. შვიდი შესაძლო ქულიდან საქართველომ 6,01 ქულა დააგროვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0