ასტროლოგი ცაგარელი 14-20 აგვისტოს პროგნოზით

© AP Photo / Andres Kudackiმოწყვეტილი ვარსკვლავი
მოწყვეტილი ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik-საქართველოს" ავტორი, ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს შემდეგ კვირაში – 14-20 აგვისტოს მოსალოდნელ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე.

მიხეილ ცაგარელი

პირველ რიგში, დავიწყოთ დადებითი ფაქტორით. ამ პერიოდში დედამიწა სასურველ ზონაში შედის. ანუ დედამიწის ენერგეტიკა მკვეთრად იცვლება სასურველ მხარეს, ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანებს თამამად შეუძლიათ დაწყებული გეგმების განხორციელებას შეუდგნენ, ასევე განამტკიცონ და განავითარონ ურთიერთობები როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში.

ამ დროიდან ბევრს შეუძლია უკვე გაიმყაროს ჯანმრთელობა და მეტი ძალისხმევა ჩადოს ბიზნესში, კარიერაში, შემოქმედებითი ჩანაფიქრის რეალიზებაში. გარდა ამისა, თუ წინა კვირაში შეძელით ძველი პროექტებისა და წამოწყებების დასრულება, ამ კვირაში ბევრ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა მიიღოს დამსახურებული ჯილდო, ასევე მოაგვაროს ზოგიერთი სადავო მომენტი, რომელიც თქვენი განვითარების შემდგომ დინამიკას აფერხებს.

ეს კარგი პერიოდია ახალი შეთანხმებებისთვის, ძველი საქმიანი ურთიერთობების მოგვარებისთვის, ინვესტიციების, პირადი გეგმების რეალიზებისთვის. და ის დაგამახსოვრდებათ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პერიოდი ამ თვეში. ამ პერიოდიდან ენერგეტიკის ზრდა და განახლება შეიგრძნობა. ბევრი ადამიანი, ბიზნესმენები თავის კეთილდღეობას გაიუმჯობესებენ.

მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო
მიხეილ ცაგარელი "Sputnik-საქართველოს" კოლუმნისტი გახდა

ამას ხელს შეუწყობს ინტელექტის, გონებისა და კომუნიკაციების პლანეტა — მერკური, რომელიც ახლა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანშია. ხოლო ქალწული — ეს სწორედ ის ნიშანია, რომელიც მართავს ფინანსებს, ბანკებს. ამიტომ მერკური ადამიანებს განაწყობს ძველი საქმეების სწრაფად დასრულებისა და ახალი გეგმების მომზადებისთვის.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კვირაში მერკური უკვე იწყებს რეტროგრადულ სვლას, ანუ ის უკანა მხარეს მოძრაობს. ამიტომ ადამიანებს დასჭირდებათ მეტი ორგანიზებულობა, ყურადღება, კომპეტენტური სპეციალისტების მოზიდვა საკუთარი პროექტების განსახორციელებლად.

როდესაც მერკური უკანა მხარეს ბრუნდება, ზოგიერთი იდეა, გეგმა ფერხდება. ამიტომ ადამიანები დიდი ყურადღებით უნდა მოეპყრან შეთანხმებებს. უნდა წაიკითხოთ შეთანხმების ყველა პუნქტი და მხოლოდ ამის მერე მოაწეროთ ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოტოვოთ რაიმე მნიშვნელოვანი პუნქტი. უნდა იმოქმედოთ გაორმაგებული სიფრთხილით, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი ქაღალდების ხელმოწერისას, ასევე მოლაპარაკებების დროს.

გარდა ამისა, როდესაც მერკური რეტროგრადულია, პრობლემები შეიძლება შეექმნათ ტრანსპორტთან დაკავშირებული სპეციალობების მქონე ადამიანებს. შეიძლება გაძლიერდეს დაკავებები აეროპორტებში, ავტოტრასებზე — საცობები. ადამიანს მეტად ეფანტება ყურადღება, ხოლო ასეთი გაფანტულობა ავტომობილის საჭესთან უსიამოვნებების გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამ თვალსაზრისით ამ კვირას აქვს დადებითი და, რა თქმა უნდა, უარყოფითი ფაქტორებიც, რომლებიც მერკურის რეტროგრადულობას უკავშირდება. ეს მოითხოვს დიდ ყურადღებას, განსაკუთრებით მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო 14 რიცხვი, რადგან შეიძლება მოხდეს ვარსკვლავთცვენა, განსაკუთრებით იმ ზონაში, რომელიც ჩრდილოეთს უკავშირდება. ჩრდილოეთი ზონა უფრო შესამჩნევი იქნება. მაგრამ, ზოგადად, ადამიანებს ვარსკვლავთცვენის დანახვა ნებისმიერ ზონაში შეუძლიათ. ძველი ჩვეულების მიხედვით მიიჩნევენ, რომ ვარსკვლავის ვარდნის დანახვისას სურვილი უნდა ჩაიფიქროთ, რომელიც აუცილებლად ახდება!

ყველა ახალი ამბავი
0