საქართველოში მრავალი ველური ადგილია, ანუ ნაკლებად ცნობილი ადგილების ტოპ-ათეული

© photo: Sputnik / Levan Avlabreliალექსეი მუხრანოვი
ალექსეი მუხრანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ წარმოგიდგენთ პეტერბურგელი ალექსეი მუხრანოვის ისტორიას, რომელიც საქართველოში გიდად მუშაობს.

ალექსეი მუხრანოვი მოგზაურია, რომელიც 45-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი და კოპენჰაგენიდან ჯაკარტამდე დაახლოებით 500 დასახლებული პუნქტი აქვს მოვლილი. მუშაობდა გიდად ვიეტნამში, ტაილანდში, მალაიზიაში. ალექსეი განათლებით ისტორიკოსია.

საქართველოში ექსკურსიების გარდა მას თავისი პირადი ვებ-გვერდი აქვს, სადაც ქვეყნის სხვადასხვა ადგილის შესახებ საინფორმაციო სტატიებს ათავსებს და მათ ისტორიაზე საუბრობს. ალექსეიმ ასევე შეადგინა საქართველოს საინტერესო ადგილების ტოპ-ათეული, რომლებიც, მისი აზრით, ტურისტებს შორის პოპულარული უნდა იყოს.

ავტოსტოპით

პირველად საქართველოში შემთხვევით მოვხვდი. მეგობრებთან ერთად თურქეთში მივდიოდი ავტოსტოპით და, პრაქტიკულად, ერთადერთი სახმელეთო გზა საქართველოს გავლით იყო. ყაზბეგიდან თბილისში შემოვედით და ორიოდე დღეში, გორისა და ახალციხის გავლით, ქვეყნიდან გავედით. მეგობრებთან ერთად აქ ოთხი დღე დავყავით.

ეს 2005 წელს იყო. მაშინ აქ განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ახალციხე მიტოვებული მხარე იყო, ისევე, როგორც ყაზბეგის შემოგარენი. თბილისშიც — არაფერი იყო განსაკუთრებული, უფრო ზუსტად, არ ხდებოდა ამის რეკლამირება და აფიშირება ისე, როგორც დღეს.

მაკს ლიუტო, ფრანგი მოგზაური - Sputnik საქართველო
ავტოსტოპით თბილისამდე ანუ პარიზელი მებაღის ნოსტალგია

მაშინ საქართველოში ყოფნიდან ყველაზე ნათელი მოგონება ყაზბეგსა და ყავას უკავშირდება. კარგად მახსოვს სურათი: ყაზბეგი, ნისლი, მზე — საოცარი პეიზაჟი. და ყავა. გემრიელი, არომატული, ცხელი ყავა.
იმ პერიოდში საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. გავისეირნე თბილისში — ტაძარია. შევედი: კი, დიდია, ლამაზი — საინტერესო. მდინარე ამღვრეული მიედინება, ვერ იბანავებ. ან წავედი მცხეთაში — რაღაც დიდი ტაძარი, ძალიან კარგია!

თუ არანაირი ცოდნა არა გაქვს, თუ რას უყურებ, საქართველოში ხედავ რაღაც დიდს, ლამაზსა და სიმპათიურს. მაგრამ ვერ აცნობიერებ, რამდენად ძველია, არ იცი, რა ისტორიას ინახავს ამა თუ იმ ტაძრის კედლები.

© VK/ Алексей Мухрановმოგზაური ალექსეი მუხრანოვი
მოგზაური ალექსეი მუხრანოვი - Sputnik საქართველო
მოგზაური ალექსეი მუხრანოვი

გზამკვლევი

ჩვენ წრეებში ძალზე პოპულარული და პრესტიჟული იყო გზამკვლევის დაწერა რომელიმე ქვეყანაზე. მე და ჩემმა მეგობარმა საქართველოში ჩამოსვლა, გზამკვლევის დაწერა და ფულის „შოვნა“ გადავწყვიტეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა.

მოგვიანებით ვიფიქრე, რადგან ასეთი გეგმა არსებობდა, მოდი, წავალ საქართველოში ისე, უბრალოდ, ვნახავ… ეს იყო 2010 წელს. გრძელი გზით — აზერბაიჯანიდან ჩამოვედი კახეთში, შემდეგ თიანეთში და მერე თბილისში, იქიდან ქუთაისის გზას დავადექი.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
Sputnik-მა გზამკვლევი „გასეირნება ტფილისში“ ჩაუშვა

ფეხით გადავედი მესხეთის ქედზე, ჩავედი ბათუმში. ამის შემდეგ თბილისში დავბრუნდი. მაშინ ბევრი სასაცილო და მხიარული ისტორია გადამხდა თავს. საბოლოოდ, მაინც დავიწყე გზამკვლევის წერა!
ისე მოხდა, რომ აქ თითქმის ექვსი თვე დავრჩი. გადავწყვიტე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩავსულიყავი, ჩემთვის რაიმე საინტერესო ადგილები მომეძებნა. ჩემი გზამკვლევიც უფრო ინფორმაციული ხდებოდა და უკეთ ასახავდა საქართველოს დღევანდელობას.

მხოლოდ იმაზე ვწერდი, რასაც თვითონ ვხედავდი. ინტერნეტში მცირე, ფრაგმენტული ინფორმაციების მოძიება შეიძლებოდა. ვიყენებდი სხვადასხვა წიგნს, ინფორმაციას სხვა წყაროებშიც ვეძებდი.

© Levan Avlabreliალექსეი მუხრანოვი
ალექსეი მუხრანოვი - Sputnik საქართველო
ალექსეი მუხრანოვი

ტურისტები საქართველოში

ჩემს ჩანაწერებს საკუთარ ვებ-გვერდზე Travelgeorgia.ru ვაქვეყნებდი. ადამიანები მწერდნენ, მთხოვდნენ მეჩვენებინა მათთვის რაიმე ადგილი და მეტი მომეყოლა ამა თუ იმ ციხე-სიმაგრესა თუ შენობაზე. რაღაც მომენტში ტურისტების მცირე ჯგუფების ექსკურსიაზე წაყვანა დავიწყე.

ტურისტები, ძირითადად, რუსეთიდან და უკრაინიდან იყვნენ. ეს ის იშვიათი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც რაღაც ველურის, ნაკლებად ცნობილის ნახვა უნდოდათ. ისინი ჩამოდიოდნენ საქართველოში და ექსპერიმენტებზე უკან არ იხევდნენ. ჩვეულებრივ, საინტერესო ადამიანები იყვნენ. დღეს კონტინგენტი უკვე იცვლება.

მათ უფრო უჩვეულო რამ აინტერესებდათ, ვიდრე, მაგალითად, უბრალოდ გემრიელი კერძების გასინჯვა ან პლაჟზე წამოწოლა. არიან „პლაჟის ტიპის“ ტურისტები, რომლებსაც აჩვენებ რაიმეს, მის ფონზე ფოტოს გადაიღებ და მათ ეს აკმაყოფილებთ.

მაშინ ასე არ იყო. ადამიანები, როგორც თვითონ ფიქრობდნენ, საშიშ ქვეყანაში ჩამოდიოდნენ. იყვნენ ძალზე ცნობისმოყვარე და მზად იყვნენ ექსპერიმენტებისთვის.

როცა საქართველოში გიდად ვმუშაობ, ჩემი თავის უფროსი მე ვარ და შემიძლია თავს იმის ფუფუნების უფლება მივცე, რომ ტურისტული ფირმების მოსაწყენ ფორმატებზე არ ავეწყო.

© Алексей Мухрановალექსეი მუხრანოვი
ალექსეი მუხრანოვი - Sputnik საქართველო
ალექსეი მუხრანოვი

პრობლემები საქართველოს ტურიზმის სფეროში

საქართველოში მუშაობა ძნელია. ძნელია საერთო ენა გამონახო მძღოლებთან, სასტუმროების მეპატრონეებთან, რესტორნებში მომუშავე ხალხთან. ამიტომ ხანდახან რაღაც პრობლემები იქმნება, მაგრამ ამასთან ბრძოლა შეიძლება, უფრო ზუსტად, ამის გარეშე მუშაობა არ გამოვა.

საქართველო ტურიზმისთვის არც თუ იაფი ქვეყანაა. ჩემი აზრით, ის აღმოსავლეთ ევროპის ფასების დიაპაზონში უნდა იყოს. დღეს აქ არის რაღაც უფრო ძვირი, რაღაც — იაფი. დაბალანსება აკლია.

მაგალითად, 5 ევროდ ჰოსტელის პოვნა, პრაქტიკულად, არარეალურია. ძირითადად, ფასი 10 ევროდან იწყება. აი, ბელგრადში კი 5 ევროდან საკმაოდ ბევრი ჰოსტელია და თან — კარგად მოწყობილი. მე მაქვს ბუკინგის სტატისტიკა, რომლის მიხედვით, საქართველოში დამსვენებელთა დაახლოებით 90% სწორედ ჰოსტელებს ჯავშნის. უფრო იაფი რომ იყოს, ტურისტული ნაკადები გაიზრდებოდა.

ავიღოთ, მაგალითად, თელავი ან ქვეყნის სხვა რომელიმე რეგიონი. მაქსიმუმ ერთ-ორ ჰოსტელს იპოვით და ისინიც მუდამ დაკავებულია. ევროპელ ტურისტებს საცხოვრებლის დიდი პრობლემა აქვთ. ისინი სასტუმროებს მაინც და მაინც არ ენდობიან.

საქართველოს მცხოვრებნი საზღვარგარეთ ნაკლებად მოგზაურობენ, განსაკუთრებით — რეგიონების მოსახლეობა. იქ არ არის ხარისხიანი მომსახურება, რადგან ადამიანებმა, უბრალოდ, არ იციან, როგორი უნდა იყოს ის.

© Levan Avlabreliალექსეი მუხრანოვი
ალექსეი მუხრანოვი - Sputnik საქართველო
ალექსეი მუხრანოვი

ვარძიის მაგალითზე რომ განვიხილოთ, იქ ჩავიდნენ ევროპელები, აჩვენეს, როგორ უნდა ააშენო, ფულიც დაუტოვეს, დღეს იქ კარგი ჰოსტელები მუშაობს, რომლებიც შვეიცარიული ჰოსტელების გვერდითაც კი შეიძლება დააყენო. არ მინახავს, მათ ხალხი მოჰკლებოდეთ. ვიცი ერთი ადამიანი, რომელმაც ასეთი ჰოსტელი ააშენა, მოგება ნახა და ახლა უკვე მეორეს აშენებს — თავის ბიზნესს აფართოებს.

გემრიელი ქართული

მიყვარს ქართული ღვინო და მასზე საუბარი. ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ თუ ღვინოს კარგად დააყენებ, ის კარგი იქნება. ადრე მიმაჩნდა, რომ მიყვარდა წითელი ნახევრადტკბილი ან თეთრი მშრალი ღვინო. ახლა ნებისმიერი კარგი ღვინო მიყვარს.

ქართული ღვინო შერჩევით უნდა დალიო, მაგალითად, „უსახელაური“, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს. არის ჩამოსასხმელი „ქინძმარაული“, მას ისე სვამენ, უბრალოდ. ხილთან ერთად „ტვიშის“ დალევაა მოდური, ძალიან უხდება. ხორცთან რაიმე უფრო მძიმე, მაგალითად „მუკუზანი“ ან „საფერავი“ ჯობია.

ეკატერინა ნესტეროვა - Sputnik საქართველო
„საქართველომ არ გამიშვა“, ანუ საინტერესო ადგილების ტოპ-ხუთეული

სიცხეში უმჯობესია ისეთი ღვინო დალიო, როგორიცაა, მაგალითად, „ალაზნის ველი“ ან „წინანდალი“.

ქართული სამზარეულოც მიყვარს. ხინკალსა და ხაჭაპურს ყოველდღე და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჭამ და ამიტომ ვეღარ გაგიგია, გიყვარს თუ არა. არატრივიალობის გამო მეგრული ხარჩო ან ელარჯი მიყვარს. ასევე, თავისი იშვიათობის გამო — საცივი.

ქართული სამზარეულო ევროპულისგან განსხვავდება. იქ ყველა კერძში არის გარნირი, ხორცი და ხანდახან სოუსი. არსებობს კიდევ ასეთი დაყოფა – ხორცი, სუპები და სოუსები ცალ-ცალკე მოაქვთ, კიდევ იყოფა – სალათები, ძირითადი კერძი და გარნირი…

აქ კი უნდა იცოდე, სად რამდენი და რა მოითხოვო, რომ არც ზედმეტი შეუკვეთო და არც მშიერი დარჩე. ქართულ სამზარეულოში ყველაფერი არეულია და ძალიან ხშირად ამის გამო ტურისტები იბნევიან. ამიტომ მათთვის ახსნაა საჭირო და მთლიანად ქართულ სამზარეულოზე საუბარი.

© VK/ Алексей Мухрановალექსეი მუხრანოვი სვანეთში
ალექსეი მუხრანოვი სვანეთში - Sputnik საქართველო
ალექსეი მუხრანოვი სვანეთში

ტურისტებს შორის ნაკლებად ცნობილი ადგილების ტოპ-ათეული, რომელთა მონახულებაც ნამდვილად ღირს

როგორც გიდი და ადამიანი, რომელსაც საქართველოზე ვებ-გვერდი მიჰყავს, ქვეყანაში ბევრს ვმოგზაურობ, ვიცი მრავალი საინტერესო ადგილი, რომლებიც ტურისტებს შორის და ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარული ჯერ არ არის:

1. სამსარის ქედი

ქედზე განლაგებული პლატო უზარმაზარი კრატერებით არის დაფარული, მცენარეულობა აქ არ იზრდება, არსადაა ტყეები. სამაგიეროდ, ბევრი ტბაა, რომლებიც გრუნტის წყლებით იკვებება. პლატოს ცენტრში სამსარის მთაა აღმართული. მისი სიმაღლე 3284 მეტრია. ის საქართველოს უდიდეს — ფარავნისა და ტაბაწყურის ტბებს შორისაა მოქცეული.

2. ბალდის ჩანჩქერები

ეს მარტვილის კანიონთან მდებარე ჩანჩქერებია. იქ მისასვლელად ფეხით ბევრი უნდა იარო, მაგრამ ამად ღირს — ულამაზესი ბუნება და სუფთა ჰაერი დაუზარელი ტურისტისთვის ნამდვილი ჯილდოა.

© travelgeorgiaმარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონი - Sputnik საქართველო
მარტვილის კანიონი

3. ფიტარეთის მონასტერი

ფიტარეთის მონასტერი მდინარე ხრამის ხეობაში მდებარეობს და ტყითაა გარშემორტყმული. ის უნიკალური ბარელიეფებითაა ცნობილი. ტაძარში ფრესკები ცუდადაა შემონახული. 1988 წლის მიწისძვრამ გუმბათი დააზიანა. დღეს ეს, ფაქტობრივად, მიტოვებული ადგილია, რომელიც საინტერესო იქნება ცნობისმოყვარე ტურისტებისა და ხელშეუხებელი ისტორიის მოყვარულთათვის.

4. პანკისის ხეობა

პანკისი ახლა მშვიდი და წყნარი დასასვენებელი ადგილია. ეკოტურიზმის გარდა, აქ თუნდაც იმისთვის ღირს ჩასვლა, რომ ეს ისტორიული ადგილი მოინახულო. პანკისის ხეობა ადგილობრივი მოსახლეობითაც საინტერესოა. აქ, პრაქტიკულად, ყველა მუსლიმია — ძირითადად, ქისტები ცხოვრობენ.

5. ლაგოდეხის ეროვნული პარკი

პარკი საინტერესოა სუბტროპიკული მცენარეებით, ალპური ზონებით, ტბებით, ჩანჩქერებითა და დიდი, მაგრამ მიტოვებული მაჭის ციხით. პარკში სხვადასხვა სირთულის ოთხი მარშრუტი მოქმედებს.

© travelgeorgiaლაგოდეხის ნაკრძალი
ლაგოდეხის ნაკრძალი - Sputnik საქართველო
ლაგოდეხის ნაკრძალი

6. ვაშლოვანი

ძალიან ლამაზი ეროვნული პარკია, შეიძლება, ყველაზე უკეთესიც კი ქართულ ეროვნულ პარკებს შორის. ამბობენ, რომ ასეთი ევროპაშიც ძალზე ცოტაა. თუ გაინტერესებთ, აქ დინოზავრის ძვლებიც შეგიძლიათ ნახოთ.

7. საირმე

საირმე საქართველოსთვის ძალიან იშვიათი მთლიანად კეთილმოწყობილი მთის კურორტია. აქ სუფთა ჰაერისთვის, ტყეში სასეირნოდ და განთქმული მინერალური წყალი „საირმის“ დასალევად ჩამოდიან. აქ ასევე მინერალური წყლის აბაზანების მიღებაც შეიძლება.

© photo: courtesy of Fred Grinbergჭიათურა
ჭიათურა - Sputnik საქართველო
ჭიათურა

8. სიონის წყალსაცავი

სიონის წყალსაცავი — ეს მთის ტბაა ულამაზესი ხედებით. ის, ძირითადად, მდინარე იორიდან ივსება. ტბაში, ისევე, როგორც მდინარეში, მრავალი სახეობის თევზი ბინადრობს.

9. ატენის ხეობა

ციხე-სიმაგრე მდინარე ტანას მარჯვენა ნაპირზეა. კლდიან მაღალ მთაზეა აშენებული და ძალიან დანგრეულია. ნანგრევებში რამდენიმე სამშენებლო ფენა გამოირჩევა.

10. ჭიათურა

ჭიათურა საბაგირო გზების ქალაქად არის მიჩნეული, სადაც მანგანუმს მოიპოვებენ. ჭიათურაში თუ ჩახვალთ, მანგანუმის საბადოებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც უნდა ნახოთ — კაცხის სვეტი და მღვიმის მონასტერი, ასევე კიდევ ორი-სამი ტაძარი.

© Levan Avlabreliალექსეი მუხრანოვი
ალექსეი მუხრანოვი - Sputnik საქართველო
ალექსეი მუხრანოვი

საქართველოში ბევრი რამის ნახვა შეიძლება და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით პერსპექტიულია. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების ნაკადი ყოველწლიურად იზრდება და მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს, ქვეყანაში ბევრად მეტი საინტერესო და მიტოვებული ადგილია, ვიდრე ჩემ მიერ შედგენილ სიაშია მოტანილი.

საქართველოში გიდად მუშაობა, საინტერესო და უცნობ ადგილებზე საუბარი მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ აქ სეზონურად ვმუშაობ, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ეს მზიანი ქვეყანა უკვე, პრაქტიკულად, ჩემი სახლი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0