„თბილისო“ – ჰიტის საუკეთესო შესრულებები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სიმღერა თბილისზე“, ანუ „თბილისო“ ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ქართული კომპოზიციაა, რომელიც დედაქალაქის არაოფიციალურ ჰიმნად მიიჩნევა.

სიმღერის ავტორია გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, ხოლო ტექსტი პეტრე გრუზინსკის ეკუთვნის. მუსიკა დაიწერა 1959 წელს ფილმისთვის, რომელიც თბილისის 1500 წლისთავს ეძღვნებოდა.

„თბილისოს“ შექმნიდან სიმღერა უამრავჯერ შესრულდა, შესრულდა სხვადასხვა ინტერპრეტაციით, სხვადასხვა ვარიანტით და შეასრულა სრულიად სხვადასხვა შემსულებელმა.

სპეციალურად თბილისობის დღესასწაულისთვის, Sputnik–ი მკითხველს ამ შედევრის ყველაზე ლამაზ და ორიგინალურ ვერსიებს სთავაზობს. ასე რომ, მოუსმინეთ და დატკბით!

სოფო ხალვაში – ეს მელოდია ახალგაზრდა შემსრულებელმა იურმალაში ვოკალურ კონკურსზე „ახალი ტალღა“ 2006 წელს იმღერა. მან მესამე ადგილი დაიკავა, დადო კონტრაქტი იგორ კრუტოის პროდიუსერულ კომპანიასთან და სამშობლოში ტრიუმფით დაბრუნდა.

ნანი ბრეგვაძე, ვახტანგ კიკაბიძე, თამარ გვერდწითელი და ვალერი მელაძე – „თბილისო“ამ შესანიშნავმა ოთხეულმააც შეასრულა. მათ ეს სიმღერა პროგრამაში Песня года („წლის სიმღერა“) 2005 წელს იმღერეს.  დარბაზმა ამ ჰიტის შესრულებაზე განსაკუთრებული ემოცია გამოხატა.

ცნობილი მსახიობის ია ნინიძისა და ანსამბლ „ორერას“ შესანიშნავი შესრულება. თანაც, „თბილისო“ საკავშირო შლაგერი სწორედ ანსამბლ „ორერას“ შესრულებით გახდა, როდესაც 1974 წელს გრამფირფიტების ჩამწერმა საკავშირო ფირმა „მელოდიამ“ „ორერას“ კომპოზიციებით ორი დისკი–გიგანტი გამოუშვა.

„თბილისოს“ ვოკალური კვარტეტი „დიელო“ ასრულებს. ჩანაწერი ლენინგრადის ტელევიზიის ფილმ–კონცერტიდან „დიელო“, 1965 წელი. ამ ჩანაწერს ბუბა კიკაბიძის გარეშე არ ჩაუვლია.

„თბილისოს“ ვარიანტის იშვიათი ჩანაწერი პოლონელი საესტრადო მომღერლის სლავა პშიბილსკას შესრულებით (1976 წელი).

სოსო პავლიაშვილი „მუსიკალურ რინგზე“ – რაც ნიშნავს, რომ ეს „თბილისოს“ ყველაზე ქარიზმატული, ემოციური, სახასიათო  და განუმეორებელი  შესრულებაა იმიტომ, რომ სოსო ისე მღერის, როგორც არავინ და ის განუმეორებელია. აქვე – ბრავო საქსოფონისტს!

აქ „სიმღერას თბილისზე“ ცნობილი ბერძენი მომღერალი იოვანა ასრულებს. ეს გამოსვლა მოსკოვში ცენტრალურმა ტელევზიამ 1963 წელს ჩაიწერა – კინოკონცერტი „მღერის იოვანა“. ჩაწერილია კინესკოპის ეკრანიდან.

„თბილისოს“ ამ ვარიანტს ვახტანგ კიკაბიძე განსაკუთრებული სითბოთი, თავისუფლად, ლამაზად და „შინაურულად“ მღერის. შთამბეჭდავია ჰიტის არანჟირება ბლუზის სტილში.

„თბილისოს“ ეს შესრულება საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა თაობის ჯგუფ Sparkle–ის ვარიანტია. გოგონების ტრიო ამ სიმღერით უკრაინული Х–ფაქტორის მეექვსე სეზონში 2015 წელს გამოვიდა. ახალგაზრდა გოგონებმა პროექტის ჟიურის მოხიბლვა შეძლეს და შოუში თავიანთი ქვეყანა ასახელეს.

„თბილისოს“ ეს შესრულება ჯგუფ „კვატროს“  საიუბილეო კონცერტზე, 2014 წლის 9 მარტს „კროკუს სიტი ჰოლში“ აჟღერდა. სიმღერები ჯგუფის სოლისტებმა ინსტრუმენტული თანხლების გარეშე – a cappella შეასრულეს.

და რა თქმა უნდა, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე. ამ შესრულებაში მასთან ერთად „ორერაც“ მღერის. სხვათა შორის, 1976 წელს ამ სიმღერით შედგა ნანი ბრეგვაძის დებიუტი ფესტივალზე „Песня-76“ (სიმღერა–76).

ყველა ახალი ამბავი
0