დათო ევგენიძის კონცერტი ბათუმში: 80-იანების მუსიკა და თანამედროვე ელემენტები

© photo: Sputnik / Denis Aslanovდათო ევგენიძის კონცერტი
დათო ევგენიძის კონცერტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს ბათუმის საჩოგბურთო კლუბის სცენაზე ცნობილი ქართველი მუსიკოსის და კომპოზიტორის დავით ევგენიძის კონცერტი ჩატარდა.

ანასტასია შრაიბერი

სცენაზე შესრულდა ევგენიძის საუკეთესო ჰიტები, ასევე სპეციალურად საქართველოსათვის დაწერილი კომპოზიციები. კანცერტამდე და მის მერე მაყურებელს ქართველი დიჯეი მიშო ურუშაძე ართობდა.

„ეს იყო ექსპერიმენტების დიდი კონცერტი, სადაც ყველანაირი ჟანრის აბსოლიტური სინთეზი იყო: დიჯეები, ფიუჟენი და brass group. სცენაზე ასევე ცნობილი რუსი საქსოფონისტი იგორ ბუტმანი უნდა გამოსულიყო, თუმცა გადატვირთული საგასტროლო განრიგის გამო ის ვერ ჩამოვიდა“,-მოუყვა Sputnik-ს ევგენიძემ.

© © SPUTNIK/ DENIS ASLANOVდათო ევგენიძის კონცერტი
დათო ევგენიძის კონცერტი - Sputnik საქართველო
დათო ევგენიძის კონცერტი

დათო ევგენიძის სოლო კონცერტზე ექსკლიუზიური სტუმრის სტატუსით ცნობილი ქართველი შემსრულებელი ნიკა კოჩაროვი გამოდიოდა, რომელმაც საქართველო „ევროვიზია2016“-ზე წარადგინა. კოჩაროვმა ევგენიძესთან ერთად შეასრულა კომპოზიცია, ასევე სიმღერა "I Need Your Loving" ბრიტანული ჯგუფის The Korgis რეპერტუარიდან, რომელმაც პოპულარობა 80-იან წლებში მოიპოვა.

„დღეს დათო ევგენიძის კონცერტი იყო, მე როგორც მოწვეული სტუმარი გამოვდიოდი. მე შევასრულე სიმღერა "No More", რომელიც ირაკლი ჩარკვიანმა დათო ევგენიძესთან ერთად 80-იან წლებში დაწერა. ახლა კი ჩვენ ეს სიმღერა გავაცოცხლეთ“,- მოუყვა Sputnik-ს ნიკა კოჩაროვმა.

© © SPUTNIK/ DENIS ASLANOVდათო ევგენიძის კონცერტი
დათო ევგენიძის კონცერტი - Sputnik საქართველო
დათო ევგენიძის კონცერტი

დათო ევგენიძისა და მისი მეგობრების კონცერტი  ჩატარდა Sputnik- საქართველოს საინფორმაციო მხარდაჭერით  და მთავრობის მიერ ინიციირებული პროგრამის Check in Georgia —ს ფარგლებში,რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას და მსოფლიოში მისი საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას ემსახურება.

დათო ევგენიძე 1958 წელს თბილისში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და უკვე ერთი წლის შემდეგ სსრკ-ის შემსრულებელთა კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა.

1985-1986 წლებში ევგენიძის მუსიკალური ნაწარმოებები დიდი თეატრის სცენაზე დადგეს. მაშინ დაამთავრა მან მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა. 1987 წელს ნიუ-იორკში ქართველი მუსიკოსის დებიუტი შედგა.

ევგენიძემ დაწერა მუსიკა ბალეტისთვის- „მოაზროვნე“(როდენი)“ (1985,დიდი თეატრი) და „გედების ერთგულება“ (1986,დიდი თეატრი), "Эй, ухнем!"(1987,ნიუ-იორკი),ახალი ოპერა „საფირონები“ (2004,მოსკოვი),ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებისთვის.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე რუსეთში,აშშ-ში და ევროპის მრავალ ქვეყანაში. 1987-1991 წლებში ესპანეთში სანტა-კრუზის კონსერვატორიაში ასწავლიდა კომპოზიციას.

© Sputnik / Denis Aslanovდათო ევგენიძის კონცერტი
დათო ევგენიძის კონცერტი - Sputnik საქართველო
დათო ევგენიძის კონცერტი

დავით ევგენიძის მუსიკა ჟღერს შემდეგ კინოფილმებში: ფიოდორ ბონდარჩუკის „მეცხრე როტა“, ვასილი ჩიგინსკის „პირველი ღმერთის შემდეგ“, გიორგი შენგელაიას „სიყვარული ვენახში“, ფარხოტ აბდულაევის „ლოვიტორი“,რეზო გიგინეიშვილის „სიცხე“ და ტელესერიალი „უკანასკნელი მოგიკიანი“.

დავით ევგენიძე-მრავალრიცხოვანი  საერთაშორისო პრემიების ლაურეატია. მათ შორის- ახალგაზრდა კომპოზიტორების საკავშირო კონკურსი (მოსკოვი 1983), „ოქროს კურო“ და „ოქროს არწივი“ მუსიკისთვის ფილმში „მეცხრე როტა“ (2005),პრემია „ნიკა“ მუსიკისთვის ფილმში „მეცხრე როტა“(2005) და „საქართველოს 1997 წლის საუკეთესო მუსიკოსის“ წოდება.

ევგენიძე ბევრი სარეკლამო რგოლისა და მრავალრიცხოვანი  შემოქმედებითი პერფორმანსის  მუსიკის ავტორია. მაგალითად, პროექტი „უწონადობის ანატომია“ (1994, გალერეა „Art pictures”,მოსკოვი), „ფოსტ-მოდერნი“ (2001,თბილისი) და „შენი თავის უფალი“(2002,თბილისი).

თავისუფალ დროს მუსიკოსი ხატავს, წერს ლექსებს, გამოქვეყნებული აქვს ორი პოეტური კრებული- „8501 სიტყვა“ (2002) და „ქართული ფოსტა. პასუხგაუცემელი წერილები“ (2013).

ყველა ახალი ამბავი
0