ვანო მერაბიშვილი კავკასიური ცარცის წრეში ანუ როდის გაათავისუფლებენ ყოფილ პრემიერს

გამოწერა
„როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ვერ გახდება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მიზეზი", - დაზუსტებული განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

პრობლემა ისაა, რომ შესაძლოა, სტრასბურგის გადაწყვეტილება სამართლებრივად ვანო მერაბიშვილის არა, მაგრამ იმ ჩინოსნების განთავისუფლების მიზეზი შეიძლება გახდეს, ვისაც მერაბიშვილის კრიმინალური ქმედებების დადასტურება ევალებოდა ევროპელთა წინაშე და ეს ვერ შესძლო. "ვანო მერაბიშვილი არაა პოლიტიკური პატიმარი", — დიდი ხანია ამტკიცებს ეკა ბესელია, მაგრამ სარიუშ ვოლსკის, მოსკოვისა არ იყოს, არ სჯერა.

ქარიშხალი ჭიქაში მას შემდეგ ატყდა, რაც მერაბიშვილის ადვოკატმა ციხიდან ამბავი მოიტანა, რომ ყოფილ შს მინისტრსა და სააკაშვილის უახლოეს ვანო მერაბიშვილს უკვე პატიმრობის 2/3 ამოუწურავს. ამაში სენსაციური და გასაკვირი არაფერია — ოდესმე ის სასჯელს მოიხდის და ციხიდან გამოვა. მაგრამ ნაციონალების ორივე ფრთა სწორედ იმიტომ აყვირდა, რომ მოქმედი ხელისუფლება უსუსურობაში დაედანაშაულებინათ. აქაოდა, საერთაშორისო ზეწოლა დიდია და საქართველოს ხელისუფლებას სურს, სტრასბურგს დაასწროს და ვანო ციხიდან გაუშვასო.

სინამდვილეში ენმ-ის დეპუტატებმა პირველ რიგში საკუთარ თანამებრძოლს გაუფუჭეს საქმე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას მერაბიშვილის საქმეზე 28 ნოემბერს გამოაცხადებს

საქმე ის გახლავთ, რომ მერაბიშვილი ციხეში ცუდად ვერ მოიქცეოდა, კრიმინალი არაა და წესით, უდო უნდა შეხებოდა, მაგრამ საზოგადოების ცუდი რეაქციის ფონზე საბჭო რამდენად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ძნელი სათქმელია. უფრო მეტად —არა.

დიდი აურზაურია მარტივ მამრავლებად დაშლილ ყოფილ მმართველ პარტიაში. ერთადერთი, რაც მკაფიოდ ითქვა, ისევ მერაბიშვილის ადვოკატ ჩივიაშვილის ინფორმაციაა, რომ ყოფილი შს მინისტრი პოლიტიკაში დარჩენას აპირებს. რომ არა გირგვლიანის საბედისწერო თემა, შესაძლოა, კიდევ გვეწინასწარმეტყველა რაიმე შანსი, მაგრამ არსებულ რეალობაში, როცა ასეთი მძიმე პოლიტიკური ტვირთი გაქვს, ალბათ, პოლიტიკაზე ფიქრს თავი უნდა დაანებო.

სავარაუდოა, რომ მერაბიშვილმა მშვენივრად იცის, რა პერსპექტივა აქვს მას პოლიტიკაში, მაგრამ ასეთი განცხადებები მისთვისაც ერთგვარი დაცვა და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ყურადღების მიპყრობის საშუალებაა.

„მართლმსაჯულების“ ფიგურა ფრანქფურტში - Sputnik საქართველო
მერაბიშვილისა და ადეიშვილის განაჩენები ძალაში დარჩა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი, მოგეხსენებათ, დიდი ხანია, აღარაა ერთიანი.

როგორც ჟურნალისტ ელისო კილაძის პოსტიდან ირკვევა, დავით ბაქრაძე მერაბიშვილის ევროპელ დემოკრატებში გაწევრიანების წინააღმდეგი ყოფილა.

კილაძე ამას იმით ხსნის, რომ ბაქრაძე და მისი გუნდი ივანიშვილთან გარიგებულად მიაჩნია. რაც შეეხება ნაციონალების მეორე ფრთას, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ამაზე მისი გათავისუფლების შემდეგ იმსჯელებენ.

მოკლედ, ხალხი ბჭობს, ქარავანი მიდის, მერაბიშვილი კი ციხეში რჩება და ხმები მისი პოლიტიკური აქტიურობის შესახებ აშკარად გადაჭარბებულია.

ყველა ახალი ამბავი
0