კინო თბილისში: რა ვნახოთ 23–26 მარტს

გამოწერა
არამიწიერი ცხოვრების საიდუმლოებანი, „რეინჯერების“ დაბრუნება და სმურფების ახალი თავგადასავლები - „Sputnik საქართველო“ გთავაზობთ ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებისა და ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა ამ უქმეებზე არ უნდა გამოტოვონ.

 23 მარტიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი კინოსურათების პრემიერები გაიმართება:

 „რეინჯერები“(Power Rangers) — რეჟისორ დინ ისრაელაიტის ფილმი სუპერგმირებზე, რომელსაც საფუძვლად ტელესერიალი დაედო. თუმცა, მისგან განსხვავებით, ის მთლიანად ორიგინალურია და იაპონურ ორიგინალს Zyuranger–ს არ ეყრდნობა. როდესაც ხუთი ჩვეულებრივი უფროსკლასელი შეიტყობს, რომ მათ პატარა ქალაქ ენჯელ გროუვს და მთელ სამყაროს უცხოპლანეტელთა მხრიდან განადგურების საფრთხე ემუქრება, გმირები ხვდებიან, რომ ისინი ერთადერთები არიან, ვისაც პლანეტის გადარჩენა შეუძლიათ. მაგრამ ამისათვის მათ პირადი პრობლემები უნდა დაძლიონ და უძლეველ რეინჯერებად იქცნენ.

საინტერესო ფაქტი: უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეს რეინჯერების პირველი ეკრანიზაციაა და ფილმების Mighty Morphin Power Rangers: The Movie–ისა და Turbo: A Power Rangers Movie–ს შემდეგ მესამეა, მაგრამ მათთან არანაირად არ არის დაკავშირებული. რეინჯერების უნიფორმაც გაუმჯობესდა: სპანდექსის ნაცვლად, ის კრისტალური გახდა. 

 „სიცოცხლე მარსიდან“ (Life) — დანიელ ესპინოსას ამერიკული სამეცნიერო–ფანტასტიკური თრილერი. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის წევრები კაცობრიობის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენის ზღვარზე იმყოფებიან. მარსის ზედაპირზე ნიმუშების შეგროვებისას ასტრონავტები მარსზე სიცოცხლის არსებობის პირველ მტკიცებებს აღმოაჩენენ — ერთ–ერთი ნიმუში დიდ მრავალუჯრედიან ორგანიზმს შეიცავს. მაგრამ შემდგომი კვლევები გაუთვალისწინებელ შედეგებს გამოიწვევს, რადგან სიცოცხლის აღმოჩენილი ფორმა მოსალოდნელზე ბევრად უფრო გონიერი არის. მთავარ როლებშია ჯეიკ ჯილენჰოლი და რაიან რეინოლდსი.

საინტერესო ფაქტი: სურათის ავტორებისთვის შთაგონების წყაროდ ფილმი „უცხო“ (1979) იქცა. შვედი რეჟისორის თრილერი საუკეთესო „კოსმოსურ“ ტრადიციებშია გადაღებული. 

 „სმურფები: დაკარგული სოფელი“ (Smurfs: The Lost Village) — რეჟისორ კელი ესბერის ამერიკული ოჯახური ანიმაციური ფილმი ეფუძნება ბელგიელი მხატვრის პეიოს კომიქსებს „სმურფები“. მულტფილმის მთავარი გმირებია — სმურფეტა და მისი საუკეთესი მეგობრები, რომლებიც იდუმალი დაკარგული სოფლის საძებრად გაემართებიან და ეცდებიან მოასწრონ ბოროტ ჯადოქარს გარგამელს. გზაში მათ უამრავი ხიფათი და თავგადასავალი ელის. მაგრამ საბოლოოდ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში გმირები ყველაზე დიდ გამოცანას გამოიცნობენ.

საინტერესო ფაქტი: სმურფეტას ამერიკელი მომღერალი დემი ლოვატო ახმოვანებს. 

გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა  რეჟისორ ბილ კონდონის ამერიკული მხატვრული მუსიკალური ფილმი „მზეთუნახავი და ურჩხული“ (Beauty and the Beast) ემა უოტსონით მთავარ როლში,  რეჟისორ მ. ნაიტ შიამალანის ამერიკული ფსიქოლოგიური ფილმი „სპლიტი“ და ფრანკ გასტამბიდის კომედია „ტაილანდური არდადეგები“.

ასევე თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ იხილოთ — ბრიტანელი რეჟისორის დენი ბოილის დრამა „T2 თრეინსფოთინგი 2“ (T2 Trainspotting) და რეჟისორ ჯორდან ვოტ–რობერტსის ფილმი „კინგი: ჩონჩხის კუნძული“ (Kong: Skull Island) ჰიუ ჯეკმანით მთავარ როლში.

მულტფილმი ბავშვებისთვის — კომპიუტერულ–ანიმაციური კომედიური მიუზიკლი „ზოოსტარი“(Sing).

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0