პროექტი Ты супер!: ახალგაზრდა ტალანტების ვარსკვლავები ბრწყინავენ

გამოწერა
თებერვლის დასაწყისში ტელეარხ НТВ–ზე საერთაშორისო საბავშვო ვოკალური შოუ Ты супер!-ი დაიწყო, რომლის პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik–ი.

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან. 

ნანა ვარძელაშვილის მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
ნანა ვარძელაშვილის მხარდაჭერა ონლაინ–კენჭისყრის მეშვეობით არის შესაძლებელი

პროექტის პირველი ეტაპი თითქმის დასრულდა და პრაქტიკულად,  ყველა ბავშვი, დიდ სცენაზე უკვე წარსდგა. ზოგიერთი მათგანისთვის მკაცრი ჟიურისა და ტელეკამერების წინაშე გამოსვლა პირველი იყო. მღელვარების დაძლევაში კი კონკურსანტებს ცნობილი არტისტები, თეატრისა და კინოს მსახიობები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები და მოცეკვავეები ეხმარებიან. ზოგს კერპების ნახვის ოცნება აუსრულდა. სცენის მეტრებისგან საჭირო რჩევები, მხარდაჭერა, სითბო ბავშვებში ჭეშმარიტ სიხარულს, ზოგჯერ კი ბედნიერების ცრემლებს იწვევს.

ბევრი ვარსკვლავი წარმატებისკენ გზას ისევე იწყებდა, როგორც პროექტის კონკურსანტები. პროფესიონალი არტისტებისათვის ნაცნობია იმპროვიზებული მიკროფონით სიმღერა, სასკოლო კონცერტები, პირველი კონკურსები, პირველი ფანები. თუმცა,  სცენაზე გასვლის წინ ღელვა ამ დრომდე რჩება. 

ლაშა სოზაშვილი - Sputnik საქართველო
მომღერალი ლაშა სოზაშვილი შოუ Ты супер!-ის შემდეგ ტურში გავიდა

ახლა მათ მილიონობით ფანები ჰყავთ, მათ აღფრთოვანებით უყურებენ დიდებიც და პატარებიც. ვარსკვლავები კონკურსანტებს დიდებისა და სახალხო სიყვარულის გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში სიამოვნებით ეხმარებიან. ბავშვები კი გაბრწყინებული თვალებით ისმენენ მათგან ასეთ ნანატრ სიტყვებს: შენ სუპერი ხარ!

შემოქმედებითი გზა — ეს ყოველდღიური შრომაა, და მონაწილეებმა უნდა დაინახონ, რომ ისინი ამ გზაზე მარტონი არ არიან.

სოსო პავლიაშვილი, ანი ლორაკი, პელაგეა, ანჟელიკა ვარუმი, დენის კლიავერი და მარგარიტა სუხანკინა — ეს არტისტების მცირე სიაა, რომლებიც შოუ  Ты супер!-ს ესტუმრნენ. ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდნენ ბავშვობაში პოპულარული არტისტები. 

მარგარიტა სუხანკინა 

სოსო პავლიაშვილი 

ანი ლორაკი 

პელაგეა <iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/JHxeY_AXsv4" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

საერთაშორისო კონკურს Ты супер!-ის პირველი ეტაპის გაგრძელება იხილეთ შაბათს, 18 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე НТВ–ს არხზე და „Sputnik საქართველოს“ პორტალზე.

ლაშა სოზაშვილისა და ნანა ვარძელაშვილის წარმატებებს თვალი ადევნეთ „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში. ხმა მიეცით თქვენი ქვეყნის საყვარელ მონაწილეს „Sputnik საქართველოზე“. სამ საუკეთესო მონაწილეს მიეცემა საშუალება რადიო Sputnik–ის ეთერში სიტყვით გამოვიდეს და ისაუბროს კონკურსზე თავისი გამოსვლის შესახებ და ერთ–ერთი თავისი კომპოზიცია შეასრულოს.


ყველა ახალი ამბავი
0