ტრიო "მანდილი" ერევანში გასტროლებზე გაემგზავრა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanტრიო „მანდილი“
ტრიო „მანდილი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ტრიოს წევრმა გოგონებმა "Sputnik-სომხეთს" კოლექტივის დაარსების, პოპულარობისადმი საკუთარი დამოკიდებულებისა და, რაღა თქმა უნდა, სამომავლო გეგმების შესახებ უამბეს.

ცნობილი ქართული ფოლკ-ტრიო "მანდილი" ერევანში გასტროლებზე იმყოფება. გოგონები სომხეთში შაბათს ჩავიდნენ, მაგრამ უკვე მოასწრეს ერევნის შეყვარება, რომელმაც ისინი თბილად მიიღო.

"სომხეთში პირველად ვართ, მაგრამ უკვე შევნიშნეთ, რომ აქ ჩვენ ვუყვარვართ. ჩვენც შეგვიყვარდა ერევანი, რომლის მაყურებელსაც სიურპრიზი მოვუმზადეთ და მას კონცერტზე ვაჩვენებთ", — განუცხადა "Sputnik-სომხეთს" "მანდილის" სოლისტმა თათული მგელაძემ.

© photo: Sputnik / Aram Nersesyanტრიო „მანდილი“ რადიო Sputnik-სომხეთში
Trio Mandili в гостях у радио Sputnik Армения - Sputnik საქართველო
ტრიო „მანდილი“ რადიო Sputnik-სომხეთში

ტრიო "მანდილმა", რომლის შემადგენლობაშიც შედიან თათული მგელაძე, თამარ წიკლაური და ირინა მიდელაური, მას შემდეგ მოიხვეჭა პოპულარობა, რაც 2014 წელს "იუთუბზე" სელფი-ვიდეო განათავსეს. ქართული ეროვნული საკრავის თანხლებით შესრულებულმა სიმღერა "აპარეკამ" სოციალური ქსელები ააფეთქა.

ვიდეო-სელფის ინიციატორი თათული მგელაძე იყო. მისი თქმით, წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ სულ რაღაც სამ დღეში სახელს ასე გაითქვამდნენ.

"ის, რომ ვიდეო პოპულარული გახდა, მესამე დღეს აღმოვაჩინე, როდესაც ნახვების რაოდენობამ 800 000-ს მიაღწია. ასეთ რამეს არავინ მოელოდა", — განაცხადა მგელაძემ.

სოციალურ ქსელებში მოპოვებული თავბრუდამხვევი პოპულარობის შემდეგ გოგონები პროდიუსერმა როსტისლავ მასლოვიჩმა შენიშნა და, როგორც თვითონ თქვა, შემთხვევითი წარმატების პროფესიულ სფეროში გადატანა მოუნდა.

ტრიოს დასახელება შემთხვევით არ შეურჩევიათ. მანდილი — ეს ქალის თავსაბურავია, რომელსაც წარსულში თუ ქალი ორ მოჩხუბარ მამაკაცს შორის ჩააგდებდა, ისინი ვალდებული იყვნენ, მაშინვე ქარქაშებში ჩაეგოთ ხმლები.

ტრიოს წევრი გოგონები ეროვნულ კულტურას ემსახურებიან და ფოლკლორულ სიმღერებს მღერიან.

"ფოლკი ჩვენი წარსულია. ამ ჟანრში სიმღერა ჩვენ თავად ვისწავლეთ, თუმცა დღეს ამ საკითხს უფრო პროფესიულად ვუდგებით", — აღნიშნა თათული მგელაძემ.

დღეს ტრიო "მანდილს" Facebook-ში ნახევარი მილიონი ხელმომწერი ჰყავს, ხოლო Youtube-ზე ატვირთული თითოეული ვიდეო მრავალმილიონიან ნახვებს აგროვებს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის საგასტროლო განრიგი 2019 წლამდეა გაწერილი.

ყველა ახალი ამბავი
0